ვუყურე მოკლედ ლიგის 1/4 ფინალებს , არ მეგონა იუვე თუ ასე ცუდათ ითამაშებდა ,მაგრამ ჯერ არაა რაფერი დამთავრებული 2-0 არაფერს ნიშნავს , ეს ბარსამაც დაამტკიცა , რაც შეეხება პსჟ-ბარსას , იბრას გოლი აშკარად არ იყო ჩასათლელი , ნუ მესის გარეშეც არ გვითამაშია მეორე ტაიმი ცუდათ , მაგრამ რაც მთავარია 2 გოლი გვაქვს გატანილი და ჩემი აზრით ნოუ კამპზე თუნდ მესის გარეშე მაინც მოვიგებთ.
ნუ რეალი რომ მოიგებდა ეჭვიც არ მეპარებოდა , ლიგა პრაქტიკულად მაურინიოს ბოლო შანსია ,რომ სამარცხვინოდ არ დატოვოს რეალი , ამიტომ მგონია რომ ფინალშიც გავლენ , დორტმუნდს რაც შეეხება ალბათ უპრობლემოდ მოუგებს სახლში მალაგას , თუმცა რა იცი ყველაფერი ხდება...