პროცესორის სოკეტი იგივე სლოტი წარმოადგენს მექანიკურ კომპონენტს რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან კომპიუტერის პროცესორსა და დედა დაფას რომელიც დატანილია დედა დაფაზე და სწორედ მასზე თავსდება პროცესორიც,არსებობს სოკეტის რამოდენიმე სახე ერთ ერთია LGA (land grid array) სოკეტის რომელსაც ყველაზე ბევრი Pin ების რაოდენობა აქვს იგი ასევე მოიხსენიება ZIF ( zero-insertion force ) სახეობათ .კიდევ ერთი და უძველესი სოკეტია PGA,DIP და PLCC რომლებსაც ნაკლები Pin ების რაოდენიბა აქვთ ,მათგან ყველაზე ძველია DIP სოკეტი შედეგ PLCC და ბოლოს PGA და LGA (უახლესი),პროცესორის სოკეტი მზადდება პლასტიკური მასალისაგან, მისი ჩამკეტი კი მეტალისგან.
LGA სოკეტი ასე გამოიყურება :
ეს კი უფრო ძველი PGA სოკეტი :
ეს კი ინფორმაცია ყველა სოკეტის სესახებ 1970 წლიდან დღემდე...
DIP
თავისი პირველი მიკროპროცესორისთვის კომპანია Intel-ის ინჟინრებმა მრავალნაცადი "DIP" სოკეტი გამოიყენეს (DIP - Dual In-Line Package). DIP არ იყო სპეციალურად პროცესორისთვის შექმნილი, არამედ ჩვეულებრივი მიკროსქემების ჩასამაგრებელი სოკეტი გახლდათ. Intel 8086-ისთვის მწარმოებლები DIP-ის 40-პინიან ვარიანტს იყენებდნენ. დედადაფა თავის პროცესორით კი ასე გამოიყურებოდა:
ინფორმაციის გაცვლის სალტის სიხშირე 5/10 მეგაჰერცს შეადგენდა.
PLCC
Intel-ის გაუმჯობესებული პროცესორის - 80186-ისთვის უკვე სხვანაირი სოკეტი გახდა საჭირო. სურათზე სწორედ ასეთ სოკეტს ხედავთ. მას "PLCC" (Plastic Leaded Chip Carrier - ჩიპის პლასტიკის ტყვიიანი მატარებელი) ეწოდა. გამოდიოდა ორი ვარიანტი - 68 და 132-პინიანი. ინფორმაციის გაცვლის სალტე 6-დან 40MHz-ის დიაპაზონში მოქმედებდა. გამოიყენებოდა სოკეტი არამხოლოდ 80186, არამედ 80286 და 80386 პროცესორებზეც უცვლელი დარჩა.
Socket 1
მაგრამ არც PLCC აკმაყოფილებდა ახალი პროცესორების მზარდ მოთხოვნილებებს. შედეგად შეიქმნა პირველი "PGA" (Pin Grid Array) ტიპის სოკეტი, რომელსაც "Socket 1" ეწოდა. იგი Intel-ის ახალთახალი (1989 წლისთვის), "80486" ტიპის პროცესორისთვის იყო განკუთვნილი, ჰქონდა 169 პინი, ხოლო სალტის სიხშირე 16-50MHz-ს შეადგენდა. მასზე მუშაობდა 5-ვოლტიანი 16-33MHz-იანი "486" პროცესორები, აგრეთვე "486DX", "486DX2" და "486 OverDrive".
Socket 2, Socket 3
მოგვიანებით Socket 1 დაიხვეწა და გაჩნდა 238 და 237-პინიანი Socket 2 და Socket 3. Socket 2 ისევ 5-ვოლტიან პროცესორებს ამუშავებდა, ხოლო Socket 3-ს არამხოლოდ 5, არამედ 3.3-ვოლტიან "486 DX4" და "Pentium OverDrive"-საც ითავსებდა.
Socket 4
1993 წელს Intel-მა თავისი ახალი პროცესორის - "P5 Pentium"-ისთვის ახალი სოკეტი შექმნა. იგი Intel-ის უკანასკნელი 5-ვოლტიანი სოკეტი გახლდათ, აღჭურვილი იყო 273 პინით და 60-66 მეგაჰერციანი სალტით.
Socket 5
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, 5 ვოლტი ძაბვა ზედმეტი აღმოჩნდა ახალი პროცესორისთვის, ამიტომ Intel-ის ინჟინრებს კვლავ მოუწიათ ახალი, ამჯერად 320-პინიანი, 3.3 ვოლტზე მომუშავე სოკეტის შექმნა. Socket 5 პირველი აღმოჩნდა SPGA (Staggered Pin Grid Array - ურთიერთმონაცვლე პინებიანი მწკრივი). პინების წანაცვლებულმა განთავსებამ ინჟინრებს მათი რაოდენობის გაზრდის საშუალება მისცა. მართალია სალტის სიხშირე არ გაზრდილა, მაგრამ სწორედ ამ სოკეტზე მოარგეს Intel Pentium-ის ახალი პროცესორები, AMD K5, IDT WinChip C6 და IDT WinChip 2.
Socket 7
1994 წელს გამოსული Socket 7 Socket 5-ის პირდაპირი შთამომავალია (Socket 6 ნაკლებადცნობილი სოკეტია, რომელიც "80486"-ის უკანასკნელი სერიისთვის შეიქმნა და მისით მხოლოდ რამდენიმე დედადაფა აღჭურვეს). 321-პინიან, 60MHz სალტიან სოკეტზე მაგრდებოდა როგორც Intel Pentium და Pentium MMX, ასევე AMD-ს ახალი "K6" პროცესორი.
Super Socket 7
Socket 7 წარმატებული გამოდგა და AMD-ს ინჟინრებმა 1998 წელს მისი მოდერნიზებული ვარიანტი - Super Socket 7 შექმნეს, რომელიც "Super 7"-ის სახელითაცაა ცნობილი. იგი Socket 7-ისგან არაფრით განსხვავდებოდა, გარდა 66-100MHz-იანი სალტისა და ამუშავებდა AMD K6-2, AMD AMD K6-III, Rise mP6 და Cyrix MII პროცესორებს.
Socket 8
მაშინ, როდესაც AMD Socket 7-ზე იმყოფებოდა, Intel-მა ახალი, რიგით მერვე სოკეტი შეიმუშავა. მასზე 3.3 და 3.1V ძაბვით შეეძლოთ ემუშავათ როგორც Pentium Pro, ასევე Pentium 2 Overdrive-ს. ფოტოზე ზუსტად ამ პროცესორის საინჟინრო ნიმუშია წარმოდგენილი:
Slot 1
1997 წელს Intel დროებით წყვეტს სოკეტების შემუშავებას და სლოტებზე გადადის. 242 კონტაქტიანი, 66-133MHz სიხშირის სალტის მქონე სლოტი Pentium 2 და Pentium 3 პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი. ამ დროისთვის შეიცვალა პროცესორების გარეგნული სახე და იგი ასეთი გახდა:
სლოტის მთავარი უპირატესობა გადამყვანის არსებობა გახლდათ. გადამყვანს "Slotket" ეწოდებოდა. ჩვეულებრივი Pentium 2 პროცესორის მოყვანილობის მქონე მოწყობილობაში სოკეტი იყო მოთავსებული (სოკეტი სხვადასხვა მოდელისა შეიძლებოდა ყოფილიყო. სურათზე Socket 8-ის გადამყვანია), რომელშიც შესაბამისი სოკეტის პროცესორი თავსდებოდა.
Slot 2
Slot 1-ის პარალელურად Intel-მა Slot 2-იც გამოუშვა, ამჯერად 330 კონტაქტით. ეს სლოტი Pentium 2 Xeon-ის სერვერული პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი, პინების კონტაქტების რაოდენობის გაზრდა კი იმით იყო გამოწვეული, რომ Pentium 2 Xeon-ის გაზრდილი L2 კეშის (512-2048 კილობაიტი) გამტარობისთვის Slot 1 საკმარისი არ აღმოჩნდა.
Slot A
1999 წელს AMD-მაც გადაიღო სლოტების პრაქტიკა და "Slot A" შექმნა, რომელშიაც 242 კონტაქტიანი AMD Athlon-ები ჯდებოდა. ეს პირველი Athlon-ები იყო, 500-1000MHz ტაქტური სიხშირით და 1.3-2.05V მუშა ვოლტაჟით, ამიტომ 100MHz-იანი სალტე Slot A-სთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
Socket 370
იმავე 1999 წელს Intel ისევ სოკეტებზე გადაერთო და ნაცადი ტექნოლოგიით (SPGA) დამზადებული Socket 370-იც გამოუშვა სერიაში. იგი Tualatin და Coppermine სერიის Pentium 3 პროცესორებისთვის და აგრეთვე პირველი სერიის Celeron-ებისთვის იყო განკუთვნილი.
Socket 462/Socket A
კონკურენტს არც AMD ჩამორჩა და 2000 წელს ისიც დაუბრუნდა სოკეტებს Socket 462(იგივე Socket A)-ით. იგი მუშაობდა 1-2.05V-იან მთელ რიგ პროცესორებთან: AMD Athlon, AMD Athlon XP, AMD Duron, AMD Sempron, AMD Athlon MP, AMD Geode NX. სოკეტი საკმაოდ უნივერსალური გამოდგა თავისი 462 პინით და 100-200MHz-იანი სალტით (AMD-ში ინფორმაციის გაცვლის სალტეზე გაცვლის სიჩქარე "MT/s" - Megatransfer/Second-ით აღინიშნება და Socket A-ს 400MT/s ჰქონდა).
Socket 423
იმავე 2000 წელს Intel-ის ახალი სოკეტიც გამოვიდა, რომელიც Pentium 4-ის პროცესორთა "Willamette" მოდელისთვის იყო განკუთვნილი. სოკეტი სულ რაღაც ნახევარი წლის განმავლობაში გამოდიოდა და სულ მალე გზა დაუთმო დღემდე უკვდავ, "478" სოკეტს.
Socket 478
Socket 478, რომელიც Socket N-ის სახელითაცაა ცნობილი, 2000 წლის მიწურულს გამოვიდა სერიაში. იგი Northwood მოდელის Pentium 4-თან ერთად ჩაუშვეს წარმოებაში. იგი FC-PGA კონფიგურაციისა იყო, რაც იშიფრება, როგორც "Flip-chip pin grid array", ანუ "გადაბრუნებული ჩიპის პინებიანი წყობა". ეს ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და "დღეგრძელი" სოკეტია. მასზე გამოდიოდა Pentium 4, Celeron, Celeron D, Pentium 4 Extreme სერიის პროცესორები.
Socket 495 Intel Celeron-ის მობილური პროცესორებისათვის.
PAC418
Socket PAC418 არის 418 პინიანი სოკეტი მიკროპროცესორული, განკუთვნილია Intel Itanium ინტერფეისის პროცესორისათვის.
Socket 603
Socket 603 დააპროექტა Intel-მა როგორც ნულოვანი ჩასმის ძალის სოკეტი განკუთვნილია სამუშაო სადგურებისა და სერვერის პლატფორმაზე. იგი შეიცავს 603 კონტაქტების.
ყველა Socket 603 პროცესორებს გამოიყენებს avtobus სიჩქარე 400 MHz. Socket 603 პროცესორებს განაკვეთი 1.4 GHz და 3 GHz-ია.
PAC611 - არის მიკროპროცესორისთვის განკუთვნილი კერძოდ კი Intel Itanium 2-ისათვის.
Socket 604-ის პროცესორები არის დამზადებული Intel-ის "MP" აღნიშვნით, ხოლო ზოგიერთი Socket 603 პროცესორებმა არ მიიღეს "MP" აღნიშვნა. "MP" პროცესორების სიჩქარე L3 ქეშით აქტიურდება და მუშაობს მრავალმანდატიან პროცესორ კომპიუტერებზე ("მრავალფუნქციური პროცესორი" ნიშნავს 2 CPUs), თუმცა, ზოგიერთი socket 604 პროცესორები დამზადებული არიან დამატებითი L3 ქეშით up to 16 MB.
Socket 754 ეს არის პროცესროის სოკეტი რომელიც AMD64 ისათვის გამოვიდა გარდა 64 ასევე :
AMD Athlon 64 (2800+ - 3700+)
AMD Sempron (2500+ - 3400+)
AMD Turion 64 (ML and MT)
AMD Mobile Athlon 64 (2800+ - 4000+)
ეს პროცესორები ჯდებიან ამ სოკეტში
Socket 940
ეს არის 940 პინიანი სოკეტი 64-ბიტიანი AMD სერვერის პროცესორთათვის
Socket 479
სოკეტი გამოვიდა Intel Pentium M და ntel Celeron M IA C7-M პროცესორებისათვის
ეს სოკეტი არის ფიზიკურად მსგავსი, მაგრამ განსხვავებული Socket 478-საგან.
Socket 939
სოკეტი არის
AMD Athlon 64 (3000+ - 4000+)
AMD Athlon 64 FX (51 - 60)
AMD Athlon 64 X2 (3600+ - 4800+)
Some AMD Opteron 1xx series
Some Sempron 3x00+ (Step E3, E6)
პროცესორებისათვის
ახლა გადავიდეთ უკვე LGA-ზე
LGA 775 (Socket T)
პირველი LGA სოკეტია რომელიც ძალზედ განსხვავდება წინამორბედებისაგან :
ეს LGA არის სოკეტი რომელსაც ზემოდან ეფარება საკეტი მოცემული სოკეტი გათვილია შემდეგი პროცესორებისათვის:
Intel Pentium 4 (2.60 - 3.80 GHz)
Intel Celeron D (2.53 - 3.60 GHz )
Intel Pentium 4 Extreme Edition
(3.20 - 3.73 GHz)
Intel Pentium D (2.66 - 3.60 GHz)
Pentium Extreme Edition
(3.20 - 3.73 GHz)
Pentium Dual-Core (1.40 - 3.33 GHz)
Intel Core 2 Duo (1.60 - 3.33 GHz)
Intel Core 2 Extreme (2.66 - 3.20 GHz)
Intel Core 2 Quad (2.33 - 3.00 GHz)
Intel Xeon (1.86-3.40 GHz)
Intel Celeron (1.60 - 2.40 GHz)
Socket 563
AMD- ს სოკეტია AMD Athlon XP-M -ისათვის ეს სოკეტი ჩვეულებრივ ლეპტოპებშიც გამოიყენებოდა
Socket M
ეს სოკეტი ინტელის მობილურ სისტემებისათვის გამოვიდა
Intel Core Solo
T1300, T1350, T1400
Intel Core Duo
T2050, T2250, T2300, T2300E, T2350, T2400, T2450, T2500, T2600, T2700
Intel Core 2 Duo
T5200, T5300, T5450, T5470, T5500, T5600, T7200, T7400, T7500, T7600
Intel Celeron M
Intel Celeron
1.66 GHz
LGA 771 ( Socket J )
წინამორბედისაგან განსხვავდება კონტაქტების რაოდენობით დიზაინი იგივეა გარდა კონტაქტებისა იგი გათვლილია მხოლოდ
Intel Dual-Core Xeon E/X/L 5xxx
Intel Quad-Core Xeon E/X/L 5xxx
Intel Core 2 Extreme QX9775
პროცესორებზე.
Socket S1
ეს არის სოკეტი AMD-ს მობილური პროცესორებისათვის :
Athlon 64 X2; Turion 64 X2; Mobile Sempron; Turion 64 (MK series only)
Socket AM2
არის სოკეტი რომელიც AMD-ს შემდეგი პროცესორებისთვისაა :
Athlon 64
Athlon 64 X2
Athlon 64 FX
Opteron
Sempron
Phenom
AM2+
2007 წელს AMD-მ AM2-ის გაუმჯობესებული ვარიანტი - AM2+ წარმოადგინა. ეს სოკეტი AM3-იკენ გარდამავალია და 940 კონტაქტი აქვს. AM2 და AM2+ დედადაფები და პროცესორები გარკვეულ პირობებში თეორიულად ურთიერთშეცვლადი შეიძლება იყოს. რეალურად ურთიერთცვლადობა ხშირად BIOS-ების ვერსიებზეა დამოკიდებული. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ AM2 დედადაფაზე AM2+-ის პროცესორი თავისუფლად ჯდება, Dell-ის Inspiron 531-ს, რომელიც AM2 სოკეტითაა აღჭურვილი, არ აქვს AM2+ სოკეტის პროცესორებთან თავსებადი BIOS. ტექნიკური მონაცემებიდან გამოყოფის ღირსია HyperTransport 3.0, რომელიც 2.6GHz-ზე სწრაფ პროცესორებთან მუშაობისასაა ხელმისაწვდომი. AM2+-თან თავსებადია Athlon 64, Athlon 64 X2, Athlon II, Opteron, Phenom და Phenom II სერიის პროცესორები.
Socket P
აქვე მინდა შევეხო მობილური პლატფორმებისთვის განკუთვნილ სოკეტ "P"-ს. იგი Intel-ის მობილური Core 2 პროცესორებისთვისაა განკუთვნილი. მასზე 2007 წლის მაისის შემდეგ გამოსული ყველა მობილური Core 2 პროცესორი (Core 2 T5xxx, T6xxx, T7xxx, T8xxx, T9xxx) დგება. FSB-ს სიხშირე 533-დან 1066MHz-მდე მერყეობს.
Socket 441
ეს სოკეტი Intel-ის ყველაზე პატარა - "Atom" პროცესორებზეა გათვლილი. მას 400/533MHz-იანი FSB აქვს.
Socket 1366
Landing Grid Array სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე "დიდი" სოკეტი იყო 1366 კონტაქტის წყალობით. ამ სოკეტს ჯერ არ ნახული - 4.6-6.4GT/s (გიგატრანსფერი წამში) გამტარობა აქვს და მასზე დღეისთვის ყველაზე ძლიერი - i7-9xx სერიის პროცესორები მუშაობს. გარდა ამისა სოკეტთან თავსებადია Xeon 35xx, Xeon 36xx, Xeon 55xx, Xeon 56xx სერიის პროცესორები და Intel Celeron P1053.
Socket AM3
ჯერ-ჯერობით ეს AMD-ს ბოლო სოკეტია. AM2+-თან შედარებით რეალურად რადიკალური ცვლილება მხოლოდ DDR3 მეხსიერების მხარდაჭერაა. აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ DDR3-ის მხარდაჭერის მიუხედავად, არ არის აუცილებელი, რომ AM3 სოკეტით აღჭურვილ დედადაფას DDR3 მეხსიერება ჰქონდეს, რადგან AM3-ზე მომუშავე პროცესორის მეხსიერების კონტროლერი DDR2-თანაცაა თავსებადი.
ცალკეა აღსანიშნავი ე.წ. "AM3 Ready" პროდუქცია. ეს გახლავთ Gigabyte-ის, ASUS-ის და ზოგიერთი სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებული დედადაფები, რომელთა BIOS-იც საშუალებას იძლევა AM3-ის პროცესორი AM2/AM2+ დედადაფას მოვარგოთ.
Socket AM3+
AM3+ ეწოდება მოდიფიცირებულ AM3 სოკეტს, რომელიც განკუთვნილია Bulldozer არქიტექტურით აგებულ "Zambezi" პროცესორისთვის. AM3+ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ზამბეზი სრულ პოტენციალს ვერ გამოავლენს უბრალო AM3 დედადაფაზე. AM3+-ს 942 კონტაქტი ექნება.
LGA 1156
LGA1156, იგივე Socket H/H1 განკუთვნილია Intel Nehalem-ის საშუალო დონის პროცესორებისთვის, როგორებიცაა i3-xxx, i5-xxx, i7-8xx, Xeon L34xx, X34xx, Celeron G1xxx, Pentium G6xxx. სოკეტს 2.5GT/s გამტარობა აქვს.
Socket G34, Socket C32
1974 კონტაქტიანი G34 და 1207 კონტაქტიანი C32 განკუთვნილია AMD-ს 8/12-ბირთვიანი სერვერული პროცესორებისთვის. გარდა ამისა G34 თავსებადი იქნება Bulldozer არქიტექტურით აგებულ "Interlagos" სასერვერო პროცესორებთან. სოკეტები 2012 წელს შეიცვლება ახალი სოკეტით, რომელსაც ჯერ-ჯერობით "G2012"-ს უწოდებენ. მის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
LGA 1248
განკუთვნილია Intel Itanium 93xx სერიის ჰაი-ენდ სერვერული პროცესორებისთვის.
LGA 1567
ეს სოკეტიც სერვერული პროცესორებისთვისაა, მაგრამ ამჯერად - Intel Xeon 6500/7500-ებისთვის.
LGA 1155
LGA 1155, იგივე Socket H განკუთვნილია Intel Sandy Bridge არქიტექტურის მქონე საშუალო დონის პროცესორებისთვის (Sandy Bridge-DT). სალტის გამტარობა 5GT/s-ია. აღსანიშნავია, რომ სოკეტის გავლით 20 PCI-Express 2.0 არხს შეუძლია ინფორმაციის გატარება.
LGA 2011
სოკეტი LGA 2011, იგივე Socket R, იგი ჩაანაცვლებს LGA 1366 (Socket და LGA 1567 სოკეტებს წარმადობაში high-end დეკტოპ და სერვერულ პლატფორმებში. სოკეტს აქვს 2 011 პინი რომლითაც უკავშირდება დედადაფას.
სოკეტი იყენებს Intel QuickPath Interconnect (- ეს არის წერტილიდან წერტილამდე ინტერკავშირი ინტელისაგან რომლის შემცვლელია front-side bus (FSB) Xeon, Itanium და სხვა დესკტოპ პლატფორმებში. ) კავშირს პროცესორებისა სხვა დამატებით პროცესორებთან DMI 2.0 (Direct Media Interface - ეს არის კავშირიIntel northbridge და Intel southbridge შორის დედადაფაზე.) გამოყენებულია რომ პროცესორი დაუკავშირდეს PCH (Platform Controller Hub - ინტელის მიკროჩიპების ოჯახი). მეხსიერების კონტროლერი და 40 PCIe ხაზი ინტეგრირებულია პროცესორზე. მეორე პროცესორზე დამატებითი x4 PCIe ინტერფეისი ანაცვლებს DMI ინტერფეისს. ისევე როგორც წინამორბედ LGA 1366 სოკეტში არ არის უზრუნველყოფა ინტეგრირებული გრაფიკისათვის.
სოკეტი 14 ნოემბერს გამოვიდა 2011 წელს, და აქვს მხარდაჭერა Sandy Bridge-E პროცესორებისა 4 ოპერატიული ბარათის არხით DDR3-1600 ისევე როგორც, 40× PCIe 2.0 or 3.0 ხაზები. Extreme Edition პროცესორი 6 ბირთვით 15 MB მესამე დონის ქეშით და 4 არხიანი DDR3 ოპერატიული მეხსიერების კონტროლერით. LGA 2011 დედადაფებს აქვთ 4 ან 8 DIMM სლოტები რომელიც იძლევა მაქსიმალურ მხარდაჭერას 32 GB, 64 GB, ან 128 GBოპერატიული მეხსიერებისა. LGA 2011 მას ასევე აქვს უზრუნველყოფა ისეტი პლათფორმებისა როგორიცაა 8 ბირთვიანი და 20 MBკეშის მქონე პროცესორები.
LGA 2011 ასევე თავსებადია უახლეს Ivy Bridge-E პროცესორებთან.
სტატია განახლებულია დაემატა 2011 სოკეტი.