Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ტორმუზით ვერც მოუხვევს, უნდა დაატორმუზო მოსახვევამდე, სანამ მოსახვევში შესვლას დაიწყებ, და არა მოხვევის დროს. ეს სიმულატორია, არკადებში ეგეთი პრობლემები არ გექნება, მაგრამ აქ ყველაფერი რელაურთან მიახლოებულია, ნამდვილ მანქანაზე დიდი სისწრაფით რომ მოსახვევში ძლიერი ტორმუზით შეხვიდე, ეგრე იზავს.
  2. ეგ ისეთივე ნივაა, როგორც ეს 07 ტურბინის მეშვეობით უზომოდ დიდი რესურსის ამოღება შეიძლება, მთავარია ძრავი რამდენად გაუძლებს. ეს ლომსამ არ ნახოს.
  3. სპეციალურად, თუ ეგრე გამოვიდა?
  4. რამე მესენჯერი მინდა, რომელსაც დელივერი რეპორტი ექნება.
  5. სხვა გაფართოვების, რა? ტექსტურა? ამ შემთხვევაში შესაძლებელია, მაგრამ, თუ რენდერის გაფართოვებას გულისხმობ, ეგ არაფერ შუაშია. ეს თუ სპეციალურად არ აქვს გაკეთებული, ესეიგი თვითონ ტექსტურას გაუჩნდა პრობლემა, მაგას კი ან დაბალი რეზოლუციის ტექსტურა იწვევს, რომელიც სპეციალურად უნდა დაარეგულირო (გაწელო, ოღონდ ხარისხს დაკარგავს), მაგრამ ამ შემთხვევაში ტექსტურა არ ადევს და მხოლოდ შეფერილობა აქვს მიცემული, ან აცდენილი პოლიგონი/ვერტექსის ბრალია, ხოდა, თუ ტექსტურა არ ადევს და მაინც გაიკეთა ეგეთი არტეფაქტი, ესეიგი თვითონ მოდელირებისას არის პოლიგონები დარღვეული. ჩემი სამოყვარულო დონის ცოდნით, მეტს ვერაფერს გიპასუხებ. დაველოდოთ მცოდნე ხალხს, ვინმე გამოჩნდება და იტყვის თავის სათქმელს... სინემა 4D-ს მხოლოდ ერთი რენდერი აქვს? ანუ, როგორც 3დ მაქსს აქვს - vray ან mentalray ესეთი რენდერები არსებობს?
  6. კარგია, ყოჩაღ. ასოებს ზემოთ მუქი ზოლი რატომ აქვს? შენ გაუკეთე, თუ გატეხილი პოლიგონების ბრალია?
  7. ეგ სონი იყიდა თანამშრომელმა ახალი წლის წინა დღეებში და 1 კვირის წინ პრობლემები დაეწყო, მეორე სიმს ვერ ხედავს. ხვალ უნდა მიუტანოს და დაუტოვოს...
  8. ვანუსი კი არა, ვანოსი. ფაზების კონტროლი/ოპტიმიზაცია, ანუ, ცილინდრზე სარქველების გახსნა-დაკეტვის პარამეტრების რეგულირება, რაც წვის დაკლებას და ძრავის მონაცემების გაზრდას უწყობს ხელს, ძრავი უფრო სტაბილურია ნებისმიერ ბრუნზე, გლეხურად რომ ვთქვათ, ცილინდრში დაგროვილ გაზებს (რაც წვის შედეგად გამოიყოფა და რის ხარჯზეც მოძრაობს ცილინდრი) მოიხმარს მაქსიმალურად ეფექტურად, მინიმალური დანაკარგით (ასევე ცეო გამოიყოფა უფრო ნაკლები). ეს ორი სიტყვით და, კონკრეტულად კი, აჰა და გადაიკითხე.
  9. ეუფ, ვითომ არ მინახავს, ან ჩავთვლი, რომ ფოტოშოპია, თან ცუდი ფოტოშოპი ჯერ რა საზიზღარი პროპორციებია, ცხვირის სიგრძე ძარის 40%-ია, ესეთი ზომები ამერიკელებსაც კი შეშურდებოდათ :პუკე: ბიჯო, ნუღა უყურებ saw-ს, უკვე ხასიათში გადაგივიდა შენი ფანტაზიები, თვით დარენ ლინ ბოუსმანსაც კი შეშურდებოდა.
  10. http://www.youtube.com/watch?v=n6hkbqTrOZ8 აა ხალხი ძმაო, სახეები და მანქანის ნომრები დაფარული აქვთ, ჩვენსავით მაზოხისტურად მარიაჟები კი არ არიან, რომ 5 წუთიანი ვიდეო გადაიღონ და მერე პირად საბანკო ანგარიშზე ჯარიმის ფულის ჩარიცხვას ხალხს ეხვეწებოდნენ, არიქა, გვიშველეთო + ამას, ღამით გამოდიან, რომ ქუჩა თავისუფალი იყოს და არავინ დააზიანონ.
  11. ვნახე და მაგ ფოლდერში მხოლოდ ქეშიანი (ნფს) თამაშია, არადა სხვა თამაშებიც მაქვს, მაგრამ ეგენი მაგ ფოლდერში არ არის.
  12. ფული აქვს და არ იცის რაში გამოიყენოს, მოუნდა რაღაც ექსლუზიური, მივიდა რომელიღაც წუნინგოვი ატელიეში და შეუკვეთა ესეთი ღლეობა, სამაგიეროდ, მხოლოდ მე მყავსო და ბედნიერია. ჩემი უახლოესი ძმაკაცი და ბავშვის ნათლიაა, ბიზნესები აქვს და ძალიან ხშირად არის დუბაიში, იმას სურათები ჩამოაქვს ხოლმე, იტირებ რამოდენიმეჯერ მსგავს ბუნების შეცდომას გადააწყდა და გადაუღო. ერთი უნდა ვკითხო, თუ არ წაუშლია, გადმოვიწერ და ავტვირთავ.
  13. განა იმას ვამბობ, შესაძლებლობები არ აქვსთქო, უბრალოდ, მე მივიჩნევ, რომ მაქსი და მაია მაინც პირველობენ, თორემ რასაც დაამუღამებ, იმაში შეძლებ შედევრების კეთებას.
  14. 4.1.1 CPU - 3781 GPU - 3955 RAM - 750 I/O - 824 Total score: 9310 ნორმალური შედეგია?
  15. რა ვიცი, ზომას კი აჩვენებს (რაც არის დაკავებული), მაგრამ თვითონ თამაში ვერ ვიპოვე. კონკრეტულად რომელ ფოლდერში ვნახო?
  16. ამაზე არავის გაქვთ პასუხი? ესეიგი, ტელეფონი თუ დარუთული არ არის და 4.1.1 რომი გიყენია, გამორიცხულია ფაილების სდ-ზე ჩაწერა/გადატანა? არავის გაქვთ დაურუთავი ჟელი ბონი? თქვენც გაქვთ ეს პრობლემა?
  17. მაქსზე ან მაიაზე რატომ არ გადადიხარ? კი, სინემაც კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ამათთან ვერ მოვა.
  18. განათებები ჩემი სისხლისგამშრობი საქმეა, მაგრა მიჭირს ოპტიმალური შედეგის მიღება და ძალიან ბევრს ვწვალობ, ყველაზე რთული ეტაპი ჩემთვის ეგ არის, არც მოდელირება და არც ტექსტურები, განათება იმდენს მაწვალებს, რომ ბევრჯერ მიმიტოვებია შუა გზაში, ამიტომ, მაგას სერიოზულად მიაწექი, ძირითადად ტუტორიალებით აკეთე, სანამ კარგად აითვისებ.
  19. რას ვგულისხმობ და, ტექსტურა, ანუ იერსახე ხომ უნდა მისცე? მაგალითად, დივანი ხომ უნდა იყოს ტყავის, ან ნაჭრის? იღებ ტყავის სურათს (რაც შეიძლება მაღალი რეზოლუციის, რომ ხარისხი არ გაგიფუჭოს) და დაადებ დივანს, ასევე კედელზე, მაგალითად შპალერის ტექსტურა. რაც შეეხება რენდერს, ეგ სცენა, რომ სურათად აქციე, ხომ დაარენდერე? სხვანაირად სურათის სახეს ვერ მისცემდი, ხოლო კაი ხარისხის რენდერში ვიგულისხმე ის, რომ კარგი/რეალური განათება უნდა გაუკეთო, ანუ სინათლის წყარო უნდა იყოს რაც შეიძლება რეალური, თავისივე ჩრდილებით (ჩრდილები თვითონ განათების წყაროს სეთინგებიდან უნდა ჩაურთო), ძირითადად 2 ტიპის სინათლე გამოიყენება - რეალური, ანუ მზის განათება და ხელოვნური, ჭაღი, ბრა, ფანარი და ა.შ. ამ ყველაფერს თუ სწორედ შეურჩევ (და, კოჭებშივე გეტყობა, რომ მონდომება გაქვს და შეძლებ) მიიღებ ისეთ რენდერს, რომ ბევრი ვერ გაარჩევს, ნამდვილი ოთახის სურათია, თუ რენდერი. სულ ეს არის :)
  20. რაც მთავრია, ხედვაც აქვს და ხელიც ემორჩილება, თორემ ამ ორიდან რომელიმეს უკმარისობით ეგეთ შედეგს ვერ მიაღწევდა (+მონდომება - არ უნდა გეზარებოდეს).
  21. მართლა საკაიფო ოთახია, თავისივე მასშტაბებით, მაგას 1 კაი ხარისხის ტექსტურები + კაი რენდერი და ეგ არის. მომეწონა.
  22. xosito მოკლედ, პატარა ნეირონა ხარ რა ყოჩაღ, კარგი ხელი გაქვს და გეტყობა, რომ ჩხირკედელაობაც გეხერხება, მიყვარს შენნაირი ხალხი.
  23. 500 ლარი??? არადა, თავის დროზე ოპელ ასტრაში უცვლიდნენ და უარი უთხრა, პრაბეგი აქვს ცოტა დიდიო. პატარას გავაოფებ - ჩემ კარტაზე far cry-ში 45 მაქვს ფპს და ამას 55? ხომ არ გეშლება?
  24. ეხლა შევედი app-ში და ვნახე nfs MW-ს მონაცემები, ქეშს უწერია sd card --- 1,94gb მხოლოდ ეს თამაში მაქვს ქეშიანი და ამის გარდა არცერთს არ უწერია sd card, მაგრამ ადგილი მაინც შიდაზე აქვს დაკავებული და sd ცარიელია (რაღაც მაქვს ჩაგდებული და მხოლოდ იმის ზომას მიჩვენებს). მონაცემებს აი ესე მიწერს ყველა თამაშზე: total - 13,32mb app - 13,20mb usb storage app - 0.00b data - 124kb sd card - 0.00b და აქ მხოლოდ ქეშიანს (nfs-ს) უწერია ზომა.
  25. არის რამე ვარიანტი?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.