Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. მაგ მოდელს 18k-დან იყიდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ნამდვილი AMG-ა (და, არა ეგრედ წოდებული პაკეტი), შეიძლება ითქვას, რომ შესაბამისი ფასია. თუმცა, ვეჭვობ, რომ 30-ში გაყიდვა გაუჭირდება.
  2. სერიოზული შედეგია. რულით ხო?
  3. ეხლა პანაშვიდზე მივდივარ და საღამოს მეც განვაახლებ ჩემს შედეგს (იმედი მაქვს...)
  4. შენს სქრინშოტს არ მიხსნის და, რა გაქვს საუკეთესო დრო?
  5. საღამოს ვსინჯავ მაგ მანქანით, ეხლა სამსახურში ვარ. ლექსო, თემის გაოფება არ მინდა, მაგრამ 1 უნდა გკითხო. დრიფტის დროს e-brake-დ რას ხმარობ? ღილაკს?
  6. რუსულ ფორუმზე ვიქექებოდი და ამას წავაწყდი. აბა სინჯე, იქნებ მოგეწონოს. Для любых рулей Logitech в настройках Logitech Profiler лучше всего ставить Overall Effects Strength - 104% . Это уменьшает ощущение пустоты и лёгкости руля в околонулевой зоне. Связано с проблемой в коде драйвера, из-за которой ФФ рулей Logitech начинает работать линейно только при значениях выше 100%. Рекомендуемая цифра 104% появилась в результате длительных личных экспериментов с MOMO и затем G25
  7. მაუსის შედეგს გულისხმობ?
  8. რატომ არ ითვლება? როგორც მოირგე მანქანა, ისეც იგონკავე და რა არის ამაში ცუდი?! ეგ დრო ამოვქაჩო და სლიკებს ვუყურებ?! ყველანაირი შედეგი მიიღება, გარდა ფოტოშოპისა რაც გინდა ის უქენი მანქანას, სწორედ ეგ არის რბოლის მუღამი, რომ შენ გემოზე მოირგო. ისე, თუ მაუსით ასეთი შედეგი მიიღებოდა, რაღას ვყრიდით ფულს ამ რულებში?! :D
  9. კონკრეტულად აბარტს არ აქვს მდიდარი სეთაპი. საბურავების წნევის მომატებით გაზრდი მაქსიმალურ სისწრაფეს, მაგრამ დაკარგავ მოჭიდებას და მერე ნახე შენ სნოსი... წნევის დაკლებით კი, პირიქით, მოჭიდება მოიმატებს, მაგრამ მაქსიმალკა დაიკლებს + ცუდი მანევრირება გაუხდება. რითიც სიამოვნებას მიიღებ, ყველაფრით გაქაჩავ. შედეგებზე კი, რა მოგახსენო, ეგ შენზეა დამოკიდებული... აგე, კაცი (STI-228) მაუსით თამაშობს და საუკეთესო შედეგი აქვს.
  10. გააჩნია რას გულისხმობ. მაგან შეიძლება გამოიწვიოს სნოსი (მითუმეტეს წინა ვედუშზე), მაგრამ ეგ სხვა რამეა - understeer არის არასაკმარისი მოხვევის კუთხე და როცა მაღალი სიჩქარით შედიხარ მოსახვევში და მითუმეტეს, თუ მოხვევის კუთხე არ ყოფნის, მაგ დროს ოდნავი ზედმეტი გაზითაც კი პრაბუქსოვკას გააკეთებს და ცხვირს წაიღებს, სწორედ ეგ ცხვირის წაღებაა სნოსი. მაღალ გაზზე, როგორც თითქმის ყველა წინა ვედუში სნოსიანია, მაგრამ ამ აბარტს განსაკუთრებული არაფერი ჭირს, ანუ არ არის იმაზე სნოსიანი, ვიდრე უნდა იყოს. თან, ჩემნაირი ანტი წინა ვედუშისტისთვის თუ ეს არ არის შემაწუხებელი, ესეიგი სხვისთვის უფრო სასიამოვნო სამართავი იქნება (მაგრამ მაინც წინა ვედუშის ესე და ისე), უკანა მაინც უკანაა და გინდ... ერთი დროზე მოვრჩეთ ამ ეტაპს, რომ უკანაზე გადავიდეთ. შეიძლება იქ უარესი შედეგი მქონდეს, მაგრამ სიამოვნებას მაინც მივიღებ (წინასგან განსახვავებით). STI-228 არადა, ჩემთან მესამედზე კიდევ დაბლა მიყენია FFB, იმდენად ძლიერია (თან ეს პარებრიკების კაკუნი არ მიყვარს).
  11. მწვანე ზოლი მხოლოდ მიმართულებას არ გიჩვენებს, + თრექშენ კონტროლის მსგავსი ასისტი ირთვება. სულ პირველად, რომ გავუშვი თამაში, ვდრიფტაობდი და ტრეკის სწრაფად ათვისების მიზნით ჩავრთე, მაგრამ პრაბუქსოვკას ძალა დააკლო. რბოლის დროს ეგ შეიძლება ვერ იგრძნო, მაგრამ დრიფტზე ძალიან დიდი სხვაობა მომცა და იმის მერე აღარც ჩამირთავს. ნახევარი საათია ვეწვალები და 1:32-ს ვერ ჩამოვცდი. საღოლ შენ ლექსო. თავიდან კი ამბობდი, თუ არაფერი გამომივა, შევეშვებიო, მაგრამ ალალად გეუბნევი, არ გაქვს სამაგისო მიზეზი. გული მიგრძნობს, მინიმუმ ეს ეტაპი შენია
  12. ფრაპსი მენიუშიც მუშაობს, ოღონდ აი აქ ინახავს სქრინშოტებს: პ.ს. არა, შემეშალა, თვითონ თამაშშია ჩადებული, რომ პროგრამების გარეშე გადაიღოს სქრინშოტი, უბრალოდ, ფრაპსში ს.შოტის გადაღება F12-ზე მაქვს დაყენებული და მეგონა ფრაპსმა გადაიღო, თურმე, არავითარი პროგრამა არ გინდა, დააწვები ფ12-ს და სურათიც გადაღებულია.
  13. პირველი ცდა
  14. ხოხ, მოხვედი? ძია გენაცვალოს
  15. პირველ წრეზე 1:37 გავაკეთე, მეორეზე 1:34 და ვერ გადავუღე. თუ პირველივე ცდაზე 1:34 მაქვს, ალბათ 1:30-ში უპრობლემოდ უნდა ვიაროთ. პ.ს. ყველაფერი გათიშული მაქვს + მანუალ ჯეარ ბოქს და ჯომარდიმ რომ გაიგოს, დამწყევლის - 900 გრადუსიანი რულით ვიარე, როცა, წესით 200-ებით დადიან.
  16. რითი გადაიღე? ფრაპსი არ იღებს, მხოლოდ რბოლის დროს
  17. ლექსო, შენს საპატივცემულოდ მაგ ტრეკით და ბოლიდით დავიწყოთ. ეს დრიფტერი კაცი პირველად ხარ ჩვენთან ერთად რეისინგში და შენი არჩევანით გავხსი სეზონს ესეც ახალი
  18. მოგესალმებით ახალ თემაში. სეზონს გახსნილად ვაცხადებ გამარჯვებული გამოვლინდება კონკრეტულ ტრეკზე საუკეთესო/უსწრაფესი შედეგის ჩვენებით (ფოტოშოპი ბევრმა ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, სად და როდის გამოვიყენოთ... ). იმის გათვალისწინებით, რომ ამ სიმულატორით რამოდენიმე მონაწილეს უჭირს გამორთული დახმარებებით რბოლა, მაგრამ სიამოვნებით გაერთობიან ჩვენთან ერთად, დაიშვება ყველანაირი ასისტის გამოყენება, მხოლოდ 1 პირობით: დაწერეთ, ვინ რა სისტემას ხმარობთ. Good Luck ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 1. track - Magione 2. car - Abarth 500
  19. მაქსმა ლიცენზია მომთხოვა და ეხლა მაგის დრო არ მაქვს, ხვალ გავაკეთებ ლოგოს... ესეიგი, გავხსნა თემა? მოფიქრეთ ტრეკი?
  20. მაშინ, რაც არის არის, შევუბეროთ. 1 სათხოვარი მექნება, გამოიყენეთ რაც გინდათ, ოღონდ დაწერეთ რა გაქვთ ჩართული, რომ ვიცოდეთ დახმარებების გარეშე სად გადის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარი. ეხლა 3დ მაქსში შევვარდები და კორსას ლოგოს ცოტა ჩემებურად გადავაკეთებ (კარბონში). სანამ თქვენ მოიფიქრეთ, რომელი ტრეკით + ბოლიდით დავიწყოთ. matusala ეგ მეც შევამჩნიე, მაგრამ მიზეზი და გამოსავალი ნაღდად არ ვიცი
  21. მაგაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ მაგის გაკონტროლება ოფლაინში ცოტა რთულია. რეგლამენტში, რომც შევიტანოთ ყველა ასისტის გათიშვა, მაინც არ ექნება აზრი, რადგან სიტყვაზე უნდა ვენდოთ სხვებს და ამ დროს შეიძლება ასისტებით უბერავდეს. ჩემი აზრით, უნდა დავუშვათ და ყველა თავისებურად გაერთოს. პირადად მე, არასდროს ვეყრდნობი კომპიუტერს, რომ ჩემი გასაკეთებელი მან აკეთოს... რა თამაშიც არ უნდა იყოს, ყოველთვის უკანა წამყვანით ვთამაშობ და ყოველთვის გათიშული მაქვს. უფრო მეტად საწვალებელია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად საინტერესო. აბა, ეგრე რა გამოვა, თუ ყველაფერი კომპმა აკეთა, მე მხოლოდ რული ვატრიალო?! ისიც გასაგებია, რომ სხვა თუ ასისტებით დადებს საუკეთესო შედეგს, შეიძლება სულმა წაგძლიოს, რომ შენც იხმარო, რადგან "ალალი" რბოლით შეიძლება ვერ დაეწიო და ეს ცუდია, მაგრამ გამოსავალი რომ არ არის, ეს უფრო ცუდია. მაშინ, ერთი ვარიანტი რჩება - სანამ მონაწილეობას მიიღებს, დაიგინოს, რომ არ იხმარს რა ვიცი, მართლა ვერ ვხვდები, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა... იქნებ კახამ მოგვაწოდოს რამე იდეა (თუმცა, ოფლაინის გამო ვეჭვობ, რომ გამოსავალს მიაგნოს). 1 ვარიანტია, როდესაც ფინიშის ხაზს გადაკვეთს, დაასქრინშოტოს და იმ დაფიქსირებულ შედეგთან ერთად ჩართული ასისტებიც გამოჩნდება, მაგრამ მერე გვხვდება ფოტოშოპის პრობლემა. ჰო და, ბოლოს მაინც იქამდე მივიდვართ, რომ უნდა ენდობოდე კონკურენტს. მოკლედ, დაველოდოთ კახაბერს, რას იტყვის და როგორც კი ჩამოვყალიბდებით, ეგრევე გავხსნი თემას.
  22. აა, გასაგებია. ანუ, ვირტუალური ხულიგანი ხარ
  23. ჩემო ვირტუალურო გონშიკებო, გავხსნა თემა და შევუბეროთ? პ.ს. კახა და ლექსოს აზრიც მაინტერესებს, ეგენი არიან აქ სიმრეისინგის მამები. ონლაინში ("კონტაქტური") რბოლა რა თქმა უნდა ჯობია ასე დასქრინშოტებული შედეგების დადებას, მაგრამ 1 მინუსი აქვს (ჩემთვის), დათქმულ დროს მიჭირს კომპტთან მოხვედრა და მაგის გამო ფორუმ.გე-ზე, რომ ჩემპიონატებს ატარებდნენ, რამოდენიმეჯერ გავმაზე უიქენდი და ბოლოს საერთოდ შევეშვი... თუ მონაწილეობ, მაშინ თითქმის ყველა რბოლას უნდა დაესწრო, მე კი, ეს ძალიან მიჭირდა და ისედაც ლუზერის შედეგებს, კიდევ უფრო ვაუარესებდი... ამიტომ, ეს ოფლაინ ჰოთლაპები ბევრად უფრო მოხერხებულია, როცა მოიცლი, მიუჯდები კომპს და გაზაობ, აიღებ შედეგს და დააგდებ თემაში. გაჯობებენ? კიდევ ჩაუჯდები და გააუმჯობესებ, თან, მარტო რომ ხარ ტრეკზე, ბევრად უფრო კონცენტრირებული ხარ და მთელი ყურადღება მხოლოდ მოსახვევების სწორად გავლაზე გაქვს მიპყრობილი. მოკლედ, პირადად მე მზად ვარ და დიდი სიამოვნებითაც ჩავერთვები, თუ სხვებიც აგვყვებიან, მთლად უკეთესი. ლექსო ძირითადად დრიფტერია, მაგრამ შეიძლება გართობის მიზნით ხათრი არ გაგვიტეხოს და ჩაებას ამ ბრძოლაში... რაც შეეხება ბატონ კახაბერს, ეს ისედაც რესისინგის მანიაკია და დიდი შანსია, რომ სიამოვნებით ჩაერთოს. საღამოსთვის გავხსნი 1 გემრიელ assetto corsa legends თემას.
  24. TDU-ს არ ვთამაშობ, მაგრამ შენი სიტყვები დამაინტერესდა - რა პონტში, ან ვინ გართმევს?
  25. აზრი როგორ არ აქვს, ბოლო-ბოლო კლავიატურას მაინც ხომ ჯობია და გაერთობი 100 ლარში შეიძლება მომოც იშოვო.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.