Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. მადლობა რცევისთვის. acdriftingpro.com ამ საიტს კარგად ვიცნობ, უბრალოდ იმდენი მოდელია, რომ თუ არ გადმოვწერე და ისე არ გავსინჯე, მახასიათებლები არ აქვთ რა მონაცემებზე დგას ბოლიდი. კარგი ბაზა აქვთ გადმოსაწერი, მაგრამ საიტს ეს დიდი მინუსი აქვს, რომ მახასიათებლები არ აქვთ.
  2. ეგ ნავიგაცია, ჩემი აზრით, მხოლოდ vr-ისთვის გამოდგება, რადგან თუ კოკპიტის კამერას ჩართავ, ან სავარძელი უნდა ჩაწიო დაბლა (რაც მხედველობის არეალს დააზარალებს), ან ბოლომდე გამოწიო უკან (ეს არაბუნებრივ ხედს მოგვცემს). მოკლედ, მგონი საჩვენო არაა ? პ.ს. ლექსო, დრიფტისთვის ვეძებ 700hp+ ბოლიდებს და ვერაფერი ვიპოვე. ეხლა e92 მყავს 522hp და ძალიან მესუსტება. საიტოს ლამბო გავაძრე და 650 ცხენი კი აქვს, მაგრამ საშინელი ხმა აქვს, ელექტრო ძრავივით ბზუის. თან, საკმაოდ დიდია დრიფტისთვის და ვიწრო გზებიან touge-ბზე მოუხერხებელია. რამე არ გეგულება? აბსოლუტურად სულ ერთია რა მოდელი იქნება, მთავარია ძლიერი იყოს.
  3. დიდი ხანია არ გამივლია ამ სიმში. საღამოს მოვსინჯავ...
  4. მადლობა macau bmw z4 gt3
  5. უფრო მალე ვუტირე დედა, ვიდრე ვვარაუდობდი ? თავი რომ შევაკლა 0,7 - 0,8-ს კიდე ამოვიღებ.
  6. ? ეხლა გამახსენდა, ადრე ეგ სეთინგები ჩემებურად მქონდა მორგებული და რეალურად გამოიყურებოდა. მერე გადავაყენე კორსა და ხელი აღარ დამიდია მაგისთვის. fov-ს ვაბრალებდი. თურმე, ცხვირწინ მაქვს გამოსავალი. მოკლედ, მოგვარდა. პ.ს. ძალიან დიდი ხანია არ მივკარებივარ და ეხლა ჩავუჯექი. ერთ ტრეკზე (macau) 0,8 წამი მაშორებს პირველ ადგილს (მე-4 ვარ) და ზამასკაში ვარ. ალბათ, ღამეს გამათენებინებს. ბოლომდე არ ვწურავ შესაძლებლობას და 0,3 პრობლემა არ არის. იმ დანარჩენ 0,5-ს კი, ნაღდად დიდი ბრძოლა უნდა, რისთვისაც ეხლა ვემზადები. sparco-ც კი გავამზადე?
  7. მადლობა. მიზეზი, რის გამოც მინდა fov-ის შეცვლა, არის ის, რომ თითქოს მთლად რეალურად არ გადმოსცემს ბოლიდის სისწრაფეს. ცოტა უფრო ნელი ჩანს, ვიდრე რეალურად იქნებოდა. ადრე სხვასთან ვსინჯე და, დაბალ fov-ზე უფრო უმატებს მაღალი სიჩქარის შეგრძნებას. ალბათ, 56-ის მაგივრად, რომ 55-ზე დადგეს, უფრო აჩქარდება. ვსინჯავ ეხლა და დავწერ შედეგს.
  8. FOV-ს ვერ ვცვლი. 56-ზე დგას და ჩამქრალია ღილაკი. ეს სიმი გამოსვლისას მალევე ვიყიდე და იმის მერე წლებია 56 fov-ით ვთამაშობ, მაგრამ ეხლა რაღაც ექსპერიმენტივით მომინდა და ვერ ვცვლი. 3 მონიტორის ბრალი ხომ არ იქნება? სხვასთან ვნახე და 1 მონიტორზე ჩვეულებრივად შეგიძლია აწევ-დაწევა.
  9. გამარჯობათ. როგორ ხართ? დიდი ხანია აქ აღარაფერი დამიპოსტავს. მჭირდება ვიდეო კარტის ხელოსანი. ახლობელმა მთხოვა, 1080ti აქვს გაფუჭებული, რაღაც ტრანზისტორი აქვს მოტეხილიო (აზრზე არ ვარ, როგორ მოახერხა). მოკლედ, იქნებ ვინმე მირჩიოთ.
  10. მართვას არაუშავს, თუმცა ბებერ ლომთან ახლოსაც ვერ მოვა. ჯერ ადრე იყო რელიზი, ბევრი რამ აქვთ დასახვეწი...
  11. ამ ბოლო დროს რეისინგს ცოტა ჩამოვშორდი და დღეს მივხვდი, რომ მომენატრა. შევედი სტიმზე და ვიყიდე ეს სიმი. ბევრი აგინებს, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება სხვის აზრებს და მირჩევნია მე თვითონ გავტესტო. ეხლა დავიწყე გადმოწერა და ნახევარ საათში მექნება. ვნახოთ აბა, რამდენ ხანში წავშლი? (იმედი მაქვს, თავს არ წამაშლევინებს). გატეხილი ვერსია შეგნებულად არ გავტესტე. ორიგინალი მაინტერესებს თავისივე ონლაინით.
  12. წუხელ გვიან გადმოვწერე და მხოლოდ 5 წუთით წავიგონკავე გასასინჯად. თითქოს რაღაც აკლია. მთავარი, რაც არ მომეწონა ვიწრო გზებიანი ლოკაციებია. მართვას რაც შეეხება, არაუშავს, რაღაც დირტ 4-ის სტილშია. საჭეც თითქოს უფრო ინფორმატიულია, მაგრამ მაინც ვერ არის 10/10. დღეს კარგად ჩავუჯდები და ბოლომდე გავტესტავ. იმედია, ცოტა შემეცვლება შეხედულება...
  13. მშვიდობაში. მაგარი რუჩნიკი აგიგდია შთაბეჭდილებები?...
  14. ანუ, ამ მეთოდით დავადგენ თუ სისტემის პრობლემაა და არა ჰარდის, ხო?
  15. მეც მაგას ვფიქრობ უკვე. რამი კარგია. ჰდდ-ს დ დისკად ვხმარობ და სისტემა სსდ-ზე დგას. ამასაც გავტესტავ (რა პროგრამას მირჩევ). ვაი ფაიზე კარგად მუშაობს. მეორე კომპიც კარგია და მხოლოდ ჩემსაზეა პრობლემა. თან მარტო აპლოადი კი არა, უკვე საიტებზეც დაერხა. უმეტესად გლობალი უჭირს. იუტუბზე კარგად მუშაობს, მაგრამ სხვა საიტები უჭირს. მაგალითად, ფაილ.ჯიზე პირველ გვერდს გახსნის და მეორე გვერდზე რომ მინდა გადასვლა იწყებს გაჭედვას. ასევეა აიმუვისზეც. სპიდტესტზე თითქმის ვერც შედის. თუ შევა და, ვაი მაგ შესვლას. აპლოადის პრობლემა ხომ თავისთავად. ერთი ვარიანტი მრჩება, ვიყიდო პისიაი ქსელის კარტა და ჩავაყენო. ეხლა ვფიქრობდი, ვინდოუსი ხომ არ გადავაყენოთქო, მაგრამ ტყუილი დროის კარგვა მგონია...
  16. გამარჯობათ. მოკლედ, რა პრობლემა მაქვს. 2 კვირის წინ აპლოადს ვერ აკეთებდა. ჯერ ჯერობით არც მჭირდებოდა და ვიფიქრე, პროვაიდერის პრობლემაა და თავისით მოაგვარებენთქო. გუშინწინ დავრეკე და ოპერატორმა არაო, ჩვენგან ყველაფერი კარგად არისო. რეები არ ვქენით, აქედან იქიდან გადატვირთვებით. ბოლოს, გამოუშვეს ხელოსანი და მოდემი შემიცვალეს, მაგრამ ისევ ისეა. სპიდ ტესტზე რომ ვამოწმებ, დაუნლოადი კარგია და აპლოადის შემოწმებას, რომ იწყებს, დაიწყება 15 მბ-დან, 1-2 წამში ჩამოდის 1-ზე და ბოლოს ნოლზე, მერე კი ერორს აგდებს. სხვა ოთახში მეორე კომპიც გვაქვს, იქ ყველაფერი საკაიფოდ მუშაობს, დაუნიც და აპიც. კაბელიც შევცვალე, მოდემი ხომ უკვე ვთქვი და მაინც არაფერი შველის. რას მირჩევთ? ანუ, პროვაიდერი გამოირიცხა, რადგან იგივე მოდემით მეორე კომპზე კარგად მუშაობს, და კაბელებიც გამოირიცხა. სხვა რა ვარიანტი იქნება? 5 წუთის წინ მეილზე 1,5 მბ-იანი ფაილი ვერ გავაგზავნე. გადავჯექი მეორე კომპზე და უპრობლემოდ ატვირთა. ძალიან გთხოვთ, არ დაიზაროთ და იქნებ რამენაირად მომაგვარებინოთ.
  17. გაიხარე. გაამართლა შენმა რჩევამ.
  18. ვერავინ დამეხმარებით? ვერაფერი მოვუხერხე
  19. ეგეთი განახლება არც არის. მაქსიმუმი KB40-ია.
  20. ვიყენებ ვინ 7-ის ერთი და იგივე ვერსიას (დისკზე მაქვს) და პრობლემა არასდროს მქონია (გააქტიურება არ ჭირდებოდა). რამოდენიმე დღის წინ განვაახლე სერვის პაკ 1-ზე და 2 დღის შემდეგ ამოაგდო not genuine. ვსინჯე 3 სხვა და სხვა ლოადერი, მაგრამ მაინც არ აქტიურდება. რამეს მირჩევთ?
  21. სოფტი თუ არ აქვთ, აბა გაყიდვაში როგორ გამოუშვეს? წეღანაც ვათვალიერებდი და შესული ვიყავი მაგათ საიტზე. ფასი უკვე უდევთ. ვიარს თუ ამ ფასს დაუტოვებენ, თრასთმასტერისკენ არასდროს გავიხედავ! ერთი დიაპაზონის ფასში რატომ უნდა აიღო რემნებზე, როცა დირექტ დრაივი მოგდის?!
  22. ჯერ არა, მაგრამ სამომავლოდ თუ დავაპირე ახალ საჭეზე გადასვლა, მაგას დავადგი თვალი. თავის ფასში უკონკურენტოა! პ.ს. სხვათაშორის, ფანატეკზე ცოტა მოუხშირეს დეფექტებზე ჩივილი. არ ეკადრება მაგ ფასიან საჭეს ესეთი ხარისხი (ქლაბ სპორტ სერიებს ვგულისხმობ). + ამას, სოფტსაც არ აქებენ. გასაგებია, რომ ძლიერ სიმულატორებზე მიდის, მაგრამ ბევრ თამაშზე ატრაკებსო. არადა, ცხოვრებაა რა, ხანდახან შეიძლება გასართობად რამე არკადა მოგინდეს, ან ბავშვს ჩაუწერო, რომ ითამაშოს. ამის გამო 2 საჭე ხომ არ უნდა გქონდეს?! სამომავლოდ როცა იქნება ხომ მომიწევს 27-ის განახლება, ამიტომაც სხვა და სხვა მოდელებზე ვქექავ ხოლმე ინფორმაციას. VR ყველაზე მაგარი ვარიანტია. ბოლო ბოლო დირექტ დრაივია რა... თრასთმასტერი კი უფრო ძვირია, მაგრამ ამასთან ახლოსაც ვერ მოვა! მეტი ფასი არ/ვერ ნიშნავს უკეთესს. მთელი ცხოვრება ფასით ვსაზღვრავდი ხოლმე საქონლის დონეს: ძვირი=კარგს, მაგრამ დღეს სხვა დროა და ეგ მიდგომაც შეიცვალა, ყველამ ისწავლა რაღაცის შექმნა და კეთება. ამიტომაც მიდის ფასის კონკურენცია.
  23. 80$-ად როგორ/სად იყიდა??? ვერ ვუყურებ ვიდეოს და, რა თქვა, სად ვიშოვეო? mige servo motor ამათზე რამე გსმენია? 150$-დან იწყება და პლიუს კიდევ კაბელები, თვითონ საჭე და სამართავი პულტი თუ რა ქვია. მოკლედ, კი ადიხარ იმ ფასამდე, რომ Feel VR მოგივა. რაც მთავარია, direct drive საჭეა და სულ სხვა დონეა. 450$-ში ესეთ საჭეს ალბათ ვერც იშოვი. თვითონ mige მოტორი არ არის ძვირი, მაგრამ დანარჩენი იმდენი რამე გჭირდება, შანსი არაა 500$ არ დაჯდეს და, ამ ფასში მგონი ბარემ ისევ გამზადებული feel vr-ის ყიდვა ჯობს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.