-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ill be back after smoke.
-
კაცო, რით ვერ გაიგეთ? ხანდახან მარცხენა ხელიც უნდა ჩაანაცვლოთ!
-
ჰმმ, რა ძალა გადგია, ღამის ძილი გინდა დაიფრთხო?
-
შენ ვიზე გაქვს ეჭვი? აბა მარჯვენა ხელის მუსკულები გვაჩვენეთ, შენ სად ეჩრები ლომსა, გაიწიე გვერდზე, პატარა ხარ და ვერ მოასწრებდი ამხელა მუსკულების დადებას :miyvarxar:
-
დღეს ვერ შევძლებდი, მაგრამ შემდეგ ფართზე უეჭველი წამოვალ, იცით რა კაიფია პატარებში ქეიფი? ეს ხუმრობით და, სიამოვნებით გაგიცნობდით, აქედან მხოლოდ მიშას ვიცნობ (მაგარი "სუფთა" ადამიანია და უზომოდ ვაფასებ) და თქვენი გაცნობაც კარგი იქნებოდა.
-
ნამეტანიც ნუ გამაწითლებ :wub:
-
აააიტ, მოვედი, აბა დაიშალეთ, რა ამბავია აქ? ჩემი ცისანა სად არის, სოსო ჩამოვიდა? ჩამაასხი ერთიც უნდა დააავლიოოო, ჰაი ბალამბალამ დაავლიოო... აბა ვინ მეგონკავება DIRT 3-ში? ახალი პაყრიშკები დავაყენე, იგრეთია რომა, სულ პრუწუნპრუწუნით დადის. იცი რატომ მიყვარს ჩვენი ფორუმი? აქ რომ შემოვდივარ, სულ ვივიწყებ ჩემ ასაკს და ვხდები პატარა, რა, მე პრობლემები და სადარდელი არ მაქვს? როგო არა?! უბრალოდ, აქ ვისვენებ და ვცდილობ, ეს ყველაფერი დავივიწყო, გავხდე პატარა ბიჭი, რომელსაც შაყირის და ბაცნობის მეტი არაფერი ადარდებს, თუმცა სულ სხვა საფიქრალი მაქვს, მაგრამ ფარხმალს არ ვყრი და ვცდილობ ხასიათზე ვიყო, მართალია ამ ხასიათში ჰოლივუდის ეფექტებია ჩართული, მაგარმ თქვენთვის ჩემი უხასიათობა არ გამოჩნდება, ხოდა, ვეცადოთ გავამართლოთ დიდი ილიჩის სიტყვები, ღვინო-დუდუკი-პატრული. როგორ არა, მეც ვხვდები რომ ვუბერავ, მაგრამ ეს განმუხტვაში მეხმარება.თუ ვინმეს რამე ვაწყენინე, დიდი ბოდიშის მოხდით ვეტყვი, რომ ცივი წყალი არ დალიოს, ანგინა გაუჩნდება.
-
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
GIBSON თავი შეიკავე და ექსპერიმენტის ჩატარებას ხელს ნუ შეუშლი, ეგ უარყოფითად იმოქმედებს კვლევებზე და წყალში ჩაიყრება ამდენი ნაშრომი :s134: -
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
ექსპერიმენტი არა ბაბუაწვერა, რამდენი ხანია აღარ გჯერა, რომ წითელქუდა მგელს არ გადაუსანსლავს? ხოდა ეგრე გააგრძელე რა, ამხელა კაცი ხარ, რაღა დროს შენი წითელქუდაა, ეხლა ჰარი პოტერია ცვეტში. ჰარი პოტერზე გამახსენდა, "აგვისტოს 5 დღე" ვინმემ ნახეთ? -
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
:thumbsup: -
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
ეგრე ჯობია. დავამთავრე ამ თემაში პოსტვა, დეპოზიტი გამითავდა. -
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
რა შუაშია შეჯიბრი, აქ მიდის კამათი და კამათის დამსახურებაა ჭეშმარიტი აზრი, ცოტას მე გავიგებ შენგან, ცოტას შენ ჩემგან და ა.შ. ან რა თავის გაყადრებაზე ლაპარაკობ, ეგ საერთოდ რა შუაშია, ან რა შემატყე ზემოდან ყურების? არც მაქვს სამაგისო მიზეზი, არ წარმოვადგენ რამიმე განსაკუთრებულ პიროვნებას, რომ თავში მქონდეს ავარდნილი და ხალხს ზემოდან ვუყურო. ნელ-ნელა ინტერესს კარგავს ეს თემა (ჩემთვის). -
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
შენ ეხლა სიტყვებზე დამდევ, ჩემი სიტყვების აზრს ვერ მიხვდი? ლაპარაკი არ მაქვს ეშმაკობებზე, აქ ნაგულისხმებია ცხოვრებისეული საქციელები და არა ის, რომ ვიღაც ვაჭარი გოგია, პროფესორ ჯუმბერს 2 ლარიან ვაშლზე, თავისი ეშმაკობით დააჯერებს რომ მსოფლიოში საუკეთესო ვაშლია და 5 ლარად მიყიდის. -
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
ხოდა, აბა მითხარი, შეიძლება ადამიანმა ლოგიკური აზროვნება და უნარჩვევები ცხოვრებიდან ისწავლოს? ძალიან დაბალი შანსია, მაგ ყველაფერს სწავლა-განათლება გაძლევს, რის შედეგადაც ტვინი ეჩვევა ლოგიკურად აზროვნებას, დაუდე ლოგიკური გამოცანა წერა-კითხვის უცოდინარ კაცს, ამოხსნის? ჩემ ფეხებს ამოხსნის! ან თუ ამოხსნის, განათლებული თუ მოუნდება 2 წუთს, გაუნათლებელი მოუნდება 20 წუთს, შენ მაინც შენსას აწვები, როგორ შეიძლება აზროვნების სისხარტეში შეადარო გაუნათლებელი და განათლებული. მაშინ ამაზე მიპასუხე, რომელი უფრო ადვილად მოატყუებს, განათლებული გაუნათლებელს, თუ გაუნათლებელი განათლებულს? რა თქმა უნდა ამის პასუხი ცალსახაა, პირველი ვარიანტი. შენთვითონვე ამბობ, რომ მხოლოდ 1 წიგნი წამიკითხავსო და რისი თქმა გინდა, შენი აზროვნება და ნაკითხი კაცის ერთია??? შენ მაინც დაჟინებით ამტკიცებ შენ აზრს და ამბობ, რომ სწავლა განათლება აუცილებელი არ არის და უმაგისოდაც კარგი მოაზროვნე ჩამოყალიბდება, მე ვამტკიცებ საპირისპიროს, სწავლა განათლების გარეშე გამორიცხულია კაცმა იაზროვნოს ისე, როგორც ნაკითხმა, რა გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენი აზრი უფრო დამაჯერებელი იყოს, ვიდრე სხვისი, ან უფრო ადვილად რომ აგიხსნა, (მაგალითისთვის ვამბობ, თორემ აქ ჩემზე არ არის ლაპარაკი, ჩათვალე რომ ყველაზე გაუნათლებელი ვარ, შენ 1 მაინც წაიკითხე, მე არცერთი) წარმოიდგინე აქ შემოვიდა უცხო კაცი, რომელიც კითხულობს ჩვენ პოსტებს, რატომ უნდა დაგიჯეროს შენ და არა მე? აი ამ ბოლო პასუხზე გამეცი პასუხი და დანარჩენს მერე გეტყვი. P.S. შენ თუ 1 წიგნის წაკითხვით ასეთი ამბიციები გაქვს, 10 წიგნი რომ წაიკითხო, უეჭველი პრეზიდენტობაზე გაიქაჩები :keh2: -
სახლში იციან აქ რომ ხარ?
-
OK ეხლა ვქექავ რუსულ ფორუმებზე, მგონი ოფიციალური სერვერი გათიშეს სხვა გზა არ მაქვს, პატჩი უნდა ვსინჯო, არადა როგორ არ მევასებოდა, არასდროს დამიყენებია, ბევრი ჩითერია და მაგათთან სათამაშოდ შენც უნდა იჩითერო, ისე ვერ მოიგებ, როგორ ვერ ვიტან ჩითერებს, რომ მსიამოვნებდა დრიფტი მაგ პონტში ვთამაშობდი, მინდა მე ჩითები და ჩიტები?!
-
ვინმეს გაქვთ GRID (სარბოლო თამაში)? რაღაცას ატ...ებს სერვერი, თამაში გადავაყენე და მაინც ვერ შევდივარ, მაინტერესებს, თამაშის ბრალია თუ სერვერის.
-
რის დრაივერს გულისხმობ, მაზერის?
-
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
რაც შეეხება პოპოს, თუ პიპის, ალალად გეტყვი და, წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო, ისედაც, დიდი განათლებით არც გამოვირჩევი, სკოლა 3-იანებზე დავამთავრე და ინსტიტუტშიც ვერ ჩავირიცხე, პირველივე გამოცდაზე შპარგალკა და ჩიბუხი მიპოვეს და გამომაგდეს. -
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
კაცურად, ერთი ის ამიხსენი, რას ნიშნავს აზროვნების უნარი? და მე-2 კითხვა, შენი აზრით, აზროვნების უნარს რა გძენს? რითი უყალიბდება ადამიანს აზროვნების უნარი? მაგალითად შენ, ძალიან ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და, ასეთი აზროვნების უნარი რამ ჩამოგიყალიბა? ეხლა არ მითხრა ცხოვრებამო, ცხოვრებაც რაღაც ასპექტში იმოქმედებდა, მაგრამ მარტო ცხოვრებით ვერ ჩამოგიყალიბდებოდა ასეთი დონის აზროვნება, რაღაცამ იმოქმედა შენზე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეგ სხვა საკითხია, მაგრამ იმოქმედა. -
უუფ, დავიკიდე რა, მაგის ნერვები სად მაქვს?! აგერ, შოლტივით კომპიუტერი მაქვს და იმას ვხმარობ.
-
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
და რა არის ტვინის "ტრენაჟორი" თუ არა წიგნი? წიგნის გარეშე, ფიქრით და აზროვნებით მაშინ გაავარჯიშებ ტვინს, როცა წიგნის კითხვა თავის ნაყოფს გამოიღებს და ტვინს სააზროვნო "ანბანს" ასწავლის, აბა თუ ტვინს ფიქრისთვის საკმარისი ცოდნა არ აქვს, იფიქროს და იყოს, გლეხებთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, დაჟე ბევრ განვითარებულს მირჩევნია, მაგრამ ავიღოთ გლეხი კაცი, რომელსაც წიგნი არ გადაუშლია, დასვი და აფიქრე მთელი ცხოვრება, იმისგან ბრძნულ აზრს ვერასდროს მოისმენ, ეგ იმიტომ, რომ თავად არ წაუკითხავს/მოუსმენია სიბრძნე, ეგ იგივეა, როგორც მე დავიჭირო გერმანული წიგნი და მთელი ცხოვრება მის წაკითხვას ვეცადო, ამ დროს კი, გერმანული ანბანი არ ვიცი. ალექსანდრე პოპოს სიტყვებში "გონებას ძალას ანიჭებს ვარჯიში და არა სიმშვიდე" ის არ იგულისხმება, რომ კითხვას მოეშვი და იფიქრეო, აქ ნაგულისხმებია, რომ: ტვინის სიმშვიდე არის პასიურობა და სიზარმაცე, ხოლო ვარჯიში კი, წაკითხვა-გაანალიზება, წაკითხვა-გაანალიზება, აი ამ ყველაფრის შემდეგ კი, როცა ტვინი მიეჩვევა აზროვნებას, მერე დაჯექი და იაზროვნე, მაგრამ თავიდან სააზროვნოდ ტვინს საძირკველი უნდა მოუმზადო, გაუნათლებელი ტვინი, იგივეა, რაც ცარიელი და დაფორმატებული ვინჩესტერი, რომელსაც ინფორმაციის ჩაწერის გარეშე ვერ გამოიყენებ, ეგრეა ტვინიც, ჯერ უნდა ჩაწერო და მერე გამოიყენო.
