-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ხო რა, გამ(ი)თიშე, ტვინი წაიღო.
-
ჰმმ, ნახე კაცო სადამდე წასულა ტექნიკა, მაგრამ მაინც ძველი დრო მერჩივნა, ხიზილალა კასრებით იდო მაღაზიებში და 18 მანეთი ღირდა.
-
კაცო, ეს რა ჯანდაბაა, ახალი ფუნქცია დაემატა ჩემ პროფაილს თუ რა ხდება, ვინც კი ჩემ პოსტზე Reply-ს მიცემს, ეგრევე მესიჯი მომდის, რა პონტია?
-
რავიცი, რა გითხრა? მხოლოდ 1 ვიცი, რომ ჩემთვის ეგ არის საკითხი, რომელიც განხილვისთვის დღის წესრიგშიც კი არ დგას, შუბლზე რომ იარაღი დამადონ, მაინც ვერ დამაჯერებენ, ისევე როგორც შენ ვერ შეგაცვლევინებენ აზრს, ამიტომ ასეთ საკითხზე კამათი დროის ხარჯვა მგონია. შე კაი კაცო, სადღაც სომალში რომ ვიღაც თითს გაიჭრის, ნახევარ საათში მთელი მსოფლიო მაგას აჩვენებს და უცხოპლანეტელებზე ფაქტები აქვთ და ჩუმად არიან? აა, არ აბაზრებენ? ხოო, ამერიკელებს ხომ ნევადის შტატში მდებარე, "AREA 51"-ში იმდენი ჩამოგდებული მფრინავი თეფში ყავთ, უბრალოდ, ეგ ხომ საიდუმლო ბაზაა და ინფორმაცია ვერ ჟონავს. არა რა, სულ ვამბობ, რომ ოჯახში 1 ჩამოგდებული მფრინავი თეფში კი უნდა გყავდეს ქართველ კაცს.
-
რულით ძალიან მაგარია, მაგრამ კლავიატურითაც საკმარისად სასიამოვნო სათამაშოა, უბრალოდ, ვერ ჩავუჯექი რა, ეხლა მთელი ჩემი ფიქრები მანქანის ყიდვაზეა გადართული და თამაშის მუღამზე ვერ ვარ, არადა მაგრად მინდა გართობა, ამ საკითხს როცა მოვითავებ, ეგრევე ვიწყებ თამაშის დახურვაზე ფიქრს და ჰამაჩითაც გეთამაშებით.
-
3 საათიანი გადაცემა იყო დისქავერზე, ეგ ყველა დეტალი დაღეჭეს და გამოიკვლიეს, ყველაფერი შესაძლებელი იყო, თან ისე ხსნიდნენ, რომ ნებისმიერი დონის მოაზროვნე მიხვდებოდა ყველაფერს, ყველაფერზე ჩაატარეს ცდები და დასკვნებიც გამოიტანეს (მათ შორის მეც) და რა საწყენადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ საკითხში დისქავერის მეცნიერებს უფრო ვენდობი, ვიდრე ჩვენ ფორუმს.
-
სპილენძი+რაღაცის ნარევისგან აკეთებდნენ დიდ "ბირდაბირი"-ს მსგავს ხერხებს და იმით ჭრიდნენ, ოღონდ კბილები კი არ ქონდა ხერხს, სულ სწორი იყო, Discovery მაგიტომ მიყვარს, ბევრ საინტერესოს გაიგებ. ბაზარი არაა, ძალიან რთული და ვირული სამუშაოები ქონდათ და იმიტომაც არის იმ "7 საოცრებათა" სიაში შესული, მეცნიერებმა აიღეს მშენებლების (რომლებიც ჩვენ მონები გვეგონა) ჩონჩხი და გამოიკვლიეს, ძვლებზე ოპერაციები ქონდათ გაკეთებული, ეგ იმ დროს უდიდესი ფუფუნება იყო და აქედან დაასკვნეს, რომ მონები კი არა, დაქირავებული მშენებლები იყვნენ, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ და უვლიდნენ, მერე ისიც გამოიკვლიეს, რა საკვებს მიიღებდა მაგ ჩონჩხის ცოცხალი პატრონი, მიმიქარავს მაგარი რესტორნის სუფრა, სერიოზული კვება ქონდათ, თავის დესერტებიან სასმელიანად. მეცნიერება იმიტომ არის საინტერესო და ღირებული, რომ ბევრ კითხვაზე გაძლევს პასუხს, ისეთ კითხვებზე, რომლებიც სასწაულად მიგვაჩნია, მაგრამ როგორც კი პასუხს მივიღებთ და ამოუცნობი ამოცნობილი ხდება, მერე უკვე "ხუნდება" ეგ საკითხი და ინტერესსაც კარგავს, აბა აიღე დღევანდელი მე-8 კლასის ნორმლური დონის მოსწავლე, აუცილებელი არა რის ფრიადოსანი იყოს და ჩასვი ნიუტონის ხანაში, ფიზიკა-მათემატიკის ამბავში რეებს დაატრიალებდა წარმოგიდგენია? ეგრეა მეცნიერებაც, სანამ კითხვაზე პასუხს ეძებ კი, ძალიან წარმოუდგენელია, მარაგამ პასუხს მიიღებ და მე-2 დღეს უკვე აღარც გაიხსნებ მაგ თემას, თუ რამეში არ დაგჭირდა, ბევრი საოცრება, რასაც დღეს უცხოპლანეტელებს მივაწერთ, მოვა დრო (ბევრისთვის, ვისაც ჯერ კიდევ სასწაული გონია და არაამქვეყნიურ ძალას აბრალებს), როცა ეს საკითხი "დამტვერილ თაროზე" ექნება შემოდებული და აღარც გაახსენდება.
-
სპორტულობა აკლია, ცოტა მეტი რომ ეფიქრათ სიმულაციაზე, კარგი იქნებოდა, თამაშს "სცეპლენია" არ აქვს, მხოლოდ გაზი და ტორმუზი, სიჩქარეები არ აქვს, 1-2-3-4-5, აქვს მხოლოდ სექვენტალური, როცა რულით გიყვარს თამაში, ამათი უკმარისობა ცუდია, საერთო ჯამში მაინც მაგარი გამოუვიდათ, გრაფიკა-დონეა, ფიზიკა-დონეა, აი ცოტა ეს არასიმულატორობა ტეხავს რა. კლავიატურით იმდენად არ იგრძნობა და რულზე რალის სტილში უძლიერესი და N1-ად აღიარებულია Richard Burns Rally, ეს თამაში რომ გავსინჯე (სწორედაც რომ გავსინჯე, 2 კვირაა ჩავწერე და 1 საათით მაქვს ნათამაშები, ვერ ჩავუჯექი) ფიზიკით მაგრად მივამსგავსე RBR-ს.
-
კაცი არ მეგულება, ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია, რომ ამხელა კოსმოსში, ამდენ მილიარდობით პლანეტაზე მარტო ჩვენ ვართ? მაგრამ თუნდაც 1, მხოლოდ 1 დამადასტურებელი მტკიცებულება გვაქვს? არა! აბა 10000 წლის წინანდელი ადამიანი რას ხატავდა თავის გამოქვაბულშიო? ხ.. ეგო ზნაეტ რას ხატავდა, კაი თრიაქს რომ მოწევ, ისეთ რამეს დახატავ... აბა ის რაღააო, სამოყვარულო ვიდეოკამერებით რომ იღებენ თვითმხილველები, როგორ გაანათებს ცაზე მფრინავი ჭურჭელი, როგორ და, თუნდაც ჩემი ძალიან დაბალი დონის გრაფიკული და ვიდეო სამონტაჟო პროგრამების ცოდნით, ისეთ რამეს დაგიმონტაჟებ, შეიძლება მეც დავიჯერო, ეს რა გადავიღეთქო, აბა ის რა არისო, უელსში (სხვაგანაც, მაგრამ რატომღაც უფრო ბრიტანეთში ევასებათ ეგეთი ლამაზი მინდვრები, რა, მინდვრები არ აქვთ თუ?) რომ მინდვრებზე პოულობენ ბალახგათიბულ რგოლებს და ლამაზ ფიგურებსო, კაცო, მინდორი ჩემია, მინდა რგოლის ფორმაზე გავთიბავ და მინდა ნათელაშვილის სახეს დავხატავ, მეტი რა საქმე მაქვს?! კარგი, აბა ის როგორ, ამერიკელი მაიკლი რომ ამბობს, წუხელის მომიტაცეს, ამიყვანეს ხომალდზე და ცდები ჩამიტარესო, მაგან თავი არ დაანებოს ლოთობას და უარესს ნახავს. უცხოპლანეტელების თემა გაპიარდა 50-იან წლებში, ამერიკელი ჟურნალისტების აგორებული თემაა, სერიოზული ფული იშოვეს მაგ სტატიების წერით.
-
პირიქით, არ ვაღიარებ და პირდაპირ ვამბობ.
-
მეგონა ადვილად მიხვდებოდი ჩემს აზრს, თორემ მილა არ მევასება.
-
ხოდა, მეც მაგას ვამბობ, რეალობაში უფრო კარგია, ეკრანზე ისეთი კარგი ნაშა ვერ არის, ისე, resident evil უფრო უხდება.
-
ნანახი მაქვს ეგ ფილმი, დასკვნა? ხანდახან კაი ფორმაშია მილა, არა, კარგი ტანი აქვს, ბაზარი არაა.
-
არც ვკამათობ და არც სურვილი მაქვს. ლინკი არ ვარგა.
-
თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან, ნამდვილად არ მინდა რელიგიაზე კამათში გადავიდეთ, თუ ადამიანს რელიგიაც ერთ-ერთი მეცნიერული სფერო გონია, მე აზრს ვერ შევაცვლევინებ და სამაგიეროს მივიღებ ბევრ მკრეხელურ აზრებს. საწყენად არაფერი მიიღოთ, გეხვევით და გკოცნით, როგორც კი ჩავალ, დაგირეკავთ AVENGER დაზიანებულია ლინკი, ხელახლა დადე.
-
და ის არ არის მკრეხელობა, UFO-ს საკითხებზე მილიარდობით დოლარს რომ ხარჯავენ, რაღაც გატრიდემაქსებულ სურათებს გაჩვენებენ და შენც იჯერებ ("შენ"-ში პირადად შენ არ გგულისხმობ)?
-
ისე, один умный вещь скажу, только не обижайтесь-ვისაც ეკლესიასთან გაქვთ შეხება, მოძღვარი გყავთ და მაინც გაინტერესებთ ეს საკითხი, მამაოს დაუსვით ეს კითხვა და ისეთ გემრიელ და ამომწურავ პასუხს მიიღებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა აღარ გაგიჩნდებათ. უცხოპლანეტელები, დროში უკან მოგზაურობა, აფხაზეთს დავიბრუნებთ, სტალონემ კამაზი აიღო და იქით გადააგდო და ა.შ. ჩემთვის ეს ისეთივე ზღაპრებია, როგორც "ნაცარქექია-2".
-
ეგრეა. ან წინ წასვლის ინტერესი რა არის რო? გასაგებია, რომ ყველა დიდი ინტერესით შეხედავდა 50 წლის მერე განვითარებულ მსოფლიოს, მაგრამ ამ "ფრენიდან" რომ ჩამოვიდოდი და "ტრაპზე" 90 წლის ძმაკაცი დამხვდებოდა "ციფრული 50 ტერაბაიტიანი შამპანურით და 3D-ბამბანერკით" ხელში, მე კიდევ, ისევ 4 ნომერი კენტი მედებოდა ჯიბეში (აქედანვე ბევრი წავიღე, ყური მოვკარი, სიგარეტი "იქ" ძვირიაო) და აქედან წაღებულ "უშაქრო დიროლის" ღეჭვით ჩამოვიდოდი, სიმართლე გითხრა, არ მესიამოვნებოდა, ისევ ესე მივყვე ის ჯობს, ან მე-2 ვარიანტი, ამ მოგზაურობაში თუ მთელს ჩემს საახლობლოს წავიყვანდი და არავინ დამიბერდებოდა, კიბატონო, ჩემდათავად არ წამსვლელის...
-
ძალიან მაინტერესებს მსგავსი საკითხები, Discovery Science-ზე ხშირად არის ასეთი გადაცემები და ყოველთვის ვუყურებ (ისედაც, TV-სთან როცა ვზივარ, 80% მაგ არხს ვუყურებ), მაგრამ დროში (უკან) გადასვლას ვერასდროს დავიჯერებ, 100-მა პროფესორმაც რომ დამიწყოს მტკიცება, თუმცა არც არავინ ამტკიცებს (სერიოზული დონის მეცნიერებს ვგულისხმობ), აი წინ, მომავალში გადასვლა კი შეიძლება, უფრო სწორედ, მაგ შემთხვევაში გასულ დროს ვერ იგრძნობ და მაგით ტვინს ატყუებ, რომ იფიქრებ 1 წელი გავიდაო, სინამდვილეში 5 წელი იქნება, თორემ რასაც ქვია დროში მოგზაურობა, ეგეთი რაღაც გამორიცხულია! ამ შემთხვევაშიც კი, კაცობრიობისთვის სინათლის სისწრაფის მიღწევა, მინიმუმ 1 საუკუნე ზღაპარი იქნება (საერთოდ თუ შეძლეს).
-
წითელი ვარსკვლავი, დიდი მიწისძვრა და პოლუსთა გადაწევა
eXtreme-Hunter replied to Nikki's topic in ზოგადი დისკუსიები
ადრე მეც დავწერე, ჩერნობილზე ვუყურებდი და თქვეს, რომ სამუდამოდ იქნებაო (ალბათ იმათაც მილიარდობით წელი იგულისხმეს) და ჩვენმა ფორუმელებმა მითხრეს ცდებიო, 60 წელში გამოდისო, მეც გავჩუმთი, ვერ ვერკვევი ამ ბირთვულ ფიზიკაში (თუ რომელი მეცნიერება შეისწავლის, ქიმია?) და რაც არ ვიცი, ვერ ვიდავებ. 1 თვის წინ კიდევ ვუყურე მსგავს გადაცემას (იაპონიასთან დაკავშირებით) და იქაც გაიმეორეს, სამუდამოაო, სხვათაშორის ქართველი პროფესორი იყო, სახელი და გვარი არ მახსოვს. -
არა, მაგას კი არ ვამბობ, ახალ ნაყიდ მანქანას რომ ბუქსირით მოგითრევს და გკითხავს, ხომ კარგი მანქანა ვიყიდეო, ხომ არ ვეტყვი, ვაა, საღოლ, აი მანქანათქო, უბრალოდ, ვცდილობ გული არ ვატკინო და შევუქო შენაძენი.
-
ერთ რაღაცას გეტყვით და არ გაგიტყდეთ, კაცი რომ უკვე იყიდის, მერე ეგეთი ლაპარაკი მხოლოდ გულს დაწყვიტავს და მეტი არაფერი, სანამ იყიდის მაშინ თუ ურჩევ, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ უკვე ნაყიდი როცა ყავს, რა ნაგავიც არ უნდა იყოს არ უნდა დაუწუნო, ცხოვრებაში კაცისთვის არ დამიწუნია არანაირი შენაძენი, პირიქით, ვეუბნევი რომ მაგარია, რომ დავუწუნო რა, გამოცვლის? ტყუილად გული უნდა დაწყდეს, ამიტომ თავს ვიკავებ. არ გეწყინოთ, ჭკუას კი არ გარიგებთ, უბრალოდ, ტეხავს რა რაო და, არც მაგ საიტს ვაკლებ ხმარებასთქო, აი ამ წუტასაც კი მაგ საიტზე ვარ (უფრო სწორედ, დილიდან ყოველ საათში ერთხელ შევდივარ მანდ და მაიავტოზე).
-
რას ფიქრობ, არ გადავხედავდი? დავღეჭე ეგ საიტი საათში ერთხელ შევდივარ და ვნახულობ, ახალი ხომ არაფერია. მანდ რომ ხელსაყრელი არაფერია, იმიტომაც დავწერე ხომ არ იცითთქო.
-
AVENGER კუპე უფრო ლამაზია, თუ 2004-იანია, რაც შენ დადე ეგენი ყველა ძველ ცხვირზეა, ახალი ცხვირი გავყიდე და ძველი ვიყიდო? მე-2-ც ის, რომ მეც თქვენსავით 20 წლის და უცოლშვილო რომ ვიყო, კიბატონო, მაგრამ ოჯახიანი კაცისთვის არ არის, ცოტა ნეუდობნია. რაც შეეხება 4,4 E36-ს, ეგ მანქანა რომ იცოდე ვისია და რისთვის ააწყო, მაგას არ შემომთავაზებდი 3-4 თვე აწყობდა, გონშიკია და წარმოიდგინე, რა დონის წვენგამოწურული მანქანა იქნება, თანაც ისეთი ფასი ღირს, მაგ ფასში M3-ს ჩამოვიყვან და გავარტყი მაგ 4,4-ს, ისედაც აბანძებს, მთლად ეგრე ვერა, მაგრამ 100კმ-ს მერე გადის და გადის, 100-მდე თითქმის ერთნაირია. თან, E36 გამოვიცვალე 2 ცალი, 2002-2005 წლებში, მაშინ მართლაც ხოდში იყო, ეხლა კი, მაგ მოდელზე ვერ გადავჯდები, მითუმეტეს E46-დან, რა პონტია, 10 000$-იანი მანქანა გავყიდო და 4000$-იანი ვიყიდო??? მოკლედ, თუ ვინმეს სადმე E46 3,0 მექანიკა, მუქი ფერის, M-ის სალონით და შიტოკებით გეგულებათ, მითხარით. ჯანდაბას, თუ მაგარი მანქანა იქნება, 2,5-ც წავა, ოღონდ იმ ყველაფრით, რაც დავწერე.
