-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
რის დრაივერს გულისხმობ, მაზერის?
-
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
რაც შეეხება პოპოს, თუ პიპის, ალალად გეტყვი და, წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო, ისედაც, დიდი განათლებით არც გამოვირჩევი, სკოლა 3-იანებზე დავამთავრე და ინსტიტუტშიც ვერ ჩავირიცხე, პირველივე გამოცდაზე შპარგალკა და ჩიბუხი მიპოვეს და გამომაგდეს. -
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
კაცურად, ერთი ის ამიხსენი, რას ნიშნავს აზროვნების უნარი? და მე-2 კითხვა, შენი აზრით, აზროვნების უნარს რა გძენს? რითი უყალიბდება ადამიანს აზროვნების უნარი? მაგალითად შენ, ძალიან ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და, ასეთი აზროვნების უნარი რამ ჩამოგიყალიბა? ეხლა არ მითხრა ცხოვრებამო, ცხოვრებაც რაღაც ასპექტში იმოქმედებდა, მაგრამ მარტო ცხოვრებით ვერ ჩამოგიყალიბდებოდა ასეთი დონის აზროვნება, რაღაცამ იმოქმედა შენზე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეგ სხვა საკითხია, მაგრამ იმოქმედა. -
უუფ, დავიკიდე რა, მაგის ნერვები სად მაქვს?! აგერ, შოლტივით კომპიუტერი მაქვს და იმას ვხმარობ.
-
მე და ფილოსოფია / დამეხმარე განვითარებაში
eXtreme-Hunter replied to CyBeR DaViD's topic in ზოგადი დისკუსიები
და რა არის ტვინის "ტრენაჟორი" თუ არა წიგნი? წიგნის გარეშე, ფიქრით და აზროვნებით მაშინ გაავარჯიშებ ტვინს, როცა წიგნის კითხვა თავის ნაყოფს გამოიღებს და ტვინს სააზროვნო "ანბანს" ასწავლის, აბა თუ ტვინს ფიქრისთვის საკმარისი ცოდნა არ აქვს, იფიქროს და იყოს, გლეხებთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, დაჟე ბევრ განვითარებულს მირჩევნია, მაგრამ ავიღოთ გლეხი კაცი, რომელსაც წიგნი არ გადაუშლია, დასვი და აფიქრე მთელი ცხოვრება, იმისგან ბრძნულ აზრს ვერასდროს მოისმენ, ეგ იმიტომ, რომ თავად არ წაუკითხავს/მოუსმენია სიბრძნე, ეგ იგივეა, როგორც მე დავიჭირო გერმანული წიგნი და მთელი ცხოვრება მის წაკითხვას ვეცადო, ამ დროს კი, გერმანული ანბანი არ ვიცი. ალექსანდრე პოპოს სიტყვებში "გონებას ძალას ანიჭებს ვარჯიში და არა სიმშვიდე" ის არ იგულისხმება, რომ კითხვას მოეშვი და იფიქრეო, აქ ნაგულისხმებია, რომ: ტვინის სიმშვიდე არის პასიურობა და სიზარმაცე, ხოლო ვარჯიში კი, წაკითხვა-გაანალიზება, წაკითხვა-გაანალიზება, აი ამ ყველაფრის შემდეგ კი, როცა ტვინი მიეჩვევა აზროვნებას, მერე დაჯექი და იაზროვნე, მაგრამ თავიდან სააზროვნოდ ტვინს საძირკველი უნდა მოუმზადო, გაუნათლებელი ტვინი, იგივეა, რაც ცარიელი და დაფორმატებული ვინჩესტერი, რომელსაც ინფორმაციის ჩაწერის გარეშე ვერ გამოიყენებ, ეგრეა ტვინიც, ჯერ უნდა ჩაწერო და მერე გამოიყენო. -
ესეიგი რა ხდება, მაქვს PSP 2004 (slim) ყველაზე პრობლემური პლატით-TA 88 V3; რომელიც აქამდე "მუდმივით" არ პრაშივკდებოდა და კეთდებოდა მხოლოდ "ვირტუალური" პრაშივკა, ვირტუალურის მინუსი ის არის, რომ თუ აკუმულატორი მოხსენი, ან ბოლომდე, გათიშვამდე დაჯდა, ვეღარ აღიქვავს ძველ პრაშივკას და თავიდან უნდა გადააპრაშივკო, 1 თვის წინ წავიკითხე, რომ უკვე შესაძლებელია მისი დაპრაშივკებაცო, ამ საკითხში ვინმე ერკვევით?
-
უი, დამიჯერე მექანიკურად შემეშალა, თორემ რამდენჯერ მომიმართავს შენთვის გიგი (სხვანაირად როგორ უნდა მომემართა, ეგრე გქვია და)
-
რას ამბობ, სამსახურში 2 კომპთან მაქვს შეხება, 1 მხეცია (3000 ლარი დაჯდა gitech-ში) და მე-2 არის საოფისე P4, XP SP2 მიყენია, როგორც კი ბროუზერში ერთდროულად 2 web-ს გავხსნი, ეგრევე დედამისს ეძახის :vikingi:
-
კაცო, ერთი ეგ ამიხსენით, სტატუსის ქვემოთ რომ წერტილებია, რას ნიშნავს, რაო, რა მინდაო?
-
გიგა, ჩემი არ იყოს, დღეს შენც კარგად ურიკინებ ხომ იცი :D
-
საღოლ, მთავარი ის არის, რომ შეგიძლია და ხედვაც გაქვს, მიფუჩეჩება კი, შენი ნერვების ამბავია, რაც სავსებით გამოსწორებადია, მთავარია მუღამი.
-
15000$-ში ახალი ტროიკა (E90) მოგივა საშუალო დონის, ანუ უბრალო, არა M-პაკეტი, მაგას CLK გირჩევნია, თორემ მაგარი დანავაროტებული M ტროიკა, იიფ, არ გავარტყი MB-ს?! მაგრამ 15000$-ში არ მოგივა, ამიტომ MB აიღე.
-
ეხლა კი არა, 1 წელია მაგათ კალონკებზე არც კი შევსულვარ.
-
ეგ სხვებისგანაც გამიგია და ვერ ვხდები მაგის აზრს და მიკამათია, რა, ბენზინის ძრავში ნაგავი ზეთი უნდა ასხა??? ყველა ძრავს უნდა საუკეთესო ზეთი, ვასხავდი ყოველთვის უმაღლესი ხარისხის ზეთს (ყველა მანქანაში) და რომ მეუბნეოდნენ 10000-ს გაგატარებსო, არასდროს გადამიცილებია 6000-ს, ან ის რომ იციან: რამდენი აქვს ბრატ გარბენი? 150 000კმ, უუფ, მინერალი უნდა ჩაასხა, ყველაზე ტრუხა გადაწყვეტილება, თუ ძრავი მოვლილია და არ ჭამს, რატომ არ უნდა ჩაასხა ნახევრად სინთეტიკა (თუ არა სინთეტიკა), თუ შეატყე რომ სინთეტიკაზე ჭამა დაიწყო, მერე გადადი პოლუზე, იმის ჭამასაც დაიწყებს? მერე გადადი მინერალზე, გააქანებენ და პრაბეგის მიხედვით წყვიტავენ ამ მინერალს, უდიდესი სისულელე. რომც ჭამდეს, თუ გამოცვლიდან გამოცვლამდე არ დაიმატებს და მხოლოდ დაკლებული აქვს, კი, ჭამს, მაგრამ რამეში ხომ არ გაზარალებს? ხოდა დაანებე თავი და ასხი სინთეტიკა, აბა გიჟები კი არ არიან 3-ჯერ ძვირი რომ ღირს, ვიდრე მინერალი. ეფიქსი??? მოაცილე აქედან, მაგათი ტრუხა დედა ვატირე, 6 თვე ვასხი რომპეტროლის ეფიქსი (ბენზინი) ბოლოს მაგრად გააბანძეს, დღეს ეკო-ს არაფერი მირჩევნია, დღეს კი არადა, ყოველთვისაც მაგარი იყო, ლუკოილის სუპერიც მაგარია, ვისოლისას არაუშავს, ეკო-სავით ვერ არის, მაგრამ ეფიქსს კი ჯობია.
-
რას ეძახი კარგად სიარულს, რბილად რომ დადის? 220CDI კრიფავს 10 წამში, ჩათვალე 2,0 ვექტრა გყავს კი, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც აურევს (ჩვენი საწვავის ხარისხიდან გამომდინარე) და მოგიწევს მაგ ხარჯის გაღება, მაშინ 6 თვეზე მეტი არ უნდა გაიჩერო და უნდა იცვალო მანქანები, სად ბენზინის ძრავი რა, გინდა ჩააფსი (ბოდიშით) მაინც გაიტანს.
-
BMW E60 არ გინდა? 15 ნორმალურს ჩამოიყვან, მაგრამ ნაწილები ძვირია მოკლედ, ნებისმიერი ბრენდის მანქანა, რომელიც 15000$-დან ზევით ღირს, ნაწილები ძვირია, შენ ეცადე რაც მოგეწონება ის იყიდო, ოღონდ აუცილებლად გერმანული ბრენდი.
-
ეგ იმიტომ, რომ უფრო დაბალ აბაროტებზე მუშაობს და ძრავს ნაკლები დატვირთვა აქვს, აქედან გამომდინარე ნაკლებადაც ცვდება, თორემ ძრავის დეტალებში მასალა ერთი და იგივეა გამოყენებული, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ დიზელის ძრავიანმა მანქანამ თუ წვის სისტემის გამო შეგაყვანინა თავი პროფილაქტიკაში, როგორც კი იქიდან გამოხვალ, სახლში არ უნდა წახვიდე, ეგრევე ბაზრობაზე უნდა გაიყვანო და გაყიდო, დამიჯერე, საქართველოში დიზელის სისტემის არევა ნიშნავს მანქანის სიკვდილს, მაშინ მთლიანი სისტემა უნდა შეცვალო, რაც მინიმუმ 1500$ დაგიჯდება.
-
საკმაოდ კარგია, მიმზიდველი (როცა მერსედესი მოგწონს) და თანამედროვე, შენახვის ამბავშიც არ არის ცუდი, იმ პონტში, რომ არ გაგაწვალებს და პროფილაქტიკების ხშირი სტუმარი არ იქნები, მაგრამ თუ მაინც მოგიწია, ნაწილები საკმაოდ ძვირია. 1 რჩევაც, გერმანიიდან არ ჩამოიყვანო, ჩათვალე, რომ მინიმუმ 2000$-ს წააგებ ამერიკასთან შედარებით, ხალხს გონია, რომ ამერიკის მანქანები არ ვარგა (მეც ეგრე მეგონა) ეგ იმის დამსახურებაა, რომ ჩვენმა დიდ ჯიბეებიანმა ვაჭრებმა ვერ გაივსეს ჯიბეები და 1 მანქანით გამდიდრება უნდათ, იყიდიან ნაგავს, დაუჯდებათ ნახევარი ფასი, ჩამოიყვანენ და აქ შეაკოწიწებენ, მერე გაყავთ და ყიდიან, რამოდენიმე თვეში მყიდველი აღმოაჩენს, რომ კუკლა შეტენეს და ამბობს ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანის დედაცო, არადა იქაც არის საკმაოდ კარგად მოვლილი და შენახული მანქანები, რომელიც არ ღირს იაფი (მაგრამ გერმანიასთან შედარებით საკმაოდ იაფია), თუ ეგეთი მანქანის ყიდვა გინდა, მაშინ აუქციონის გარეშე, დილერთან უნდა იყიდო, დილერი კი, ყველაფერზე პასუხს აგებს და ის ფირმაც, რომლის მეშვეობითაც იყიდი იმ დილერთან (ჩვენ ფირმებს ვგულისხმობ) გაგიფორმებს ხელშეკრულებას და ყველაფერზე აიღებს პასუხისმგებლობას, აი ეგეთი ვარიანტი უნდა იჩალიჩო. თუ მერსედესისტი ხარ, მშვენიერი არჩევანია, მაგრამ კომპრესორს არ გირჩევ, უკომპრესორო იყიდე, ძრავის მოცულობა იმაზეა დამოკიდებული, რა სტილის მართვას აპირებ, შენ ლინკზე დიზელის ძრავიანია, პირადად მე დიზელს არ ვიყიდდი, აიღე 280 ან 320, დიზელთან შედარებით 100კმ-ზე სხვაობას მოგცემს 6-7 ლარს, ალბათ ბენზინის ძრავისგან მიღებული სიამოვნება კი ღირს 7 ლარი. ეს ჩემი აზრია, შენ ჩემზე კარგად იცი რა გირჩევნია.
-
მოდი ბარემ დავდებ ჩემი ფავორიტების თითო ყველაზე საყვარელ ნახატს (რაც მე მაგრად მომწონს). რუბენსი: მიქელანჯელო: (ამაზე უკეთესი რა უნდა დავდო?!) დავინჩი: (ამას ახსნაც არ ჭირდება) და ბოლოს, რემბრანტი: (წინ მდგომი კაცის ტანსაცმელს დააკვირდი, 3D-ა რა მაგის დედა ვატირე) http://photoshopia.ru/forum/clipart/images/227/1_Rembrandt_The_Company_of_Frans_Banning_Cocq_and_Willem_van_Ruytenburch_known_as_the_-Night_Watch-.jpg
-
ხოდა, მეც იმიტომ მიყვარს ზემოთჩამოთვლილები, ჯერ რემბრანტს რა შუქჩრდილები აქვს, მიქელანჯელო ხომ ანატომიის ტილოზე გადმოტანის მამაა, ისედაც მაგით იყო გატაცებული, ადამიანის კუნთებს აკვირდებოდა და იდეალური ათლეტის ტანს ხატავდა/ძერწავდა, მორგსი შეიპარებოდა და კუნთებს იკვლევდა და აკვირდებოდა, რუბენსი ფერების შეხამები ოსტატი იყო, მოკლედ, გიჟები იყვნენ რა.
-
რა საჩქაროა?! საერთოდ ვამბობ. ჩემი მეჯვარეა შენსავით, მაგარი ნიჭიერია და მაგრად ხატავს (ხატავდა), ბავშვობაში სადაც ფურცელს და პასტას ნახავდა, ბიჭები ვიჯექით და ვლაპარაკობდით, ეს გვისმენდა და მანქანებს ხატავდა, თან მაგრად, თავის ტუნინგებს იგონებდა. ბოლო ზარზე საროჩკაზე ისეთი რაღაც დამიხატა, ხალხი სურათს უღებდა, მთელი სკოლა მე მიყურებდა, თანაც მარტო შავი ფლომასტერი იხმარა. მაგრად მიყვარს ნახატები და საერთოდ მხატვრობა, ჩემი ფავორიტები არიან: მიქელანჯელო; რუბენსი; რემბრანტი და რაღა თქმა უნდა, დავინჩი, ვან გოგს და პიკასოს ვერ ვუმუღამებ, ძალიან თავისებურია და ვერ ჩავწვდი, თითქმის იგივეს ვიტყოდი მოდელიანზე და ჩვენ ნიკალაზე, სალვადორსაც ვერ ვუმუღამებ, და საერთოდ ეს სურეალიზმიც ვერ მხიბლავს, ეტყობა შესაფერისი ხარისხის მოსაწევი არ მეჩითებოდა გული მწყდება, რომ ნიჭი არ მაქვს და ვერ ვხატავ, ჩემი ნატვრაა, ნეტავ ხატვა ვიცოდე, ვიღაცამ რომ მითხრას, 1 სურვილს აგისრულებ და აირჩიე, რომელი ხელოვნების ნიჭი გაჩუქოო, წამით არ დავფიქრდები ისე ვიტყვი ხატვას :cry:
-
ჰმმ, ხედავ თურმე რა დღეშია ეს ოხერი. რამე ტუნინგოვი ევო დახატე, ძაალიან მაგარ ვიდზე, ღვინო-დუდუკი-ქალების პონტში.
-
რა პირველი?? 1. გააღებ მაცივარს 2. გადმოსვავ სპილოს 3. შესვავ ჟირაფს 4. დახურავ კარს ბიჯოოოოს, მეც რა მაგრად გამიბერია, რეებს ვხსნი :ugly004:
-
იგივე, როგორც სპილო და დაემატება 1 მოქმედება, სპილო ხომ უნდა გადმოსვა?! :rolleyes:
