-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
მიხეილ, ეს თემა იმისთვის არ გამიხსნია, რომ სხვას რამე ვასწავლო (ჩემთვის არ ვიცი და სხვას რა ვასწავლო?), პირიქით, სხვისგან მინდა ვისწავლო. მიუხედავად ჩემი დიდი ასაკისა, ჯერ კიდევ მაქვს სურვილი, რომ უფრო მეტი ვისწავლო და უფრო ნაკლები შეცდომა დავუშვა, რასაც ჩემით ვერ ვახერხებ, ამიტომ შეიძლება ჩემზე ბევრად პატარა ასაკის ადამიანმა მასწავლოს ისეთი რამ, რაც არ ვიცი, ამაში სათაკილოს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, სიამოვნებით მივიღებ სხვის რჩევას. "რომ"-ის და "მაგრამ"-ის წინ რომ მძიმე იწერება, ეგ ყველამ კარგად ვიცით, ადრე წავიკითხე წიგნი (უცხოელი მწერლის (დოსტოევსკი) ქართულად ნათარგმნი), სადაც "მაგრამ"-ის შემდეგ ეწერა მძიმეები, მერე დავეჭვდი ჩემ თავში, ეტყობა ძალიან დიდი ხნის წინ რომ დავამთავრე სკოლა, მაგის ბრალია და მე მეშლებათქო, 1 თვე მეც ეგრე დავიწყე წერა, ბოლოს მივხვდი, რომ იმ წიგნის იმედზე არ უნდა ვყოფილიყავი და ჩემებურად უნდა მეწერა, ასე რომ შეცდომა სასირცხვილო არ არის, თუ ხვდები, რომ შეცდომაა და გამოასწორებ.
-
ვისაც გვჯერა, გაგვატარე :D
-
ცოტა ჩავასწორე ჰმმ, "მძიმეებზე" edit არ მოქმედებს? წითელი ფერი და გამუქება მივეცი, მაგრამ...
-
ეგ უფრო კუთხური მგონია (ფეხბურთის "კუთხური" კი არა, დიალექტზე ვამბობ ), რომელზეც... :vikingi:
-
დასამალი არაფერი მაქვს, მინახავხარ არასწორი მეგონა, ყოველთვის მინახიხარ-ს ვხმარობდი. იმიტომაც გავხსენი ეს თემა, ბევრს ვისწავლი(თ) ერთმანეთისგან.
-
არავის ვაძლევდი შენიშვნას, ტრიპაჩობაში არ ჩამითვალონთქო, ბევრჯერ მდომებია, მაგრამ თავს ვიკავებდი.
-
ეს ის საკითხია, რომელიც ყოველთვის გულზე მხვდება, ჩემ ბავშვებსაც სულ მაგას ვუჩიჩინებ-წერეთ და ილაპარაკეთ გამართულად. არ იფიქროთ, ჩემ თავს "ღვინჯილია"-დ ვთვლიდე (ალბათ გახსოვთ), მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მეც ბევრ შეცდომას ვუშვებ, სურვლი მაქვს ვისწავლო გამართული წერა, ჩვენთანაც ბევრი უშვებს შეცდომებს, თანაც ისეთს, რომელიც არ გვეპატიება, მოდით და ერთად ვისწავლოთ გამართული და გრამატიკულად უშეცდომო წერა. ამ შეცდომებს მარტო თქვენ არ უშვებთ, ჟურნალისტები, რომელთაც ნამდვილად არ ეპატიებათ, წამყვან არხზე, წამყვანი და რეიტინგული გადაცემა მიყავთ და: გეგაბაიტი (რომელიც უზომოდ მაღიზიანებს) ოზდაოთხი (ეს უარესად) ბიჭო, ოზი (20) ხომ არ არის?! არის ოცი, ხოდა ოცდაოთხის ფუძე ხომ ოცია?! რატომ ამბობ ოზდაოთხს??? ჯოესტიკი-რაც თქვენგანაც ძალიან მიკვირს, თქვენ ხომ "ოვერქლოქერები" ხართ?! კომპიუტერის, თამაშების და გაჯეტების მამები, ეს როგორ გეშლებათ? და კიდევ ბერვი და ბევრი, ყველას ასე უცბად ვერ ვიხსენებ. დავეხმაროთ ერთმანეთს, ეს ბევრს დაჭირდება, ქართულ (და არამარტო) გრამატიკაში, რა დონეზეც არ უნდა გაგიკვირდეთ და, წერტილ-მძიმეც არსებობს, ვიცი, ბევრი თვალებს დაჭყიტავს გაკვირვებისგან, ეგ რაღა ჯანდაბააო, მაგრამ ეგ არის მთავარი, რაშიც ფულს არავინ გთხოვთ, აიღეთ და გამოიყენეთ. ზოგი (არ მინდა სახელი ვთქვა) ისე ცუდად წერს, ერთს რომ ჩაისუნთქავ, ჰაერი უნდა გამოიზოგო, რომ ბოლომდე წაიკითხო, რაის წერტილ-მძიმე. აბა თვქენ იცით, მაიმუნობის და შაყირის გარეშე, ერთმანეთს გრამატიკულაქდ წერა ვასწავლოთ, ზოგს შენ მირჩევ, ზოგს მე და ასე რაღაცას ვისწავლით, ცოდნა მუცლიდან არავის მოყვება, ეს არც სათაკილოა, მერე რა, რომ რაღაც არ ვიცით, მოვა დრო და ვისწავლით. პირადად მე, საბილიარდეს ვეძახდი საბილიაროდს, სულ ვყოყმანობდი, რომელი იყო მართალი, მგონი მივხვდი და საბილიარდე ქვია, შეიძლება ამაშიც ვცდები, ხოდა, შემისწორეთ და შემდეგში აღარ შემეშლება. P.S. 1 ასო ჩავასწორე, "ს" მეწერა "შ"-ს ნაცვლად :D
-
არ მიყვარს მოდინგებს და ტუნინგებს რომ ადარებენ სტოკს, სტოკი არის სტოკი, სტოკში კი, ბუგატის მეეჭვება რომელიმემ მოუგოს (აკრეფაში, ან მაქს სპიდში), თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ბუგატი მხოლოდ აქსელერაციაა და მეტი არაფერი, მაგალითად mclaren F1, პირველ სამეულში ყოველთვის შედის (ბუგატისთან ერთად), მაგრამ 90% ს F1 ურჩევნია და იმიტომ, რომ სულ რაღაც 0,5 წამით ჩამორჩება ბუგატის, სამაგიეროდ სუფთა ბოლიდია და ტრეკზე ისე გრძობს თავს, როგორც საკუთარ სახლში, ხოლო ბუგატი კი, ტრეკზე მხოლოდ სტუმარია, რომელიც ჰონდა სივიკს გამოყვა გასამხნევებლად (და არც ეგ გამოსდის ).
-
არა, სისწრაფეში ბუგატი კი მოუგებს, მაგრამ saleen ტრეკზე მაგრად დგას და სარბოლო მანქანადაც ითვლება, ბუგატი კი, მხოლოდ ბევრი ცხენი და ძალიან სწრაფი აკრეფა აქვს, ტრეკზე ბუგატის არაფერი ესაქმება, მძიმე და ტლანქია, მაგის მუღამი ის არის, რომ ბანზე მიადგა და გაფრინდე, მეტი არაფერი, სპორტულობასთან ძალიან შორს არის, რასაც saleen-ზე ვერ ვიტყვი, თუ არ ვცდები, დაჟე რბოლებშიც გამოდის (კი, ზუსტად მახსოვს, რბოლებზე ნანახი მყავს), ისედაც, შესახედაობითაც კი ეტყობა რომ სპორტქარია, ბუგატი კი, ბოთე კულტურისტივითაა, ძალა კი აქვს, მაგრამ მოუქნელია და მხოლოდ მუსკულების სამარიაჟოდ გამოდგება:chojinfc:
-
ჰმმ, ესეც SLR, ქე უტირა დედა, მართალია viper სტოკი არ იყო, მაგრამ მაინც SLR-ია და იმასაც ხომ გააჩნია, რა დონეზე დაჩაგრავს?! viper-მა დაჩაგრა კი არა, გააბანძა.
-
დრასტი, არამიშავს, შენ რავა ხარ? სად დაიკარგე? SLS არ დამევასა, ვერც სპორტულობაში გამოდგა განსაკუთრებული, ლე მანის GT კლასში გამოდის და მაგრადაც აბანძებენ, ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე კარგი შედეგი რაც ვნახე, იყო მე-6 ადგილი, ინგლისელებმაც გატესტეს: ferrari 458 (იტალია); lamborghini gallardo (თუ არ ვცდები "სუპერლეგერა" იყო); mclaren MP4 (ტესტის ძირითადი მიზანი, სწორედაც რომ MP4-ის შედარება იყო); AUDI R8; porsche carrera GT2; და შენდამი მოწონებული SLS, აბა გამოიცანი, რომელ ადგილზე გავიდოდა SLS ალბათ ადვილი მისახვედრია. რაც შეეხება CLS და SLK-ს, თავისებური "ეშხი" აქვს (რა თქმა უნდა მერსედესის მოყვარულთა თვალით), და რასაც ვერ დაუკარგავ, ეს არის მდიდრული იერი, ეგ ყოველთვის აქვს მერსედესს, რაც არ უნდა მახინჯი იყოს, სიმდიდრე იგრძნობა, მაგრამ სპორტულობაში, დამიჯერე და მაგრად მოიკოჭლებს, მარტო ის არ არის, რომ 6,5 ლიტრიანი ძრავი ქონდეს და ცხენების უკმარისობას არ განიცდიდეს, მთავარია ამ ცხენებს როგორ გამოიყენებს, ზუსტად ეგ აეროდინამიურობა არ მოწონთ გონშიკებსაც, მაგაზე ბევრად სუსტი და კარგად დაბალანსებული მანქანა თავზე დაახევს ტრასას, ხოდა კაკ რას ეგ არ მომწონს მერსედესის, ფუფუნება არ აკლია, ძრავიც ძლიერი აქვს, მაგრამ არასპორტულია, ვერ გაძლევს იმ ეფექტს, რაც შეუძლია მოგცეს მაგაზე ბევრად იაფიანი ბრენდის მანქანამ, თორემ იმას კი არ ვამბობ ცუდიათქო, კლასიკურ სტილში ლიდერია, მაგრამ "საშარვალკოსტუმე" მანქანები არ მიზიდავს, ჯინსებიანი ბევრად მირჩევნია.
-
აბა ჰეთ და აბა ჰოთ, ადრე დაწექით, ხომ იცით, ხვალ მძიმე დღე გვაქვს და გამოძინება მოგვიხდება!
-
აკი "ბანძსერდესიო"? რას ნიშნავდა ეგ?
-
ჩვენი გადაღებული სურათები
eXtreme-Hunter replied to LedZeppelin's topic in ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
სიტყვა "რითმს" უნდა ერქვას მიშა, sorry for joke, i am drunk. -
აქა მშვიდობა, კაკ გავარიატ, მთვრალი კაცი კაი კაცი.
-
ნწ ნწ ნწ, კაცოოუ, რა გემოვნების თაობა მოდის რა...
-
რატომ დღემდე არა რო?
-
კი, ეგრეა, დაახლოებით 2 თვის წინ national geographic-ზე ვუყურე, ეს კიდევ არაფერია, იქ იმდენი იყვნენ... თან პირდაპირ ნავში ხტებოდნენ, 1 ისე ახტა, ჟურნალისტს ტუჩი გაუხეთქა, ამ თევზებზე დიდი ზომის იყვნენ.
-
მადლობა, იქნებ სხვებმაც გაიხსენონ, არადა ბოქსი მინდა, ან რამე ცოტა სპორტული ბრძოლა (კარატე, კიკბოქსი და მსგავსები).
-
ეუფ, ცუდია სუ სუ სუ ცოტაც არაა? კაცი მყავს საცემი და მელოდება, იქნებ რამე გაიხსენოთ, ჯანდაბას, ბოქსი თუ არა, რამე ფაიტინგი.
-
სასწრაფოდ მინდა თამაში ბოქსზე (x-box-ზე კი არა, ორთაბრძოლა ბოქსზე ) რაც მალე მიპასუხებთ, მით უკეთესი, აი ეს ვიპოვე, მაგრამ მარტო x-box-ზეა "Fight Night : Round 4" თქვენი იმედი მაქვს, თან მაგრად მეჩქარება.
-
არა, ეს სხვა კომპია (სამსახურის), რომელშიც 2x4 მაქვს და 8-ს მაგივრად მიჩვენებს (თუ იყენებს) 4-ს, რატომ?
-
იქნებ მიპასუხოთ, რატომ? წინასწარ მადლობა.
-
ჰო, მყრალი სუნი აქვს. ბავშვობაში (დაახლოებით 7-8 წლის ვიქნებოდი) სახლში დიდი სამშენებლო სამუშაოები მიდიოდა, ხოდა ეზოში, გარაჟის წინ გვეყარა კარბიდი, რომ არ გავატრაკო ალბათ 20 კილო, თუ მეტი არა, ხოდა, მივედი, წყალი დავასხი (ნახევარი საათით მარტო დავრჩი და სახლში არავინ იყო) და ასანთიც მივეცი... იმხელა ცეცხლი გაუჩნდა, რომ შემეშინდა და შლანგით წყლის მისხმა დავიწყე ( რა ვიცოდი) წყალი რეაქციაში რომ შევიდა უარესად მოუმატა ცეცხლი, შიშისგან კინაღამ გული წამივიდა, კიდევ კარგი მოვტვინე და მეზობელ კაცს დავუძახე, 15-20 წუთი ეწვალა და იქვე სამშენებლო ქვიშა ეყარა, ის დააყარა ძალიან ბევრი და იმით ჩააქრო, იმის მერე სიგიჟემდე მიყვარს კარბიდი.
-
უი ხო, თუ იცი ეს საიტი: autopapa.ge ეს არის რუსთავის ავტობაზრობის საიტი, სადაც მაგრად შედიან სასომხეთი/აზერბაიჯანის მყიდველები, თანაც მანქანა ტრანზიტებზეა და კაკ რას ეგეთები აწყობთ, აუცილებლად დადე მაგ საიტზეც.
