Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ხო, იმ დროს სინთეტიკები არ იყო. მოიცა, რას ქვია "წინა ხიდში"? შენ მანქანაზე არ ამბობ?
  2. არა, მწარმოებლის ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თვითონ ზეთს გააჩნია. ესეიგი ძრავი ჭამდა, სხვა ზეთის ჩასხმას ნუ დააბრალებ. რა ზეთი იყო (ტიპს ვგულისხმობ, სინთეტიკა, პოლუსინთეტიკა ან მინერალი)? საერთოდ, ყბელაზე ნაკლებად ჭამს მინერალს, სამაგიეროდ ძრავის ცვეთა უფრო ჩქარა მიმდინარეობს, ახალ მანქანაზე ჯერ იწყებ სინთეტიკით (0-30), რამოდენიმე წლის მერე, როცა ცოტა ჭამას დაიწყებს, გადადიხარ ნახევრადსინთეტიკაზე (5-40), როცა ამის მადაც გაეხსნება, მერე იწყებ მინერალის ჩასხმას (15-40), თუ ამასაც ჭამს, შუქნიშანზე რომ გადახვალ, პირველივე მოსახვევში ჩაუხვევ და პირველივე გამვლელს კითხავ: ელიავას ბაზრობა საით არისთქო და მიდიხარ სხვა ძრავის საყიდლად.
  3. ეტყობა თქვენ CL-ს 3 ლარიანი ბოშის სვეჩები ეყენა და "პერებოი" ქონდა.
  4. კი, მაგრამ დიზელი ისედაც ეკონომიური საწვავია და მაგას თითქმის ვერც იგრძნობ, იმიტომ რომ დიზელის აფეთქება ხდება არა როგორც ბენზინის, ნაპერწკლით, არამედ დაწნეხვით, იმიტომ არის, რომ დიზელის მანქანაში აკუმლიატორი რომც არ გედოს, დააგორე და დაიქოქება.
  5. შენი მაინც ტურბო იყო და დაწვავდა, მაგრამ მე 2,5 უბრალო, ატმოსფერულ ძრავზე დავაწვევინე კილომეტრზე ლიტრი (ეს მინიმუმს ვამბობ), სამაგიეორდ მანქანიდან რომ გადმოვედი, ბუღი იდგა სიმხურვალისგან, ძმაკაცი გაგიჟდა, რა უქენიო? ნუ, რუსთავში მაიმუნობაზე აღარაფერს ვამბობ, ნახევარ საათში ნახევარ ავზ ბენზინს ვცლიდი, ამ ყველაფრის მტერია ძრავის დიდი ბრუნი, შეიძლება ერთიდაიგივე სისწრაფით ვიაროთ და სხვადასხვანაირად დაწვას ორივე მანქანამ.
  6. ტურბო ძრავი სულ სხვა თემაა, ტურბოს მოხმარება უნდა იცოდე, შეიძლება ჩქარა არ იარო და ბევრი დააწვევინო, თითქმის ყველა ტურბოს აქვს "ტურბო ლაგი" იგივე "ტურბო ორმო", უნდა ეცადო ამ "ორმოთი" იარო, შენ თუ უცბად მიადგი და ეგრევე შეუცვალე სიჩქარე, ბევრს გონია, რომ ასეთი სიარულით ეკონომიურობას უწყობს ხელს, არადა, პირიქით, აბა დაფიქრდი, შენ რომ ტურბო გაახსნევინე და მერე მალევე შეუცვალე სიჩქარე და დააგდე სისწრაფეც, ის ჩაწნეხილი ჰაერი და თავის თავად, ამ ჰაერის შეასფერისად შეზავებული ბენზინიც სადღაც ხომ უნდა წავიდეს? შენ ამ რესურსს ენერგიის გამოუყოფად აორთქლებ, ამის ხარჯზე წვავს ბევრს და დარწმუნებული ვარ, პატრულის 80% ეგრე დადის, არც საწავავის ეკონომია ადარდებთ და ბევრმა არც კი იცის ტურბოთი სიარული.
  7. რა და, ზუსტად ეგ შეხედულებაა იმის მიზეზი, რომ დიღმის ტრასაზე არაერთხელ ვნახე ალვის ხეზე ამძვრალი 3,5L+ ძრავიანი მანქანა, როგორ მოხვდი მანდათქო და, ა ხუი ეგო ზნაეტო.
  8. ხო არა, როცა მომგებიანი წინადადება შემოგთავაზე, ეხლა იუმორი გახდა ხო? :D
  9. მხოლოდ ერთს ვიტყვი და შანსი არა არის მეტი ვიკამათო. ესეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ მანქანას 100-მდე ასაკრეფი დროით ვაფასებთ, იმას არავინ კითხულობს, თუ ეს მანქანა სპორტულია და პრეტენზიებიც აქვს, მარტო დიღმის ტრასაზე მისადგმელად ხომ არ მინდა? სპორტულობაც ხომ უნდა ქონდეს?! ხომ შეიძლება დამჭირდეს და სამოყვარულო "წყვილთა რბოლაში" გამოვიდე, რას შევძლებ, რას და, არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ 10000$-იანი E36 M3 გააფარჩაკებს (თუ არ დამიჯერებთ, ტყუილად არ მეკამათოთ, მაინც არ აგყვებით), თუნდაც მერსედესის ყველაზე ჰაი-ენდ მოდელი ავიღოთ SLR, ტრეკზე რა შეუძლია? დიდი არაფერი (თავის ფასთან, პრესტიჟთან და ცხენების რაოდენობასთან შეფარდებით), ნებისმიერ ტესტებში ტრეკზე არის ბუგატივით, მარტო ცხენები აქვს და სპორტულობაში 50000$-იანი სუბარუც კი აჯობებს, ძაააალიან ბევრი ტესტი მინახავს, ძააალიან ბევრი სტატია წამიკითხავს და სადაც მერსედესია, 99% შემთხვევაში ყველაზე ცუდ დროს აჩვენებს, თვით "ჯერემი კლაკსონიც", რომელსაც არ უყვარს BMW, მერსედესზე იგივეს ამბობს, რაც ეხლა ვთქვი, დალშე თქვენ იცით, "მომწონს" სხვა საკითხია, მაგრამ "ჯობია", ეს სულ სხვა მნიშვნელობის სიტყვაა. გავარტყი შტუტგარდს, ბავარია ფორ ევა!!! :givi:
  10. არადა, Deus EX-ში 22-25 fps მქონდა, ამ წუთას ვთამაშობ და 55-60 მაქვს. ამათაც ati-ვით გაუბერეს, თუ რა ჭირთ, ეს რა ნაგავ დრაივერებს უშვებენ, 1 კონკრეტულ თამაშზეა ორიენტირებული, სამაგიეროდ დანარჩენ 100-ზე გული მისდის. თუ გინდა შენ კარტაში გაგიცვლი, თან არც ძმაკაცობა მეშლება და არაფერს დაგამატებინებ, ეგრევე, 1-1-ში.
  11. ნახევარი საათია უკვე, რაც ამ საკითხს ჩუმად ვადევნებ თვალს, მგონი ამით ყველაფერი ვთქვი (ჩემი სათქმელი და არა კაცობრიობის) :chups:
  12. მადლობა ვაკო, მგონი აღარ დამჭირდება, battlefield-ის ბაგებისთვის G1ORG1-ს რჩევით 280.26 დრაივერი დავაყენე, მერე 3dmark 06-ის ტესტიც დამაინტერესა და გავუშვი, 10368 ქულა მომცა (არადა, ამ თემის გახსნის მიზეზი სწორედ რომ დაბალი (6200) ქულა იყო და მაგიტომ მინდოდა სხვა კომპზე გატესტვა), ესეიგი დრაივერი მიტრ...და მოკლედ, გამოჯანმრთელდა ჩემი ვიდეო G1ORG1 აბა ბიჭო, შენ ეგა თქვი, 200 ლარიანი კვებაა და 6 პინიანი ვიდეოს შნური არ აქვს არადა, რა ძერსკ ვიდზეა, შიგნით ლურჯი ლედ ნათურებით და შუშის ხუფით, რომ შეხედავ კი მოგეწონება, ეგრევე ეტყობა, რომ კარგია, მაგრამ ეს ხინჯი კი აქვს რა. რავიცი, გასარკვევი გავარკვიე და ალბათ ამ ეტაპზე მეტი შეკითხვები არ მექნება, მგონი დასახურია თემა. მადლობა.
  13. კაცო, ეს ტანისამოსი ამ კაცს ინსტიტუტში ჩასაცმელად კი არ უნდა უნდა, ეტყობა რაღაც ფართის პონტია.
  14. http://www.renaissance-outfits.com/king-henry-royal-doublet-p-7449.html
  15. როცა დაუტვირთავია, მაინც რაზგონზე მუშაობს?
  16. ბოლო სურათი, 2 აზროვანია, ვიზუალურიც და ფსიქოლოგიურიც:givi:
  17. გენათალე, ლა საკალელია რეკლამაა :D
  18. რა ვქნა აბა? ცოტა დრო გამყავს რა, დავიღალე, battlefield-ს ვაინსტალირებ და ასეთი საინსტალაციო არ მქონია, 45 წუთია გასული და 70%-მდე იქნება მისული, 9,6GB ვერსიაა და გარე ვინჩესტერით წამოვიღე სამსახურიდან, მე მაგას უფრო ვაბრალებ, დამეზარა კომპში გადატანა და ეგრევე გავუშვი ინსტალაციაზე, ასნია შიდა ვინჩესტერივით სწრაფი ვერ იქნება და ვზივარ ასე მიჯაჭვული :cry:
  19. ვზივარ და ვუყურებ კი გასაგებია რომ სლეა და გაგეღიმება მაგრამ ცოტა ძირფესვიანად რომ დააკვირდე, ის ვერ მოვწვი, რა პონტში შეიძლება კაცს მოგინდეს ასეთი რაღაცის გაკეთება და მერე სურათის გადაღება სურათს დააკვირდი, ნახე როგორი ვაჟნი უჭირავს და რა დეზლად იყურება, თვალებში ეტყობა იმენნა დასტოინად უჭირავს თავი უეჭველი მაგარი ნასიამოვნებია ამ წუთისფლით, "ნახე რა ქათმები მყავს და სხვის ცხვარს მირჩევნია", ეს ცოტა ძიშოვი პონტია, ამ სურათის გადასაღებად ტიპს უფრო ღრმა იდეები აქვს შეიძლება, ხელზე სატარებელი ძაღლები რომ იჩითება , ხომ იცი?!(კუწურიეებს რომ უჭირავთ) მაგის პონტში მუღამზეა და ამას ქათმის ინტერესი აქვს აღებული, აბა დააკვირდი, რა მოვლილი და გაწკრიალებული ქათმები ყავს, მაგრამ ეს ქათმები ყველა ერთად კი არ უნდა, ჯერ წვრთნის და საუკეთესოს შეარჩევს, მამალიც თავისი კაცია და ეხმარება ყველაფერში , ქათამი ეყოლება, მიმიქარავს კუწურიეს ძაღლი, შეიძლება ყეფდეს კიდეც, არც ეგ არის გამორიცხული, გაწვრთნილია, ჯოხი გადაუგდე, მოგიტანს, არადა, ტიპი რომ ქათმით ხელში გამეჩითოს, შევარდენი რომ უზით ხოლმე, მაგ პონტში და, ჯიგარო ერთი მომიკიდე რა და ამ დროს ქათამმა დამიყეფოს, ხომ უნდა გამძვრეს სული :vis:
  20. არა, თუ რამეში... ხომ იცი, ბაზარა ნეტ.
  21. მიშიკო, შენი რა ფერია? მგონი გკითხე და შენც მიპასუხე :xeli:
  22. მოკლედ, ჩემო ნიკუშ, clk თუ არ გამოვა, Golf-ზე იჩალიჩე.
  23. ეხლა კიდევ ეს, რა გინდათ კაცო, სულ დააბნიეთ ნიკოლოზა, რაის სკაილაინი ტო??? სკაილაინი ვიყიდო და ისიც უტურბინო ვერსია? თანაც 4 კარიანი მოდელი? მართალია R34-ია, მაგრამ ჩათვალე, პაჟიზნენად ყიდულობ, მაგის გაყიდვა... როცა იქნება ხომ დააპირებ მანქანის შეცვლას?! აი მაშინ მიხვდები, რომ 20 წლის მერე შვილიშვილს აჩუქებ სათამაშოდ (და ისიც გეტყვის, კარგი რა ბაბუ, მეკაიფები? ეს სირცხვილით როგორ ჩავიტანო ბავშვებთან ეზოში?, აბა ნახე, ანზორას შვილიშვილი ბუგატით თამაშობს და ყველა დასცინისო).
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.