ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ მაგ პრობლემას დაბალი სისწრაფე აგვარებს, მე კი ეგ არ მინდა ზუსტად, თან რაშია იცი საქმე, სხვა სიმებსაც ვთამაშობ და მარტო ამათ სერიებს აქვს ეგ პრობლემა, ისეთი სნოსს დაგირტყავს, კვადრო გეგონება, სხვა არსად მინახავს ეგეთი გამოუსწორებელი პრობლემა, რეალური მანქანა როგორც რეაგირებს და რაც აგვარებს მაგ პრობლემას, ეგრე ვაკეთებ და არ შველის (რელაურ მანქანას როცა სნოსი აქვს, ყველაზე მარტივი გამოსავალი, როცა გინდა ფულის დაუხარჯავად მოაგვარო, წინა ბორბლების ცოტა დაშვება და უკანების ცოტა დაბერვა შველის, მართალია რული ცოტა უფრო მძიმდება, მაგრამ შედარებით სტაბილურად მართავ, აქ ვსინჯე ეგეთი მეთოდები (და არა მარტო ეგ), მაგრამ მაინც ვერ ვუშველე)
fffrock
თუ იაფად გინდა გამოხვიდე, მაშინ მაგ რულს დაუფიქრებლად გირჩევ, წარმოიდგინე, თითქმის G25-ია, ოღონდ ავტომტი და სცეპლენია არ აქვს, დანარჩენში 25-ია.
ზემოთაც დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ 27 მაქვს, დღესაც მაგრა მიყვარს ეგ რული და შეიძლება ვიყიდო კიდეც, ცუდი რომ იყოს, 27-ის პატრონი DFGT-ის ყიდვაზე ვიფიქრებდი? :aba: