ალალად გეუბნევი ძმაო, სურათებში რასაც შევხედე, მართლა ცოცხალი და მოვლილი მანქანა ჩანს, მე-11 BMW მყავს ეხლა და მაგის ყველა +- ვიცი, მანქანას რომ შეხედავ ეტყობა რაც არის, ეგ სიდენიები 100%-იანი შენაცვლელია, იმიტომ, რომ გერმანელები ესეთ საკითხებში წუწურაქები არიან და ტყავის სალონს მხოლოდ ნავაროტკიან ვერსიებში დებენ (იმიტომ გკითხე, იაპონურიათქო?) ამას კი შუშები მექანიკური ამწეებით აქვს, ესეიგი პატრონს აქვს შენაცვლელი, მაგრამ ეგ როგორც უკვე გითხარი, პირიქით პლიუსია, ცოტა ეს გარბენი გიტრაკებს რა, თან პატარა ძრავი რომ არის, მაგის ხარისხზე ადვილად მოქმედებს "ძრავის სიბერე" და ზეთს თუ არ ჭამს, სავარაუდოდ ძრავიც შეცვლილი იქნება (არადა მაგ ძრავს ამხელა პრაბეგზე უეჭველი დაწყებული უნდა ქონდეს ზეთის ჭამა, უეჭველი!), ხოდა, თუ ზეთს არ ჭამს, ძრავი განახლებულია, მაშინ ადექი და ჩამოყარე, ცოტა ცუდ რჩევას გაძლევ, მაგრამ ძრავი როცა კარგია (მანქანა ისედაც კარგია) გარბენის ჩამოყრა "კლიენტზე შეტენვაშიც" არ ჩაგეთვლება, ბაზარზე რომ გახვიდე, შანსი არ არის მაგ ასაკის მანქანა ჩამოუყრელად ყავდეს ვინმეს გაყვანილი, დააყენებინე 180 000-ის ფარგლებში და მანქანის იმედი როცა გაქვს, არც არავინ დაგირეკავს, ეს რა მომყიდეო, თან იმენნა გოგოს ვერსიაა, 1,6 და ავტომატი.
რა ზეთს ასხავ? (ბრენდი და ზეთის მარკა მაინტერესებს)