ეტყობა რუსეთშია გადაღებული
ძმაკაცს ქონდა ავტოსერვისი და ამერიკული მანქანების ნაწილები ესე არ იშოვებოდა, ყველაფერს მოსკოვში უკვეთავდა, იქიდანაც ის ფირმა ვინც უგზავნიდა, ყველაფერს 5-იანზე ასრულებდა, თავის დროზე ჩამოდიოდა საქონელი, ხარისხიც ყოველთვის კარგი იყო და ჩემ ძმაკაცმაც პატივს ვცემ და ახალი წელი მოდის, სასმელებს გავუგზავნიო, მაშინ გუდვილი არ იყო (დღეს ყველაზე დიდი არჩევანი მანდ არის), წავედით გაგარინზე რომ ღვინის მაღაზიაა და 2 დიდი ყუთი 2000 ლარის სასმელები ვიყიდეთ, დაახლოებით 30 ბოთლი იყო და გავუგზავნეთ. 4-5 დღის მერე ავტოსერვისში ვარ მისული ამ ძმაკაცთან და თავის კაბინეტში ვზივართ, ცოტა ხანში რეკავს ტელეფონი, ეს სავარძელში იჯდა და დაეზარა ადგომა, speakerphone-ს დააწექიო, ჩავრთე და მესმის ამათი ბაზარი, ის ტიპი ურეკავდა მოსკოვიდან, გუშინ საღამოს ავიღე შენი ამანათი და დიდი მადლობა, რატომ შეწუხდი და ეს ბაზარი მიდის, ბოლოს ეუბნევა გავსინჯე და ძალიან მომეწონაო, ძმაკაცმა კითხა, რომელიო, 2-3 წამიანი პაუზაა და, ძალიან გაკვირვებული ხმით ეუბნევა, რას ქვია რომელიო??? რა თქმა უნდა სუყველაო, სახლში რომ მივედი, ზალაში მაგიდაზე ამოვალაგე ყველაფერი და თითო ჭიქით ყველა გავსინჯეო, დილით რომ გამეღვიძა ტანსაცმლიანს იატაკზე მეძინა, ქამარი არ მეკეთა და ცალ ფეხზე ნასკი არ მეცვაო (ხ.. ეგო ზნაეტ რას აპირებდა), აი ესეთი ჯიში აქვთ, იმაზე ვიკაიფე, რომ ტიპს გაუკვირდა, ეგ როგორ მკითხე რომელიო, რა თქმა უნდა ყველას გავსინჯავდიო, თან ფულიანი როჟა იყო, სასმელი კი არ აკლდა, მაგრამ სასმლის ხარბები არიან.