დავჯავშნე!
ეხლა რა ხდება...
10 კაცზე გავაშლევინე და 10 კაცის სუფრა, 2-3 კაცს ნებისმიერ შემთხვევაში დაიმატებს.
მაგრამ 1 პატარა პრობლემას გადავაწყდი (პრობლემა ნაკლებად, მაგრამ მაინც):
ხვალ კვირის ბოლო დღეა, თან ახალი წელია, ამიტომ ბევრი საჭმელების კეთება გვიწევსო და წინასწარ უნდა შეუკვეთო სუფრაცოოო (წინასწარ რომ მოვამზადოთო), ხოდა, სხვა გზა არ მქონდა და მენიუც შევუკვეთე, კარგი სუფრაა, წელიწადში ერთხელ გვიწევს ქეიფი და ფხალზე და ბოლოკზე ვერ გადავივლიდით, ფასი გამოვიდა 311 ლარი (50 ლარი "ბე" დავუტოვე), ღვინის გარდა, ღვინო 1 დოქი 5 ლარი ღირს და მაქსიმუმ 30 ლარიც მაგაში დაგვემატოს, ყავა/ჩაი საჩუქრად.
იმედია, უკმაყოფილო არ დარჩებით, თუ არადა, დავურეკავ დათოს და ლექსოს და ჩვენ წავალთ :D