Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. მოკლედ, ჯერ არ ვიცი რას ვიყიდი, მაგრამ ეგ მოდელი მე-2 მაქვს სიაში და ვატყობ, მაგაზე შევაჩერებ არჩევანს, ვიდზე მართლა მაგრა მომწონს (ამ ორიდან მინდა ერთ-ერთი, ან ეგ და ან ეს http://razer.ge/index.php?route=product/product&path=52_43&product_id=297).
  2. უუფ, ეგ ხომ ვიცოდი ძმაო, შენი სასწავლებელი რა მჭირს ჩემი...
  3. ის ლედები მართლა ანათებს, თუ მერე შეგიძლია დააყენო? და, თუ ანათებს, გათიშვა ალბათ შეგიძლია ხო? გამოაძრობ კვებას და ეგ არის რა...
  4. OK, ეხლავე. ჩაირთო, მაგრამ ყოველ ჩართვაზე შნური უნდა გამოვაძრო? ის მასწავლე რა, როგორ გავუთიშო ინტერნეტთან წვდომა.
  5. ფასიდან გამომდინარე, ალბათ ერთი დონის უნდა იყოს, სამაგიეროდ ვიდზე პირადად მე ბევრად მირჩევნია, უფრო კაცურად გამოიყურება და დაუფიქრებლად ავიღებდი.
  6. ბიჭო, მაინც გავუშვი აპდეიტზე და ეხლა რომ გამოვრთო უკვე გვიანია? ხო, ვერ გავიგე მესამეს მერე:D
  7. იზვინი რა, როგორც დილას გითხარი, თანამშრომლის მანქანით ვიყავი და სხვა მარშრუტით წამოვედით, ორშაბათს უკვე წამოვალ ჩემი მანქანით და აუცილებლად შეგხვდები.
  8. ხო, ძალიან სადა და ლამაზია. ვაპირებდი და ცოოოტა მაღალი რომ ყოფილიყო, დაუფიქრებლად ვიყიდდი, (47 სმ-ა სიმაღლეში, არადა, 52+ მოუხდებოდა), თუმცა 100 ლარში (ნახმარს და იაფად არ ვგულისხმობ) აუცილებლად მაგას ავიღებდი.
  9. გიო, ამ თამაშის პროფესორი შენ ხარ და იქნებ დამეხმარო. დავაყენე ეს ვერსია, უწერია, რომ კრეკი არ სჭირდებაო, მაგრამ პირველივე ჩართვაზე აპდეიტი დაიწყო (გავთიშე ეგრევე), ხოდა, თუ კრეკი არ უნდა და არაოფიციალურად მაქვს, ბაზას რატომ დაუკავშირდა? ონლაინი არ მინდა, ისე მინდა გასართობად.
  10. სხვა რა გზა მაქვს?! :chojinfc:
  11. რას ამბობ, მე ხომ ოფიციალური ნუბი ვარ?!
  12. ესეიგი ვერც მექნება? Sony ericsson u5 vivaz (სიმბიანზე მუსაობს )
  13. ბიჭო, როგორ ხედავ ქართულ ასოებს? გუშინ 12 საათზე ინტერნეტი გამეთიშა და მობილურით ვსინჯე შემოსვლა, კი შემოვედი, მაგრამ ქართული ასოების მაგივრად კუბიკებს მიჩვენებდა, შენ როგორ ხედავ???
  14. გული უნდა დაგწყვიტო და სიმართლე გითხრა, კი, ბანძია, თუმცა არა ყველაზე. რავიცი, რითი დაგეხმაროთ, წეღანაც გითხარი, ყველა უზერი რომ ამ თემაში შემოვიდეს, ესე მაინც ვერ შეძლებენ შენ დახმარებას, დეტალები სათითაოდ უნდა გაიტესტოს, მაგრამ მეორე კომპის საშუალება არ გაქვს, აბა რა ვქნათ ესე? ორშაბათს ვაკეში თუ მომიტან კომპს, თან ისე რომ დამიტოვო, აქ გავატესტინებდი, მართლა გულით მინდა შენი დახმარება (თითქმის შენხელა ბავშვი მყავს და შევდივარ შენ მდგომარეობაში), მაგრამ სხვანაირად ვერ შევძლებ დახმარებას. სტარტის პანელზე (ქვემოთ რომ ლურჯი ზოლია) მაუსის მარჯვენა ღილაკს დააწექი და ფანჯარას რომ გახსნის task meneger-ში შედი, მერე გადადი performance-ზე (ზევით წერია) და CPU-ს დააკვირდი რამდენ პროცენტზე მუშაობს.
  15. არა, მე არც გავბრაზებულვარ, პირიქით, არ მინდა, რომ შენ იყო ჩვენ ფორუმზე გულაცრუებული. ოო, ეგრე გაგვიჭირდება, აბა დეტალის ვარგისიანობა ხომ უნდა დავადგინოთ?!
  16. რა ჭირს ფორუმს? თქვენთანაც ჭედავს? ეს 3 დღეა დავიტანჯე რა.
  17. ბიჭო, ჩვენ ფორუმზე რომ წარმოდგენა არ დაეკარგოთ, შემოდით ამ თემაში და დაეხმარეთ კაცს, მარტო მე რომ ვპასუხობ, რომელი მცოდნე მე მნახეთ, მე თქვენ გეკითხებით ხოლმე და... ნუ დატოვებთ უყურადღებოდ და დაუთმეთ 1-2 წუთი, მართლა ტეხავს რა, კაცი პირველად შემოვიდა და ყველა იკიდებთ, დახმარებას ითხოვს და რეაქცია არ გაქვთ, აბა თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ხომ ტეხავს? მადლობა ყურადღებისთვის.
  18. 1. მთელი დღე ფორუმზე კი არ ვზივარ, სამსახური მაქვს და პახოდუ შემოვიხედავ ხოლმე ფორუმზე. 2. მთელი ფორუმი რომ ამ თემაში შემოვიდეს, ესე უცბად მაინც ვერავინ დაგეხმარება, ჯერ ტემპერატურები უნდა გავიგოთ და მაგის მერე გამორიცხვის მეთოდს უნდა გაყვე, ბოლოს კი, შენი ვიდეო სხვა კომპზე უნდა გასინჯო და პირიქით, სხვა ვიდეო შენ სისტემაზე. 3. აქ ძალით არავის ვითრევთ, გასაღები დავკარგეთ და კარები ყოველთვის ღიაა! ჩვენთან დაუხმარებლად არავინ დაუტოვებიათ, მაგრამ დასმულ კითხვაზე შენი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს პასუხები. ეხლა საქმეზე გადავიდეთ, ხომ გითხარი, არ მინდა სურათი, შენ თვითონ გახსენი და შეხედე რა წერია ტემპერატურაზე, 2-ჯერ გითხარი და ერთხელ ვერ მიპასუხე და კიდევ ჩვენზე გაქვს პრეტენზია? ეგრე არ შეიძლება ძმაო, აქ კომპიუტერის მოყვარული ხალხია, ნოსტრადამუსები კი არა, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს და მხოლოდ იმის თქმით, რომ ვეღარ მუშაობს კომპი, ვერაფერს დაგეხმარებით, რაღაცას რომ გკითხავენ, ხომ უნდა უპასუხო?! აბა ისე როგორ გავიგოთ შენი კომპის დაავადება?! კვების ბლოკის პარამეტრები გვითხარითქო, არც მაგაზე გვიპასუხე და ესე ვერ დაგეხმარებით, მაშინ მოიტანე ჩემთან სამსახურში და დატოვე 1 დღით, აქ მხეცი აიტიშნიკი მყავს და დაგეხმარება, აბა სხვა რა გითხრა?! მაგას უნდა 1 დღე მთლიანად და მეორე კომპი, რომ იქიდან გადმოიტანო ნაწილები და ტესტო. ესეიგი, ტემპერატურა კარგი აქვს, ვიდეო მეეჭვება, თუ გაქვს ახლოს სადმე ახლობლის კომპი, გადაიტანე შენი ვიდეო და იქ გასინჯე (მე ვფიქრობ, რომ იქ უპრობლემოდ იმუშავებს)
  19. აა, ვიდეო არ მინახია და...
  20. კი, ადრე მაქვს LUXE TV-ზე ნანახი, "ფოე-ფოე" რესტორნებზე ყო გადაცემა და ერთ-ერთ ეგეთ რესტორანში შეფ-მზარეულმა ახალი მეთოდი მოიგონა, აზოტით ამზადებდა ყველანაირ დესერტს, მაგალითად: ნაყინი ხომ ისედაც აზოტზე იყო და თეფშის მოსართავად (არამარტო ვიზუალური ეფექტისთვის - თან შესაჭმელად) პიტნასაც დებდა, რომელსაც აზოტში ჩადებდა-ამოიღებდა და ეგეთ გაყინულს დესერტად მიართმევდა. ქიმიასთან ვერ ვძმაკაცობ და, ვინც ერკვევა იქნებ გვითხრას (ალბათ არ არის მომწამვლელი, თორემ ვინ მიირთმევდა?!) რამდენად უსაფრთხოა და რას შეიცავს? თან თემას UP
  21. შენზე კი არ გვაქვს პრეტენზია, ნიუსისთვის 1 დაგიწერე, ნიუსს გვაცნობ, ამ კეისს კი არ უშვებ ;)
  22. მიუხედავად ამ ბრენდის მიმართ ჩემი პატივისცემისა, მაგრა არ დამევასა, გასაგებია, რომ ბიუჯეტური მოდელია, მაგრამ მაინც ვერ არის ვიდზე, ან ეს კვება წინიდან რა პონტია? წინ ხომ ხუფი ექნება და ჩამრთველ ღილაკს როგორ უნდა დააჭირო? ხუფი უნდა მოხსნა? რაღაც არაპრაქტიკულად მეჩვენა.
  23. სურათი არ მინდა, ტემპერატურა რამდენზე ავიდა ეგ მითხარი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.