წასული ვიყავი ამ კეისის საყიდლად, მაგრამ არ ვიყიდე, რადგან უბრალო 690 გამოდგა (მე 690 II advanced მეგონა) ზემოდან არ აქვს ვინჩესტერის მისაერთებელი და თქვენი რჩევის გარეშე ყიდვაზე თავი შევიკავე.
ეხლა კი რჩევებზე გადავიდეთ:
1. ღიირს მაგის გულისთვის დაწუნება? ადრე რომელიღაც თემაში, თუ არ ვცდები ლექსომ უთხრა თემის ავტორს, "დააკვირდი, ზემოდან ქონდეს ვინჩ.მისაერთებელიო" და ასეთი კარგი "ნავაროტკაა", რომ მაგის უქონლობის გამო უნდა დავიწუნო? (საქმე საქმეზე თუ მიდგა, მაგრა მკიდია ეგ შესაერთებელი)
2. ეხლა კი მთავარი მიზეზი რატომაც არ ვიყიდე - ეს არის ჩემი კომპ.მაგიდა და მოგახსენებთ რა ხდება: სურათზე ჩანს კეისის შესადები და ჰაერის სამოძრაოდ საკმარისი ადგილი რჩება, მაგრამ ძველი (ეხლა რაც მაქვს) კეისი და ეს 690 საგრძნობლად განსხვავდება ზომებში, 690 რომ შევდო, გვერდებზე რჩება 4-5 მილიმეტრი, სიმაღლეში კი მაქსიმუმ 1 სანტიმეტრი და ხომ არ ჩაიხუთება? ფაქტიურად, კეისს სასუნთქი არ ექნება და მხოლოდ უკანა მხრის გამწოვებმა უნდა იმუშაოს, არადა 690-ს გვერდებზე ფანის ნახვრეტები კი აქვს და დავუყენებ კიდეც 2 ცალ 120 მმ ფანს, მაგრამ ჰაერმა გამოსვლა ხომ უნდა შეძლოს?! აი ეს არის მთავარი პრობლემები (ძირითადად მე-2)
ველოდები თქვენს რჩევებს, თუ დადებითი პასუხები მოვა, წავალ და ვიყიდი, ხოლო, თუ გამოსავალი არ მექნება, მაშინ frontier glacier-ის ყიდვა მომიწევს, რაც დიდად დამწყვეტს გულს
(ძალიან გთხოვთ, პასუხები არ დაიზაროთ რა )