Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ნიკა, მშრალ ხიდზე ჩაიარე და უეჭველი იშოვი, 1-2-ჯერ მოვკარი თვალი.
  2. ლექსო, ეგ მაზერი შენსას ჯობია? ჩიპსეტიც იგივე აქვს ხო?
  3. გილოცავთ, მრავალს დაესწარით.
  4. მე დაუფიქრებლად გადავიხდიდი მაგ 40 ლარს (და ეგრეც ვქენი), 2,5 სანტიმეტრი საერთო ჯამში შესამჩნევ სხვაობას იძლევა, 40 ლარი ისეთი თანხა არ არის, რომ მაგის გულისთვის ღირდეს ეკონომიის გაკეთება.
  5. არ იჩქარო და 500 ლარში მარტო სისტემურ ბლოკს (ეგრედ წოდებულ კეისს/პროცესორს ) რამე უკეთესს იშოვი.
  6. 400-დან მაქსიმუმ 450 ლარამდე, მაგრამ მაგ სისტემის ჩაურთველობა, ცოტა მაეჭვებს, კონსერვის ბანკაში ინახავდა? მონიტორიც 100-130 ლარი. მაზერი და cpu ორივე ერთად მაქსიმუმ 120 ლარი. ვიდეო 140 ლარი (ნორმალური, გასაყიდი ფასია) ვინჩესტერი მაქსიმუმ 100 ლარი. ოპერატიული 20 ლარი. DVD 20 ლარი. კვება 30 ლარი.
  7. კარგია, რომ PVA-ა, თუ პირიქით? ჩემთვის ჩინურია ეგეთი საკითხები.
  8. ანუ, რაღაც მქონდა სეთინგებში შესაცვლელი? როგორ დავაყენო? რა ჩავრთო, რა გამოვრთო?
  9. მგონი 460-ის დონეზე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, ხო? (ან მე ვერ გავატარე საჭირო სეთინგებზე, ყველაფერი სტოკზე იყო, ხელი არ დამიდია)
  10. ეს რას ნიშნავს??? აა, ვინდოუსს ხომ არ გულისხმობ? და, თუ ეგრეა, მაშინ ვერანაირად, მითუმეტეს ამბობ, რომ 8GB მაქვს ოპერატიულიო და საცოდაობა არ იქნებოდა, 32-იანი ვინდი გქონოდა და 8GB ოპერებიდან 3,25-ზე ემუშავა?!
  11. ამაზე გამახსენდა და 1 რაღაც უნდა გკითხო: ჩემს მონიტორს სეთინგებში აქვს ფუნქცია "время отклика" და ირჩევ: "ნორმალური-სწრაფი-ძალიან სწრაფი" და ეს ფუნქცია რისთვის არის? ეს თუ მილიწამების ამბავია, მაშინ ისედაც ხომ ცხადია, რომ ყველაზე სწრაფზე უნდა დააყენო და რა საჭირო იყო არჩევანის საშუალებას რომ გაძლევს? რა, ნელზე რომ დავაყენო, რამეში იქნება უკეთესი?
  12. ეგრე ნუ უყურებ კორსას, ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ბრენდის იმიჯის მიმართ გექნება შთაბეჭდილებები.
  13. მეც ეგ ვუთხარი - არიქა ბიჭო, მგონი მსოფლიო რეკორდი მოხსენითქო, ხოდა, ჭკუაში ჩაუჯდა და მოგიტან სქრინსო (მოიცა თუ ძმა ხარ, რისი მომტანია... რა ვიდეო აქვს ეგ არ იცის)
  14. მაგის მეტი რა არის, მაგრამ ფასი/ზომა/ხარისხი/ხარჯი-თ ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ 2 მოდელია.
  15. ეგ კუგარი ფულ ტაუერი არ არის? (დამევასა ეგ კეისი)
  16. სამაგიეროდ, ჩემ თანამშრომელს აქვს მაგარი პროცესორი: რომელი? i7, რომელი i7? ზუსტად არ ვიცი მოდელი(ო) 10,2 mhz აქვს(ო) (შემპირდა, რადგან არ გჯერა, სქრინშოტს მოგიტანო ).
  17. არა, პრობლემა კი არ არის, უბრალოდ, სცეპლენიაზე უფრო დიდი პედალი აყენია, ვიდრე ტორმუზზე და მაგიტომ გითხარი, თორემ 2 შურუფი აქვს რა, მოუშვებ და გადააყენებ (თუ დაგჭირდა). წარმატებები ძმაო, ვინც G25-27-ის ყიდვას აპირებს, აუცილებლად აიღებს, ბოლო-ბოლო ერთი 20 ლარსაც კი დაუკლებ და 280 ლარში კი ნაღდად საყიდელია. P.S. ვიღაცას უნდოდა ამის ყიდვა, ჩვენთანაც გახსნა თემა, ფორუმ.გე-ზეც და მაიმარკეტზეც წავაწყდი, შენც გადახედე და იქნებ აიღოს. ხო მართლა, ამ თემაში (ბოლოდან მე-3 პოსტი, zero აქვს ნიკი) ერთმა მკითხა-ხომ არ გაყიდიო და შეეხმიანე, იქნებ უნდა.
  18. კენტები რაც არის, 1.3/1.5/1.7 ყველა დიზელია. სხვათაშორის, საკმაოდ გამძლე დიზელის ძრავები აქვს, 1,5 განსაკუთრებით, თუ ხარისხიან - ევრო დიზელს ჩაასხავ, დიზელის ძრავზე წარმოდგენა შეგეცვლება (უკეთესობისკენ). დიზელი არც მე მევასება, მაგრამ როცა ეკონომიურ და ქალაქში სარბენ მანქანაზე დგას საკითხი, მანდ უკვე ფინანსების რაც შეიძლება ნაკლებ დანახარჯებზე ფიქრობ და ამ საკითხში დიზელი მისწრებაა, ოღონდ, აუცილებლად ახალი ჩამოყვანილი უნდა იყიდო, აქ ნაჯლაგუნები დიზელი, მითუმეტეს პატარა ძრავიანის ყიდვა ცოტა სარისკოა, დიზელის ძრავის ყველაზე მთავარი დეტალია ეგრედ წოდებული "ტოპლივნი ნასოსი", ცუდ დიზელზე მუშაობისას იკიდებს ხმას და მერე იწყებს არასწორ წვას, მერე გადადის დაქოქვის პრობლემებში, ამ პრობლემას კი, თბილისში მხოლოდ 1 თვით თუ მოგიგვარებენ (სპეციალურ სტენდზე წნევებს უცვლიან), მაგრამ მერე ისევ დაეწყება, ან ახალი უნდა დააყენო, რომელიც რამოდენიმე ასეული ევრო ღირს.
  19. მაგის ნაკლი ძალიან პატარა გაბარიტებია, თორემ ეკონომიურობაში ოპელს ჯობს, ნუ, ორივეს თავისი პლიუსები აქვს, გამძლეობით კი, ორივე თითქმის ერთი დონისაა (კორსაც საკმაოდ ვირია)
  20. არა, ეკოტეკს პრობლემა აქვს 2.0 და 2.5 ძრავებზე, მალალიტრაშკებზე არ არის პრობლემატური, თუმცა უბრალო ძრავი უფრო მუშაა, მაგრამ ნაკლები სიმძლავრით და მეტი წვით. მე ეკოტეკს ავიღებდი, თან უფრო ახალგაზრდა ასაკის იქნება. მოიცა და, აბა დიზელი არ მინდაო?
  21. ეგ არ ვიცოდი. მოკლედ, ამ შუამავალ საიტებს ბევრად ჯობს, თან წყნარად და გარანტირებულად იხდი, სარისკო არაფერია.
  22. ყველაზე კარგი ვარიანტი არის ინტერნეტ ბანკი, პლასტიკური რომელ ბანკშიც გაქვს, მიხვალ და "ინტერნეტ ბანკს" ჩაართვევინებ, ამ ფუნქციის მომსახურებისთვის კვარტალში (3 თვეში ერთხელ) გიწევს 5 ლარის გადახდა, არავითარი შუამავალი საიტები, რამე ცუდი მოხდება და ბანკის პრობლემა იქნება, შენ არაფერს რისკავ ;)
  23. ამ კლასის მანქანებში მეც კორსა/მიკრა-ს გირჩევდი, მაგრამ პირველი მეორეს მირჩევნია: 1. ვიდზე ბევრად უფრო მანქანასავით გამოიყურება. 2. ზომაში (მითუმეტეს სალონი) საგრძნობლად დიდია. 3. უკეთესი სამართავია და ტრასაზეც შედარებით არ დაგღლის. 4. უფრო რბილად დადის. 5. შენახვა ბევრად იაფი დაჯდება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.