Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. რაც მე მაქვს წაკითხული (იდიოტი; ეშმაკნი; მოთამაშე; მარადი ქმარი; ყმაწვილი; უგვანო ანეგდოტი; (ერთის სახელს ვერ ვიხსენებ, ძალიან მაგარი იყო, კაცი მთელი ცხოვრება სიღატაკეში ცხოვრობდა, უცბად მოკვდება და თურმე ფულით სავსე ლეიბზე ეძინა მთელი ცხოვრება და არ იყენებდა ამ ფულს) კიდევ რამოდენიმე ნოველა (სამწუხაროდ ძმები კარამაზოვები დავიწყე და ვერ დავამთავრე - კითხვის დაწყებიდან მე-2-3 დღეს კომპიუტერი ვიყიდე და... ) ხოდა, არცერთში არ იხსენიებს რელიგიას და ეკლესიას ცუდად, შეიძლება ვიღაცეების არასწორ დამოკიდებულებას გადმოგცემს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ განახებს - რა ტიპაჟის ადამიანები არსებობენ, ათეისტი ნამდვილად არ ყოფილა და პირიქით, სწამდა ღმერთი! და თავისი წერით რაღაც დოზით ქადაგებდა კიდეც, რადგან დამახინჯებული სულის ხალხს გაჩვენებს, გასწავლის როგორ უნდა ამოიცნო სიკეთე და ბოროტება (სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რუსი იყო (თან მეფის შტოდან მოდის მაგისი ფესვები) რუსეთის ცხოვრება და ხელისუფლება არ მოსწონდა, სულ "გახრწნილებად" ხედავდა ) მოკლედ, დოსტოევსკის წიგნები არის "ცხოვრების სახელმძღვანელო" (რა თქმა უნდა, ბიბლიას არ ვადარებ, ღმერთმა დამიფაროს!), მაგრამ საკითხავ ლიტერატურაში უკეთესი მე(!) არ მეგულება! წამიკითხავს სხვა ბუმბერაზი მწერლების ნაწარმოებებიც - ტოლსტოი; შტეფან ცვაიგი; ორჰან ქემალი; ფროიდი და კიდევ 1-2, მაგრამ ეს რაღაც ზე-დონის იყო.
  2. ხო, ეგრე ჯობია, ჯერ ეგ წაიკითხე (ეგ მაინც ცოტა მსუბუქია იდიოტთან შედარებით, მსუბუქი შინაარსით კი არა, აზრებით, იდიოტში ისეთი აბზაცებიც შეგხვდება, რომ შეიძლება 2-3-ჯერ დაგჭირდეს წაკითხვა, რათა ჩაწვდე, იმდენად "დაღეჭილად" გადმოგცემს სათქმელს, რომ მძიმე და ჩახლართული გეჩვენება, მაგრამ როგორც კი ჩაწვდები, მერე გეცინება - რა ძლიერია ეს შობელძაღლი, თურმე საით უტევსო) და მერე წაიკითხე იდიოტი, გარანტიას გაძლევ, ყოველი წაკითხვის მერე იგრძნობ, რომ ტვინში რაღაც გაგეხსნა (იმას კი არ ვამბობ, ტვინი არ გაქვსთქო, უბრალოდ, უფრო მეტად აგიმუშავდება), დოსტოევსკის წიგნებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ის აქვს, რომ თავმდაბლობას, უბრალოებას და სიკეთეს გასწავლის, გაჩვენებს ტვინნაღრძობი ხალხის მინუსებს და ამით იმას აკეთებს, რომ გეკითხება, აირჩიე როგორი ადამიანი გინდა იყო, აი რა მოაქვს ასეთ ცხოვრებას... და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხალხის ამოცნობას სწავლობ, ადრე ვიზეც ძალიან ბრაზდებოდი, ამის შემდეგ შეგებრალება, ვისი ჭკუის დარიგებებიც გაღიზიანებდა, ამის შემდეგ სიამოვნებით მოუსმენ მის რჩევებს და ა.შ. მოკლედ, უდიდესი ფსიქოლოგი იყო და ამ ნიჭს წიგნებით ავრცელებს, თან ისე, რომ ცხოვრების უკეთ დანახვაში გეხმარება. დაჟე, ჩემს ბავშვს უნდა დავაწყებინო ნელ-ნელა დოსტოევსკის კითხვა, ჯერ პატარაა სამაგისოდ, მაგრამ დოსტოევსკის პატარა ნოველებიც მაქვს, რომლებიც ბევრად მსუბუქია და თან ჩემი დახმარებით იმედია ჩაწვდება 11 წლის ბავშვი (თუ რამეს ვერ გაიგებს, მე ავუხსნი). ამ კომპიუტერის დედა ვატირე, როგორ მომწყვიტა წიგნებს... :SNEMOTICON13:
  3. კაი ეხლა, შენი საკითხი უკვე გარკვეული გვაქვს, ეხლა ახალგაზრდა ტალანტებს ვეძებთ, შენ უკვე ბებერი ზე-ფოტოგრაფი ხარ :D
  4. დოსტოევსკის ყველა სერიოზული აქვს. თუ ეგ პირველია, მაგას რომ მორჩები "იდიოტი" წაიკითხე და მიხვდები, რომ ცხოვრებას სხვა თვალით დაუწყებ ყურებას.
  5. ხო, მაგრამ ხუმრობასაც რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ გეტყვი - მე შენი პლიუსები უფრო გამიხარდება, ვიდრე მინუსები, შენ კი არ მენდობი, რატომ? :xeli:
  6. აბა როგორ გინდა?! მაღალი ხარისხის მოდელებს, თითო ჩვენებაზე 30-50000$-ს უხდიან და ასეთი კატა გყავს, 1 ძეხვი არ ეკუთვნის?! (ბოლო სურათშიც ეტყობა, ძეხვი რომ დაიმსახურა)
  7. რა ხდება ევროპაში? მიდის გრიალი? :spiteful:
  8. როგორც ჩანს, ეჭვიანი ადამიანი ხარ, ან მეორე ვარიანტი - შენს თავს სათანადოდ არ აფასებ და გგონია, რომ მინუსები უფრო მეტი გაქვს, ვიდრე პლიუსები და გეშინია, ამით სხვებს სარკაზმისთვის მასალა არ მისცე :hmm:
  9. ვიცოდი, რომ დღეს რაღაც მეწყინებოდა :cry:
  10. 1 ფილმი ჩვენც გვაჩვენე (ოღონდ არ დამიწყო, სარკაზმიო და ესაო და ისაო, სერიოზულად გეუბნევი, მაინტერესებს)
  11. bastera საღოლ, განსაკუთრებით პირველი და ბოლოდან მე-2 სურათი მომეწონა, პოზიორი კატა გყავს.
  12. CPU - 140-150 ლარი GPU - 130-140 ლარი RAM - 70 ლარი
      • 1
      • Upvote
  13. მაინც მოვხსენი ჩემი "მთვრალი" რეკორდი. 1 წამი კიდევ ამოვქაჩე.
  14. "სამარიაჟო" ხარისხის ფოტოა, საღოლ +1111
  15. იქნებ ვერსია არ ვარგა? (ან კრეკი)
  16. 1.3 პაჩი ზოგ შემთხვევაში ეგრევე ვერ დგება, უნდა მიყვე და ჯერ 1.1 მერე 1.2 და ასე უნდა დააყენო (რუსებს ქონდათ გრიდის ფორუმი და იქ ერთმა დაწერა შენნაირი პრობლემა, მერე ესე ურჩიეს და მოაგვარა), მე არასდროს მიხმარია პაჩი, რადგან მერე სხვა სერვერზე მიშვებდა (სადაც ბაცნების და ჩითერების ბუდე იყო, სერიოზული მოდრიფტავეები 1.3-ს არ თამაშობდნენ) და ისედაც, 1.3-ს ისეთი არაფერი სხვაობა აქვს, რომ იგრძნო.
  17. ბიჯოოო, იმ დღეს, მთვრალზე რა მივლია ესეთი, 20 წუთია ვეჩალიჩები და 1:48-ს ვერ ჩამოვცდი, არადა, მთვრალმა პირველივე(!) წრეზე 1:47 ვაჩვენე, იმიტომაც დავწერე, რომ ეს ტრასა 1:40-იანიათქო (ვიფიქრე, მთვრალმა თუ 1:47-ში გავიარე, ესეიგი ფხიზელი 1:40-შიც გავქაჩავთქო), მაგრამ არაოოო, დაჟე კარობკა მექანიკაზე დავაყენე (პახოდუ სისტემებიც გათიშული მაქვს, მხოლოდ აბეესი) და ვერც მექანიკამ მიშველა, თან ჩემს თავზე მეცინება, ნეტა რა ვიარე ასეთი, არადა, ტრასა უეჭველი ეს იყო, რადგან, იმის მერე აღარც ჩამირთავს კომპი და ეხლა რომ ჩავრთე, quick game-ში ისევ ამ ტრასაზე და მანქანაზე იდგა. მოკლედ, როცა რეკორდი მექნება მოსახსნელი, კარგად უნდა დავთვრე რა... :D
  18. გეშლება, მაგან კი არა, პირიქით - შენ დაამტვრიე მაგამდე რატომ არ გამტვრევდა? როცა დაუდევრად მოექეცი და გადაამეტე შესაძლებლობები, შეცდომა არ გაპატია, თორემ ეგრე მსოფლიოში მანქანა არ არსებობს, რომელიც არაადეკვატურ სისწრაფეს/მანევრს გაპატიებს, არსებობს რაღაც ზღვარი, როგორც კი გადახვალ, ეგრევე შესაფერისი შედეგი მოყვება. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე დიდ სისწრაფეზე მანევრირებადია F1, სადაც მანქანით შეხვალ 120-ით (შესვლაში იგულისხმება ის სისწრაფე, სანამ ზანოსი დაიწყება, ზანოსი ნიშნავს, გადამეტებული სისწრაფის გამო მართვაზე კონტროლის დაკარგვას), იქ F1-ით შეხვალ 180-ით, მაგრამ თუ 220-ით შევა (გინდაც ფეტელი იჯდეს), უეჭველი დაიმტვრევა და რა გამოდის? F1-ს ცუდი მართვა აქვს და ხალხს ხოცავს? არა! ხალხი თვითონ იხოცავენ თავებს! ეს ყველაფერი შენ კი არ დაგიწერე, იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც მარშუტკაში ჯდომისას "გამოცდილი" ხალხის ლაპარაკს მოისმენს და მერე თავისნაირ ხალხში თვითონ ავრცელებს - BMW ტრაკს იქნევს და აპასნიაო (ეს ხალხი ისე არიან მანქანებთან, როგორც მე მეფრინველეობასთან) :chojinfc:
  19. მგონი შეგეშალა, ყველაზე გრძელი მოდიფიკაცია უნდა აიღო, კარგად დააკვირდი სკრინშოტზე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.