Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. opera-ს ქეში როგორ გავასუფთავო, რომ ძველი ლინკები და საჭირო ინფორმაცია არ წამიშალოს? (არადა, იავნად ეტყობა, რომ უკვე მძიმედ მუშაობს და აუცილებელია ამ ნაგავისგან დაცლა)
  2. მთლად მაგის იმედზეც ნუ იქნები... Dirt უკვე არკადისკენ გადაიხარა, სპორტულობის არაფერი შერჩა, მხოლოდ მანქანები, ეს თამაშში კი, WRC-ს დაფინანსებული ოფიციალური სიმია (მაგრამ სიმობამდე ბევრი უკლია), რულით მართვაშიც აქვს მინუსები და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ WRC-ის პირველ ნაწილს ფიდბექის მხარდაჭერა არ ქონდა და მე-2-ზეც იგივე პრობლემაა, ამას + 180 გრადუსზე მეტად არ ბრუნავს რული, არ მგონია ეს ოფიციალური გაუთვალისწინებლობა იყოს, უბრალოდ ბაგია, მაგრამ გამოუსწორებელი ბაგი, თუმცა, კლავიატურაზე ეს პრობლემები არ გექნება და როგორც რალის თამაში, უნდა ისიამოვნო, მაგარი ეტაპები აქვს და გრაფიკასაც არაუშავს-ზე მეტი ეთქმის.
  3. სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), ამ თამაშებიდან არცერთს ვთამაშობ რა თქმა უნდა, არკადებს თავისი კლიენტი ყავს (და ჩემი აზრით, უფრო მეტი, ვიდრე სიმებს), მაგრამ მე არასდროს მიზიდავდა.
  4. ბევრად უფრო სპორტულია, ვიდრე Dirt 2 & 3.
  5. როგორც კი დავინახავ, რომ თამაშში არალიცენზირებული მანქანებია, არც კი ვფიქრობ გადმოვწერო და შევამოწმო, ისედაც გასაგებია, რასთან მაქვს საქმე (ეს LFS-ს არ ეხება!)
  6. სამწუხაროდ, ანკესი გავტეხე და ალბათ ახალს არც არასდროს შევიძენ, თუმცა, კაი ხალხისთვის ყოველთვის გამოვნახავ რამეს (you know, what i mean )
  7. ფანი კი ხარ, მაგრამ როცა ვირუსი გაქვს, ახლო კონტაქტს უნდა მოერიდო :spiteful:
  8. უნდა ეყოს, ვიდეოს 220 ვატი სჭირდება, გრჩება კიდევ 200 ვატამდე (ეგ 500-იანი კვება რეალურად 420-მდე იქნება), მაგრამ არ ვარგა კვების გაწურვით მუშაობა, შეიძლება ვიდეო გაგიცხელოს, ან თამაშის დროს დაარესტარტოს და ეს სიმპტომები დროის განმავლობაში ვიდეოზე ცუდად აისახება.
  9. შეეშვი ამას , 55$-იანი მოდულარის ... ეს ამ 3-ში ყველაზე ძლიერია.
  10. არ არის 80+ კარგად დააკვირდი ქვევით რა უწერია: Efficiency: > 70% ესეიგი, 350 ვატის ფარგლებშია.
  11. განახლებული კი დავაყენე და თამაში ჩაირთი, მაგრამ იმ ნაწერებზე გაჩერდება და მეტი არაფერი. მოკლედ, მკიდია რა, წავშლი ამ თამაშს და ეს თემაც მიახურეთ.
  12. დახურეთ თემა.
  13. ეს პრობლემა მოვაგვარე (სხვა გადმოვწერე), მაგრამ თამაშის გაშვება მაინც ვერ შევძელი, უფრო სწორედ, თამაში კი ირთვება, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი, ინტელის რეკლამა რომ მორჩევბა, მერე წარწერებია (კოდმასტერის საავტორო უფლებები და ა.შ.) და თამაშს არ იწყებს, არადა, ეს ვერსია რამოდენიმეჯერ მაქვს დაყენებული და საერთოდ, ეს პრობლემა დაიწყო იქიდან, რომ გუშინ Dirt 2 გადმოვწერე და დავაყენე (არ მახსოვდა, რომ დისკზეც მქონდა) და იმაზეც იგივე პრობლემა იყო, ვიფიქრე, ვერსიის ბრალიათქო, მერე გამახსენდა, რომ დისკიც მქონდა და დავაყენე, დისკის ვერსიაზეც იგივე პრობლემაა... :(
  14. გამარჯობა. დისკიდან დავაყენე Dirt 2 (ადრეც არაერთხელ დამიყენებია ამ დისკიდან) და თამაში ჩაირთო, მერე ინტელის და სხვა სარეკლამო ლოგოები რომ გამოაქვს, ეგეც ჩაიტვირთა და როგორც კი თამაშის ვიდეო უნდა დაიწყოს, მანდ გაჩერდა და მეტი არაფერი, HOME-ს დაჭერით ვინ.ლაივს ხსნიდა, ძველი შექმნილი ექაუნთითაც შევდიოდი (მიწერდა, რომ სისტემაში ხარო), მაგრამ თამაში მაინც არ ირთვებოდა, მერე გადავაყენე ეს ვინ.ლაივი და ეხლა თამაშს საერთოდ არ რთავს (თამაშიც თავიდან დავაყენე), მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ Dirt 3-ზე როცა არანაირი პრობლემა არ მქონდა და ვთამაშობდი, მაგაზეც იგივეს შვება, ანუ, არც ეგ არ ირთვება. გადმოვწერე სხვა ვინდოუს ლაივი, დავაყენე და ჩართვისას მიწერს ამას: რა მოვუხერხო?
  15. კი არ გაგითახსირე, უბრალოდ, ჩემთვის არის საზიზღრობა, თორემ რაც გესიამოვნება, ის უნდა ითამაშო, სხვისი გულისთვის ხომ არ ერთობი, შენ არ უნდა ისიამოვნო?! შენ ჯერ ეხლა იწყებ დამუღამებას, ამიტომ კიის თავს არ აქვს შენთვის მნიშვნელობა. P.S. დიდი მნიშვნელობა აქვს "კიის თავის" ბრენდს, საერთოდ, ამოზნექილ თავს ყოველთვის ჯობია უფრო დაბალი და თხელი, ამოზნექილით ძლიერ "F"-ს ვერ მისცემ (ბურთს აქვს 9 წერტილი, 1 ცენტრი და 8 გარშემო: ჯვარედინს + დიაგონალი), ეგრევე გაკიქსავ (აისხლიტავს).
  16. პული ჩემთვის არის რაც შეეხება კიას, რუსულის კიებს ამზადებენ ჩვენი ხელოსნები, ანუ, არავითარი ქარხნული (დინამოს წინ მდებარე მაღაზიებში კი ნახავ ქარხნულს (40 ლარიდან 120 ლარამდე), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა ნაგავია, ამიტომ რუსულის ყველა კია არის აქ აწყობილი (სწორედაც, რომ აწყობილი, რადგან თითო კია შედგება მინიმუმ 30 ნაჭრისგან), იმიტომაც არის, რომ 2 ერთნაირი კია თითქმის არ არსებობს და სწორედ მაგის გამოა, რომ ინდივიდუალურად უნდა მოირგო ხელზე, ხოლო პულში ბევრად მარტივად არის საქმე, ეგენი ქარხნულია და თითქმის ყველა ერთი სტანდარტისაა, უბრალოდ (ისიც თუ ექნებათ), შეიძლება ქონდეთ 2-ნაირი ვარიანტი - მსუბუქი და შედარებით მძიმე, თუმცა, მეეჭვება მაგ არჩევანის საშუალება მოგცენ, ამიტომ, რომელიც მოგხვდება ის აიღე და გაერთე, რუსულთან შედარებით, პულს დიდი ფილოსოფია არ ჭირდება :chojinfc:
  17. იშვიათად, რომ საბილიარდეში დაგრეხილი კიები ქონდეთ, ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, კია დაიჭირე ბოლოდან და თვალით გახედე წვერისკენ (თითქოს იარაღი (თოფი) გიჭირავს და უმიზნებ), თუ დაგრეხილია, ეგრევე დაინახავ. რაც შეეხება არჩევას, რა ფასიანიც არ უნდა იყოს, იდეალური კია არ არსებობს! ჩემთვის იდეალური, შენთვის შეიძლება ხელზე ცუდად მოგაჯდეს - სისქე და წონა (ეს უკანასკნელი ყველაზე მთავარია), მაგალითად, მე მიყვარს მძიმე კია (720-740 გრამი), რადგან შორი "ჩუჟოის" დარტყმისას ძალას უფრო ვატან (მიყვარს ძლიერი დარტყმა), ასე რომ, შენ რომელსაც მოირგებ, ის იქნება იდეალური, მაგრამ რადგან ეხლა იწყებ სწავლას, მაშინ მძიმე დაგღლის და არაზუსტი დარტყმები გექნება, ამიტომ მსუბუქი გირჩევნია. P.S. მოიცა, ეხლა არ თქვა, "პულის" კიაზე მაქვს ლაპარაკიო, ხომ რუსულის თამაშს აპირებ?
  18. კი არ უნდა გააგორო, უნდა დააგორო... უნდა იყიდო, თუ სათამაშოდ რომ მიხვალ, უკეთესი როგორ აარჩიო?
  19. დაახლოებით ასე ჟღერს შენი შეკითხვა: "საჭმელად ხინკალი ავიღო, თუ რომელს მირჩევთ?" ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს... გააჩნია, შენ რა სტილი მოგწონს, რას აქცევ ყურადღებას - გრაფიკა? ფიზიკა/გეიმფლეი? რბოლის სახეობა? NFS თავის სტილში ერთ-ერთი საუკეთესოა, ისევე, როგორც რალიში Dirt სერია, მაგრამ იმასაც გააჩნია, რითი უნდა ითამაშო, თუ რული გაქვს, მაშინ LFS და Richard Burns Rally, მართალია გრაფიკით ახლოსაც ვერ მოვლენ ზემოხსენებულებთან, სამაგიეროდ, ფიზიკაში ის ზემოხსენებულები ვერ მოვლენ ამ ქვემოხსენებულებთან, დანარჩენი უკვე გემოვნების საკითხია, შენ რას ამჯობინებ, ზემოხსენებულების სილამაზეს, თუ ქვემოხსენებულების სიმულაციურ მართვას. თუ NFS-ის მუღამზე ხარ, გადმოწერე, არ ინანებ (ოღონდ, shift 2).
  20. შენში თავიდანვე დავინახე დიდი ნიჭი (სერიოზულად გეუბნევი), განსხვავებული ხედვა გაქვს და რაც გიწინასწარმეტყველე - ცოტა ხანში შენი სურათები პროფესიონალიზმში ჩაითვლება. P.S. შავ-თეთრ სურათებზე "noise" ცოტა მეტი აქვს, უფრო სწორედ, მე თუ მკითხავ, საერთოდ არც უნდა ეგ ეფექტი, ნამეტანი "აჭუჭყიანებს" სურათს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.