მოკლედ, 2.0/2.3/2.5/2.8/3.0 ამ ძრავებს აქვთ ერთნაირი წვა (+-1 ლიტრი), მექანიკას თუ იყიდი ქალაქში წყნარი სიარულით დაგიწვავს 10 ლიტრს, ტიპტრონიკი წყნარი სიარულით 13-14, მაგრამ აქვე დავკონკრეტდეთ, შენ რომელ წლიანის ყიდვას აპირებ და რომელი ქვეყნის ვერსიას? ამას იმიტომ გეკითხები, რომ 2,5 ძრავში შეიძლება 2,3-ს გულისხმობ, რადგან სუფთა 2,5 კუბატურიანი მხოლოდ 2001-ის ბოლოდან გამოვიდა, ხოლო მაგამდე იყო 2,3 (კი, ლიტრაჟში ესეც იგივე 2,5-ია, მაგრამ ნაკლები ცხენის ძალებით, ანუ 170 ცხ. ნაცვლად 192-ისა), თუ ამერიკიდან ფიქრობ, 2.0-ს თითქმის ვერ იშოვი, იაპონია/გერმანია.
ყიდვისას ყურადღება მიაქცია გაგრილების სისტემას, ყველაფერი უნდა ქონდეს ქარხნული - რადიატორი/ჰიდრომუფთა/პომპა (ეს შეიძლება შენაცვლელიც იყოს, მაგრამ არა აღდგენილი)/თერმოსტატი (ეს არ უნდა იყოს გამოშიგნული!!!), ეს ყველაფერი თუ კარგი აქვს, ესეიგი მოვლილი ძრავია, დანარჩენი ისეთი არაფერი აქვს სუსტი წერტილი, რომ ყურადღების გამახვილება ღირდეს.
ხო, არავითარი გამოშიგნული კატალიზატორი და ჩახსნილი დაჩიკები, მერე ვეღარ მოარჯულებ მაგის წვას, არადა, კატალიზატორის დაყენება (რა თქმა უნდა, ახალი) დაგიჯდება 500+ ევრო (მინიმუმ), თუ ჩამოყვანას აპირებ, ნაშინ ამ პრობლემებს ასცდები, მაგრამ, თუ აქ ნასიარულებს იყიდი, ესენი აუცილებლად გაითვალისწინე.
აუცილებლად კითხე, რა კატეგორიის ზეთი უსხია, თუ მინერალია (15-40), უთხარი, მოვიფიქრებ და მაზეგ დაგირეკავთქო (იმედია, მართლა არ დაურეკავ).
ეს ყველაფერი პირველი შეხედვით, თორემ იასნია, რომ ხელოსანთან უნდა გადაამოწმო.