Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ნუ, ვის როგორ, შენგან განსხვავებით, მე მიყვარს ადამიანი და ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, ვიღაცა დედა მოდღნული არსებაა, რა დააშავა პატიოსანმა კაცმა? საბედნიეროდ, ჩემს გარშემო ჩავარდნილი პროექტები არ მყავს, ეგეთებს თავისი წითელი ზონა აქვთ და ჩემკსენ ვერ გადმოვლენ, სამაგიეროდ ისეთი გარემოცვა მყავს, ვისი გულისთვისაც ტანკს შევუვარდები, შენ თუ ამ უკანასკნელების უკმარისობას განიცდიდი, მაგ დონეზე ნაღდად არ გიცნობ და შევდივარ შენს მდგომარეობაში, ალბათ დიდი ძალისხმევაა საჭირო, კაცი იქამდე მიიყვანო, რომ ადამიანს "ჩავარდნილი პროექტი" უწოდოს, ნამდვილად მძიმეა 24 საათი უვარგისების ყურება, არ ვიცი, მსგავსი ცხოვრებაზე ხელჩასაქნევი გრძნობა ნაღდად არ გამომიცდია და არც სურვილი მაქვს, ალბათ ამ გამოუცდელობის ბრალია, რომ ვერ გაგიგებ და აჯობებს ვიდეო კარტებზე ვილაპარაკოთ.
  2. მე არც მითქვამს, რომ აზროვნება და შეხედულება შეიცვალეთქო, რადგან პატარა ბიჭი არ ხარ და ეს ნაბიჯი თუ გადადგი, ჩემი სიტყვების/სურვილის გამო უკან აღარ გადმოდგავ, შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე ზოგადად, ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც რაც ზემოთ დავწერე, რაღაც სისულელეებში ეძებენ თავისი არასწორი აზროვნების გასამართლებელ მიზეზს. თავისი საქმის ყველამ თვითონ იცის, მოიგებს, თავისი დამსახურება იქნება, წააგებს და ეგეც თავის თავს დააბრალოს, თუმცა სწორედ მაგაზე მაქვს ლაპარაკი, რომ წაგების შემთხვევაში სხვებს შეაწმენდენ ხოლმე ხელებს... P.S.თუნდაც მენტორული სტილი იგრძნობოდეს, მე ხომ აღვნიშნე, რომ შენზე არ ვამბობთქო და რადგან ასეთი რამის დაწერა ჩავთვალე საჭიროდ, ესეიგი მაგ პოსტის ადრესატები იმსახურებენ ჭკუის დარიგებას, რადგან ამ დედა მოდღნული სულწაბილწული მკრეხელებით აივსო ქვეყანა, პირველ პოსტში შენ თვითონაც ხომ სწორედ ეგ აღნიშნე?! აბა რატომ გიკვირს, რომ მაგ პოსტს ვინმე იმსახურებს?
  3. არა, შენი მჯერა... რა კითხვაა ეგ, ესეიგი ვუბერავ???
  4. თუ მაინც და მაინც ამ 2 მოდელზეა არჩევანი, 2 ცალი 550 სერიოზული ძალაა, 295x2 ბევრად უფრო ძლიერია, მაგრამ მაინც მოძველებული მოდელია და DX11-იც არ აქვს, ამიტომ 550-ებისკენ გადავიხრები, ამათი ესელაი იმდენს შეძლებს, ჯერ კაი ხანი მეყოფა და როცა ესენი საკმაოდ მოძველდება, 295-ის ნეშთიც კი აღარ იქნება.
  5. 295-ების sli გააფარჩაკებს 2 ცალ 550-ს, დაჟე 3-საც. მაგრამ, თუ მაგ კვებაზე გინდა ამუშაო, ვერ გაგიქაჩავს.
  6. ხო, PC მაინც სულ სხვაა რა, კონკრეტული თამაშის გულისთვის თუ იყიდი PS3-ს და XBOX-ს, თორემ PC-ს გვერდზე არც დავაყენებ, თუნდაც იმიტომ, რომ კლავიატურა+მაუსს ჯერ-ჯერობით ვერაფერი შეცვლის! (ნუ, გრაფიკა, ფიზიკა და მამაძაღლობებეზე აღარაფერს ვამბობ).
  7. ვიდეო იგრა (რუსული "მეც მინდა ვიყო კონსოლი") ნუ კაბაძი ატარი დენდი სეგა სუპერ ნინტენდო პანასონიკ 3DO real სონი 1-2 PSP 2004
  8. მოკლედ, დავაყენე Z28 და ანლოქიც გავუკეთე, თავიდან არ გახსნა, მერე შენ რომ ვიდეო დამიდე, რეგისტრებში ვიჩალიჩე და გახსნა. მადლობა, ჯერ-ჯერობით ჩაირთო, ეხლა რულს და სეთინგებს დავაყენებ და მოვსინჯავ, იქნებ ისევ მომიყვანოს მუღამზე...
  9. რას შვება იცი: ეს რეგისტრების ამბავი მაინც გავაკეთე (დაპაჩვის და ანლოქის შემდეგ), ხოდა ეხლა რომ მითხარი არ უნდაო, ისევ წავშალე რეგისტრებიდან, ხოდა, ანლოქი კი გააკეთა, მაგრამ ტრასას ან მანქანას რომ ვირჩევ, კი ჩანს, რომ გახსნილია, მაგრამ მიწერს "შეუძლებელია მანქანის ჩამოტვირთვაო" მოიცა, დავდებ სქრინს... თან დააკვირდი, ტრასაზეც რას მიწერს "არ არისო", არადა სიაში გახსნილია.
  10. კი, 64-იანი 7 მაქვს. OK მაგის მიხედვით ვიზავ, თუმცა, ეხლა B0.6-ს ვიწერ და ბარემ იმას დავაყენებ, მაგაზეც იგივე მეთოდია? ეს, რაც ვიდეოში გაქვს ახსნილი, მაგ დაპაჩვის და ანლოქის მერე უნდა? თუ იმეებს შევეშვა, თამაში დავაყენო და პირდაპირ ამ ვიდეოსავით ვიმოქმედო? (თამაში ირთვება, მაგრამ ანლოქს არ აკეთებს და მხოლოდ დემო ვერსიის ტრასები და მანქანა აქვს გახსნილი)
  11. ჯერ არ ვიცი ონლაინში თუ ვიდრიფტავებ, ამ ბოლო დროს სულ დავკარგე რულის მუღამი, ამასაც მაგიტომ ვწერ, იქნებ ისევ დამიბრუნდეს ინტერესი... ამის დედა ვატირე, ზუსტად იგივე ვერსია, სამსახურში გავხსენი, აქ მოვიტანე ფლეშკით, დავაყენე და ანლოქს არ აკეთებს, არადა სამსახურში გავაკეთე უპრობლემოდ. ეს ვერსიაა LFS Z28 Drift Edition და დაინსტალირების შემდეგ რომ თავის მთავარ ფოლდერში პაჩი და კრეკი მოყვება, მაგით გავაკეთე სამსახურში, აქ კიდევ არ შვება, რა უნდა??????
  12. ეგ სხვა თემაა, მაგ ურჯულოებს რას უყურებ?! შენ მაგ ხალხის გულისთვის ხომ არ უნდა იყო მონათლული? ან სხვისი გულისთვის ხომ არ უნდა გწამდეს? თუ იმას მეტყვი, რომ ესეთი ხალხის შემხედვარე, ინტერესი მეკარგებაო, მაშინ იმას გიპასუხებ, რომ საბედნიეროდ ყველა ეგეთი არაა და რწმენა მოდა არ არის, რომ სხვისი გემოვნებით იაზროვნო... შენ შემთხვევაში (შენზე არ ვამბობ, არამედ შენს მსგავს სიტუაციაში), თითქოს ხალხი მიზეზს ეძებს, რომ ეკლესიისგან შორს იყოს და გასამართლებლად აქვთ - აგე, შეხედე ძმაო, ამათი შემხედვარე როგორ უნდა ვიწამო?! როგორ და, შემოგევლოს მიხო პაპა, ისინი რომ უფსკრულში მიექანებიან, შენ შენ თავზე იფიქრე და იმათ ნუ ჩაყვები ბიძია, ეგ ყველაზე ადვილია და მაგას ყოველთვის მოასწრებ, მხოლოდ 1 არასწორი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევს... შენ რომ მონდომება გქონდეს, ნახევრად შევსებულ ჭიქას ნახევრად ცარიელს კი არ დაინახავ, არამედ ნახევრად სავსეს! შე კაი კაცო, რაღა სულით დამძიმებულისგან იღებ მაგალითს, ღირსეულებსაც შეხედე (ხანდახან), თუ ამ უკანასკნელებს ვერსად ხედავ და შენი ღირსეული არავინ დაიარება, იქნებ შენ თავს დაუსვა კითხვა - ხომ არ ვანძ...ო??? მაშინ სხვას რაღას აბრალებ შე კაი კაცო, არ გდომებია დანახვა, შენ თვითონ ყოფილხარ მონდომებული მკრეხელობისთვის და იმდენი ვაჟკაცობა მაინც გამოიჩინე, სხვის დამძიმებულ ნამუსს არ აკიდო შენი ბედი და უფრო არ დაუმძიმო. რამოდენიმე თვეში სიკვდილის დიაგნოზ დასმულმა ჯუმბერ ლეჟავამ ძალიან რომ მოინდომა, მსოფლიოს ველოსიპედით შემოუარა, ხოდა, თურმე შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს, შენს საკუთარ სულზე ზრუნვა. ძალიან სუსტები ვართ, ოღონდ სხვაში წიხლის დასაჭერი დაგვანახა და, საკუთარი სულის წაბილწვაზეც კი არ დავიხევთ უკან, ოღონდ თითის გაშვერით დავცინოთ, სამაგიეროდ რა სიამოვნებაა, იიფ, ხალხმა ხომ დაგვინახა, რომ ასე საქვეყნოდ დავიწუნეთ მისი საქციელი და არაფერი დავიშურეთ ისე დაუნდობლად ჩავქოლეთ, ხოდა, სხვის საქციელს როგორ დაიწუნებდი, თუ შენ იმაზე უკეთესი არ ხარ?! სხვისკენ თითის გაშვერაში მაგრები ვართ, არადა სარკეში ჩავიხედოთ, რას ვგავართ, თურმე იმაზე ბინძურად გამოვიყურებით, თურმე რა, არ ვიცოდით რო?! მაგრამ იქნებ სხვამ ვერ შეამჩნიოს და თავი მოვაჩვენოთ მამა აბრამის ბატკნებად... სიმართლე ყოველთვის მწარეა, არ მინდა ვინმეს ვაწყენინო და აჯობებს, გავჩერდე! არავის შეურაწყოფას არ ვაპირებ, უბრალოდ, ეს რელიგიისადმი მკრეხელური დამოკიდებულება ჩემთვის N1 გამაღიზიანებელია და ყველაზე ახლობელსაც კი ვერ მოვუთმენ, ეკლესიას შეურაწყოფას აყენებენ და თავის გასამართლებლად უვარგისებისკენ იშვერენ ხელს.
  13. მსგავს მკრეხელობებს ყურადღება არ მიაქციო, რადგან მერე შენს რელიიგისადმი შეხედულებაზე/დამოკიდებულებაზე იმოქმედებს და შეიძლება გულიც კი აიცრუო, არადა, მიზეზი რა იქნება? რა და, ვიღაც გზააბნეულების საქციელზე შენებური შეფასების გაკეთება და ამ "ქვაბში" ბევრი რამ დაუმსახურებლად მოყვება, ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, მაქსიმალური სიფრთხილით დააიგნორო.
  14. დავპაჩე, მაგრამ ანლოქს ვერ ვუკეთებ, იქნებ გამარკვიო (ადრე 2-3-ჯერ დავაყენე ეს თამაში და ანლოქზე არასდროს მქონია პრობლემა, ეხლა რა ეტაკა?) გავხსენი.
  15. STI-228 LFS-ის ისეთი ვერსია მინდა, რომელშიც ყველა ტრეკი და მანქანები იქნება გახსნილი, ხომ ვერ მომცემდი ლინკს? ვნახე უკვე (ფორუმ.გე-ზე შენს თემაში მივაგენი)
  16. გასაგებია. P.S. ჩავასწორე დაქვოთებული პოსტის ზომა ;)
  17. მიხეილ, რატომ აქვს "ხმაური"? თან ცოტა გაბუნდოვნებულიც არის (შეიძლება, გამოუცდელი თვალის გამო მეჩვენება?)
  18. გაშკურკვაში კონკრეტულად ხელით შკურკვა არ მიგულისხმია, ასე ვთქვათ, გაშლიფოვკებაზე ვთქვი.
  19. გრავირებულ ზედაპირს ცოტა გაშკურკვა ხომ არ მოუხდება? (ვაბშეტა, შიგნიდან რომ გაუკეთდეს გრავირება, უფრო ლამაზი ხომ არ იქნება? თან ეს "ზაუსენცებიც" აღარ გამოჩნდება)
  20. შეიძლება ვირუსი არც ქონია, უბრალოდ, ზოგ შემთხვევაში ანტივირუსები კრეკს აღიქვავენ როგორც ვირუსს.
  21. გამოგრჩა, თუ დარჩენილი 10% ხარჯში გაგყავს? :hmm:
  22. მიშამ რომ მითხრა, კი დავიჯერე, მაგრამ ეგ რომელი კუთხიდან გაქვს გადაღებული? ქანდაკებიდან კორპუსამდე 50 მეტრია და ასე ახლოს როგორ ჩანს?
  23. ვაა... მაგ კუთხიდან რომ გადაიღო სურათი, კორპუსი როგორ გამოჩნდება? ან ეგ ნაძვი სად დგას? ჰმმ, არ დავკვირვებივარ...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.