-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
გახსენებაზე, წავედი ეხლა LFS-ში 1 პაჩოტნი კრუგს დავარტყავ... გიო, აქამდე არ გაგისინჯავს??? მუუაგარია, მაგაზე ახლოს არცერთი თამაში არ არის რეალურ დრიფტთან, რეალური მართვის სწრაფ რეაქციებს ამუღამებ, ისეთი მაგარია.
-
მაგრამ როგორც ვატყობ, კაი ხანი LFS-ს ვერაფერი შეცვლის, რა მართვა აქვს ამ ჩათლახს, მხეცია რა... დაჟე, შეიძლება ძალიან გაზვიადებულად ჟღერდეს, მაგრამ LFS-ზე თამაშით რეალშიც რაღაც დონე მომემატა :D
-
ხო, ეგ გადმოწერისას დავწერე, ჯერ არ ვიცოდი, რომ portable ვერსია იყო. P.S. რულს უპრობლემოდ აღიქვავს + ნებისმიერი ღილაკის მოდიფიკაცია + რულის/გაზის/ტორმუზის/სცეპლენიის სენსითივის რეგულირება (900 გრადუსის ჩათვლით).
-
მოკლედ: გრაფიკა - 7,5/10 ფიზიკა - 7,5/10 ნორმალურია რა, ნაგავი ნამდვილად არ არის, მაგრამ უფრო მეტს ველოდი... ყველაზე ახლოს უფრო NFS SHIFT (პირველი)-თან არის, რაც მთავარია, არკადა არ არის, სოფტ-სიმია.
-
8 წუთი დარჩა, ამას + 5 წუთიც ინსტალაცია და ალბათ ნახევარ საათში გეტყვი ჩემს მოკრძალებულ შთაბეჭდილებებს... თუმცა, ჩემი სიტყვები რამდენად სანდო იქნება, ეგ უკვე სხვა ამბავია :crash:
-
გააჩნია, რა მანძილზე მოგიწევს დადგმა, მეც ვსინჯე 32-იანის მონიტორად დადგმა, 1 კვირა გავუძელი და მერე ავიღე, თვალებზე რომ არაფერი ვთქვა, თავი ამატკივა, 1 საათში ისე მღლიდა, თითქოს 5-6 საათი ვიჯექი, თავბრუსხვევის შეგრძნება. თვითონ მოდელი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ჩვეულებრივი კომპ. მაგიდისთვის ნამეტანი დიდია, მინიმუმ 1,5 მეტრზე უნდა იჯდე. 1 კვირიანი ხმარების შემდეგ დავრწმუნდი, რომ 27"-იანი არის მაქსიმალური ზომა, თუ მაქსიმუმ 1 მეტრზე იჯდები. რამოდენიმე დღის წინ 3D მონიტორებს ვეძებდი და რომელიღაც მაღაზიის საიტზე წავაწყდი 900 ლარის ფარგლებში 27"-იან 3D-ს (თუ რა თქმა უნდა, 3D-ს ეძებ (თუმცა, პირადად მე, აუცილებლად 3D-ს ავიღებდი)).
-
- 1
-
-
vaa, amas ras vxedav, rogorc iqna... viwer! მაგრა მეზარებოდა კომპთან დაჯდომა, მაგრამ ამის ხათრით... გიო, გასინჯე? გრაფიკა ისეთი აქვს, რაც სქრინებზეა? რაც მთავარია, ფიზიკა როგორი აქვს?
-
გილოცავთ, გაიხარეთ და მრავალს დაესწარით + დამდეგ ახალ წელსაც მოგილოცავთ.
-
აფსუს, რა შანსი გაუშვა ხელიდან...:D
-
vsinje egrec, magram mainc ver davde. aa, http ar mivuwere da mgoni magis bralia.
-
wooow m.youtube.com/watch?feature=related&v=mgIZrSlPuko vaa, mobilurit var shemosuli da linki ver davde, ratom?
-
8-9-მდე რა ამბავია? კონცლაგერია?
-
გინდა შევხვდეთ, ბრატ? ერთმანეთს გავუზიარებდით ჩვენს შეხედულებებს მადასთან დაკავშირებით. მართლა გეუბნევი, მეც მშია და მაგარ 60 თეთრიან ხაჭაპურზე დაგპატიჟებდი.
-
ჩემი შეკვეთილი იყო ცხოვრებაში არასდროს გამიშლია სუფრა, სადაც ეგეთი ამბები არ ხდება (არ მიყვარს, როცა ქეიფის ბოლოს ცარიელი თეფშები რჩება). სანამ ცოლს მოვიყვანდი, შეყვარებული (აწ უკვე ცოლი) დამყავდა პლეხანოვზე ერთ-ერთ კაფეში (ამოჩემება ვიცი ხოლმე, თან მაშინ სად იყო ამდენი კაფე, თბილისში სულ 4-5 თუ იქნერბოდა), ლექციების შემდეგ გამოვუვლიდი ხოლმე და კვირაში მინიმუმ 4-ჯერ მანდ ვიჯექით, ვიღებდი ნამცხვრებს, ხილს, თხილი და სხვა ყველაფერი, რაც კაფის სუფრას შეეფერება... ჩემი მეუღლე 1 ნამცხვარს შეჭამდა, მეც 1-ს და დანარჩენი ხელუხლებელი იდო, ეს გაგრძელდა 2 წელი, ამ ხნის განმავლობაში 2 მეპატრონეც გამოეცვალა და სახელიც ორჯერ შეუცვალეს (პირველი სახელი არ მახსოვს და მეორე ზებრა ერქვა), მაგრამ პერსონალი იგივე რჩებოდა. ბარმენშა უკვე პირზე კოცნით მიცნობდა (კაი ნაშა კი იყო ), როგორც ერთგული კლიენტი, გრევებსაც მიკეთებდა ა.შ. 2 წლიანი სიარულის შემდეგ მოვიდა და მეუბნევა - შენზე პასტაიანნი კლიენტი არ გვყოლია და გულახდილად მითხარი, არ მოგწონს ჩვენი მენიუო? როგორ არა, ყველაფერი მაგარიათქო. არაფერს ჭამთ და შენ რა იცი, რომ მაგარიაო? თქვენი მაგიდა ყოველთვის ხელუხლებელია და, თუ მოგწონთ, რატომ არაფერს მიირთმევთო? რა ვქნა? არ მიყვარს ცარიელი მაგიდა და (ესეც მორიგი კომპლექსი), ამიტომ, როცა შეკვეთაზე მიდგება საქმე, უჩემოდ ნუ შეუკვეთავთ, თორემ მშივრები დარჩებით :D
-
მშვენიერია, ღმერთმა ხელი მოგიმართოს! :miyvarxar:
-
ჰაა? რაო? ვინმემ მიკითხეთ? ბიჭო, რასაც შენ კალორიებს წვავ, მუაგარ მადაზე კი უნდა იყო (თუ ისევ ვარჯიშობ (იმედია)), ხოდა, პირადად ჩემ თავზე ვიღებ 3 (ნორმალური) კაცის ზახოდს, 1 შენ დაემატები, არც ლექსოა უჭმელი, ხოდა, 7-8 კაცის დოზა ქე გვინდა ჩვენ, დანარჩენსაც სხვები შეავსებენ. "გერმანული ანგარიშის" შეკრებებზე სულ 5-6-ჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ყოველთვის ყველაზე მეტს მე ვდებდი ხოლმე, რადგან ვიცი ჩემი მადის ამბავი და უხერხულობას ვგრძნობდი, რომ მეც და 60 კილოიან სუფრის წევრს ერთნაირად გადაგვეხადა, რასაც ის მთელ სუფრაზე მიირთმევდა, მაგ წონის მხოლოდ მარილს მოვიხმარდი და ხომ ტეხავს?! ძმაკაცებს, რომ ქეიფი მოგვინდება ხოლმე, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემთან დავჯდეთ, უფრო მეტ თავისუფლებას ვგრძნობ, რადგან როცა ვსვავ, მადის პორტები მაქვს უზომოდ გახსნილი და სხვა ოჯახში ისე თამამად ვერ ვიქცევი (კომპლექსები ბლ..დ ) პირველად რომ მოვხვდი თქვენთან სუფრაზე (შემოიხედეში), სპეციალურად კარგად დანაყრებული წამოვედი, რომ ხალხი არ გავაოცოთქო... ჩემი რეკორდია - 12 შამფური მწვადი 2 კაცზე (მე და ჩემი სიძე, ის ჩემზე უარესი ხორცისტია), მაშინ ცოტა ვიცუღლუტეთ და ღამის 12 საათზე რომ მოგვშივდა, მწვადი მოგვინდა, ხოდა, ეს 12 შამფური რომ დავფქვით, მერე 1 დიიიდი თეფში "ალადიკები" ზედ დავაყოლეთ (+ 4 ლიტრი კოკა-კოლა, სპირტიანი არ დაგვილევია, მხოლოდ ცოტა დავნაყრდით ) ამ პოსტის მერე, თუ კიდევ გექნებათ შეკრების სურვილი, წავიდეთ :D
-
შეიძლება, რომ მეც წამოვიდე? ბიჯო, სად დაიკარგე? ხომ მშვიდობაა? რაღაც, საეჭვოდ დაემთხვა შენი გაქრობა და მიხუის ნაცხროვის შეცვლა და, კაი პონტში ხომ არ გაიჩითე? :spiteful:
-
aaa, tu jer aravin shemoakvdat, mashin xo, mashin xo shemomkvdarebi gamoushvit, farchakebo!
-
კაი, დავუშვათ, რომ ეს დადგმულია (რაც, პირადად მე არ მჯერა), მაგრამ ასეთი კატეგორიის უამრავი ვიდეო არსებობს და ყველა დადგმული ვერ იქნება, ან რა არის იმაში გასაკვირი, რომ ამდენი ღლეების ხელში მაგის ინსცენირება არ არის საჭირო და რეალური სცენის დადგმაზე ძალიან ბევრი მისცემს თანხმობას...
-
ამათი დედა ვატირე, რეებს უკეთებენ ხალხს, ყველას ერთნაირი ჯანმთელობა და გული ხომ არ აქვთ?! ინფაქტგადატანილებს მანქანის მართვას მხოლოდ იმიტომ უკრძალავენ, რომ უცბად ვიღაცამ რომ გადმოუჭრას და ნაინფაქტარი მძღოლი შეკრთეს, შეიძლება ეგრევე გულმა ხიოს, ხოდა, ამათი დედებს რომ ესე და ისე, იქნებ ვის როგორი ავადმყოფი გული აქვს, უცბად რომ შემოაკვდეთ, ხომ სამუდამო დედის ალერსი აქვთ აკიდებული... ესეთი რაღაც, რომ ვინმემ გამიკეთოს, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მეთოდებით დავსჯი, ეს რა უჯიშოები არიან ტო? ქართული ფარული კამერის "ხარისხი" ( ) ხომ მოგეხსენებათ და მაგაზე სცემდნენ ოპერატორებს და, ესეთი რამე რომ ქართველს გაუკეთო, სასაცილო მახეში გაბმა კი არ იქნება, არამედ ის, რასაც გაბმული დამართებს გამბმელს :D
-
:rofl:
-
განახლებული Razer Orochi გეიმინგ თაგვი
eXtreme-Hunter replied to Nikki's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
სულ წარმატებებით გევლოს. სორი ფორ ოფფინგ. -
ბიჭო, მერე გაუკვირდება - ცოლი რატომ გამიბოზდაო :D
-
განახლებული Razer Orochi გეიმინგ თაგვი
eXtreme-Hunter replied to Nikki's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
უი, ხომ მშვიდობაა? იმედია, უკეთეს ადგილას ხარ OK. დაველაპარაკები ლევიკოს ;)
