-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ვაპირებ 3D მონიტორის ყიდვას და მაინტერესებს, რა არის საჭირო, რომ თამაშს სრულ 3D-ში ვხედავდე, და არა ის სიმულაცია, რაღაც ემულატორებით რომ გადაგყავს და მხოლოდ წითელი და ლურჯით შეჯერებული გრაფიკა აქვს? ენვიდიას საიტზე შევედი და ეს სია ვნახე, ანუ, ამ თამაშების გარდა, სხვას არ აქვს 3D-ს მხარდაჭერა? მხოლოდ ასეთი მწირი არჩევანია 3D თამაშებში? არ მინდა მონიტორი ვიყიდო და მერე 1 თამაშის 10-ჯერ დახურვა მომიწიოს იმის გამო, რომ სხვა არჩევანი არ მაქვს (ძირითადად, გონკები და FPS ჟანრი მაინტერესებს) ჩემი ვიდეო კი მიქაჩავს აქამდე ყველა გასინულ თამაშს ფულ გრაფიკით, მაგრამ 3D-სთვის უფრო ძლიერი დამჭირდება, ეგ ვიცი, მაგრამ სანამ ვიდეოს შევცვლი, ცოტას მაინც გავერთობოდი, ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე წავიკითხე - GTX460 მაქვს, მაგრამ 3D-ს მხარდაჭერა არ აქვსო? თქვენ რას იტყვით? მე ცოტა სისულელედ მიმაჩნია... (თუ 6 საათამდე დამაკვალიანებთ, მთლად უკეთესი, მონიტორის ყიდვასაც მოვასწრებ)
-
3D მონიტორზე დავიწყე ფიქრი, შეიძლება დღესაც გავიდე და ვიყიდო, ხოდა, რა მაინტერესებს: 3D თამაშებზე რა ხდება? ანუ, როგორ უნდა ვითამაშო 3D ფორმატში? თვითონ თამაშს უნდა ჰქონდეს 3D-ს მხარდაჭერა? ამ მონიტორზე რას იტყვით? http://www.freeshop.ge/index.php?page=11&id=9537
-
STI228-ს დაელოდე, ეგ არის ამ თამაშის მამა.
-
მაგ შემთხვევაში, როცა დრიფტი არ იცი, იჩალიჩე ტრეკის დამუღამება, ეცადე დროები აუმჯობესო, ბოლომდე რომ კარგად აითვისებ ტრასას და მანქანას, მერე ეცადე მოსახვევებში ცოტა უფრო მაღალი სისწრაფით შეხვიდე, ვიდრე დამუღამების დროს შედიოდი. ამ შემთხვევაში, ცოტათი ყველა ვარიანტში წაგიღებს ზანოსში და ეცადე დაიმორჩილო. ასეთ სტილზე იარე და ყოველ ახალ ჯერზე ცოტ-ცოტა გაზარდე მოსახვევში შესვლის სისწრაფე. ნელ-ნელა შენთვითონ მიხვდები, რომელ მოსახვევში გიღირს ექსტრემალურად შესვლა, დანარჩენი უკვე პრაქტიკის ამბავია...
-
როგორია, შეამჩნიე სასარგებლო სხვაობა, თუ დიდი არაფერია?
-
მოკლედ, ამ საიტიდან გადმოწერე ის დასახელება, რომელ მანქანასაც ირჩევ, დასახელების მარჯვნივ წერია 3 ასოიანი კლასი (მაგ. XR GT Turbo = XRT და გადმოწერე XRT drift), მერე გახსენი თამაშის მთავარი ფოლდერი, მერე data და setups-ში ჩააგდე (დაეთანხმე, რომ გადააწეროს). ჩართე თამაში და XRT მანქანას რომ აირჩევ, ზევით მარჯვენა კუთხეში წერია "ნასტროიკი" მანდ გამოჩნდება იმ სეთაფის სახელი და მაგაზე გადაიყვან. სულ ეს არის. ეხლა გავდივარ, 2 საათში მოვალ და თუ რამეს ვერ გაიგებ, უფრო დაწვრილებით აგიხსნი...
-
გიო, მაგ წითლად მონიშნულებს შეეშვი, შენ გჭირდება: პადვესკა-უპრავლენია-ტრანსმისია. ხედის შესაცვლელად დააწექი "V"-ს. რომელ საიტზე ავტივრთო სეთაფი? (რეგისტრაცია რომ არ მომთხოვოს)
-
საკმაოდ გაიაფებულა მაგრამ ჩამოტანით იმდენი დაჯდება, რაც აქ ღირს ახალი + გარანტიით. მოკლედ, ჩამოტანა არ ღირს, წონა-განბაჟება გწეწავს :(
-
ოკ. ოღონდ, საღამოს, ეხლა სამსახურში ვარ :(
-
ოკ. შეგიძლიათ დახუროთ თემა, თუ საბოლოოდ გადავწყვეტ გაყიდვას, მერე სხვას გავხსნი.
-
ესეიგი, 450 ლარი ხომ იქნება სამართლიანი ფასი? არ მიყვარს რა ეს ვაჭრობა და დამიკელი-დამიმატე ლაპარაკები, მირჩევნია იაფი დავადო და ეგ დისკომფორტი ავიცილო თავიდან.
-
ეგრეა, მანქანებს ზემოდან გადააწერს.
-
მაქვს პროექტორი HP vp6311 (ამ ლინკზე ამის წინა მოდელია, ამისი ვერ ვნახე), რომელსაც არ ვხმარობ და ტყუილად მიგდია. ვაპირებ გაყიდვას, არის უიდიალურეს მდგომარეობაში, ნამუშევარი აქვს სულ მაქსიმუმ 10-12 საათი, შეიძლება მაგდენიც არა (ლამპის რესურსია 4000 საათი) და დავაპირე გაყიდვა, ამიტომ მჭირდება თქვენი რჩევა - ვინც მსგავს ტექნიკაში ერკვევით, რა ფასი დავადო, რომ რეალურზე იაფიც იყოს და ადვილადაც გაიყიდოს (არც გაცვლას გამოვრიცხავ, გააჩნია შემოთავაზებებს). ხო, ყუთი არ მაქვს.
-
არა, ეგეთი რამე არ ხდება ამ თამაშში, ლიცენზიით გახსნი და ეგ არის. მერე თუ რამე მანქანის ჩაგდება მოგინდება, ხდება ჩანაცვლება.
-
მეც ვერ გავხსენი მერე STI228-მ მომაგვარებინა, დაელოდე და გამოჩნდება...
-
ეს ვნახე და რას იტყვი? IPS მატრიცა ხომ უკეთესია? შენ დადებულ მოდელს ჯობია? http://www.freeshop.ge/index.php?page=11&id=9537
-
გიო, მაგ წითლად მონიშნულის ფუნქციაა, რულის სიმძიმე, ანუ, მაგას რომ მოუმატებ, რული უფრო ძნელად დასატრიალებელი გახდეაბა. უფრო ადვილად რომ აგიხსნა - წარმოიდგინე, მანქანა რომ 1 ადგილას დგას და არ მოძრაობს, რულს რომ ატრიალებ რაღაც დონეზე მაინც ხომ არის დაჭიმული (ფიდბექი სხვა რამეა, მოძრაობისას ჭიმავს იმ დროს, როცა მანქანა გვერდზე იხრება, ან ზანოსში მიდის, ანუ, როცა მანქანის სიმძიმე აწვება ცალ მხარეს), ამიტომ მე ეგ გათიშული მაქვს, თავისი სტოკ-სიმძიმე საკმარისია. რაც შეხება შენს პრობლემას - სულ ქვემოთ რომ არის (allow game to adjust settings) ეგ გაუთიშე და ისე სინჯე, ზუსტად ეგეთი პრობლემა მქონდა შიფტ 2-ზე და WRC 1/2-ზე და ბოლოს მაგით მოვაგვარე.
-
ფიდბექის რეგულირება არ აქვს? თუ არ აქვს, მაშინ ლოგიტეჩის სეთინგიდან მოუკელი, უნდა უშველოს (წესით).
-
ვაა, რა მაგარია არ მეგონა, თუ როდესმე პლანშეტზე ფიქრს დავიწყებდი, მაგრამ ეს რაღაც ზე-პლანშეტია (თან, რა პროცესორით, საღოლ) ფასი რა შეიძლება ჰქონდეს, დაახლოებით? 1000+ ყველა ვარიანტში, ხო?
-
gio, ufaso ar aris, magram licenzias xsni da mere yvela manqana geqneba. komptan rom davjdebi agixsni ra unda qna. pa xodu imasac getyvi, rogor unda daanastroiko sadriftaod, an chem setings mogcem da pirdapir chaagdeb. magitic mevaseba lfs, rom dzalian martivad yri tamashshi manqanebs, setingebs da trekis modifikaciebs + fotoshopit aketeb shen skinebs da manqanaze iseti vinilebi geqneba, rogoric shens fantazias moundeba...
-
mag periodshi ragac gadarbenebze viyavi da vegar viclidi samagisod.
-
gaficeb, romel tamashs gindoda, rom gverdshi amodgomoda? exla ar tqva, GTA-so rac martalia, martalia - NFS shift 2 soft-simebshi pirvelobs, yvelafrit magaria (tumca, tqven mainc male mogbezrdat, torem me nebismier dros mzad var, rom ganvaaxlot chveni brdzola)
-
ვაა, პირველად ვნახე, მაგას უეჭველი მოდები, HDR და რაღაც გრაფიკის გალამაზებები ექნება, მაგეებს არ ვეკარები ხოლმე, ერთხელ დავაყენე და დამიზიანა თამაში, თან ამ თამაშში გრაფიკა ნაკლებად მაინტერესებს.
-
რა 4გბ? რაღაც გეშლება, ეგეთი ვერსია არ არსებობს, მაგას უწერია, თავისუფალი ადგილიო, სასუნთქი ხომ სჭირდება?! თუმცა, მაგდენი მაინც არ უნდა, 1-იც ეყოფა. ჩვენ ლფს თემაში დევს კარგი ლინკები და ბოლო გვერდზე რაც იქნება, ის გადმოწერე, STI228-მ დადო. (გრაფიკას არ უნდა მიაქციო ყურადღება, ეს მაგისთვის არ არის, აქ გეიმფლეით უნდა დატკბე).
