Jump to content

Dean0770

წევრი
  • Posts

    76
  • Joined

  • Days Won

    10

Everything posted by Dean0770

  1. პირიქით, უმეტესობას ადამიანები საერთოდ არ აქცევენ ჰერცებს ყურადღებას და არ აწუხებთ 60. ოფისებში ძირითადად 60 ჰერციანი მონიტორები დგას, სადაც არ უნდა შეხვიდე, ბანკი იქნება, სუპერმარკეტი თუ პანაცეა
  2. არ ნიშნავს. მაგ ლოგიკით მაშინ შენი 240 ჰერციანი მონიტორიც ცუდია, იმიტომ რომ 400 ჰერციანი არსებობს რომ დაჯდები 400-იანზე ნახავ მერე რა საშინლად მოგეჩვენება ეგ 240 ჰერციანი მონიტორი
  3. ჰოდა გავა დრო და მაგ 240 ჰერციანებზეც იტყვიან იგივეს, საშინელებაა და არ ითამაშებაო, მერე კიდევ 1000 ჰერციანები გამოვა და მაგ 600-იანებზე იტყვიან იგივეს და ა.შ... და ზოგადად ეგრე თუ ვიმსჯელეთ, მაშინ საერთოდ რაღადროს დესკტოპებია? ვიღას აქვს დესკტოპები? უმეტესობა უბრალოდ ტელეფონს ხმარობს ან ლეპტოპს დღესდღეოსიბით და ოფისებში კიდევ საერთოდ კიდიათ ჰერცებიც და გეიმინიგიც თუ უმრაველობაზე წავიდა საუბარი.
  4. რადგან მაღალ ჰერციანი მონიტორები უფრო სწრაფია 60 ჰერციან მონიტორებზე ეგ არ ნიშნავს რომ 60 ჰერციანი მონიტორები ცუდია. ეგეთი ლოგიკით მაშინ შეიძლება მომავალში 600 ჰერციანი მონიტორებიც გამოვიდეს რომელიც ბევრად უფრო სწრაფი იქნება და კაცმა თქვას "რაღადროს 240 ჰერციანი მონიტორებია, საშინელებაა 240 ჰერციან მონიტორზე დაჯდომაო", იმიტომ რომ 600-იანი კიდევ უფრო სწრაფი იქნება, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს რომ 240 ჰერციანი მონიტორები საშინელებაა? ზუსტად იგივე პრინციპია აქაც. სანამ 160-240 ჰერციანიები გამოვიდოდა სტანდარდად 60 ითვლებოდა.
  5. 30 და 40 ით მეც ვერ ვითამაშებ, საშინლად იგრძნობა ლეგი. 60 უკვე კომფორტულია და აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ყველაფერში. იდეალურია ჩემთვის.
  6. ვერაფერს ვთამაშობ vsyncის გარეშე, ონლაინებშიც ჩართული მაქვს
  7. მე სპეციალურად 60 ჰერცზე ვთამაშობ. სქრინ თირინგი რომ ავიცილო. 75ჰც-იანი მაქვს მაგრამ 60-ზე მაქვს დაყენებული. მიჩვევის ამბავია. სამსახურში კი მაქვს 240 ჰერციანი მონიტორი მარა, მკიდია ჰერცები, ჩემთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ეგ მონიტორებში. იგივეა როგორც Camry და Ferrari რომ გქონდეს. რათქმაუნდა Ferrari უფრო სწრაფია და შეჯიმბრში გაუსწრებს Camry-ის, მარა ქალაქში სასიარულოდ საერთოდ არ გჭირდება Ferrari, Camry-იც არ დაგწყვეტს გულს. ონლაინებიდან BF-ს ვთამაშობ ხოლმე, ისიც ხანდახან და უბრალოდ ვერთობი, დიდად არ მანაღვლებს ეხლა ვიღაცას თუ რამე advantage ექნება ცოტათი მონიტორის გამო, ისე კი ძირითადად single თამაშებს ვთამაშობ ხოლმე. 60 ჰერცი ნორმალურია საკმაოდ, როგორც კი გადმოხვალ უკან, რამონიდემე საათში შეეჩვევა თვალი. ეგეთი ლოგიკით, კიდევ და კიდევ შეიძლება გამოვიდეს უფრო და უფრო სწრაფი მონიტორები და მერე ეგ 160 და 240-იანი ჰერცებზეც შეიძლება ითქვას საშინელებაა რა გათამაშებთო. მოკლედ, შეჩვევის ამბავია და ფპს-ის მხრივ უკეთესიცაა, არ გჭირდება დაიჭირო 240 ჰერცი თამაშში რომ სქრინ თირინიგი არ გქონდეს, მე vsync-ის ვხმარობ ხოლმე. ჰო, ეგეც დღეს დღეისობით არაპოპულარულია, მარა ჩემთვის იდეალურია და არანაირ ინპუტ ლეგს მე ვერ ვგრძნობ. აი რასაც ვერ დავუბრუნდები უკან არის დაბალი 1080პ რეზოლუცია. მანდ უკვე მართლა დიდი სხვაობაა და 2კ ბევრად დიდ სივრცეს გაძლევს და გამოსახულებაც უფრო მკვეთრია. ჩემთვის იდეალური სეტაპი ეგეთია: 2კ გაფართოება, 27 მონიტორი, 60 ფპს.
  8. გამარჯობათ მეგობრებო, ჩავატაროთ გამოკითხვა მონიტორთან დაკავშირებით, მაინტერესებს რა შედეგები იქნება. ჩემთვის ესეა: მონიტორის რეზოლუცია (ყველაზე მნიშვნელოვანი) მონიტორის ზომა (მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი) მონიტორის ფერები მონიტორის სიხშირე (ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი)
  9. ეგრე ჯობია. ისედაც ძლიერი პროცესორია და არსად არ დაგალიმიტებს. ჯობია ჩამოწეულზე იყოს და გრილად და ჩუმად ვიდრე ფეჩივით ცხელი და ტვინს ბურღავდეს ხმაურით. I think so ის არ გინდა ცადო მე რაც გავაკეთე? აი აქ რომ ცოტა დაუკლო და ნახო აბა რა შედეგს დადებს?
  10. ეხლა ვუყურებ და არ იბუსტება ჩვეულებრივ მოხმარებაში. რამე ჩავრთო ისეთი რომ დავტესტო? 2.5-ზე ავიდა მაქსიმუმ რასაც ვუყურებ ეხლა.
  11. მგონი მაგან უშველა. OCCT ჩავრთე და მომენტში უცბად ავარდა ისევ 100 გრადუსზე მარა ეგრევე ჩამოვარდა დაბლა და მთელი ტესტის განმავლობაში 70 გრადუსზე იყო და სიხშირე სადღაც ესე 1.5GHz ეჭირა და ეხლა ესე უჭირავს idle-ზე. მგონი ჯობია ეგრე დავტოვო. მარა უცბად მაინც რატომ ავარდა 100-ზე ვერ ვიგებ. ჩართვისასაც მაქსიმუმ გრადუსს 100%-ს აჩვენებს ისტორიაში დაფიქსირებულს მარა მუშობობის დროს აღარ ადის 70 გრადუსზე მაღლა. დავტოვებ ესე.
  12. აშკარად არ მუშაობს. დავარესტარტე და მაინც მაღლა ადის, 4Ghz-ზე ადის ხანდახან. მოიცა აბა Maximum processor state რომ არის მაგას ჩავუწევ 95%-ზე, ვნახოთ რას იზამს.
  13. 3000 მივუთითე და მაინც ადის მაღლა. აი დავუშვათ რამე პროგრამა გავხსენი მაგალითად ბრაუზერ და უცებ 60-დან შეიძლება 86-ზე ისკუპოს ტემეპრატურამ და ეხლა რაღაც light თამაში ჩავრთე (პინბოლი) და 102 გრადუსზე ავიდა. აი აქაც ჩანს 98-ზეა თრეიში ცისფერი როა ეგ CPU არის.
  14. regedit-ში შევიდე? და რა ვქნა მანდ? ამას აჩვენებს ჰმმ, არც power option-ში არაა ეგ რაღაცა Maximum processor state ხომ არ არის იგივე? 100% აქვს მითითებული. ჩამოვაკლო?
  15. მეგობრებო შეგიძლიათ მომეხმაროთ ლეპტოპის უნდერვოლტში? არ გამიკეთებია ეგ რაღაც არასდროს და არ ვიცი როგორ კეთდება. ჩემ ცოლს ვაყიდინე ეს ლეპტოპი Brand and model: ASUS ExpertBook B3 (B3404CM) Specs: CPU: Intel® Core™ Ultra 5 Processor 125U 1.3 GHz (12MB Cache, up to 4.3 GHz, 12 Cores) RAM: 16GB DDR5 SO-DIMM STORAGE: 512GB M.2 2280 NVMe™ PCIe® 4.0 SSD და ძალიან ცხელია, უბრალო ბრაუზინგის დროსაც შეიძლება 99-ზე ავიდეს ხოლმე პროცესორი.
  16. მეც გავთიშე RGB და ზოგადად განათება ყველგან. თავიდან მომწონდა მარა მერე მივხდი რომ უფრო დისკომფორტს მიქმნიდა ვიდრე კომფორტს განსაკუთრებით საღამოს და ყველაფერზე გავთიშე სადაც შემეძლო. ერთადერთი ვიდეო ბარათს ვერ მოვუხერხე ვერაფერი. პატარა მაუსპადები არ მევასება. ხშირად არ მყოფნის ხოლმე ზომა. დიდი მაუსპადები ბევრად კომფორტულია პირადად ჩემთვის. ესე მაქვს სამსახარშიც მოწყობილი. კლავიატურებს რაც შეეხება მექანიკურებიდან chiclet ტიპის კლავიატურებზე გადავედი. ბევრად კომფორტულია ჩემთვის საბეჭდად და ყველაზე ჩუმებია რაც მთავარია.
  17. კი, მაგ ქულერს მოყვება ეგ. სავალდებულო არ არის, მაგრამ მაზერბორდს რაც აქვს იმას ჯობს (ცოტათი).
  18. თუ გინდა სახლში რომ მივალ გავზომავ ხმის დეციბელებს დაუტვირთავზე და დატვირთულზე. ასევე მინდა ჩემი გამოცდილება გავაზიარო ჰაერის ქულერთან დაკავშირებით რაც მქონდა. სულ თავიდან ვიყიდე ეს ქულერი ამაზონიდან გამოვიწერე: და პროცესორი მაქვს ის რაც მიწერია ავატარის ქვეშ. ვერ უმკლავდებოდა ეს ქულერი მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ პოპულარული ქულერია ჰაერის ქულერებში. აი მაგალითად OCCT ბენჩში მაგ ქულერის შედეგი. თამაშებშიც საკმაოდ ცხელდებოდა. შემდეგ ვიყიდე ეს Arctic Liquid Freezer III 360 Pro. ესეც მისი შედეგი იმავე ბენჩში: უბრალოდ ერთ რამეს გირჩევ. თუ ამ ქულერს იყიდი ძალიან ფრთხილად უნდა იყო contact frame-ის დაყენებისას. მე გამეღუნა სოკეტის ფეხი მაგის გამოცვლისას და გოგლასთან და მის მეგობართან მივიტანე და იმათმა მიშველეს და გოგლამ ჩამიყენა უპრობლემოდ ეგ contact frame. ესეც პროები ამ ქულერის: მეც არ მიყვარს ხმაურიანი PC. ალბათ ისეთი ჩუმი არ იქნება წყალი როგორც ჰაერის ქულერი, მარა შემაწუხებლად ხმაურიანი ნამდვილად არ არის თორემ ვერც მე ავიტანდი. აი, დღეს რომ მივალ სახლში სამსახურის შემდეგ და მოვიცლი, გავზომავ დეციბელებს თამაშებშიც და OCCT-შიც და გეტყვი როგორია.
  19. გააჩნია როგორ სეტინგებზე დააყენებ. მე Arctic Liquid Freezer III 360 Pro მაქვს და საერთოდ არ არის ხმაურიანი ამ სეტინგებზე: მე მაქვს ეგ ქულერი და ძალიან კარგია. რადიატორი საკმაოდ სქელი აქვს.
  20. სწორად თქვა წინა მომხმარებელმა, ეგრე რომ გამოეკიდო ყველა პროდუქტზე ნახავ ცუდ ფიდბექებს. მეც მაქვს რეიზერი (Razer Basilisk V3) და კიდევ ჩვენ ერთ ფორუმელს Gamer-4ever-საც აქვს და იმანაც დაწერა აქ რომ არ აქვს პრობლემა. თუ ეგეთი პრობლემატურებია რატომ ჩვენ მაუსებს არ ჭირს არაფერი? თან რეიზერი პატარა ახალ გამოჩეკილი ბრენდი არ არის. და იმაზეც სწორად თქვა, კლონები რაც არის ფასი/ხარისხით უკეთესებია ვიდრე ეს ძვირიანი ბრენდები. მქონია რამოდენიმე კლონი და ცუდი ნამდვილად არ იყო. ეს სნობიზმი ტექ ენთუზიასტებში საკმაოდ ბევრგან გვხდება სამწუხაროდ. 400 ლარიანი კლავიატურა თუ არ იყიდე ესეიგი 50 ლარიანი ძაან ბანძობაა და ვერ დაბეჭდავ. ლოლ ბინოკლებზე გამახსენდა. ბინოკლის ყიდვა გადავწყვიტე და არ მქონია არასდროს და ინტერნეტში ვიკითხე რას მირჩევთ მეთქი, უბრალოდ ჩიტებს რომ დავაკვირდეთქო, რამე ისეთი სასწაული არ მინდა თქო და ტიპებმა 300$, 600$, 1000$ და ეგეთ თანხებიანი ბინოკლები მირჩიეს. იაფიანი არ იყიდო ბანძობაა არ ვარგაო. არ დავუჯერე და მაინც ვიყიდე, 36$ მივეცი და აბსოლიტურად ნორმალური ბინოკლია და თავის საქმეს 100%-ით აკეთებს. დარწმუნებული ვარ ფოტო აპარატებზე რომ იკითხო იქაც იგივე სიტუაცია იქნება, სნობები გეტყვიან რომ იყიდო 2000$-იანი აპარატი...
  21. რომელი საათი გაქვს? მე Amazfit Bip 6 მაქვს და 2 კვირა მიძლებს დატენვის გარეშე. Logitech G502 Hero მქონდა და ჩემთვის იდეალური ფორმა ქონდა. კაი ხანი გამიძლო მაგრამ მერე გაუბერა სენსორმა თუ რაღაცამ არ მახსოვს და შესაცვლელი გამიხდა. Razer Basilisk V3 - ით შევცვალე რადგან ფორმა ფაქტიურად ერთნაირი აქვთ და ეგ ფორმა ჩემთვის იდეალურია. კარგად მუშაობს ეს რეიზერიც და კმაყოფილი ვარ, თუმცა Logitech-ისგან განსხვავებით ბევრად უფრო მსუბუქია. თავიდან გამიჭირდა მიჩვევა, მარა მივეჩვიე. ანუ სიმსიბუქე და სიმძიმე ორივე მიჩვევის ამბავია. ფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. 2023 წლის ნოემბერში ვიყიდე ეს რეიზერი და ჯერჯერობით კარგადაა, არაფერი არ ჭირს.
  22. რა არაფერ შუაშია. ბაიდენის და დემოკრატების დროს იყო პროპაგანდა რომ ბობოქრობდა თამაშებში და ფილმებში ... ფილმი არ გამოვიდოდა რომ არ ჩაეტენათ ფერადკანიანი და გეი ხალხი, იმენნა პროპაგანდა მიდიოდა გაქანებული, თამაშებსაც გადავწვდნენ მაშინ. ამის გარდა Hogwart-შიც ჩატენეს ბლომად. ყველაზე ლიბერასტული ხანა იყო.
  23. სადღაც 40% გავედი Cyberpunk-ში. სიმართლე რომ ვთქვა არ მომწონს. ჩემი აზრით გაზვიადებული თამაშია. პირველი რაც არ მომეწონა არის სთორი და ქრინჯი დიალოგები. გმირები ძირითადად ცდილობენ იყვნენ მაგარი ტიპები - სიგარეტს ეწევიან, იგინებიან და "ტიპობენ". აი უფრო მაგონებს იაფფასიან ექშენ ბლოკბასტერებს, სადაც რაღაცა რომ ხდება და ყველა რომ "მაგარი" ტიპია. გმირების დეველოპმენტიც სუსტია აშკარად. ანუ მაგრად გკიდია ვიღაც ეველინი გარდაიცვალა თუ არა. ჩემი აზრით შემქმნელები ძალიან ცდილობდნენ მაგარი თამაში გაეკეთებინათ "მაგარი" ტიპებით და აშკარად ვერ გამოუვიდათ. მეორე კიდევ რაც არ მომეწონა ძალიან ბევრი ლაპარაკია თამაშში. მგონი ნახევარზე მეტი დიალოგებს და ლაპარაკს მიაქვს ვიდრე ექშენში ხარ. სმენა და ყურება რომ მსდომებოდა ფილმს ვუყურებდი, თამაშს კი არ ჩავრთავდი. თამაშის მთავარი განმასხვავებელი კომპონენტი ფილმისგან ზუსტად ექშენია რომელიც შენ მიგყავს. რავი, ჩემი აზრით 4/10-ს დავუწერდი ამ თამაშს. Definitely overhyped.
  24. მე ისევ Cyberpunk-ს გავდივარ (კუს ნაბიჯებით). სიმართლე რომ ვთქვა დიდად არ მოვიხიბლე არც story-ით და არც დიალოგებით. ცუდი თამაში არაა, მარა ამაზე ბევრად უკეთესი თამაშები მითამაშია. რაღაც უფრო ექშენ-ბლოკბასტერს მაგონებს, სადღაც რაღაცა რომ ხდება და ეს ქუჩის ამბები და ისტორიები. რავი, დიდად არ მიზედევს ეგეთი არც ფილმები და თამაშები განსაკუთრებით. ჯერ-ჯერობით 6/10-ს დავუწერდი. ბლომად სიბილწეც არის ჩადებული მარა არ მიკვირს, სირი ბაიდენის დროს იყო გაკეთებული და პროპაგანდით გამოტენეს.
  25. 4 ნიშნა პინი დააყენე, მარტივია და კომფორტული. უსაფრთხოების მხრიდანაც უკეთესია ვიდრე გათიშული გქონდეს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.