Jump to content

ditendra08

წევრი
  • Posts

    143
  • Joined

  • Days Won

    6

Everything posted by ditendra08

  1. ესეც ულამაზესი კარა: ერთი საინტერესო რამ შევამჩნიე კიდევ ამ თამაშს, მიუხედავად იმისა რომ სახის დეტალიზაცია და გამომეტყველება უმაღლეს დონეზეა, გარემოს გრაფიკა დეტალებში მოიკოჭლებს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ძველი თამაშია მაგრამ იმ დროისთვის ალბათ ძლიერ გრაფიკად ითვლებოდა. სიმართლე რომ ვთქვა არ დამიხედავს გამოშვების წელზე. ჯემინაის ვკითხე და მართალი აღმოვჩნდი. 2018 წლის თამაში ყოფილა. აი რა საინტერესო რამე თქვა ჯემინაიმ: You are absolutely spot on! Your intuition about its development is exactly right. Detroit: Become Human was released in May 2018 (and 2019/2020 for PC), so it is effectively an 8-year-old game now. For its time, it was considered a "graphical masterpiece" and a technical showcase for the PlayStation 4 Pro, but the "imbalance" you're noticing is a very specific result of how the game was built. Here is why you're seeing that contrast between the "perfect" faces and the "dated" trees: 1. The "Performance Capture" Focus Quantic Dream (the developer) spent the majority of their budget—about €30 million—on specialized technology to capture human emotion. 3D Scanning: They scanned over 250 actors in incredible detail. The pores, freckles, and even the "wetness" of the eyes are so realistic because they used hundreds of cameras to create 3D models of real human skin. Close-up Priority: Since the game is a "cinematic drama," the camera spends 90% of the time right in the characters' faces. The engine was designed to prioritize those pixels above everything else. 2. The "Linear World" Trade-off Because the game is very linear (you follow a set path), the developers used a technique called Shallow Depth of Field. The Blur Effect: You mentioned you love motion blur and bloom—this game uses them heavily! By blurring the background (like the leaves and distant buildings), they save "processing power." The "Cardboard" Effect: Since you can't walk off the path to inspect a tree closely, they didn't spend as much time on the "geometry" of the environment. If you look too closely at the foliage, the illusion starts to break because those assets weren't meant to be scrutinized like the faces were. 3. An Engine from a Different Era The game runs on a proprietary custom engine built specifically for the PS4. While it pushed that console to its absolute limit in 2018, it doesn't have the modern "foliage tech" or "global illumination" that we see in 2026 games like Grand Theft Auto VI or Cyberpunk 2077 updates.
  2. ხო, სოულსი და მსგავსი ჟანრი არ მიყვარს საერთოდ. ზოგადად სირთულე არ მიყვარს თამაშებში, 99-ჯერ რომ კვდები და ტანჯულობ. საჩემო რამე არაა. ეს RE7 წაშლილი მქონდა, ადრეც დავიწყე მივაგდე. ეხლა ისევ გადმოვწერე იქნებ როგორმე დავხურო მეთქი მარა მაინც ძალიან არ მომეწონა და წავშალე ისევ, ამჯერად სამუდამოდ კი, ძალიან საინტერესო ჩანს. ეხლა მე ჩემს ყოველდღიურ თამაშს ვთამაშობ (RAID) და daily quest-ებს რომ მოვრჩები ერთი სული მაქვს გავაგრძელო. ეტყობა რომ სერიოზული ნამუშევარია, თან რამოდენიმე ცნობილი მსახიობიც დაუქირავებიათ (ბიშოპი როა ორიგინალ Aliens-ში).
  3. ხო, გემოვნების ამბავია. ზოგს მსხალი მოწონს და ვაშლი არ მოწონს და ზოგს ვაშლი მოწონს და მსხალი არ მოწონს დავიწყე Detroit: Become Human. ძალიან მომწონს ჯერ-ჯერობით. გრაფიკაც კარგი აქვს, განსაკუთრებით სახის დეტალიზაციაა უმაღლეს დონეზე გაკეთებული.
  4. წავშალე 1 საათის თამაშის შემდეგ. სულ Youtube-ს ვიხმარიებდი და თამაშის მთელი მუღამი დამეკარგა, სულ ჩაკეცილი მქონდა რომ მენახა რა მექნა და სად წავსულიყავი. ბოლოს იქ გავიჭედე, shotgun რომ უნდა აიღო და მის მაგივრად ხის თოფი რომ ჩაუდო იმ ძეგლს და ეგ ხის თოფი არ მქონდა ინვენტარში და ამომივიდა ყელში და მივაშალე ეს თამაში და ნეგატიური რევიუც დავუწერე სთიმზე. ხვალ დავიწყებ Detroit: Become Human-ს.
  5. გავაგრძელე Resident Evil 7, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა არ მომწონს საერთოდ. რაღაცით Silent Hill-ს გავს ცოტა თითქოს, მარა ახლოსაც ვერ მივა. აი რეები არ მომეწონა: ყველაფერი მოიძუნწებს ამ თამაშში - ყოველთვის განიცდი ტყვიების უკმარისობას. იოლ სირთულეზე ვთამაშობ და მონსტრებს მაინც ჭირდებათ მინიმუმ 4 ტყვია. ინვენტორიშიც კი იგრძნობა სიძუნწე. ყველაფერზე ამას მიწერს "You don't have enough space". ეგეთი პატარა ინვენტორი არცერთ თამაშში არ მახსოვს. დამიზნება რაღაც მოუქნელია - ანუ ისე კარგად ვერ უმიზნებ და ესვრი როგორც მაგალითად 4-ში არის და თუ გავითვალისწინებთ რომ ისედაც უნდა გაუფრთხილდე თითოეულ ტყვიას ამ თამაშში, ყოველი აცდენა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. რაღაცნაირი მოუქნელი, ტლანქი მექანიკა აქვს ამ თამაშს. ხმა - არ ვიცი რა უქნეს ხმას ამ თამაშში, მარა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ტუალეტში ჩარეცხეს ეს თამაში და ხმა იქედან ამოდისო რადარის და მიმანიშნებელის უქონლობა - ანუ Dead Space-ში X-ს დააჭერდი და გიწერდა სად წახვიდე, და სხვა თამაშებში რადარი არის ხოლმე, გიჩვენებს მისია სადაც არის. აქ არც ეს არ არის. შენით უნდა მიხვდე რაც კიდევ უფრო კლავს სიამოვნებას ამ თამაშისას რაც ისედაც უკლია ამ თამაშს. აქაც ბლომად პაზლებია და Youtube გჭირდება... კუსავით ნელი ხარ. მუსიკაც არ აქვს ნორმალური. Dead Space და Silent Hill-ს მუსიკა მაინც ქონდათ მაგარი, განსაკუთრებით მძაფრ სიტუაციებში. ჯერ-ჯერობით ვაგრძელებ თამაშს, მაგრამ აშკარად ძალიან არ მომწონს.
  6. დავხურე Dead Space. შედევრი იყო ყველა მხრიდან გინდ გრაფიკა აიღე, გინდ ოპტიმიზაცია აიღე, გინდ სთორი აიღე. ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი თამაშია. სთიმზე Dead Space-ის ბექგრაუნდი დავაყენე მის საპატივცემოდ Resident Evil 7-ს გავაგრძელებ ხვალ. ვნახავ, იქნებ მოვიდე მაგის ხასიათზე თუ ძალიან არ წაიღებს ტვინს პაზლებით და დამალობანას თამაშით. 1:20-ზე მიმიტოვებია. როგორც ჩანს ნახევარიც არ მითამაშია.
  7. Silent Hill ძალიან მიყვარს. თუ Silent Hill-ს გავს, მაშინ უეჭველი ვიყიდი.
  8. 9-ე თავზე გადავედი დღეს. სხვათაშორის, ისეა გაკეთებული ეს ახალი Dead Space რომ თამაშს რომ გაუშვებ, ინტრო/ლოგოს შემდეგ პირდაპირ ირთვება თამაში, ჩატვირთვის გარეშე. არ ვიცი როგორ გააკეთეს ეგრე, მარა მაგარია.
  9. ჩავაგდებ მაშინ ვიშლისტში ამასაც. Normal-ზე დახურე?
  10. 6-ე თავზე გადავედი. 5-ე თავმა ნერვები დამაწყვიტა. ის უკვდარი მონსტრი რომ მოგსდევს ეგ ის თავია. რატომღაც ცოტა უფრო რთული მომეჩვენა ვიდრე ორიგინალი ვერსია. შეიძლება ვცდები და გამუდმებით სიცოცხლის და ტყვიების დეფიციტში ვარ. ნორმალზე ვთამაშობ. მარკეტში ძირითადად power node-ებს ვყიდულობ და ალბათ მაგიტომ.
  11. მოკლედ დაიკარგა ნივთი. არ ვიცი მიმტანის გამო დაიკარგა თუ ინექსმა დაკარგა, მაგრამ დღემდე არ მაქვს ინფორმაცია რა ბედი ეწია ჩემს ნივთს. კიდევ კარგი ძვირიანი ნივთი არ იყო. სელერს მივწერე, ხელმოწერა გამოეგზავნა მიტანის და ჩაბარების, მაგრამ როგორც ჩანს კართან დაუდიათ და არ ჩაუბარებიათ. შესაბამისად სელერს მივაწექი და დიდი ბრძოლის შემდეგ როგორც იქნა თანხა დავაბრუნებინე. ვუთხარი თუ არ ჩააბარე და ხელმოწერა არ გაქვს, არ ითვლება სწორ მიტანად-მეთქი და ამაზონთან გავაგზავნი პრეტენზიის წერილსთქო. თუმცა, ინექსი რომ უსაშინლესი კომპანიაა და მაგათთან საქმეს აღარ დავიჭერ მაგას წყალი არ გაუვა. დღემდე ელემეტნატურლი პასუხიც კი არ მაქვს ჩემი ამანათის შესახებ, მიუხედავად იმეილზე, საიტზე და ფეისბუქზე უამრავი მიწერისა. კლიენტი ბოლო ადგილზეა მაგ კომპანიისთვის. ეგეთი უპასიხისმგებლო და საშინელი კომპანია არცერთი არაა.
  12. კი, მაგრად მომწონს მეც. ამასაც და The Callisto Protocol-საც ორივეს 10/10-ს მივცემდი. 3-ე ჩაპტერზე ვარ ეხლა. შენს სისტემაზე როგორ მიაქვს? ოპტიმიზაცია კანფეტი აქვს რასაც ვატყობ.
  13. დავიწყე Dead Space remake. ოპტიმიზაცია და ვიზუალი ძალიან კარგი აქვს. უპრობლემოდ წაიღო ჩემმა სისტემამ, DLSS-ის გარეშეც კი.
  14. მეც მაქვს Ghost Recon Breakpoint. კარგი იყო, მომეწონა. მიყვარს ეგეთი სტილის თამაშებიც. წინაც მაქვს კოლუმბიაში რომ ხდება, ცოტა წავითამაშე მარა რომ ჩავრთე გრაფიკა აშკარად მოიკოჭლებს ჩემი გემოვნებისთვის და წავშალე. ეს მეორე კარგი იყო ყველა მხრივ. Alien: Isolation, მეც ეგრე, დავიწყე ვითამაშე მეც კაი ბლომად და ბოლოს ნერვები აღარ მეყო და მივაგდე. მაგრად არ მევასება ეს დამალობანას თამაში თამაშებში Blair Witch-იც მაქვს ეპიკზე ოღონდ, უფასოდ არიგებდნენ ადრე და ავიღე. ეგეც კაი ბლომად საბოდიალოა აქეთ, იქით. არ მიყვარს თამაშებში დიდი დრო ბოდიალს რომ მიაქვს აქეთ-იქეთ რომ მიაგნო მისიას, დროის კარგვაა ჩემთვის, და ეგეც ცოტა წავითამაშე და მივაგდე. ეხლა ერთი სული მაქვს ბოლომდე დავასრულო ეს Hogwarts Legacy რომ Dead Space-ის რიმეიკი დავიწყო.
  15. ლოკალური AI დავაყენე ორი ცალი რადგან კომპიუტერის მონაცემები ხელს მიწყობს. 1. Meta-Llama 3.1 8B Instruct - ამას გამოვიყენებ RAID: Shadow Legends-ის დამხმარედ. დავუკავშირებ RAID_Knowledge-ის საქაღალდეს სადაც ვინახავ HellHades-ისა და Ayumilove-ის სახელმძღვანელოებს. ის კონფიგურირებულია ისე, რომ გამოიყენოს ჩემი 64GB RAM და CPU. შემიძლია ჩართული მქონდეს და რჩევები ვკითხო არტეფაქტებზე ან მასტერებზე უშუალოდ თამაშის დროს, ისე რომ FPS არ დამივარდეს. 2. Dolphin 3.0 Llama 3.1 8B (გაუფილტრავი ვერსია) - ამას გამოვიყენებ კითხვებისთვის, კრეატიული წერისთვის ან ისეთი თემებისთვის, რაზეც სხვა AI-ები შეიძლება "მოერიდონ" პასუხის გაცემას მათი პოლიტკორექტულობის გამო. ეს მოდელი გაშვებულია ჩემს ASUS TUF RTX 3080-ზე. ის წარმოუდგენლად სწრაფია და პასუხებს მომენტალურად მიწერს.
  16. შეიძლება ვცადო ისევ 7-ე სერია. იმედია არ წაიშალა სეივ ფაილები. არ მიყვარს თამაშის მიგდება. ისე village გამიგია ბევრს მოწონს. ჩავაგდებ ვიშლისტში, ან გეიმფლეის ვნახავ Youtube-ზე და იმის მიხედვით გადავწყვეტ ვიყიდო თუ არა. გარემო და გრაფიკა მომწონს Village-ში რასაც ვუყურებ. ისე Survival Horror სტილი თუ მოგწონს Outlast 1 და 2 ცადე, და Alien: Isolation. გაგისწორდება. უბრალოდ მე არ მომწონს ეგ სტილი. პირველი Outlast დახურული მაქვს მაინც ხო, 4-ე და 5-ე რეზიდენტები ჩემი საყავრელი თამაშებია რეზიდენტებიდან, უბრალოდ 5-ს ვეღარ ვითამაშებ თუ რიმეიკი არ გააკეთეს. ჩემი გემოვნებისთვის ძალიან ძველი გრაფიკა აქვს. Assassin's Creed - Origins - ესეც ვიყიდე, 90%-იანი ფასდაკლებით არის სთიმზე და რადგან სხვა ასასინები ვიყიდე, მეთქი ამასაც მივაყოლებ. მოკლედ, მთელი წლის თამაშები დამიგროვდა, 2026 მოსაწყენი არ იქნება შენ ეს ახალი Silent Hill 2 არ გაქვს ხო ჯერ ნათამაშები?
  17. ხო, აი მაგიტომ არ ვყიდულობ რეზიდენტის სხვა სერიებს, ზუსტად ეგ არ მიყვარს თამაშებში, უკვდავი ბოსები რომ მოგსდევენ და ტყვიები ცოტა რომ გაქვს და მოკლედ სიამოვნების მაგივრად ტანჯვაში რომ ხარ მეოთხე მომწონს, არც ტყვიების პრობლემა გაქვს და ხოშიანადაც ხოცავ მონსტრებს. თან პაზლებიც ბევრი არ აქვს, ყოველშემთხვევაში ძალიან რთული პაზლები, რაც ასევე არ მიყვარს. რეზიდენტის ფრენჩაიზიდან 4 ყველაზე მეტად მიყვარს. მეხუთეც კარგი იყო, აფრიკაში რომ ხდება. მომეწონა ეგეც თავის დროზე. 6-ზე უკვე მოიკოჭლებდა მაგრამ ასე თუ ისე ცუდი არ იყო. აი მეშვიდე უკვე სულ სხვა ჟანრი გამოუშვეს, რომელიც არ მომწონს. შუამდე ვითამაშე და რომ გავიჭედე სადღაც, მივაგდე სხვა შემდეგი სერიებიც როგორც ვიცი იგივე სტილის არიან და არც მაგეებზე შევიწუხე თავი. ეგ რეიმეიკებიც გამოუშვეს მერე 2 და მესამე მარა როგორც ჩანს ეგენიც საჩემო თამაშები არაა და დავიკიდებ. ისე პირველ Dead Space-შიც ჩნდება ეგეთი უკვდავი მონსტრი, რეგენერაციას რომ აკეთებს, მაგრამ იქ დაბალანსირებულად არის გაკეთებული. დიდი ხანი არ გრძელდება ეგ დევნა და მაინც სასიამოვნო სათამაშოა Dead Space. როგორც იქნა Hogwarts Legacy დავხურე (main story) დღეს. კარგი თამაში იყო, 9/10-ს დავუწერდი პროპაგანდის გამო დავაკელი 1 ქულა. სხვა მხრივ კარგია. ეხლა exploration-ს ვაკეთებ რომ რაც არ მაქვს გახსნილი გავხსნა და ბარემ ისე დავხურო. კაი ბლომად საბოდიალოა ეგეც. რომ მოვრჩები Dead Space-ის რიმეიკი უნდა დავიწყო.
  18. გილოცავ მამუკ. ძალიან კარგი და ლამაზი მონიტორი ჩანს, თან ფერებში კარგად წავიდა შენს სფიქერებთან. ისე მეც არ მაწყენდა მონიტორის გამოცლა. აი ეს პრობლემა დაეწყო ჩემი დელის მონიტორს. შეკეთებაზე 50-დან 100 ლარამდე მითხრეს, მარა დავიკიდე, მეძვირა. იყოს როგორცაა და თუ ძალიან გაუარესდება ან ჩამოვარდება მერე მივიტან შესაკეთებლად ან რამე ახალ მონიტორს ვიყიდი. მარა თუ ვიყიდი VA პანელზე ავიღებ მე. ძალიან არ მომწონს IPS პანელი მაგისი ცუდი შავი ფერის დამუშავების გამო. შენ რაღაც კარგი მოდელი აგირჩევია, უკეთესი შავი უნდა ქონდეს მაგას სტანდარტულ IPS-იან მონიტორთან განსხვავებით.
  19. ახალი გამოვიდა კიდევ Silent Hill F. სურვილებში მაქვს. მერე მაგასაც ვიყიდი ამ თამაშებს რომ დავხურავ. განსხვავებული ყოფილა ძალიან.
  20. ვცადე ეგ თამაში ადრე და რაღაც არ მომეწონა დიდად, თან სადღაც გავიჭედე მახსოვს და მივაგდე მერე მე უფრო Dead Space/Callisto Protocol/Filling Floor-ის მსგავსი თამაშები, კარგა დიდი რაოდენობით რომ ხოცავ მონსტრებს კი, ვაპირებ დავხურო Resident Evil 4 ახალი. Silent Hill 2 მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს ალბათ ჰორორებიდან. რაღაც სპეციფიური ატმოსფერო და საუნდტრეკები აქვს მაგ თამაშს. მოკლედ კაი ბლომად თამაშები დამიგროვდა სათამაშოდ.
  21. კი რემასტერი. საუნდრეკებიც მაგარი აქვს. ზოგადად მიყვარს ჰორორის ჟანრი თამაშებშიც, ფილმებშიც და მუსიკაშიც. დახურული მაქვს სამივე. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაშია. უბრალოდ ეს რემასტერი არ მქონდა.
  22. ესენიც ვიყიდე დღეს რადგან დიდი სეილებია: Cyberpunk 2077 Detroit: Become Human Dead Space MotoGP™22
  23. Resident Evil 4-იც ვიყიდე. მოკლედ კარგი ბლომად თამაშები დამიგროვდა დასახური რეებიც ვიყიდე. ესეთია ამჟამინდელი სია: Hogwarts Legacy (ამ მომენტში ამას ვთამაშობ) Silent Hill 2 Resident Evil 4 Vampyr Dying Light 2 Dying Light Beast Assassin's Creed Valhalla Assassin's Creed Odyssey Dirt Rally F1 2013 მაგ სიის მიხედვით მივყვები ნელ-ნელა. მანქანებს შიგდაშიგ წავუთამაშებ ხოლმე (Grid Autosport), მარა ჩემთვის ნამეტანი მოსაბეზრებელია და დამთავრების პირი არ უჩანთ . შეიძლება დავიკიდო საერთოდ მანქანები. დიდად მაინც არ მიყვარს. შემდეგზე აუცილებლად უნდა ვიყიდო The Last of Us part II. პირველი შედევრი იყო. სურვილების სიაში მაქვს კიდევ ეს თამაშები: Silent Hill F, Horizon Zero Dawn Remastered, Horizon Forbidden West, Uncharted, Avatar: Frontiers of Pandora, CyberPunk 2077, Red Dead Redemption 2, Vampire: The Masquerade 2 bloodlines, Killing Floor 3. Assassin's Creed Odyssey და Assassin's Creed Valhalla თუ მომეწონა, მერე სხვა ასასინებსაც ვიყიდი. ისე ეს პირველი ასასინი იქნება ჩემთვის. ადრე ვცადე სულ ძალიან ძველები და არ მომეწონა.
  24. ყველაზე საშინელი კომპანიაა გადამზიდ კომპანიებს შორის. დღეს 29 დეკემბერია და ჯერ კიდევ არ არის ნივთი ასახული და არც არანაირი პასუხი არ მაქვს მათგან. სრული იგნორი. როგორც ჩანს სხვებიც ჩემს დღეში არიან, ფეისბუქზე ვნახე კომენტარებში და როგორც ჩანს ინექსმა წაშალა ბევრი ნეგატიური კომენტარი. დღეს საბოლოო გამაფრთხილებელ წერილს მივწერ და ამასაც თუ დააიგნორებენ მერე უკვე მივმართავ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GNCA) მომხმარებელთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის საფუძველზე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.