Jump to content

NEIRON

მოდერატორი
  • Posts

    7828
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    48

Everything posted by NEIRON

  1. ჯერ ადრეა მოწონება ,კიდევ გასაკეთებელი ბევრია-ჰაჰ,ხომ გამომივიდა წინასაარჩვნო დაბოლებასავით :905:
  2. კლასიკურ ფორმებში :D
  3. ამ თემაში თავი მოვუყაროთ მოდინგზე შემეცნებით ვიდეოებს ზოგ ვიდეოებს დავურთოთ მოკლე აღწერა,რომ ვიცოდეთ რაზეა იგი. კეისის მოკარბონება: ქულერისთვის სამაგრის ამოჭრა კეისზე
  4. შეფასებისთვის მადლობთ! ლექსო მართლს ამბობს,სტომატოლოგი ვარ მომავალი გემოვნებაზე არ შემცდარხარ,ძალიან კარგია,ფასის მხრივ- 320 ლარი ღირს
  5. მოდინგისას ბორმანქანაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია დრელი,რომელსაc კეისიდან დაწყებული სხვა ათასი რამით დამთავრებული გამოიყენებთ სახლში. როგორ შევარჩიოთ დრელის მცირე ბიუჯეტიანი ვარიანტი: თქვენი ბიუჯეტი თუ 50 ლარამდეა,იყიდით ისევ და ისევ შტერნს,ზოგს შეუძლია თქვას,რატომ შტერნი,იყოს სხვა ფირმაო,მაგრამ შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჭირი სჯობს. პირადად მე მაქვს 5 წლის უკან ნაყიდი შტერნის დრელი,რაც მაგას აქვს დღე გამოვლილი,სულ რკინეულობის მეტი არაფერი უხვრეტია. რჩევა პირადი გამოცდილებიდან:ნებისმიერ ასეთ დრელს,რომელსაც აქვს დარტყმითი(ატბოინიკი მიახლოვებით) ფუნქცია,არ გამოიყენოთ საერთოდ,თუ გინდათ დიდხანს გემსახუროთ,რადგან მეტალი არის ნაკლებ მკვრივი და გატყდება.პირველ რიგში კბილანები,რასაც გამელოტებულის შესახედაობამდე დაიყვანთ ბეტონის ხვრეტით. ჩემს დრელს გავუუქმე ყიდვისთანავე ეგ ფუნქცია. ეს გახლავთ ეგ პიონერი,42 ლარი მივეცი(ახლა ცოტა გააძვირეს,მგონი 10 ლარით),სიმძლავრე 750 ვატი გახლდათ,რედუქტორის სამაგრი დეტალები დურალუმინი. პატრონის ღერძი(ანუ სადაც სვერლო დგება) წინა და უკანა მხარეს ფიქსირებულია მეტალის ტულკებით,სიზუსტის მხრივ არანაირი შემოდავება რა არის მთავარი,რომ ამ ხელსაწყომ გვემსახუროს ძალიან დიდხანს: დატაოტება(მე ლიტოლ 24-ით ვატაოტებ) და დაზეთვა პატრონის(სადაც სვერლოს აფიქსირებთ),პატრონის ტულკის 3თვეში ერთხელ ვზეთავთ(1 წვეთი ზეთი ყოფნის),დატაოტებისას ტაოტს არ ვჟმოტავთ,ვწმენდთ ძველს და ცალკე კუთხეში არ ვათავსებთ სიმბოლურად ახალ ტაოტს(ახალი ტაოტი თაფლისფერია,მუქი-შავი ტაოტი კი უკვე გამოსაცვლელია),ასევე საჭიროა საკისარების დატაოტება,რადგან აქ ტაოტმა იცის ამოშრობა მუშობისას. მომდევნო მუშა დრელი ისევ შტერნის გახლავთ,ოდნავ პატარა,400 ვატიანი,დაკომპლექტებულია თითქმის იმავე დეტალთა მიმდევრობით,გარდა: პატრონის სამაგრი ღერძის წინა მხარე არის საკისარზე,უკანა მხარეს ლატუნის ტულკაზე,კბილანების სამაგრი არის პლასმასი,რაშიც მოთავსებულია მეტალის ტულკა. ტექ მომსახურება ამასაც იმავე უნდა,ოღონდ იმავე დატვირთვით რომ იხმაროთ,როგორიც ზედა შტერნი,გაფუჭდება მალე. ტექ მომსახურება იმავე გახლავთ,ტაოტს გამოვუცვლით თუ გაშვებულია ან მუქი ფერის,საკისარს დავატაოტებთ,დაზეთვა არ გვინდა,რადგან წინა მხარე ტულკაზე არაა. დრელის ან სხვა რაიმე ხელსაწყოს ყიდვისას ინსტრუქციას ნაკლები თუ კითხულობს,ამიტომ,ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ,გადახურების აცილება,ბევრს არ ადარდებს,სწორედ ამიტომ იწვება ხელსაწყო. როცა დრელით დაბალ ბრუნზე მუშაობთ(300-700მდე) თბოგადაცემა არის ნაკლები,ამიტომ ტემპერატურის ზრდა იწყება თანდათან. მსგავსი დრელის გაგრილების სისტემა უზრუნველყოფს დრელის ოპტიმალურ გაგრილებას მაღალ ბრუნზე,ამიტომ,როცა მუშაობთ დაბალ ბრუნზე და უკვე პლასმასის კორპუსი ასე 50 გრადუსამდეა ან მეტი ,ხელსაწყო დაუტვირთავ რეჟიმში ააჩქარეთ მაქსიმალურად რომ გაგრილდეს(თუ მუშაობა კიდევ მოუწევს,თუ არადა თვისით გაგრილდება). დაბალბიუჯეტიანი ვარიანტიდან ზედა 2 თითქმის სრულად განვიხილეთ,ახლა კი გადავიდეთ საშუალო ბიუჯეტიან ვარიანტზე: კონკრეტულად Makita 6408 ,ძლიან კარგი მუშა ხელსაწყოა,წუნს ვერ დადებ,უბრალოდ გარშემო რეზინით უკეთესი იქნებოდა სიმძლავრე 530 ვატია მაკიტას აქვს ასე მორეზინებული სახელურის ვარიანტი Makita HP 1620 ,რომელიც რუმინეთში იწყობა,სიმძლავრე 630 ვატია. მომდევნო მწარმოებელი გახლავთ bosch,რომელიც უშვებს როგორც სახლის მომხმარებლებისთვის,ასევე პროფესიონალური კლასის ხელსაწყოებს. პროფესიონალი უფრო დახვეწილია ხელში უკეთ ფიქსაციის მხრივ,ხარისხი იმავეა. დრელი Bosch PSB 500 RE არის სახლის მომხმარებლებისთვის,(პროფესიონალური ხელსაწყოები არის მხოლოდ ლურჯი ფერის),ხარისხის ეტალონია,ამ დრელით ვხვრეტდი 16 სმ-იანი ხვრელს ლამინატში,15 ცალს,დრელი ისე იყო ცხელი,რომ გარშემო ხელს ვკიდებდი ნაჭრით,გარედან ისე გაცხელდა,ნაკლეიკაც კი დეფორმირდა და აძვრა,შიგნიდან დატაოტების მიზნით დაშლისას,ვერ დავშლე,რადგან მიმდნარიყო პლასმასა,ჩაქუჩის გამოყენებით დავშალე და მივაპროფილაქტიკე,დღემდე მუშობს(იმავეს გაკეთბას არ გირჩევთ მაინც ) ფასი 160 ლარის ფარგლებშია. ეს დრელი არის 500 ვატიანი,ბრუნები კი იმიტომ არ ჩამოვუწერე არცერთს,რომ ეს 0 დან 2800-მდეა . მომდევნო ვარიანტი გახლავთ Bosch gsb 16 re, რაც არის ძალიან კომფორტული მუშაობისას,მორეზინებული სახელურით,პატრონის ავტობლოკირებით(ანუ,დრელზე რომ აფიქსირებთ სვერლოს,შტერნის ან სხვა ზოგ დრელზე, გინდათ გასაღები ,რომ დააფიქსიროთ,+ მეორე ხელიც,რომ ღერძმა არ იტრიალოს,აქ კი,ღერძი ავტომატურად იბლოკება სვერლოს ფიქსაციისას და გადაჭერას უნდა მხოლოდ ცალი ხელი, გასაღები არ უნდა,ძალიან მოხერხებულია როვა უცბად გაქვს შესაცვლელი სვერლო) ,სიმძლავრე 750 ვატი,აქვს „ატბოინიკის“ ფუნქციაც ,თუმცა არ გირჩევთ იხმაროთ ისე,როგორც პერფორატორს. კომპლექტშია:4 მეტრიანი რბილი სადენი,ჩემოდანი,სახელური. black&deker-ს,hilti-s,dewalt-ს ... მათთან არ მქონია შეხება და ვერ გეტყვით ზუსტად,თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ბრენდი,1-2 იტყვით დაწერეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები,ასევე დატვირთვის რეჟიმი,თუმცა ჰილტზე შემიძლია გაგიწიოთ რეკომენდაცია,პერფორატორებში არის ზემუშა ხელსაწყო. დაიმახსოვრეთ,რომ დატაოტება ხელსაწყოსი არ ხდება ნებისმიერი ტაოტით,საუბარი მაქვს კარგ ბრენს ფირმებზე,რადგან მაგ: Bosch gsb 16 re სილიკონის ტაოტი უნდა ,სხვა ტაოტს შეუძლია რეზინის საჰერმეტიზაციო რგოლი დააზიანოს,დაფშხალოს. ძალზედ არ დავწვრილმანდი ახსნაში,რადგან თუ კითხვა გაქვთ,დაწერეთ და გიპასუხებთ ფორუმელები,დეტალურად კი თითოული მწარმოებლის გუგლში მოძიებისას,ოფიციალურ საიტზე თავის ნახაზიანად ნახავთ თითოეულ მოდელს. მთავარი რჩევა:
  6. დღეს გეიზერი იყო წერეთლზე:
  7. როცა მოიცლი აქეთაც დადე ფოტო http://forum.ge/?f=23&showtopic=34363020&st=480
  8. გამოკითხვა განულებულია,შეგიძლიათ ხმა ახლიდან მისცეთ
  9. ამ თემას გადახედეთ ,გამოგადგებათ
  10. მეხი რასაც აზიანებს,არის ქსელში გამავალი ხაზი,კვების ბლოკის და ქსელის კარტის თამადობით. მანამდე კი რა მიიყოლა ღმერთმა იცის,რამე ხმა არ აქვს,სიგნალი
  11. ტისკები არ შეიმჩნიოთ ,დროებითად 1 კბილანას აფიქსირებს,მეორე დასაქოქად გადამწონის როლს.
  12. სითბოსგან და ჰაერის ნაკადისგან ლექსო,რომ ვჭრიდი შუა ნაწილი5 მმ-ზე მეტად იყო გამოწეული. გამწოვი ფანი ცოტა ხომ არ გიყენია?
  13. ფრეზი კარგადაა მოკალათებული მაგიდის ქვეშ,მოსახერხებელია საფრეზად ,ეგ ფრეზი ის პატარა მაკიტაა თუ სხვა მამა ედიშენი?
  14. მე სახელურით ვერ ვხმარობ დრელს და უშუალოდ იმ ალუმინის დეტალზე მაქვს ხელი ხოლმე
  15. დრელზე მაქვს შეკითხვა: ყველა ალუმინის წინა ნაწილიან დრელმა იცის გახურება მაღალ ბრუნზე სიტყვაზე 50 ხვრელის გახვრეტისას 3მმ-იანი სვერლოთი რკინაში,5 მმ-იანი სიღრმის,ჩემი ბოშის წინა ნაწილი ცხელდება დისკომფორტის შეგრძნებამდე ხელში,ბლექ დეკერზეც მასეა? შაბლონს გააჩნია და დანის კონფიგურაციას,დიდი დიამეტრის ამოჭრა ფრეზით ადვილია ძალიან.
  16. ბოლო ბექა არის ფრეზი,კარგი მოსახერხებელი ხელსაწყოა რბილი მეტალის და ხის,მდფ-ის დასამუშავებლად.
  17. ოო,კარგი ხელსაწყოებია,დრელი პატრონის ავტობლოკირებითაა მგონი ხო?! ჩემი დრელიც ეს არის,ძალიან კარგი დრელია
  18. კარგი ხელსაწყოა და ალბათ საქმეც სწრაფად მიდის რეზბის მომჭრელი თავები რა ზომამდე ჭრის და ლინკი თუ შეგიძლია დადოთ როცა მოიცლი.
  19. ოგრმინა სფერული იყო კეისის,ჰაერის ნაკადმა დაბრიცა ასიანი ,ეგ კეისია თუ კომპრესორი ლექსო?! :givi:
  20. კი,კაკრაზ დრელზე დავწერ. განყოფილება უნდა გაცოცხლდეს უფრო
  21. ჩამოვალაგოთ ჩვენი ხელსაწყოების არსენალი,რითიც გადის მოდს "უბედური" კეისი და არამარტო ხელსაწყოებზე ახსნა ან რამეს თუ დაურთავთ,ძალიან კარგია ჩემი ხელსაწყოების ნაწილი: ეს კუსაჩკა შავტარიანი არის გერმანული,გამოწრთობილ რკინას ჭრის 3-4 მმ-იანს კარაქივით,რუსული მკვნეტარა ამასთან ბავშვია ,იაფადაც ჩამივარდა აქეთ მხარეს ატვიორკების არსენალია ,კაი ძველი ნაყიდია,3 წლის მაინც,ხარისხით ეს უკეთესი გამოდგა,ვიდრე ახლახანს გამოშვებული იმავე ფირმის. სვერლოებიც,რომელსაც 15 წლიდან ვაგროვებ ეს ალუმინის კუთხურა არის სვერლოს პირის დახრის საზომი. ხის სვერლო ალესილი უნდა იყოს 90 გრადუსზე,რკინის 140,საშუალო ვარიანტი კი რაც მიდის თითქმის ყველა მეტალზე,არის 120 გრადუსი. ამ ხელსაწყოთი მოწმდება ალესილი სვერლოს სისწორე,როცა პირი გამოსასწორებელია და მიფარჩაკებულია. დანარჩნი ფოტოები თქვენც დამაწიეთ :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.