Jump to content

NEIRON

მოდერატორი
  • Posts

    7828
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    48

Everything posted by NEIRON

  1. ამ თემაში დავდოთ ამა თუ იმ ელ.ხელსაწყოების დამზადების ვიდეოები მაგ: როგორ მზადდება ვიდეოდაფა: http://smotri.com/video/view/?id=v420938bbae როგორ მზადდება cd დისკოები: როგორ მზადდება ოპტიკური ლინზები: როგორ მზადდება მზის ელექტროპანელები: როგორ მზადდება პროცესორი: როგორ მზადდება ოპტიკურბოჭკოვანი სადენი: ნათურის დამზადების ტექნლოგია: როგორ მზადდება ელექტროდები: როგორ მზადდება ფლუორესცენტული ნათურები: როგორ მზადდება ელექტრონული დისპლეები: როგორ მზადდება დედაპლატა: პ.ს:დაიდოს აზრიანი ვიდეოები
  2. ოოო დღევანდელი დღე დიდადაა დახუნძლული ციფრულებით სულ ოთხი ციფრულის წარდგენა მოხდა... მათგან პირველია Olympus E-5. მას აქვს 12.3MP-იანი Live MOS ტიპის სენსორი "ზებგერითი გამწმენდით", 3 დუიმიანი მბრუნავი (270 გრადუსით) დისპლეი 920000 წერტილით. შეუძლია 720p გაფართოების ვიდეოს გადაღება წამში 30 კადრის სიჩქარით. აღჭუვილი იქნება Zuikos-ის წარმოების 12-60მმ-იანი ობიექტივით (დიაფრაგმა - f2.8-4.0). ფოტოგადაღებისას შესაძლებელია 1/8000წმ-იანი ექპონირების მიღწევა და 5fps სიჩქარით მიყოლებითი გადაღება. წინასწარი ფასი არც მეტი, არც ნაკლები - 1700 აშშ დოლარია. კამერა ამა წლის ოქტომბერში გამოვა გაყიდვაში და საბოლოო ფასსაც შემდეგ გავიგებთ.
  3. მოკლედ ტექსტი დავაკოპირე მონათესავე ფორუმიდან წყარო http://sqema.net/forum/index.php/topic/211-დე-ენ-ემ-კომპიუტერი/ მოკლედ რა ინფო გაქვთ? avtori quso13
  4. სანამ ავტომობილების მწარმოებლები ეძებენ შიდა წვის ძრავის ეკონომიურ ალტერნატივას, ხოლო მყარი დისკების მწარმოებლები აერთიანებენ HDD-ს და SSD-ს ერთ კორპუსში კომპანია General Electric ცდილობს გააერთიანოს ენერგოდამზოგველი ლუმინესცენტრული და ტრადიციული ნათურები ერთ მთლიანში. პირველი როგორც ვიცით ნაკლებ დენს მოიხმარს, მაგრამ მაქსიმალურ სიკაშკაშეს ჩართვიდან რამოდენიმე ხანში აღწევს. ჩვეულებრივი ნათურა ჩართვიდანვე დიდ სიკაშკაშეს იძლევა მაგრამ ბევრ დენს მოიხმარს. როგორც საიტი Engadget იუწყება კომპანია General Electric აპირებს ჰიბრიდული ნათურის გამოშვებას, რომელიც მსხლის ფორმის კორპუსში შეიცავს ლუმინესცენტრულ მილსაც და ჩვეულებრივ ჰალოგენური ნათურასაც. ეს უკანასკნელი ანთებული რჩება მანამ სანამ ლუმინესცეტრული მილაკი მაქსიმალურ სიკაშკაშეს მიაღწევს ხოლო შემდეგ ითიშება. ასეთი ტიპის ნათურები თავიდან გამოვა 15 და 20 ვატიანი სიმძლავრით, რაც ჩვეულებრივი ნათურის 60 და 75 ვატიან სიმძლავრეს შეესაბამება. ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
  5. და ვინც nod 32 ს გააფარჩაკებს კარგი იქნება , ლინკი http://file.ge/index.php?s=nod32&sbutt...%83%98%E1%83%9C ავირაც http://www.free-av.com/ აგერ კიდევ ვირუსები http://www.windowsfaq.ru/content/view/449/80/ მაიკროსოფტამ ყველა დაიჭირა კიდევ ცხელ ცხელი ვირუსები, მოცულობა 3, 42 MB აქ 3732 ვირუსია http://depositfiles.com/ru/files/4239920 http://letitbit.net/download/69c92b961217/...esting.rar.html http://rapidshare.com/files/101093062/Viru...rus_Testing.rar შეგიძლიათ თქვენს "მეგობარს" ემაილზე გაუგზავნოთhttp://archive.rin.ru/cgi-bin/mail.pl?id=44947 .txt ფაილში ჩაწერეთ ეს კოდი და შეინახეთ: X5O!P%@AP[4\PZX54(P^)7CC)7}$EICAR-STANDARD-ANTIVIRUS-TEST-FILE!$H+H* ანტივირუსს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს(როგორც ვირუსზე),თუ ლეთარგიულ ძილში არაა სამივეში იგივე ვირუსია,სერვერია უბრალოდ სხვადასხვა.აქ 3700 მდე ვირუსია http://depositfiles.com/ru/files/4239920 http://letitbit.net/download/69c92b961217/...esting.rar.html http://rapidshare.com/files/101093062/Viru...rus_Testing.rar 100 ვირუსი,ვირუსები ჩამოიტვირთა აქედან http://filesportal.ru/soft/24278-100-virus...ompjutera..html პაროლი არქივზე virus გავტესტე მსე ყველა წაშალა ამოაარქივებისას ეს ვირუსები გადარჩა. არანაირი ini საქაღალდეები,აცელა ყველა. პროგრამ ფაილებშიც არაფერია,არსადაა ზედმეტი საქაღალდე. ეხლა full სკანზე გავუშვი და1 ვირუსი კიდე მიაშალა. ზედა დარჩენილ ვირუსებს 1 გამოაკელით ვირუსი რომელიც fashisti-მა მომაწოდა http://www.link.ge/file/296276/DEDIS-MSERAVI-VIRUSEBI-sul-satitaod-vagroveee.rar.html ღმერთმა ვირუსული ბაზები გაგიმართოთ დავითვალე აღმოჩენილი ვირუსები MSE-მ 161 ვირუსი აღმოაჩინა. კიდევ 1 რამ:მსე 2,3,4 და მეტ იდენტურ ვირუსს თვლის 1 ვირუსად. kis-მა 94,ნაღდად გამიკვირდა. თუ არ გჯერათ ასე ჰქენით: txt ფაილში ჩაწერეთ ეს კოდი და შეინახეთ: X5O!P%@AP[4\PZX54(P^)7CC)7}$EICAR-STANDARD-ANTIVIRUS-TEST-FILE!$H+H* შექმენით რამოდენიმე TXT ფაილი,შეინახეთ და ნახეთ ვირუსს რამდენს ამოაგდებს. მაინტერესებს სხვა ანტივირი როგორ აფიქსირებს ასეთ იდენტურ ვირუსს,ოღონდ ჯერ ჩვენებები გაანულეთ ვირუსთა აღმოჩენის. JAMBO ისე მაგ არქივს დაუსკანირების გარეშეც მიხვდები ვირუსი როა,ზედვე აწერია და რაფერ გადმოიწერე?! აქ ნახეთ რამდენი ერთნაირი ვირუსებია და ესეთი იდენტურები ბევრია,ზევით არის 1 ვირუსი აღმოჩენილი,ქვევით კი სად იქნა ზუსტად იგივე ვირუსები აღმოჩენილი. ასე ითვლის მსე.ამ აღმოჩენილ ვირუსებს 1 ვირუსად აღიქვამს.(ყველა მიაშალა რათქაუნდა) ეს რამოდენიმეა,იგივე სურათები ბევრია. გაიტესტა fashisti-ს მიერ მოწოდებული "სვეჟი" ვირუსებით! http://www.link.ge/file/296276/DEDIS-MSERAVI-VIRUSEBI-sul-satitaod-vagroveee.rar.html პ.ს. პაროლი არის 1234 გავტესტე კასპერსკი და მაიკროსოფტა ასე:დავატაკე ვირუსი მაიკროსოფტას გავაჩისტილშიკიებინე კომპი,მერე წავშალე და ჩავწერე კასპერსკი, კასპერსკმა იპოვა 2 ვირუსი სურათში ნახეთ: კასპერსკიმ ვირუსული ბაზების ბოლო განახლებით იპოვა სულ 3 ვირუსი მსე-ს მიერ გამოტოვებული. დარჩა ეს ვირუსები კასპერსკის: 3 იდენტური VIRUSI + კიდევ 1=4 ვირუსი აღმოაღინა მსე-მ კასპერსკის შემოწმების შემდეგ. კასპერსკიმ აღმოაჩინა 2 იდენტური ვირუსი +1=3ვირუსი პ.ს: ჩატარდა სრული(FULL)სკანით დასკანირდა კომპი. დასკვნა თქვენზე იყოს გავტესტე კასპერსკი და მაიკროსოფტა ასე:დავატაკე ვირუსი მაიკროსოფტას გავაჩისტილშიკიებინე კომპი,მერე წავშალე და ჩავწერე კასპერსკი,კასპერსკი ამოვშალე და ჩავწერე მსე და დავასკანირე,შედეგები ზევით ^ გაიტესტა ესე ანტივირუსები: ვირუსებით შემოწმების წინ დასკანირდა კომპი,შემდეგ ვირუსები ამოვაარქივე და გავტესტე,ვირუსები წაშალა და დავასკანირე კომპი,შემდეგ წავშალე mse და დავაინსტალირე კასპერსკი,ვირუსების ამოააქივებამდე სრულ სკანირებაზე გავუშვი კასპერა,აღმოაჩინა 3 ვირუსი,შემდეგ ამოვაარქიე ვირუსები, გავტესტე და სრული დასკანირების შემდეგ წავშალე,დავაინსტალირე ისევ mse და მსე-მ სრული სკანირებისას აღმოაჩინა 4 ვირუსი.
  6. წინა შედეგები: გაგიმარჯოთ დავიწყოთ რინგში მონაწილეების ჩამოწერა: kasperski internet securiti 9.0.0.736 avira antivir personal -free antivirus 9.0.0.415 Microsoft Security Essentials ტესტირება ჩატერდა ანტივირუსების ბაზის ბოლო განახლებით ,ერთიდაიმავე ვირუსთა სახეობით და ანტივირუსის(kis) მიერ კომპიუტერის სრული შემოწმებით,შემდეგ ამოშლით და ახლის დაინსტალირებით სულ იყო 100 ვირუსი,ვირუსები ჩამოიტვირთა აქედან http://filesportal.r...ompjutera..html kasperski internet securiti 9.0.0.736 ის შედეგი იყო 100 დან 89 წაშალა,3განკურნა. სულ აღმოაჩინა 92ვირუსი avira antivir personal -free antivirus 9.0.0.415 70 იპოვა და წაშალა სულ აღმოაჩინა 70 ვირუსი Microsoft Security Essentials წაშალა 89,კარანტინზეა7. სულ აღმოაჩინა 96 ვირუსი. გამარჯვებულს თქვენ თვითონ ხედავთ Microsoft Security Essentials გადმოწერა აქედან http://www.microsoft...ity_Essentials/ ამ სტატიაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდი მიშას ეს ანტივირუსისთვის დაგჭირდებათ ვინდოუს 7 ის აქტივატორი Blaster ის ავტორობით http://www.overclock...showtopic=14856 ვისტას აქტივატორი giorgipr ავტორობით http://bin.ge/file/1...r-2008.exe.html ვინდოუს xp წამალი http://bin.ge/file/1...r-100-.rar.html არ დამიწყოთ ეს ან ის ანტივირი რატომ არააო,აგერ ყველაფერი და გატესტეთ.ყველაზე ხადავოი ესენია რეკომენდირებული ანტივირები: გადმოტვირთვა: Microsoft Security Essentials p.s:იმისათვის რომ დააინსტალიროთ,ჯერ დააორიგინალეთ ვინდოუსი. გადმოწერეთ: AVIRA გადმოწერეთ: trendmicro გადმოწერეთ: kaspersky (სანამ კითხვას დასვამთ "რომელი ანტივირუსი დავაყენო" და ა.შ. უმჯობესია თემას გადახედოთ,გააანალიზოთ,გადაწყვიტოთ და დასვათ შეკითხვაც) დამატებით კომპიუტერის დასასკანირებლად გამოიყენეთ: გადმოწერეთ: malwarebytes PANDA http://www.pandasecu...users/windows7/ BIT DEFENDER http://www.bitdefender.com/ KASPERSKI http://www.kaspersky.com/ F-SECURE http://www.f-secure....ows7/index.html AVAST http://www.avast.com...or-windows.html Microsoft Security Essentials http://www.microsoft...ials/?mkt=en-us MC AFEE http://us.mcafee.com...f...0&cid=32819 ZONE ALARM http://promotions.zo...osoft/offer.htm AVG http://www.avg.com/w...-windows-7-mssc TRENDMICRO http://us.trendmicro...ows7-customers/ AHNLAB http://global.ahnlab.com/ WEBROOT http://www.webroot.c...-antivirus.html NORTON http://shop.symantecstore.com/ AVIRA http://www.free-av.com/en/index.html ზოგი 1 თვიანია ,ზოგი 3,ზოგი მუდმივი. გასაღებები და ტრიალ რეზეტები თქვენ დაძებნეთ,შეიწუხეთ ცოტა თავი.
  7. ინჟინერ ქიმიკოსმა,პროფესორმა პოლ ლაკხემმა და მეცნიერმა მანელ ტოპესმა ლონდონის კოლეჯიდან შექმნეს თხევადი სუბსტანცია, რომელიც შედგება ქაღალდისა და ბამბის ბოჭკოებისაგან,გამხსნელებისაგან,რომელიც მიფრქვევისას ხდება ჩვეულებრივი ტანისამოსი. მასალა მიიფრქვევა რამოდენიმე ფენად,სანამ საკმარისი ფენა არ დაეფინება ზედაპირს. აპ პროექტში კი პირველი თესლის(სpერმის არა) ჩამგდები კი გახლდათ მანელია ტორესი 1995-97 წლებში, როდესაც იგი სწავლობდა ხელოვნების სამეფო კოლეჯში ლონდონში. 2001 წელს კი დაიცვა დისერტაცია ამ თემაზე და დააპატენტა თავისი ქმნილება. ვიდეო მასზე იხილეთ აქ
  8. პირველი Ni-Cd ტიპის აკუმლატორი გამოიგონა ვოლდერმან იუნგერმა.მასში გამოყენებული მასალები მაგ დროს ძალიან ძვირი და ძნელად მოსაპოვებელი იყო, მაგრამ თექნოლოგიის დახვეწამ ეს აკუმლატორი პოპულარული გახადა გადასატანი ისეთ მოწყობილობებში,როგორიცაა: რადიოსადგურები,სამედიცინო მოწყობილობები და მობოლური ტელეფონები. ეს კი Ni-Cd აკუმლატორის სიგრძივი ჭრილი Ni-Cd ტიპის აკუმლატორების დადებითი მხარეებია: სწრაფი და მაარტივი დამუხტვის საშვალეება.დამუხტვა-დანმუხტვის 1000 მდე ციკლი სწორად ექსპლუატირების შემთხვევაში.დაბალი ტემპერატურისადმი მდგრადობა,უძლებს არასწორ ექსპლუატაციასაც კი. ნაკლი: დასატენ მოწყობილობაში ხანგრძლივი პერიოდით ყოფნა არასასურველია(აფუჭებს)მათ აქვთ შედარებით მაღალი თვითგანმუხტვა რის შემდეგაც თავიდანვე ხდება დასამუხტი(გააჩნია შენახვის ვადას გამოუყენებლად) ამპერი თუ ვერ გაიგეთ მაგ:ეს არის რამდენს იტევსაკუ მუხტს, ვატი=ვოლტიXამპერზე Ni-Cd აკუმლატორები თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში ბოლომდე არ განიმუხტა,დროთა განმავლობაში კარგავს მუშაობის ეფექტურობას,რადგან მის ფირფიტებზე წარმოიქმნება კრისტალები,რაც " მეხსიერების ეფექტის" შექმნას უწყობს ხელს. Ni-Cd ტიპის აკუმლატორები შეიცავს კადმიუმს და მისი განადგურებისთვის სპეციალური ტექნოლოგიაა საჭირო.(ისეთი როგორიც აქვთ საქართველოში) Ni-Cd აკუმლატორებს ფართო გამოყენება აქვს აკუმლატორიან ხელსაწყოებში Ni-MH ტიპის აკუმლატორების დამზადება დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში,ეს იყო მეტალ-ჰიდრიდის შენაერთი და სტაბილურობით არ გამოირჩეოდა,ამ სფეროში წარმატებას კი 1980 წელს მიაღწიეს. ამ ტიპის ატუმლატორების დადებითი თვისებებია 30%ით გაზრდილი ტევადობა,იშვიათად სჭირდება ბოლომდე განმუხტვა,ანუ ნაკლები მიდრეკილება "მეხსიერების ეფექტი"-სადმი,დაბალი ტოქსიკურობა. უარყოფითი მხარეებია დამუხტვა განმუხტვის ციკლების ნაკლები რაოდენობა,დაახლოებით 500,Ni-Cd კი 1000-ია. Ni-Cd ტიპის აკუმლატორთან შედარებით ბოლომდე დასამუხტად 2-ჯერ მეტი დროა საწირო, თვითგანმუხტვუის დიდი მაჩვენებელი,Ni-Cd აკუმლატორთან შედარებით დიდი ფასი. სწორი ექსპლუატაცია Ni-Cd ის აკუმლატორება გააჩნია "მეხსიერების ეფექტი"სადმი მიდრეკილება,ეს რომ არ მოხდეს,საჭიროა თვეში ერთხელ მათი ბოლომდე განმუხტვა,ანუ ვარჯიში. შენახვისას სასურველია მშრალ და გრილ ადგილას მოთავსება. LI-ion ის ტიპის აკუმლატორს არ გააჩნია "მეხსიერების ეფექტი"სადმი მიდრეკილება,მაგრამ 0 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე გამოყენებისას მალე ჯდება და შესძლებელია მისი მწყობრიდან გამოსვლაც. ახალი ტელეფონის ყიდვისას სასურველია აკუმლატორის 3ჯერ დამუხტვა-განმუხტვა. ნუ დამუხტავთ გრილ ან გახურებულ აკუმლატორს მანამ,სანამ მისი ტემპერატურა ოთახისას არ გაუტოლდება(10-20 გრადუსს) LI-ion LI-ion ტიპის აკუმლატორები ყველაზე მჩატე ლითონისგან მზადდება.ამ აკუმლატორზე პირველი ცდები 1912 წელს გილბერტ ნიუტონ ლიუისმა ჩაატარა, ხოლო პირვალი კომერციული ეგზემპლარი 1970 წელს გამოჩნდა.ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესება დღესაც გრძელდება. ლითიუმის შემცვლელი ელემენტების ორი ტიპი არსებობს: LI-ion და LI-pol. LI-ion ის შემთხვევაში გამოყენებულია ჟელესებრი ელექტროლიტი,LI-pol შემთხვევაში კი ლითიუმის შემცველი ხსნარით გაჯერებული პოლიმერი.პოლიმერი მარტივად რომ აგიხსნათ,ეს არის მონომერის ანუ ერთი მოლეკულის თანმიმდევრობითი მიერთებით მიღებული გაერთიანება ანუ პოლიმერი,მათ მიღების რეაქციას კი პოლიმერიზაციის რეაქცია ეწოდება. მაგალითად პოლიეთილენის "ცელოფანი"ო რომ ამბობენ,იგი მიიღება ეთილენის პოლიმერიზაციის რეაქციის შედეგად. LI-ion თიპის აკუმლატორების მახასიათებელი რამდენჯერმე აღემატება Ni-Cd და Ni-MH ის ტიპის აკუმლატორებს.მასში ენერგიის უფრო მაღალი სიმკვრივეა ,იმავე გაბარიტის მქონე Ni აკუმლატორებთან შედარებით 3ჯერ მეტი ვოლტი აქვს,1,2v ნაცვლად 3,6ვოლტი.თვითგანმუხტვა კი 5-10 % ია თვეში.მათ არ გააჩნიათ "მეხსიერების ეფექტი",დამუხტვა შესაძლებელია ნებუისმიერ დროს და სატენ მოწყობილობაში მისი დატოვება არ აზიანებს მას. LI-ion თიპის აკუმლატორების ნაკლია:უსაფრთხოებისთვის საჭიროა დამატებითი მექამიზმის ჩადგმა,თუ აკუმლატორს არ იყენებთ და იგი უბრალოდ შენახულია, განიცდის ამორტიზაციას.ნიკელ კადმიუმიანთან შედარებით მისი ფასი ძვირია. Li-polimer ტექნოლოგია ყველაზე თანამედროვეა. იგივე ენერგიის სიმკვრივე აქვთ ,რაც Li-ion ს. დადებითი მხარეა:მასალის პლასტიკურობა,რაც იძლევა იმის საშვალებას,რომ აკუმლატორს მიეცეს არასტანდარტული ფორმა.(შეგიძლია აკუმლატორი თითზე დაიხვიო და არ გაფუჭდეს)ამან მოხსნა მობილურის ფორმასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ეს არის Li pol აკუმლატორი
      • 3
      • Upvote
  9. OneCat გამოუშვა 5 ადგილიანი ავტომობილი რომელიც დამზადებულია შუშის ბოჭკოსაგან),(ტექნოლოგიის ზუსტად დაცვის შემთხვევაში რკინაზე მტკიცეა)იწონის 350კგ-ს,იგი მუშაობს დატუმბულ ჰაერზე,რომლებიც ინახება ავზებში,მანქნის ქვეშ.ეს მანქანა ეღირება 5 ათასი დოლარი. ავზის ჰაერით ავსება შეიძლება 3წუთში,რაც ელექტერომობილთან შედარებით გაცილებით სწრაფად ხდება. დიდი მოგზაურობის დროს მაღალი წნევა ავზებში შეიძლება გავზარდოთ ნებისმიერი სახის თხევადი საწვავის გამოყენებით,სითბოს გამო ჰაერი უფრო ფართოვდება და ზრდის დგუშზე ზეწოლის ძალას. ქალაქის პირობებში ავტომობილის ექსპლუატაცია შედარებით იაფი დაჯდება.(სხვადასხვაგვარი მოდიფიცირებით იქნება) შიგაწვის ძრავიშ შედეგი(აქ პრობლემა არამარტო CO2-შია,არამედ საწვავის წვის შედეგად გამოყოფილ მომწამლავი ნივთიერებების მთელ ბუკეტში) ჰაერის ავტომობილებს აქვთ ბევრი დადებითი მხარე,ჰაერით დამუხტვა შეიძლება როგორც სპეციალურ სადგურზე,ასევე ელექტროქსელში მანქანაში არსებული კომპრესორის საშვალებით,აგრეთვე ზემოთხსენებული მეთოდით,საწვავის გამოყენებით.შიგაწვის ძრავასთან შედარებით არ ცხელდება და რადიატორი და სხვა რამ არც უნდა,ნაკლებხმაურიანია,ეკოლოგ იურად სუფთაა.თან ჰაერის ძრავი საჭიროებს უფრო ნაკლებ მიხედვას. წნევა კი ავზებში 300-350კგ-სმ კვადრატის,ანი 1სმ კვადრატზე მოდის 300-350კგ ზეწოლა. იგი ჰაერით დატუმბვის გარეშე გადის 200კმ-ს.მაქსიმალური სიჩქარე 64კმ/სთ-ია,ხოლო ტვირთამწეობა 300კგ-ა და მძღოლი.მისი ფასი 5000 ევროა.
  10. სანთებელას გამოგონებაში წვლილი მიუძღვის ლეონარდო და ვინჩის.მისი გამოგონება ნახაზებიდან გამომდინარე იყო დიდი ზომის აგრეგატი. პირველი სანთებელა გამოგონილი იქნა 19-ე საუკუნის დასაწყისში გერმანელი ქიმიკოსის ვოლფგან დობერეინერის მიერ.მან საწვავად წყალბადი გამოიყენა,მისი გამოგონება კი უსაფრთხო ნამდვილად არ იყო. სანთებელები რომლებიც უსაფრთხო იყო მომხმარებლებისთვის გამოჩნდა 50 წლის შემდეგ დობერეინერის მექანიზმის გამოგონების შემდეგ.მასში გამოიყენებოდა ფილტრი საწვავში გაჟღენთილი,რომელსაც აალებდნენ ნაპერწკლით,კაჟის მეტალის ბორბალთან შეხებისას. 1903წელს ავსტრიელმა ქიმიკოსმა კარლ აიერ ფონ ბელსბახმა შეარჩია კაჟის ოპტიმალური შემადგენლობა,ამ შემადგენლობით დღევანდელ დღემდე მოყოლებული ამზადებენ სანთებელას კაჟს.ამ გამოგონების შემდეგ სანთებელები ზომაშიც დაპატარავდნენ და უსაფრთხონიც გახდნენ,თუმცა დიდი ხნის განმავლობაში სანთებელას ანთებისთვის ორივე ხელი იყო საჭირო,რადგან ბორბლის ღერძი ვერტიკალურად იყო. ეს კონსტრუქცია დახვეწა ორმა ამერიკელმა ინჟინერმა(ფრედერიკ ჩარლზ უაიზი და ვილი ბრინვუდი),რომელთაგანაც ერთერთი იყო ცალხელა,ეს გამოგონება მოეწონა ფირმა "Dunhill"-ს(სიგარეთის მწარმოებელია,სხვათაშორის საქართველოშიც იყიდება),ალფრედ დანხილმა კი 1929 წელს ხელი მოკიდა მის წარმოებას და რეალიზაციას . აქედან მოყოლებული სანთებელას კონსტრუქცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა,წვრილმანების გარდა,მაგ:საწვავის ავზთან შეერთება. პირველი გაზის სანთებელა გამოჩნდა 1947 წელს.1986 წელს კი ფირმა „Saroma"-მ შექმნა პირველი გაზის ტურბო-სანთებელა,ალის ქარსაწინააღმდეგო სისტემის დაცვით.ბოლო მიღწევაა ამ კომპანიის“ორმაგი ალი“.სანთებელას ერთ მფრქვევანას შეუძლია წარმოქმნას 2 ტიპის ალი:რომელიც არ ქრება ქარიან ამინდში და ჩვეულებრივი. აგრეთვე სანთებელას შეუძლია თავად განსაზღვროს რომელი ალი რა მდგომარეობაში გამოიყენოს. იაფფასიანი ერთჯერადი სანთებელის წარმოება დაიწყო 1973წელს,ფირმა მარსელ ბიკა-ს მიერ.მან შეისწავლა ბაზარი და გამოუშვა ისეთი „პოლუნაგავი“,რომლის გადაგდებაც ადამიანს არ დაენანებოდა. სანთებელას დამზადების ტექნოლოგია:
  11. დღეისათვის ამ პოპულარულ ტანისამოსს ყველა ხმარობს დაწყებული მებაღიდან პრეზიდენტით დამთავრებული. ჯინსი გამოგონილი იქნა გერმანელი ებრაელის მიერ ამერიკაში,(რომელიც იაფფასიანი ნაჭერი იყო)ფრანგის მიერ შექმნილი ნაჭრისგან. დაახლივებით 300 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით,საფრანგეთის ქალაქ ნიმ-ში დაამზადეს მატერია „serge de Nimes“,ხოლო 1500 წლის შემდეგ ამ ნაჭრისგან "de Nimes" დაიწყეს ჯინსების შეკერვა. 1492 წელს კრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციას თავიანთ ხომალდებზე Pinta და Santa Maria-ზე აფრების ადგილას ჰქონდათ სწორედ ეს მატერია „serge de Nimes“ ანუ "ჯინსების" ნაჭრის აფრებით აღმოაჩინეს ამერიკა . 1597 წელს ფრანგები Genoa-ს ეძახდნენ „ჯენოას“,მის მცხოვრებლებს კი „ჯენეს“.აქაურ იტალიელ მეზღვაურეებს აფრებისგან შკერილი შარვლები ეცვათ.ამის შედეგად კი აფრებისგან შეკერილ ნაჭერს „ჯენეს“,ან ამერიკულად ჯინსი ეწოდა. 1829 წელს ბუტენხაიმში,პატარა ქალაქში სამხრეთ ბავარიაში,დაიბადა ებრაელების ოჯახში უმცროსი ვაჟი ლეიბო(ლევი სტრაუს),რომელიც ყველაზე უმცროსი იყო 6 შვილს შორის.მისი მამა კი ყიდიდა ახლო სოფლებში ნემსებს,ძაფებს და სხვა ნივთებს.მამის სიკვდილის შემდეგ 1847 წელს,როცა ლეიბო 18 წლის იყო,ოჯახით გაემგზავრა ამერიკაში. 1853 წელს ახალგაზრდა ლეიბო მიიწვია მისმა დამ ფენიმ ,მისი ქმარი კი გაემგზავრა სანფრანცისკოში ოქროს ციებცხელების გამო.ლეიბო ადგილზე მისვლისას იმწუთასვე მიხვდა რომ ოქროს მომპოვებლებს პრობლემა ჰქონდათ შარვალთან.იგი სანფრანცისკოში გაემგზავრა „ბრიზენტით“ (ჯინსის ნაჭრით )კარვისთვის,რომელცისგანაც მან დაამზადა შარვალი,ანუ როგორც მან უწოდა“კომბინიზონი ზედატანის გარეშე“ და მან შეუკვეთა იგივე „ბრიზენტის“ ნაჭერი და დაამზადა პირველი გამოშვება ჯინსების.მაგრამ ნაჭერი არ გამოირჩეოდა გამძლეობით ჯიბეები ეხეოდა,მაშინ კი ლეიბომ ჯიბეების კიდეები რკინის სამაგრებით დაამაგრა. 1872 წელს მკერავმა ნავადოდან ჯაკობ დევისმა,რომელიც ყიდულობდა ლევი სტრაუსისგან ნაჭერს,მისწერა წერილი,სადაც მიუთითა ჯინსების შეკერვის ორიგინალურ მეთოდზე,და რადგან მას თანხა არ ჰქონდა ამის განსაორციელებლად,თავისი იდეა ლევი სტრაუსს შესთავაზა,რომ მას დიდი ზეწოლის მქონე ადგილებში:ჯიბის კუთხეებში და ღილის ადგილას დაეყენებინა სპილენძის სამაგრები(ზაკლობკები).1873 წლის 20 მაისს სტრაუსი და დევისი პატენტის მფლობელები გახდნენ,მათმა ქმილებამ კი დღევანდელსმიმსგავსებული ფორმა მიიღო. ასე 1873 წელს გამოჩნდა ორიგინალური ჯინსი მტკიცე მატერიისგან დამზადებული და ჯიბეებთან მეტალის „ზაკლობკებით“. ჩვენთვის ტრადიციული ლურჯი ფერის ჯინსი შემთხვევით გამოჩნდა:უეცრად გამოილია კარვის ბრიზენტის მარაგი,ხოლო ეს დანაკარგი შეავსეს საფრანგეთის ქალაქი ნიმიდან მიღებული ნაჭრით,სწორედ ესე გამოჩნდა ლურჯი ფერის ჯინსი.
  12. ოპტიკურბოჭკოვანი სადენის ისტორია : ოპიკურბოჭკოვანი სადენი ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი კავშირის საშვალებაა,მისი ტექნოლოგია მარტივია და შქმნილი იქნა საკმაოდ ადრე.ექსპერიმენტი სხივის მიმართულების შეცვლით, რომელიც დემონსტრირებული იქნა დანიელ კოლადონის და ჟაკ ბაბინეტის მიერ ჯერ კიდევ 1840 წელს.რამოდენიმე წლის შემდეგ ჯონ ტინდალმა ეს ექსპერიმენტი გამოიყენა თავის ლექციაზე ლონდონში და უკვე 1870 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი სინათლის ბუნების შესახებ.პრაქტიკული გამოყენება ამ ტექნოლოგიამ მოიპოვა 20-ე საუკუნეში.წინა საუკუნის 20-იან წელს ექსპერიმენტატორებმა კლარენსონ ხასნელმა და ჯონ ბერდომ ოპტიკური სადენის საშვალებით გამოსახულების გადატანის დემონსტრაცია მოაწყვეს.ამ პრინციპს იყენებდა გენრიხ ლიმანი პაციენტის მედიცინური გამოკვლევის დროს.მხოლოდ 1952 წელს ინდიელი ფიზიკოსი ნარინდერ სინგხ კაპანიმ ჩაატარა თავისი ექსპერიმენტი,რომელმაც უბიძგა ოპტიკურბოჭკოვანი სადენის გამოგონებას.პრაქტიკულად მის მიერ შექმნილი იქნა შუშის ბოჭკოები,ხოლო გარეკანი და შიგთავსი დამზადებული იყო სხვადასხვა სხივის გარდატეხის თვისების მქონე მასალისგან.გარეკანი პრაქტიკულად შუშის როლს ასრულებდა,შიგთავსი სხივის გამტარს,ასე თავიდან აცილებული იქნა სხიმის გაფანტვა.თუ თავიდან სხივი ვერ აღწევდა სადენის ბოლომდე და შეუძლებელი იყო ამ სადენით ინფორმაციის გადაცემა შორ მანძილზე,ეხლა კი ეს პრობლემა მოგვარებული იქნა.მაგალითად 1956 წელს კაპანიმ ეს ტექნოლოგია გააუმჯობესა.დამყოლისუნარიან� �� შუშის სადენები დახვეწის შემდეგ სხივს თითქმის დანაკარგის და ხარვეზის გარეშე გადასცემდა. 1970 წელს Corning -ის სპეციალისტების აღმოჩენა ითვლება ოპტიკურბოჭკოვანი ტექნოლოგიების ახალ ნაბიჯად, რომელიც საშვალებას იძლეოდა რეტრანსლატორების გარეშე დუბლირება მომხდარიყო იმავე მანძილზე რა მანძილზეც ხდებოდა სატელეფონო სიგნალის გადაცემა სპილენძის სადენის საშვალებით.გამომგონებლებმა შექმნეს გამტარი,რომელსაცშეუძლია შეინახოს დაახლოვებით 1% ოპტიკურბოჭკოვანი სიგნალი 1 კილომეტრის მანძილზე.თავდაპირველად ოპტიკური ბოჭკო მრავალფაზიანი იყო,ანუ არ შეეძლო გადაეტანა ასობით სიგნალი,ხოლო ბოჭკოს შიგთავსის დიდი დიამეტრი საშვალებას იძლეოდა იაფფასიანი მასალის გამოყენების საშვალებას(გამტარები და კონექტორები),შემდეგ კი იყენებდკენ ბოჭკოს მაღალი გამტარობით,რომლის საშვალებით შესაძლებელი იყო ოპტიკურ გარემოში 1 ფაზის ტრანსლირება.ერთფაზიანი ბოჭკოს გამოგონებით სიგნალი გადაეცემოდა უვნებელი დიდ მანძილზე,რამაც უზრუნველყო ინფორმაციის ნორმალური ტევადობის გადატანა. დღეისათვის ყველაზე გამოყენებადია 1 ფაზიანი ბოჭკო ნულოვანი (სხივის)ტალღის გადახრით.1983 წლიდან მას წამყვანი ადგილი უჭირავს ოპტიკურბოჭკოვანი პროდუქტების ინდუსტრიაში. ოპტიკურბოჭკოვანი სადენის დადებითი მხარეები: 1)ოპტიკურბოჭკოვანი სადენით შეიძლება ინფორმაციის გადაცემა 1 Тбит/с. 2)ძალიან დაბალი „სიგნალის ჩაქრობის“ მაჩვენებელი ბოჭკოში,რაც საშვალებას იძლევა სიგნალის 100კმ-ზე გადაცემას მისი რეგენერაციის გარეშე. 3)გამძლეობა სიგნალის სპილენძის სადენების ელექტრომაგნიტური ხარვეზებისაგან და ცუდი გარემოპირობებისაგან. 4) ინფორმაციის დაცვა ხელყოფისაგან.ინფორმაცია რომელიც გადაეცემა ოპტიკურბოჭკოვანი სადენების დახმარებით პრაქტიკულად შეუძლებელია ინფორმაციის „გაჟონვა“ სადენის დაზიანების გარეშე. 5)ბოჭკო რომელიც დიელექტრიკია,იგი ამაღლებს ქსელის უსაფრთხოებას.(ანუ მასში არ გადის არც ელექტრული დენი და არც ქიმიური ნივთიერება) 6)ბოჭკოების გამძლეობა-მისი ფუნქციონირების ვადა დაახლოვებით 25 წელია. ოპტიკურბოჭკოვანი სადენის უარყოფითი მხარეები: 1)მაღალი ღირებულება ქსელის აქტიური ელემენტების,როგორიცაა:ელექტრ ული სიგნალის სხივად გარდაქმნა და პირიქით. 2)მაღალი ფასი ოპტიკური ბოჭკოს შედუღების.(როცა წყდება ბოჭკო,მისი აღდგენა უფრო დიდ დანახარჯს მოითხოვს,ვიდრე სპილენძის). ოპტიკურბოჭკოვანი სადენის ელემენტები: ოპტიკური მიმღები რომელიც გარდაქმნის სადენის ინფორმაციის წყებას ელექტრონულ ნაკადად,რომლებიც შემდეგ აძლიერებენ და აღადგენენ მათ ფორმას.გადამცემი შედგება პარალელურ-მიმყოლი გარდამქმნელისგან იმპულსების სინქრონიზატორით(ეს დამოკიდებულია სისტემის დამონტაჟებაზე და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ბიტებში). ოპტიკური გადამცემი რომელიც ოპტიკურბოჭკოვან სისტემაში გარდაქმნის ელექტროენერგიას ოპტიკურ ნაკადად.ოპტიკური გადამცემი სისტემისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა ოპტიკური საშვალებები,მაგალითად:მანათო ბელი დიოდები,რომლებსაც იაფფასიან ქსელებში იყენებენ მოკლე მანძილზე კონტაქტისთვის,მაგრამ ფართო სპექტრალური ნაკადის შეუძლებლობა და შეუძლებლობა იმოშაოს ამ იაფფასიანმა სისტემამ მეორე და მესამე ოპტიკურ სარკმლებში,გამოუყენებადს ხდის მათ ტელეკომუნიკაციურ ქსელებში. ოპტიკური გამაძლიერებელი რომელიც ასიმეტრიულ ნაკადს ფოტოდიოდიდან გარდაქმნის ასიმეტრიულ დაძაბულობად,რომელიც ძლიერდება და გარდაიქმნება დიფერნციალურ სიგნალად. შუშის ბოჭკოები მზადდება კვარცისგან,ფლურო-ცირკონატი,ფლურო-ალუმინატი და სხვა.დღეისათვის კი ფეხს იკიდებს პლსტმასის ოპტიკური ბოჭკოები (Plastic optical fibers).ეს სადენებს ამზადებს კომპანია „ნეკსენს“-ი ოპტიკური სადენი რომელიც წყალქვეშ გადის:
  13. ალმასის მიკროსქემები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიაღწიეს 10 კარატიანი ალმასის შექმნას ხელოვნურად,რაც ჩვეულებრივი ალმასისგან არაფრით განსხვავდება ფასის გარდა. ჯერ კიდევ ალმასების მასიურ წარმოებამდე დადგინდა რომ ისინი საუკეთესო ნახევარგამტარები იყვნენ და ჩაანაცვლებდნენ ჩვეულებრივ ნახევარგამტარებ ამით ფასი რომ არა. ალმასის ნახევარგამტარისგან დამზადებულ ჩიპს შეუძლია იმუშაოს 81 გეგაჰერც სიხშირეზე,რაც რამოდენიმეჯერ მეტია ჩვეულებრივთან შედარებით.ალმასის ნახევარგამტარები სითბოს გამოყოფა ნაკლები აქვთ და ამის გამო შეიძლება კომპონენტების უფრო მჭიდროდ დალაგება და არ დაგვჭირდება ძვირადღირებული გამაგრილებელი სისტემების შეძენა. მწარმოებელი Carbon Power Electronics Сonsortium-ი უკვე 2011 წელს შემოგვთავაზებს ალმასის ნახევარგამტარებს. იმ დროს როცა კლასიკური მიკროსქემები და ჩიპები გადააგორებენ „მურის კანონს“(ანუ,პროცესორების ახალი თაობა მუშაობს უფრო სწრაფად 2,5 ჯერ,ხოლო ყოველი ახალი ვერსია ОС Microsoft Windows-1,5 ჯერ ნელა,გორდონ მური იყო ინტელის ერთერთი დამფუძნებელი),ალმაზის მიკროსქემები გადაავადებენ ამას კიდევ 10-20 წელი,ლაზერული შეერთებების გამოყენებისას მიკროსქემებს შორის და სხვა.რაღაც დროის შემდეგ მოლეკულური ნანოტექნოლოგიების განვითარებისას,შესაძლებელი იქნება ალმაზოიდის შექმნა,რომელიც შეცვლის უმრავლესობა მატერიალს.ეს აღმოჩენა კიდევ გაახანგრძლივებს „მურის კანონს“ უპირველეს ყოვლისა მას გამოიყენებენ სამხედრო და კოსმოსურ მიკროელეკტრონიკაში მისი უნარის გამო,რადგან უძლებს ექსტრემალურ პირობებში ყოფნას.
  14. კომპანია „Swiftech”-მა შეაჯვარა წყლის გაგრილების სისტემის ყველა კომპონენტები. ამ ჰიბრიდმა მიიღო სახელწოდება MCR Driver რომელიც წარმოადგენს რადიატორის,პომპის და რეზერვუარის ნაჯვარს.ეს სისტემა იმითია მოხერხებული რომ მომხმარებელს არ უწევს დროის ხარჯვა ცალკეული კომპონენტების აწყობა-მორგებაზე. კომპლექტში შედის 2 ან 3 სექციიანი რადიატორი 120მმ-იანი ქულერებით,აგრეთვე წყლის ტუმბო MCP350 მაქსიმალური ხმაურის დონით 26დეციბალი.მუშაობის დრო კი 50 000სთ. ყველაზე უბრალო ვარიანტი წყალსაქაჩის(ორმაგი რადიატორით) გარეშე 135$-ია, მაქსიმალური კომპლექტაციით კი (გასამმაგედული რადიატორით+წყალსაქაჩი)210$-ია.
  15. გამარჯობათ წავუფორმატოთ: MPEG ფორმატი იყოფა MPEG 1, MPEG 2, MPEG 4, MPEG 7,გააჩნია ინფორმაცია/გამოსახულების მაღალი მაჩვენებელი,დაყოფილი დროის მოკლე ინტერვალით. ორ მეზობელ კადრს შორის ჩვეულებრივ იცვლება მხოლოდ ხედის მცირე მონაკვეთი,მაგალითად ხდება ობიექტის დინამიური გადაადგილება ფიქსირებულ უკანა ხედიზე. იმისათვის რომ არ მოხდეს ინფორმაციის დაკარგვა "I" და "P" კადრს შორის დგება "B" კადრი((Bidirectional frame-2მიმართულებისმქონე კადრი) მასშია ინფორმაცია,რომელიც მოიპოვება მომდევნო და წინა კადრებისაგან. ამ ფორმატის კოდირებისას ფორმირდება სხვადასხვა კადრთა ჯაჭვი,ტიპიური კადრთა მიმდევრობა შემდეგნაირადაა:IBBPBBIBBPBBIBB შესაბამისად კადრთა თანმიმდევრობა "ამუშავებისას" შემდეგნაირად განაწილდება: 1423765 MPEG-1 სტანდარტი განკუთვნილია ვიდეოფაილთა (CD ROM) ჩაწერისთვის,ან ТВ გამოსახულებისთვის დაბალსიჩქარიანი საკომუნიკაციო წყაროთი გადაცემისას(ციფრული წყაროს სიჩქარე 1,5მბიტი/წმ-ში ან ნაკლები) ეს სტანდარტი შესაძლებელია ეფექტურად იქნას გამოყენებული ვიდეოფაილთა გადაცემის სიჩქარისას 3,5მბიტ/წმ-მდე. 1,5 დან 3,5 მბიტ/წმ-მდე TB ვიდეოს ხარისხი უმჯობესდება MPEG-2 სტანდარტი სპეციალურად იქნა შემუშავებული TB გამოსახულების კოდირებისთვის,იგი იძლევა საშვალებას მიღებულ იქნას დეკოდირების სრული სიმკვეთრე TB გამოსახულებაში. MPEG-1 MPEG-2 ფორმატისაგან განსხვავდება: შედარებისთვის MPEG-2 სტანდარტი უზრუნველყოფს მასშტაბურობას სხვადასხვა საფეხურზე გამოსახულებისა და ვიდეოსი 1 ნაკადში MPEG-2 ფორმატი უზრუნველყოფს მოძრავ ვექტორთა სიზუსტეს რომელიც გაზრდილია 1/2 პიქსელამდე. ..... MPEG-3 სტანდარტი გამოიყენება გამოსახულების მაღალი ხაარისხით(HDTV) გადაცემისათვის,მაგრამ შემდეგ MPEG-2 სტანდარტის ნაწილი გახდა. MPEG-4 სტანდარტი იყენებს გამოსახულების ფრაქტორულ შეკუმშვის ტექნოლოგიას.ფრაქტორული ანუ კონტურულ-ცენტრალური შეკუმშვა გულისხმობს ობიექტთა კონტურთა და ტექსტურათა გამოყოფას. კონტური წარმოდგენილია შავ-თეთრი(splines) პოლინომინალური ფუნქციით და კოდირდება როგორც საყრდენი წერტილები. დიაპაზონი მონაცემის გადაცემის სიჩქარის,რომესაც აქვს ამ შეკუმშული ფორმატის მხარდაჭერა გაცილებით ფართოა ვიდრე MPEG-1 და MPEG-2. MPEG-4 ფორმატში ალგორითმი შეკუმშვის ხარისხის და ეფექტურობა მაღალია.მისი გადაცემის სიჩქარის დიაპაზონი 5 დან 10მბიტ/წმ-მდეა. MPEG-4 ფორმატის შეკუმშვის ხარისხის საშვალებას იძლევა ჩწერილ იქნას სრულმეტრაჟიანი ფილმი 1 კომპაკდისკზე. ამის გამო იგი გახდა უფრო პოპულარული კომპიუტერულ სფეროში. ვიდეოფაილთა ხარისხია: (იდეალობიდან>დაბალ ხარისხამდე) HDTV-Rip > DVDRip R1/2 > DVDScr > DVDRip R5 > TС > SCR > TS > Cam CamRip (CAM) ფორმატი ყველაზე დაბალი ხარისხისაა,ანუ ისეთი ფილმი რომელსაც იწერენ კინოთეატრში ვიდეოკამერით.ხარისხი ნორმალურიდან-კარგობამდე. ზოგიერთ ფილმში ჩანს კინოთეატრში მჯდომთა თავები,ხმის ხარისხი სხვდასხვაგვარია(არაიდეალური). Telesync (TS) ფორმატი იწერება პროფესიონალური შტატივზე დაფიქსირებული ციფრული ვედეოკამერით ცარიელი კინოთეატრში მონიტორიდან.ხარისხი ზემოთხსენებულთან უკეთესია, ხმა იწერება პირდაპირ აუდიოწყაროდან,მაგალითად ყურთსასმენთა კონექტორისგან,შესაბამისად უკეთესი ხმა,ანუ სტერეო ხმით. Screener (SCR) ფორმატს მეორე ადგილი უკავია ხარისხის მიხედვით,ამისათვის გამოიყენება პროფესიონალური პრესის ვიდეოკასეტა.გამოსახულება შეიძლება შევადაროთ ძალიან კარგ VHS გამოსახულებას. ხმაც საუკეთესოა,სტერეო ან Dolby Surround. Telecine (TC) ფორმატი ძალიან იშვიათი,წყაროა პროექტორი აუდიო და ვიდეოწყაროთი.ფილმს პირდაპირ პროექტორიდან იწერენ.გამოსახულება და ხმაც შესანიშნავია. DVDRip R5 -მეორეხარისხოვანი გამოსახულება როგორც DVD-სათვის.პოზიცირდება როგორც პერატთა კონკურენტი. DVD screener (DVDScr) ფორმატი იგივეა რაც screener,მაგრამ აღებულია promotional DVD-საგან. promotional DVD გამოდის დამატებითი მატერიალების გარეშე(სუბტიტრები),ზოგჯერ DVD-ზე არის screener-იც,ანუ მრიცხველი,შავთეთრი ჩანართები,ნაწერები. DVDRip ფორმატი ეს არის კარგი ხარისხის მქონე DVD-ს კლონი. HDTV-Rip ფორმატი იშიფრება როგორც High Definition TeleVision,მისი კარგი თვიდებაა მაღალი ხარისხის გამოსახულება 1280*720 ან 1920*1080 SatRip ფორმატი არის ვიდეოზე "თავდასხმა" თანამგზავრიდან პირდაპირ MPEG 2 ფორმატში. AVI (Audio-Video Interleaved) შეიმუშავა Microsoft-მა ვიდეოთა შენახვა/თამაშისთვის,იგი არის კონტროლერი,რომელშიც შესაძლოა იყოს MPEG1 დან MPEG4 ფორმატამდე. მას აქვს 4 ნაკადი Video, Audio, MIDI, Text.შეიძლება ვიდეონაკადი იყოს 1,ხმის ნაკადი კი რამოდენიმე.ამ ფორმატს შეუძლია შეითავსოს მხოლოდ ან ვიდეო ან აუდიო ნაკადი. MOV ფორმატი Apple Quicktime,შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი კოდეკი,მაგ:CBR ან VBR.ჩვეულებრივ მათ აქვთ გაფართოვება QT ან MOV.MPG ან MP4 (აღსანიშნია ის რომ ვიდეო და აუდიოფაილები ნამდვილი MPG და AAC ფაილებია.თქვენ შეგიძლიათ მათი ამოჭრა,ფუნქციით -dumpvideo და-dumpaudio. RealVideo ფორმატი შექმნილია RealNetworks-ს მიერ.RealNetworks გამოიყენება "ცოცხალი" სატელევიზიო ტრანსლაციისას ინტერნეტში.მაგ:ტელეკომპანია CNN-მა პირვალმა დაიწყო ქსელში მაუწყებლობა.აქვს მცირე ზომა და დაბალი ხარისხი. ASF (Active Streaming Format)-ი არის ნაკადური ფორმატი Microsoft-საგან.მათ შეიმუშავეს 2 ვარიანტი ASF, v1.0 და v2.0. v1.0 გამოიყენება მეგიაწყაროებში(Windows Media Player и Windows Media Encoder) და გასაიდუმლოვებულია.v2.0 გამოქვეყნებული და დაპატენტებულია.ASF ფაილები ზოგჯერ არის WMA ან WMV გაფართოვებით. WMV (Windows Media Video) -ვიდეოფაილი,ჩაწერილი Windows Media ფორმატში. Xvid (ძველი სახელწოდება XviD)-შეკუმშული ბიბლიოთეკა Mpeg4 სტანდარტის.Xvid წარმოადგენს მთავარ კოდეკის DivX Pro-ს კონსტრუქტორს.ამ კოდეკის ანტაგონისტია DivX.ვრცელდება ლიცენზიის ქვეშ GNU General Public License. MP4 -ეს არის მოკლე აღწერა Mpeg4 სტანდარტის,გათვლილია ინფორმაციის დაბალ წყაროზე,როგორიცაა ვიდეოტელეფონები,ელექტრონულ საინფორმაციო გამომცემლობებში და სხვა. 3gp (შემოკლებით ინგლისურიდან 3rd generation (mobile) phone-ტელეფონი)ეს არის ვიდეოფაილები მესამე თაობის ტელეფონებისათვის,იგი არის ISO 14496-1 Media Format-ის გამარტივებული ვერსია,რომელიც ჰგავს MOV-ს( QuickTime-ში გამოყენებული) 3gp ინახავს ვიდეოს როგორც Mpeg4 ან H.263.აუდიო ინახება AMR-NB ან AAC-LC ფორმატებში.ისინი დაბალი ტევადობისაა,შესაბამისად დაბალი ხარისხის. FLV (Flash Video)-ვიდეოფაილთა ფორმატი, რომელიც გამოიყენება ვიდეოს ინტერნეტით გადასაცემად.ეს ვიდეოფორმატი გამოიყენება YouTube, Google Video, RuTube, Tube.BY, Муви, Obivu და სხვა საიტებზე განთავსებული ვიდეოს სახით. Mpeg7 ეს არის MPEG (Moving Picture Experts Group)-თა წარმოება,იგი არ არის Mpeg4-ის გაგრძელება.აქ გამოიყენება სპეციალური DDL (Description Definition Language) MKV ფორმატი-ეს არის სპეციალური აუდიო/ვიდეო კეილოგერი(პაროლმტეხი)ჰგავსAVI-ფორმატს,ინახავს ბევრ ინფორმაციას.MKV-ფორმატი ეს არის ღია პროექტი(Matroska),წარმოებული შეიქმნას მულტიმედიური კეილოგერების ერთი საერთო სტანდარტი კომპიუტერისათვის.მისი ღირსებაა ღია კოდი,რომელიც საშვალებას აძლევს პროგრამისტებს მის სრულყოფაში. მულტიმედიური კეილოგერი Matroska შეიცავს ვიდეობილიკს(MKV),აუდიობილიკს და სუბტიტრთა ბილიკს(MKA),აგრეთვე სხვა ბევრ ინფორმაციას MKVფორმატი AVIსაგან განსხვავებით შეიცავს: H264, AVC1, WMV, MPEG1, MPEG2და აუდიო AAC. MKV-კეილოგერის რედაქტირება მარტივია,აგრეთვე აცლის ვიდეო და აუდიო ნაკადს,ვიდეოკოდეკთა გამოყენების გარეშე. MKV-იძლევა საშვალებას შეინახოს ვიდეო,მენიუ,სუბტიტრები და სხვა დამატებითი DVD ფუნქციები ,რაც არ გააჩნია AVI-ფორმატს. MKV-ფაილს შეიძლება გააჩნდეს სხვადასხვა აუდიო ენები,რაც არ გააჩნია AVI-ს.
      • 3
      • Upvote
  16. გამარჯობათ! წავუLEDოთ LED(Light-emitting diode) ნახევარგამტარია,რომელიც ასხივებს სინათლეს მის ელექტროდებში დენის გავლისას. პირველად იგი 1962 წელს გამოიგონეს ილინოისის უნივერსიტეტში ნიკ ხოლონიაკის ხელმძღვანელობით. დიოდი დამზადებულია SiO2(სილიციუმის ოქსიდი),Ge(გერმანიუმი) და სილიციუმის კარბიდისაგან,ანუ Si02+3C------------>SiC+CO2 ეს ხდება 1600 გრადუს ცელსიუსზე. ინფორმაციისთვის კი სილიციუმის კარბიდისაგან მზადდება ბრონის ჟილეტები,სამუხრუჭე დისკები ,მჭრელი დისკები.................... მისი "+" და "-" ებია: ამ "ნათურებს" მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი აქვთ,მაგალითისთვის კი ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურის 95 % სითბოდ გადაიქცევა,5% კი განათებას ხმარდება. მაღალი მექანიკური ამტანიანობა მაღლი სიცოცხლისუნარიანობა,საღირო პირობების შექმნისას,გადახურების თავიდან აცილებით სინათლის სპექტრი თანამედროვე ლუმინეფორიან(აღვწერე ლცდ და PDP ტელევიზორებში) "ნათურებს" ლუმინესცენტური განათების სინათლის სპექტრის ტოლია. განათების მცირე კუთხე განათებისთვის საჭირო შუქდიოდთა მაღლი ღირებულება უსაფრთხეობა,არ მოითხოვს მაღალ ვოლტს(4,5 ვოლტი) ვირივით მუშა დაბალ და ძალიან დაბალ ტემპერატურაზე,მაღლი ტემპერატურა კი მავნებელია მასში არაამომწამვლელი ნივთიერებები,როგორიცაა ვერცხლისწყავი და რომელსაც იწენებენ ჩვეულებრივი ნათურების დამზადებისას. გამოიყენება: ქუჩების და სახლის განათებისთვის ერთეულის სახით ინდიკატორებში დასხვა ელექტროხელსაწყოებში მისგან აგებული მარტიცისგან ამზადებენ დიდ მონიტორებს გამოიყენება ოპტიკურბოჭკოვან სადენებში ინფორმაციის გადასატანად არის აგრეთვე ორგანული მანათობელი დოიდები OLED, მისი მოშაობის პერიოდი არც თუ ისე დიდია, 17 ათასი საათია. ტაივანში გამოითვალეს,რომ ყველა ჩვეულებრივ მანათობელს თუ შეცვლიდნენ ამგვარი მანათობლებით,წელიწადში 923 მილიონ დოლარს მოგებას ნახავდნენ. ეს შუქდიოდები მოიხმარს მაღალ ძაბვას,მათ HVLED ეწოდებათ. ინფორმაცია ზედაპირულია,რადგან უმეტესობა კითხვეთ თავს არ იკლავთ.
  17. LED მონიტორი(მანათობელი ნახევარგამტარებისგან შემდგარი მონიტორი) შედგება 2 ნაწილისგან:მანათობელ ნახევარგამტართაგან და მართვის სისტემისგან. მართვის სისტემა შემდეგი ელემენტებისგან შედგება:კომპიუტერი,მმართველი კარტა,ინფორმაციის გადამცემი ტექნოლოგია. მთავარ ელემენტს სისტემაში მანათობელი ნახევარგამტარი წარმოადგენს,ფერთა გამის აღსაბეჭდათ,ისევე როგორც lsd dდა სხვა მონიტორებში 3მანათობელი ნახევარგამტარი გამოიყენება: წითელი, ცისფერი, მწვანე.რამოდენიმე ფერთა შერწყმით ვიღებთ პიქსელს,ამგვარ ნახევარგამტარებისგან შედგება მოდული ანუ მარტრიცა,რომელიც რამოდენიმე ასეთი პუკსელებისაგან შედგება.მოდულთა გაერთიანებით ბლოკი მიიღება,ბლოკებიოსაგან კი ხდება მანათობელი ნახევარგამტარებისაგან შემდგარი ეკრანი. მანათობელი ნახევარგამტარიყველაზე ეკონომიური და ეფექტური განათების საშვალებაა,განათების სიმძლავრის მიხედვით იგი 5 ჯერ უფრო უკეთ ანათებს,ვიდრე ჩვეულებრივი „ვოლფრამის მაფთულმქონე“ ნათურები. შუქდიოდიLED (Light Emitted Diod) ნახევარგამტარი ხელსაწყოა,სინათლის წყაროა,რომელიც ელექტროენერგიას სინათლედ გარდაქმნის.შუქდიოდი შედგება 1 ან რამოდენიმე კრისტალისგან რომელიც გვაძლევს ნათებას.მისი განათება დამოკიდებულია კრისტალის შემადგენლობაზე,რომელიც რეფლექტორიდან ირეკლება,გაივლის ლინზას და სხეულს,რის საშვალებითაც იძლევა ოპტიკურ გა მოსხივებას,რომელსაც აღიქვამს ადამიანის თვალი. SMD ტექნოლოგია არის შუქდიოდის დამზადება(ჩასმა) მეტალის კორპუსში და შ უშის ლინზით . LED ტექნოლოგია არის ნახევარგამტარის პლასტმასია კორპუსში ჩასმა. მისი ნათების ძალა იზომება კანდელებში( Kd).შუქდიოდთა უმეტესობა ანათებს 103კანდელი/მ2 სიმძლავრით.საუკეთესო ნიმუშები კი 105 კანდელი/მ2. დღესდღეობით შუქდიოდთაგან მზადდება მონიტორები,რომლებიც მონოქრომულ გარკვეული სიგრჩის შუქს ასხივებენ .ლურჯი 515-530 ნმ,წითელი 630-670ნმ,ცისფერი 430-470ნმ. პიქსელი( picture element-გამოსახულების ელემენტი),იგი წარმოადგენს შუქდიოდთა მონიტორის ელემენტარუს ფერად წერტილს,რომელთა შერწყმა ქმნის გამოსახულებას. ფიზიკური პიქსელი 3 სხვადასხვანათებისმქონე შუქდიოდთაგან შემდგარი ნაწილია.მას აქვს სხვადასხვა ზომა და დამოკიდებულია იმაზე თუ რა შუქდიოდს და მათ რა ოდენობით გამოიყენებენ.შუქდიოდთაგან შემდგარ მონიტორზზე გასათვალისწინებელია:პიქსელის ზომა,პიქსელის შაგი(დაშორება) პიქსელთა კამასუტრის რამოდენიმე კონფიგურაცია არსებობს: ვირტუალური პიქსელი(დამატებითი პიქსელი) ფორმირდება პროგრამულ-აპარატული მეთოდის დახმარებით გარკვეულ შუქდიოდთაგან,რომლებიც განლაგებულია მეზობელ ფიზიკურ პიქსელებში.იგი იძლევა მონიტორის გარჩევადობის გაზრდას,რის გამოც მატულობს გამოსხულების ხარისხი,განსაკუთრებით დინამიურ რეჟიმში. ვირტუალური პიქსელს დადებითი მხარეების გარდა აქვს უარყოფითიც:გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში,როცა „გადის“ ვიდეოინფორმაცია ან „მონაკვეთი“ ფერთა „ტალღისებური“ გადასვლით. შუქდიოდთა მოდული(მატრიცა) შუქდიოდთა მატრიცა -განსაზღვრული შუქდიოდთა რაოდენობა მონიტორის გარკვეულ ზედაპირზე.მას იყენებენ დიდ მონიტორთა დამზადებაში,მონიტორის ქუჩაში დამონტაჟებისას გააჩნია წყალმედეგობის ფუნქციაც. ბლოკი-მეტალის კონსტრუქცია,რომელზეც მონტაჟდება მატრიცა,კვების ბლოკი,მართვის პლატა.ბლოკებისგან შედგება ეკრანი,მისი ასეთი განლაგება საშვალებას იძლევა დამზადდეს მონიტორი ნებისმიერი ზომის,+ ამას შეინარჩუნოს მობილურობა და აადვილადშეკეთების უნარი. ლედ მონიტორის დამზადების ტექნოლოგია: საინტერესოა: Organic Light-Emitting Diode მონიტორი
      • 1
      • Upvote
  18. კარტრიჯის დასამუხტად დვჭირდება პრინტერის იმ მოდელისთვის განკუთვნილი მელანი და შპრიცი შევუდგეთ საქმეს: ავიღოთ კარტრიჯი და ავაძროთ ზედა "ნაკლეიკა" ნახევრად,ეს ხვრელი რომ გამოჩნდეს: შპრიცით ჩავასხათ 10 მილიგრამი მელანი. 1)შეავსეთ კარტრიჯი მელნით მანამ სანამ დამთავრდება მელანი,რადგან მერე კარტრიჯი საბეჭტად მზად იქნება რამოდენიმე საათში(~10 ან მეტი) 2)თუ "ნაკლეიკა" მთლიანად ააძრეთ,აუცილებლად დააწებეთ ასე როგორც სურათზეა,რადგან ეს ადგილი(წითელი ისრით მონიშნული) საჰაეროა მელანისთვის,თუ ბოლომდე დააწებეთ ჰაერის არყიფნის გამო არ დაბეჭდავს რაღაც დროის შემდეგ თუ არ ავხსნით. რჩევები,რომლებიც უნდა გავითვალიცწინოთ ჭავლური კარტრიჯის დამუხტვისას: მელანი აუცილებლად იმ მოდელი კარტრიჯის გამოიყენეთ,წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მელანი "აიჭრას" და კარტრიჯი დასაშლელი + თბილი წ#$%თ გამოსარეცხი გაგიხდეთ თუ კარტრიჯი არ ბეჭდავს მელნის ჩასხმიდან რამოდენიმე ხანი(როცა დაიცლება და შემდეგ დავმუხტავთ) დააცადეთ 1 დღე,რომ მელანმა მიაღწიოს მფრქვევანას საკანში,ან ზედა მხრიდან ჩაბერეთ ხვრელში,ისე რომ მელანი გამოვიდეს მფრქვევანიდან. თუ კარტრიჯი ბეჭდავს შიგადაშიგ,ზოლებად,მაშინ ეს ოპერაცია რამდენჯერმე გაიმეორეთ:"რომ მელანმა მიაღწიოს მფრქვევანას საკანში,ან ზედა მხრიდან ჩაბერეთ ხვრელში,ისე რომ მელანი გამოვიდეს მფრქვევანიდან" ,შემდეგ კი თბილი გამოხდილი წ#$%თ მოწმინდეთ. როდესაც კარტრიჯს ესეც არ შველის,მაშინ იგი უნდა დაიშალოს,ანუ ზედა დაწებებული ხუფი უნდა ახადოთ და გამორეცხოთ თბილი ნადგომი წ#$%თ(ღრუბელი ანუ გუბკაც ასევე უნდა გარეცხოთ),არასდროს გამოიყენოთ სპირტი,აცეტონი,გამხსნელი და სხვა ხიმიკომანია,რადგან გადასაგდები გახდება კარტრიჯი ეს მეთოდი მკვდარ კარტრიჯსაც შველის,ჩემსას უშველა და ბეჭდავს. ეს კარტრიჯი 5-ზე მეტჯერ არის დატენილი,შედეგი თავად ნახეთ ეს წიგნი სულ მაგ კარტრიჯით დავბეჭდე სულ ეს იყო. მაგალითად: მელნები იყიდება აქ: http://bedi.ge/index.php?prod&catid=91&maincatid=7 აქ არის მეთოდები,თუ როგორ უნდა დამუხტოთ სხვადასხვა ტიპის კარტრიჯი კარტრიჯი http://www.refillinstructions.com/ და არ დაგავიწყდეთ მიშას რჩევა:ხელსახოცები!
  19. USB (Universal Serial Bus)-ინტერფეისი ინფორმაციის გადასაცემად პერიფერიულ ხელსაწყოებზე. კომპიუტერში მის შესაერთებლად არის 4 პირტიანი სადენი,აქედან 2 ხელსაწყოს კვებისაა,დანარჩენი კი ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად.კვების წყაროს დახმარებით ხდება ხელსაწყოების მიერთება დამატებითი კვების გარეშე,მასში გამავალი დენის ძალა არაუმეტეს 500მილიამპერი,5 volti უნდა იყოს. 1 USB კონტროლერს შეიძლება მივუერთოდ 127 ხელსაწყო მივუერთოთ პრინციპ „ვარსკვლავით“,იგი არის კომპიუტერული ტექნოლოგია,სადაც ყველა კომპიუტერი შეერთებულია ცენტრალურ კვანძთან,რომელიც ქმნის ქსელის ფიზიკურ სეგმენტს. შეიძლება მივუერთოდ 5 საფეხური კასკადური ჰაბის,ძირეულის არჩათვლით. USB 0.7: სპეციფიკაცია დაამზადეს 1994 წელსUSB 0.8: სპეციფიკაცია დაამზადეს დეკემბერში1994 წელსUSB 0.9: სპეციფიკაცია დაამზადეს აპრილში 1995 წელსUSB 0.99: სპეციფიკაცია დაამზადეს აგვისტოში1995 წელსUSB 1.0 Release Candidate: სპეციფიკაცია დაამზადეს ნოემბერში 1995 წელსUSB 2.0 გამოუშვეს 1998 წელს ,სადაც გამოსწორებული იქნა წინა ვერსიის პრობლემებიUSB 3.0 საბოლოო სპეციფიკაცია 2008 წეს გამოჩნდა. USB OTG შემდეგი გაფართოვება USB 2.0-ს სპეციფიკაციის,რომელიც განკუთვნილია პერიფერიული ხელსაწყოების ერტმანეთთან შესაერთებლად კომპიუტერთან შეერთების აუცილებლობის გარეშე. USB wireless –USB ტექნოლოგია,რომელიც საშვალებას იძლევა უსადენო კავშირის დასამყარებლად ინფორმაციის 480მბიტ/წმ-ში 3 მეტრის რადიუსში,110 მბიტ/წმ-ში 10 მეტრის დაშორებით. განვიხილოთ USB სადენის „შიგნეულობა“ USB სადენი შედგება 4 სპილენძის მაფთულისგან და დამმიწებელი მაფთულისაგან,რომელიც გარშემო ახვევია 4 სადენს(ეკრანიზებული სადენი) არის აქტიური და პასიური USB სადენი აქტიური USB სადენი გამოიყენება 2 კომპიუტერის ერთმანეთთან დასაკავშირებლად,მათში შედის რთული ელექტრონიკა,რომელიც ემულაციას ახდენს Ethernet ადაპტერის და მოითხოვს დრაივერის დაინსტალირებას ორივე კომპიუტერზე. პასიური USB სადენით კი აკავშირებენ ჰოსტიდან ჰოსტამდე. USB-ს აქვს ჩქარი(ცხელი) ჩართვა-გამორთვის ფუნქცია. ლოგიკურ დონეზე USB -ს აქვს ინფორმაციის ტრანზაქციის მიღება/გაცემის უნარი. D+ და D- არის ინფორმაციის მატარებელი წყარო,+ და - კი თავისთავად კვება. USB 2.0 სპეციფიკაცია 2000 წლის აპრილში გამოვიდა იგი განსხვავდება USB1.1 სგან Hi-speed რეჟიმით. USB-2.0 სთვის რეგლამენტირებულიია 3 რაჟიმი: Low-speed, 10—1500 კილობიტი/წმ-ში (კლავიატურა,მაუსი,ჯოისტიკი)Full-speed, 0,5—12 მბიტი/წმ-ში (აუდიო,ვიდეოხელსაწყო)Hi-speed, 25—480 მეგაბიტი/წმ-ში (ვიდეო და ინფორმაციის შემნახველი ხელსაწყო) მოდიფიკაციები: Mini-B Connector ECNErrata, დაწყებული 2000წლის დეკემბრიდანPull-up/Pull-down Resistors ECNErrata, начиная с мая 2002Interface Associations ECNRounded Chamfer ECNUnicode ECNUTF-16LE.Inter-Chip USB SupplementOn-The-Go Supplement 1.3
  20. Keylogger(key-ღილაკი, logger-მრეგისტრირებელი ხელსაწყო)-იგი არის პროგრამული ან აპარატურული ხელსაწყო,რომელიც არეგისტრირებს თითეოულ დაჭერას კლავიატურაზე. ინფორმაციის ტიპი რომელსაც აკონტროლებს: კლავიატურაზე აკრეფილი სიმბოლოები მაუსის თითოეული დაწკაპუნება დრო და თარიღი ამ ქმედების კლასიფიკაცია: პროგრამული კეილოგერები წარმოადგენენ პროგრამას,რომლების ახორციელებენ კონტროლს კომპიუტერზე და მომხმარებლის ქმედებაზე.თავდაპირველად ეს პროგრამები განკუთვნილი იყო ინფორმაციის მხოლოდ კლავიატურიდან მოსაპოვებლად. აპარატული კი -წარმოადგენს მცირე ზომის ხელსაწყოს რომელიც მაგრდება კლავიატურაზე და ახდენს სიგნალის „დაჭერას“ კეილოგერის გამოყენებით მოხდა 1 მილიონი დოლარის მოპარვა Nordea-ს ბანკიდან 2006 წელის აგვისტოს ამ ბანკის თანამშრომლებზე ბანკის სახელით გაგზავნილი(ვითომ) ანტისპამური პროდუქტის გაგზავნით. დღესდღეობით ბევრი კეილოგერია ლეგალური,მაგ:მშობელთათვის შვილთა მოქმედების გასაკონტროლებლად,ორგანიზაციის დაცვის სისტემისთვის............. ბევრი კეილოგერი იმალება სისტემაში და იგი პროცესების ჩამონათვალში არაა,ისინი იყენებს რუტკიტს.( აღწერილი მაქვს აქ ) ბოლო წლებში გაიზარდა მისი გამოყენება ბოროტმოქმედების მიერ კეილოგერის მუშობის პრინციპია ინტეგრაცია ნებისმიერ 2 პროცესს შორის სიგნალის გადაცემისას კლავიატურაზე დაჭერიდან მონიტორზე აღბეჭდამდე,ეს შეიძლება იყოს ვიდეომეთვალყურეობა,აპარატული „ჟუჩოკები“,სიგნალის დაფიქსირება/აღბეჭდვა ,ჩანაცვლება კლავიატურის სისტემური დრაივერის,სისტემის ბირთვის ფუნქციის დაფიქსირება ყოველგვარი ხერხით, DLL ფაილების ფუნქციის აღბეჭდვა მომხმარებლურ რეჯიმში. პრაქტიკაში კი რაც უფრო რთულადაა მიდგომა,მით უფრო ნაკლები შანსია კეილოგერის ფარტოდგავრცელებულ ტროიანულ პროგრამებში გამოყენების,რომელიც „დამაგრებული იქნება კლავიატურაზე“ ან ოპერაციული სისტემის სისტემურ ბლოკში. ყველაზე პოპულარული მიდგომა კეილოგერის შექმნისას: სისტემური ხაფანგი რომელიც ყენდება ფუნქციით WinAPI SetWindowsHook რომ მოხდეს ინფორმაციის „დაჭერა“. ციკლური „დაკითხვა“ კლავიატურის,WinAPI Get(Async)KeyState ფუნქციის დახმარებით,(GetKeyboardState — ყველაზე ხშირად იწერება VisualBasic) „დრაივერ-ფილტრი“ კლავიატურის ОС Windows სისტემაში. მისი გავრცელების მეთოდებია: ელ.ფოსტაზე „მიბმული“ ფაილის გახსნით,ვებ გვერდებზე სკრიპტის დახმარებით,რომელიც იყენებს ბრაუზერის თვისებებს,სხვა მავნებელი პროგრამიდან ,რომელსაც შეუძლია ინტერნეტიდან გადმოწეროს ასეთი მავნე პროგრამები... კეილოგერისგან დაცვის მეთოდია: გამოიყენოთ ხხვადასხვა პაროლები გამოიყენოთ სისტემის დაცვა,რომელსაც შეუძლია კეილოგერის რებისტრაცია. გამოიყენეთ ვირტუალური კლავიატურა იყენებენ ერთჯერად პაროლებსაც,მისი გამოყენების დრო შებოჭილია და მხოლოდ დროის კონკრეტულ შუალედში მოქმედებს. ერთჯერადი პაროლების მისაღებად იყენებენ შემდეგ ხელსაწყოებს: პაროლის გენერირების ბრელოკის გამოყენებისას ხელწვდომის ალგორითმი დაცულ ინფორმაციებთან ამგვარია: 1)მომხმარებელი შედის ინტერნეტში და ხსნის სარკმელს პერსონალური ინფორმაციის შესაყვანად 2)შემდეგ მომხმარებელი ღილაკზე დაჭერით ერთჯერადი პაროლის გენერატორზე აღიბეჭდება პაროლი ბრელოკის მონიტორზე 3)მომხმარებელს შეჰყავს სახელი,პერსონალური პინ-კოდი და გენერირებული კოდი 4)შემდეგ მოწმდება სერვერის მხრიდან ინფორმაცია დაიშვას თუ არა პიროვნება დაცულ ინფორმაციასთან.
  21. Organic Light-Emitting Diode OLED ორგანული შუქდიოდი(Organic Light-Emitting Diode (OLED)მანათობელი ორგანული დიოდი)-ხელსაწყოა რომელიც დამზადებულია ორგანული შენაერთებისაგან,რომლების აშუქებენ თუ მათ ელექტროდებში ელ. დენი გაივლის.მას იყენებენ მონიტორების დასამზადებლად. led-ზე ახსნილია აქ http://www.overclock...83%91%E1%83%98/ მოქმედების პრინციპი შემდგომში მდგომარეობს: OLED შუქდიოდის დასამზადებლად გამოიყენება თხელი მრავალშრიანი სტრუქტურა,რომელიც შედგება რამოდენიმე პოლიმერისგან. პოლიმერი არის ორგანული,არაორგანული,ამორფული ან კრისტალური ნივთიერება,რომელიც მიიღება ატომთა ჯგუფის მრავალჯერადი გამეორებით,რომლებსაც მონომერი ეწოდება. აგებულება 2х ფენიანი OLED-მონიტორის: 1.კატოდი(−), 2. ემისიური შრე 3. გამოწვეული ნათება, 4. გამტარი ფენა 5. ანოდი (+) თუ ანოდზე მივაწვდით დადებით მუხტს ,ელექტრონთა ნაკადი გაედინება ანოდიდან კატოდისაკენ.კატოდი გასცემს ელექტრონებს ემისიურ შრეში,ხოლო ანოდს გააქვს ელექტრონები გამტარი შრეში.ემისიური შრე იღებს უარყოფით მუხტს,გამტარი შრე კი დადებით მუხტს.ელექტრომაგნიტური ძალების დახმარებით მუხტები მოძრაობენ და ერთმანეთს ეჯახებიან,შეხვედრისას კი რეკომპინირდებიან.ეს შეჯახება ხდება ემისიურ შრესთან ახლოს.(გამარტივებულად ასე დავწერე)რეკომპინაციის დროს კი ხდება ელექტრონის მუხტის შემცირება,რომელის თანმხლებია ელექტრომაგნიტური გამოსხივება ხსილული სხივის არეში.სწორედ ამიტომ უწოდებენ ემისიურ შრეს. მატერიალი რომელსაც იყენებენ ანოდად არის ინდიუმის ოქსიდი,რომელიც კალასთანაა შენადნობი.იგი გამჭვირვალეა ხილული სხივისათვის.კატოდის დასამზადებლად იყენებენ ალუმინს და კალციუმს. პლაზმურ მონიტორთან შედარება,უპირატესობანი: 1)მცირე გაბარიტი და წონა 2)დაბალი ენერგომოხმარება იმავე სიკაშკაშის დროს 3)დამყოლი ეკრანის შექმნის შესაძლებლობა LCD მონიტორთან შედარება და უპირატესობანი: 1)დაბალი წონა და მასა 2)განათების საჭიროების არარსებობა 3)ისეთი პარამეტრის არარსებობა,როგორიცაა ხედვის კუთხის ,გამოსახულება არ კარგავს ხარისხს ნებისმიერი კუთხისგან 4)(მილი)წამისმიერი „გამოძახილი“ 5)ხარისხიანი გამოსახულება(მაღალი კონტრასტულობა) 6)დაბაილი ენერგომოხმარება იმავე სიკაშკაშის დროს 7)დამყოლისუნარიანი მონიტორის დამზადების შესაძლებლობა 8)მუშა ტემპერატურის მაღალი დიაპაზონი (მინუს 40 გრადუსიდან +70 გრადუსამდე) სიკაშკაშე:OLED დისპლეი უზრუნველყოფს ნათების სიკაშკაშეს რამოდენიმე კანდელი/მ2 დან 100 000 კანდელ/მ2მდე და მეტი.დისპლეის მუშა მდგომარეობა დამოკიდებულია ფერების სიკაშკაშეზე,ხელსაწყოებისთვის რეკომენდირებულია 1000კანდელი/მ2 მდე დიაპაზონი.LCD დისპლეის განათებისას(მასში ჩამონტაჯებულია შუქდიოდები ნათების და ფერთა კონტრასტულობის მისაღწევად) ჩნდება მცირედი გამოსახულების დამახინჯება,OLED მონიტორზე კი გამოსახულება სიკაშკაშეს ინარჩუნებს და „ცოცხალია“ განათების ნებისმიერი სიმკვეთრის დროს.(მაგ:მზის სხივების პირდაპირ მონიტორზე მოხვედრის დროს) კონტრასტულობა:OLED ტელევიზორი აქაც პირველია,მისი კონტრასტულობა 1 000 000:1, LCD-კონტრასტულობა კი 1300:1, CRT-მონიტორის-2000:1, PDP(თხევადკრისტალური მონიტორი)-ს კი 16 000:1. ხედვის კუთხე: OLED ტექნოლოგიით ხედვის კუთხეს არ აქვს მნიშვნელობა,რადგან გამოსახულება არ კარგავს ხარისხს ენერგომოხმარება: OLED დისსპლეის ენერგომოხმარება ნახევარჯერ ნაკლებია LCD-სთან შედარებით(მსგავსი,ერთნაირი ზომის მონიტორის მქონე),ენერგომოხმარება PHOLED -ის კი უფრო მცირე. მისი ისტორიის შესახებ: André Bernanose-მ და მისმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ელექტროლუმინესცენციური მასალა ორგანული მასალებიდან 1950 -იან წლებში,რომლებიც ცვლადი დენის მაღალი ძაბვაით მოქმედებდნენ გამჭვირვალე კრისტალის თხელ ფირფიტებზე.1960 წელს კი Dow Chemical კომპანიის თნამშრომლებმა შეიმუშავეს ელექტროლუმინესცენტურ კოლოფებზე ცვლადი დენის მოქმედების მოქმედება. განვიხილოთ OLED მონიტორის სახესხვაობები: PHOLED (Phosphorescent OLED) ფუნქციონირებს შემდეგნაირად:ელ.დენი მიედინება ორგანულ მოლეკულებამდე,რომლებიც კაშკაშა სინათლეს აშუქებენ. PHOLED ენერგოეკონომიურია და თითქმის 100% ელ.ენერგიან გარდაქმნის სინათლედ.ჩვეულებრივი OLED მონიტორი კი შუქად გარდაქმნის ელ.ენერგიის 25-30%-ს. PHOLED-ს გააჩნია ჩლიან მაღლი მარგი ქმედების კოეფიციენტი,ვინაიდან მასში დახარჯული ძალა მთლიანად ხმარდება ნათებად გარდაქმნას. PHOLED-ის გამოყენება უფრო მომგებიანია განათებისათვის,მაგალითად შეიძლება კედელი დაიფაროს PHOLED დისპლეით,რომლის ენერგომოხმარებაც დაბალია და მქკ 100% უახლოვდება,შესადარებლად კი ჩვეულებრივი ვარვარის(ვოლფრამის სპირალის მქონე) ნათურის 5% იხარჯება მხოლოდ ნათებაში.კიდევ 1 დადებითი მხარე PHOLED-ის არის მისი გამძლეობა.(დარტყმა ლეწვის მიმართ არა,ადამიანური ხმარებისას) TOLED გამჭვირვალე „მანათობელი“ ხელსაწყო (Transparent and Top-emitting OLED),ტექნოლოგია რომელიც გამჭვირვალე დისპლეის დამზადების შესაძლებლობას იძლევა მაღალი კონტრასტულობის ქვეშ. TOLED მონიტორი ჩართვისას 70% გამჭვირვალეა,ამის გამო კი შეიძლება ავტომობილის შუშაზე,ვიტრინაზე,ვირტუალური რეალობის ქუდზე და ა.შ.გამჭვირვალეობა მიიღება სხვადასხვა ორგანული ნაერთების და მატერიალების გამოყენებით ელექტროდების დასამზადებლად. FOLED (flexiple OLED)მთავარი მახასიათებელია დამყოლისუნარიანობა,გამოიყენება პლასტმასის ან მეტალის ფირფიტა ფუძედ ცალი მხრიდან და OLED-„ყუთები“ თხელი გერმეტიული საფარით.მისი უპირატესობა:ულტრათხელი მონიტორი,ძალიან მცირე წონა,სიმაგრე,დიდხანს მხახური,დამყოლისუნარიანობა ,რომელიც იძლევა საშვალებას OLED დისპლეების ფანტაზიისდამიხედვით გამოყენებას. SOLED(Staked OLED )გამოიყენება შემდეგი არქიტექტურა:გამოსახულება ქვეპიქსელთაგან ლაგდება(წითელი,მწვანე,ლურჯი თითოეულ პიქსელში) ვერტიკალურად,იმისგან განსხვავებით,როგორც ეს ხდება თხევადკრისტალურ ტელევოზორებში. Staked OLED-ში თითოეული ქვეპიქსელის ინდივიდუალურად შეგვიძლია ვმართოდ ელ.დენის შეცვლით(შემცირება/მომატებით).მისი უპირატესობებია:დისპლეიში არსებულ „ყუთთა” ორგანული ნივთიერებით შევსების სიჭიდროვე,რის გამოც მიიღება მაღალი გამოსახულების ხარისხი.ამ მონიტორებს 3 ჯერ უფრო უკეთესი გამოსახულება აქვს ვიდრე თხევადკრისტალურს დაGTR- ს. Passive/Active Matrix თითოეული ფერი OLED დისპლეის ფორმირდება 3 შემადგენელი ნაწილ(აკ)ისგან,ორგანული „ყუთები“რომლებიც პასუხისმგებელია წითელ,მჭვალე,ლურჯ ფერზე. OLED -ის ფუძეა პასიური და აქტიური მატრიცები. პასიური მატრიცა(ყალიბი) წარმოადგენს ანოდის მასივს(რომლების რიგები და ბოძები ქმნიან მასივს)რომ მივაწოდოთ მუხტი თითოეულ ორგანულ დიოდს ,საჭიროა იმ დიოდის ანოდის კოდის გაგება,რომლის გადაკვეთაზე მდებარეობს პიქსელი და გავუშვათ ელ.დენი.გამოიყენება მობილურის მონიტორად. აქტიური მატრიცა ეწოდება ტექნოლოგიას მობილური ხელსაწყოების მონიტორის შესაქმნელად,კომპიუტერის მონიტორი და ტელევიზორი.ტექნოლოგია იყენებს ორგანულ ნახევარგამტარებს(რაც ზევით ავღწერე) OLED დისპლეისუარყოფითი მხარეები: დაბალი მუშაობის ხანგრძლივობა(2-3 წელი) პირველის მინუსისგან გამომდინარე შეუძლებლობა შეიქმნას TrueColor(24 ბიტიანი ფერი) მონიტორი. ძვირი თვითღირებულება და ტექნოლოგიის დაუმუშავებლობა სრულყოფილად OLED ტელევიზორის მუშაობის დრო 17 000-საათი. მობილურის,ფოტოაპარატის......... მონიტორთათვის საკმარისია 5 000 საათი,ამის გამო იგი აქტიურად გამიყენება მათში. დადგა დრო განახოთ მონიტორი: Resized to 63% (was 1600 x 1200) - Click image to enlarge თხევადკრისტალური მონიტორი ანუ თხელი დისპლეი თხევადი კრისტალები-სგან შემდგარი თხევადი კრისტალები თხევადკრისტალური მონიტორი ასეა მოწყობილი: თითოეული პიქსელი შდგება 2 გამჭვირვალე ელექტროდებს შორის მოთავსებული მოლეკულათა ფენისგან,2 პოლარიზაციული ფილტრისაგან,რომელთა პოლარიზაციის სიბრტყე პერპენდიკულარულია. გაფანტული სხივს რომელსაც ატარებს პირველი ფილტრი,პრაქტიკულად ბლოკავს მეორე ფილტრი. პოლარიზაციული ფილტრით "დამუშავებული" სურათი აგებულება ელექტროდების ზედაპირი რომელიც კონტაქტშია თხევად კრისტალთან,სპეციალურად მუშავდება მათი საჭირო ორიენტაციისათვის,ანუ მოლეკულები 1 მწკრივად. TN მატრიცაში ესენი ურთიერთპერპენდიკულარულია,მოლეკულები ელ.დენის უქონლობისას ხრახნისებურად ლაგდებიან. დენის მიწოდების შემთხვევაში მოლეკულები სწორხაზოვნად ლაგდებიან ელექტრული ველის წარმოქმნისას,რაც არღვევს მის პირვანდელ სტრუქტურას. ელექტრული ველის მაქსიმუმის მიღწევის შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა მოლეკულა პარალელდება და მონიტორიც გაუმჭვირვალე ხდება. თუ ელექტრული მუხტი ელექტროდთა გარკვეულ უბანზე ზემოქმედებს დროთა განმავლობაში პიქსელები დეგრადირდება(გადაგვარდება) იონთა მიგრაციის გამო, ამის აღმოსაფხვრელად იყენებენ ცვალებად ძაბვას,ან ცვლიან ელ.მუხტის პოლარობას პიქსელის თითოეულ ნაწილში. მატრიცაში შესაძლებელია თითოეული პიქსელის ინდივიდუალური მართვა,მაგრამ პიქსელების რაოდენობის გაზრდასთან ერთად მათი თითოეული მათგანის მართვა ძნელდება, რადგან იზრდება ელექტროდთა რაოდენობა. ამისათვის გამოიყენება სამისამართო ბილიკი თითოეული ბილიკისთვის. უჯრედში გამავალი შუქი შეიძლება იყოს ბუნებრივი(არეკლილი ფუძიდან),მაგრამ ხშირად იყენებენ ხელოვნურ განათებას რაც იძლევა გამოსახულების ფერთა სტაბილურობას. ამდაგვარად თხევადკრისტალური მონიტორი შედგება ელექტრონიკისაგან,ბიდეოსიგნალის გარდამქმნელისგან,მატრიცისგან,განათების მოდულისგან,კვების პლოკისგან და ყუთისგან. თხევადკრისტალური მონიტორის განათება: LCD მონიტორთა ძირითადი მახასიათებლები: 1)გარჩევადობა,ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზომა პიქსელებში გამოსახული 2)წერტილის ზომა:გაწელილი მეზობელ პიქსელთა ცენტრთა შორის,რაც დაკავშირებულია მის ფიზიკურ განლაგებასთან 3)ფორმატი:სიგრძის სიგანესთან შეფარდება,მაგ:5:4, 4:3, 5:3, 8:5, 16:9, 16:10. 4)დიაგონალი 5)კონტრასტულობა:შეფარდება ყველაზე კაშკაშა და მქრალი პიქსელების 6)სიკაშკაშე,რაც იზომება კანდელებში კვადრატულ მეტრზე 7)დროში პასუხი:მინიმალური დრო რომელიც საჭიროა პიქსელის ნათების შესაცვლელად 8)ხედვის კუთხე,რომლის დროსაც კონტრასტულობა ზღვარს ქვემოთ არაა 9)მატრიცის ტიპი 10)შესავალი წყარო: DVI, D-Sub, HDMI ტექნოლოგია: LCD მონიტორი გამოგონილი იქნა 1963 წელს კომპანია RCA-ში,ნიუჯერსის შტატში. ძირითადი ტექნოლოგია LCD მონიტორთა დამზადებისას:TN+film, IPS და MVA.ესენი განსხვავდებიან ზედაპირთა გეომეტრიით,პოლიმერით,მმართველი ფირფიტით და ფრონტალური ელექტროდით. დიდი მნიშვნელობა აქვს სიხშირეს და პოლიმერის ტიპს. "გამოძახილის" დრო LCD მონიტორის SXRD( Silicon X-tal Reflective Display) 5 მილიწამამდეა შემცირებული. Sony, Sharp და Philips იყენებს ტექნოლოგიას PALC (Plasma Addressed Liquid Crystal)ანუ თხევად კრისტალთა პლაზმური მართვა. პლაზმური მონიტორები(Plasma Display Panel)PDP პლაზმური ეკრანი,ანუ გაზოგანმუხტვადი პანელი,რომელშიც მუშაობისას გამოიყენება გაზის ელექტრული განმუხტვა და მის მიერ აღგზნებული ლუმინოფორის აღგზნება(lumen-სინათლე,phoros-გადამტანი) ლუმინოფორი არის ნივთიერება რომელიც მის მიერ შთანთქმულ ენერგიას გარდაქმნის სინათლედ. ინერტული აირებია:ჰელიუმი,ნეონი,არგონი,ქსენონი,კრიპტონი,რადონი და ყოფილა აგრეთვე უნინოკტი,რომელიც ამ ელემენტის დროებითი სახელია. ღარიბულად:ინერტული აირი ეწოდება აირს რომელიც არ შედის სხვა ნივთიერებასთან რეაქციაში,რადგან მათი ელექტრონული გარსი შევსებული აქვთ(ს და პ)გამოიყენება ნათურებში ვოლფრამის მავთულის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. პლაზმური მონიტორი წარმოადგენს ინერტული აირით სავსე უჟრედებსრომელიც 2 პარალელურ შუშის ზედაპირშორისაა მოთავსებული,გაზი კი არის ნეონი და ქსენონი.განმუხტვა აირში ხდება 2 ელექტროდის დახმარებით, რომელიც მის წინა და უკანა მხარესაა.აირის განმუხტვა იწვევს ულტრაიისფერ გამოსხივებას(გრძელი ტალღა იგი იწვევს ნამზეურს,საშვალო დ ვიტამინს წარმოქმნის(ნაკლებობა რაქიტს ან ძვლების მოტეხილობას),მოკლე ბაქტერიებს ხოტავს),რომელიც თვისმხრივ იწვევს ლუმინფორის ნათებას. ფერად პლაზმურ მონიტორთა პიქსელები შედგება 3 იდენტური უჯრედისაგან,რომელშიც არის ინერტული აირი (ქსენონი) და აქვს 2 ელექტროდ შუაში და უკან.როცა ელექტროდზე მოქმედებს ძაბვა,ელექტროდთაშორის სივრცეში პლაზმა წარმოიქმნება. პლაზმა არის მთლიანად ან ნაწილობრივ იონიზირებული ნაწილაკი,იგი მეოთხე აგრეგატული მდგომარეობაა(მყარი,თხევადი,აირადი) იონი არის 1 ან მრავალატომიანი ელექტრულად დამუხტული ნაწილაკი,წარმოიქმნება ელექტრონთა მიერთებით ან დაკარგვით ატომის ან მოლეკულის მიერ. პლაზმა პლაზმურ მონიტორთა დამზადება პრობლემატურია პიქსელების გამო,რადგან ისინი მცირე ზომის უნდა იყოს( 200 მიკრომეტრი x 200მიკრომეტრი x 100მიკრომეტრი,1მმ=100ომიკრონს) მონიტორისთვის კი რომედენიმე მილიონი პიქსელა საჭირო.მონიტორის წინა ნაჭილში არსებული ელექტროდი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, ამისათვის იყენებენ ინდიუმის და კალის ოქსიდს(ოქსი-ჟანგბადს ნიშნავს),ეს ელემენტები იმიტომ რომ დენსაც ატარებენ და გამჭვირვალენიც არიან. ელექტროდები როდესაც ასეთი უწვრილესია,რამოდენიმე პიქსელის დენით მომარაგება დენის ვარდნას იწვევს მათში,რაც თავისთავად გამოსახულებას დაამახინჯებს. ამიტომ საჭიროა გამტარებს ქრომიც დაემატოს,იგი მუხტის ძალიან კარგი გადამტანია,მაგრამ არაა გამჭვირვალე. ბოლო პრობლემა პიქსელთა ადრესაციაა,რადგან ფერის სიზუსტის მისაღწევად თითოეული 3 სუბპიქსელთა("სუბ"-ქვე) ნათება უნდა იყოს ინტენსიური. 1280x768 გაფართოების ეკრანზე დაახლოვებით 3 მილიონი პიქსელია,რასაც 6 მილიონი ელექტროდი უნდა,6 მილონი ბილიკი თითოეული პიქსელის ინდივიდუალური მართვისათვის საჭირო,რაც შეუძლებელია, ამისათვის ბილიკები ერთ მწკრივად თავსდება,მონიტორის უკანა მხარეს კი განლაგებულია ელექტროდთა ბოძები. მატრიცის საშვალეებით კი აირჩევა საჭირო პიქსელი,ეს მოქმედება მილიწამებში ხდება.ნათელ მონაკვეთებში შეიმჩნევა მონიტორის ციმციმი,რაც აღმოიფხვრა 2009წელს,მათი ციმციმი ხდება 200-400Hz- სიხშირეზე,რაც შეუმჩნეველია ადამიანის თვალისათვის და რამდენჯერმე აღემატება lcd-სა და gtr მონიტორების კადრის განახლების სიხშირეს http://www.youtube.c...h?v=SceGux40LeM პლაზმურ ტელევიზორს აქვს 40 000 საათი მუშაობის დრო ლცდ-ს კი 80 000 საათი
      • 9
      • Upvote
  22. მწარმოებელმა NEC განაცხადა,რომ მისმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს ახალი ბიოპლასტმასი, რომელიც შეიძლება მობილური ტელეფონების წარმოებაში გამოიყენონ. პლასტმასის ახალი სახეობა 70 % სხვადასხვა სახეობის ცელულოზისგან შედგება. მეორე მთავარი კომპონენტია კარდანოლი,რომელსაც იღებენ თხილისგან კეშიუ (გარეკნისგან) დღესდღეობით ყველა ბიოპლასტმასა ბევრ სინთეთიკურ დანამატს შეიცავს,რომელიც ნავთობპროდუქტებისაგან მზადდება. ამის გამო მათში დაბალი პროცენტული მაჩვენებელია ბიომასალის. როგორც სინთეთიკური მასალის შემცვლელი ,ცელულოზა საუკეთესოა,პლასტიკურობის მისაღწევად კი თხილი(კარდანოლი). ამ მასალის სიიაფის გარდა,ნატურალური მასალა უფრო ეკოლოგიურია,რადგან ნაკლებად ვნებენ გარემოს, აგრეთვე სრულად გახრწნადია მიკროორგანიზმების მიერ(მაგ:პოლიეთილენის(ცელოფანი) გახრწნას 1000 წელი უნდა) აგრეთვე დადებითი მხარეა რესურსთა განახლება,ნავთობპროდუქტთაგან განსხვავებით. NEC-ის წარმომადგენლები გვატყობინებენ,რომ ასეთ მობილურებს 3 წელში დაამზადებენ.
  23. მზის ელემენტი ერთერთი სახეობაა ალტერნატიული ენერგიის წყაროსი,რომელიც მზის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამ ტიპის ფოტოელექტრული ელემენტები პირველად კოსმოსში თანამგზავრზე გამოიყენეს. თუ ელექტროქსელში არ გვაქ რამე ჩართული,მაშინ მზის ელექტროპანელები ენერგიას აკუმლატორებში ინახავს. ზოგიერთი მზადდება სელენის,სპილენძის ოქსიდის და სილიციუმისაგან.სინათლის ენერგია უშუალოდ გარდაიქმნება ელექტოენერგიად. საერთოდ წარმოების საბოლოო და საწყისს ეტაპს შორის რაც ნაკლებია ენერგიის უშუალოდ გარდაქმნის პროცესი საბოლოო პროდუქტის მიღებამდე უკეთესია,რადგან მარგი ქმედების კოეფიციენტი ასეთ დანადგარს უფრო მეტი აქვს. თითოეული ფოტოელემენტი იძლევა 1,5ვოლტს, მზის ელექტროპანელები შეიძლება დამონტაჟებული იყოს შემდეგნაირად: 1)ავტონომიური:თუ არაა ელ.ქსელთან ჩართული,მზის ელექტროპანელები ახდენენ დენის აკუმლირებას ტელევიზორისთვის,კომპიუტერის� ��ვის და სხვა.ენერგიის შესანახად იყენებენ აკუმლატორებს. 2)დაკავშირებული:ანუ თუ ობიექტი დაკავშირებულია ცენტრალურ ელ.ქსელთან, მზის ები მუხტავენ აკუმლატორებს,ზედმეტ ქტროენერგიას კი ჩვეულებრივ ქსელში გაბასცემენ. 3)რეზერვული სისტემები:ფოტოელექტრული სისტემა მიერთებილია ცუდ ელ.ქსელში,ხოლო დენის არყოფნისას ან არარსებობისას ,ელ,დაძაბულობის შენარჩუნებისთვის თავისი ენერგიით აბალანსებს დანაკარგს. UPS ის პონტში. რაც მთავარია ფასია,1კილოვატიანი ასეთი სისტემის ასაწყობად სულ რაღაც 5000-6000 დოლარია საჭირო. დამზადების ტექნოლოგია :
  24. მზის კოლექტორი-ხელსაწყო მზის სითბური ენერგიის შესაგროვებლად,რომელიც გადააქვს ხილულ სხივებს( და ინფრაწითელ გამოსხივებას).მზის ელემენტებისაგან განსხვავებით,მზის კოლექტორი ახდენს მატერიალის-თბომატარებლის გაცხელებას. მზის კოლექტორთა ტიპები: ბრტყელი ბრტყელი ელემენტი შედგება ელემენტისგან,რომელიც შთანთქავს მზის გამოსხივებას,გამჭვირვალე ფენისგან და თერმოიზოლირებადი ფენისგან.სითბოს შთამთქმნელს ელემენტს აბსორბერი ეწოდება,იგი დაკავშირებულია თბოგამტარ სისტემაში.გამჭვირვალე ელემენტია გამოწრთობილიშუშა,მეტალის მცირე % რაოდენობით მასში(რადგან სხივი უკეთ გაატაროს). თბოგადაცემის არგაცემის შემთხვევაში,ბრტყელი კოლექტორი აცხელებს წყალს 190-200გრადუს ცელსიუსამდე. რაც მეტი ენერგია გადეცემა თბომატარებელს,რომელიც კოლექტორიდან(შემკრებს ნიშნავს) მოედინება,მით მეტია მისი ეფექტურობა.სტანდარტული გადაწყვეტილება კოლექტორის ეფექტურობის გაზრდისთვის არის აბსორბერის გამოყენება -სპილენძის ფირფიტა,რადგან სითბოს უკეთ ატარებს და თვითღირებულებაც ნაკლებია უფრო თბოგამტარ მასალებთან შედარებით. ბრტყელი მზის სხივის კოლექტორის მარგი ქმედების კოეფიციენტია 72-75% ვაკუუმური თბომატარებლის ტემპერატურის გაზრდა შესაძლებელია 250-300 გრადუს ცელსიუსამდე ,როდესაც არ ხდება თბოგაცემა.თბოგაცემის ნაკლებ მაჩვენებლამდე დაყვანა შეგვიძლია მრავალფენიანი შუშის საფარით ,ჰერმეტიზაციით ან კოლექტორებში ვაკუუმის შექმნით. მზის სითბუ მილს აქვს საყოფაცხოვრებო თერმოსთან საერთო,მილის მხოლოდ ზედა ფენა გამჭვირვალეა,შიდა მხარე კი მაღალსელექციური ფენითაა დაფარული,რომელიც შთანთქავს მზის სხივებს.შიდა და გარე შუშის მილს შორის არის ვაკუუმი.ვაკუუმი იძლევა სითბოს 95%-იან შენარჩუნებას. გარდა ამისა,ვაკუუმურ სითბურ მილებში გამოყენება ჰპოვეს სითბურმა მილებმა,რომლებიც ასრულებენ სითბოს გამტარის როლს.მზის სხივებით ამ მოწყობილობის დასხივებისას ,სითხე იმყოფება მილის ქვედა ნაწილში,გაცხელებისას კი ორთქლად იქცევა.ორთქლი მიიწევს მაღლა ,მილის ზედა ნაწილში(კონდენსატორი),სადაც კონდენსირდება და სითბო გადააქვს კოლექტორზე.ამ სქემით გამაცხელებლის გამოყენება საშვალებას იძლევა მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნას მიღწეული დაბალი ტემპარატურის და სუსტი განათების დროსაც კი. ამ სისტემის მარგი ქმედების კოეფიციენტია 60-65%. გამაცხელებლების სისტემა არის პასიური და აქტიური,ეს ეხება სითხეს ცირკულაციას მილებში,თუ სითხის ცირკულირება ხდება წყლის ნასოსის დახმარებით,მასინ მას აქტიური ეწოდება,სარქველებდან და კოლექტორებდან სითბოს ცირკულაციას კონტროლერი აკონტროლებს,ეს სისტემები უფრო ძვირიანია,მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღლი აქვთ,მათი ექსპლუატაცია შეიძლება -20 -25 გრადუს ცელსიუსზეც. თუ ეს ხდება გრავიტაციის ძალის დახმარებით,ანუ ისე როგორც ზემოთ აღვწერე,მაშინ მას პასიური ეწოდება,აქ მუშა სითხე ნელა მოძრაობს ვიდრე მის დატიუნინგებულ ვარიანტში. როგორ გამოიყურება ვაკუუმური გამაცხელებელი სისტემა შიგნიდან: ეს არის პასიური სისტემა: ეს არის აქტიური სისტემა: აქტიური სისტემები იყოფა 2 ნაწილად: აქტიური სისტემები ღია კონტურით,რომლებიც იყენებენ ნასოსს კოლექტორის გავლით წყლის ცირკულაციისათვის .მათი ექსპლუატაცია შესაძლებელია მინუს 20-25 გრადუს ცელსიუსზეც. აქტიური სისტემები ჩკეტილი კონტურით წარმოადგენენ წყალ-გლიკოლიან სისტემას ანტიფრიზით.თბოგადამცემები გადასცემენ მაღალ ტემპერატურას პირველი კონტურის თბომატარებლიდან წყალს,რომელიც კასრებშია აკუმულირებული.მათ აქვთ კარგი დაცვა გაყინვისგან დაბალი ტემპერატურისას,მაღალ ტემპერატურასთან ზემოქმედებისას,ამ სისტემაში არსებული ნებისმიერი ანტიფრიზი არ გამოდგება. ამ სისტემის კოლექტორები კი იყოფა : პანელური ტიპად ან ბრტყელი კოლექტორით.ამ ტიპს კოლექტორებს აქვთ მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი,რადგან მასში გამოყენეპულ მასალას,სპილენძს ,მაღალი თბოგამტარობა აქვს. ვაკუუმური ტიპის კოლექტორები ვაკუუმური კოლექტორის რამოდენიმე ტიპი არსებობს: კოლბა კოლბაში-ამ ტიპის გამაცხელებელში თბომატარებლის გაცხელება ხდება სელექტიურ ფენასთან შეხებით.თბომატარებლად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ანტიფრიზი,ასევე წყალიც.ეს სისტემები კარგად მუშაობს მაღალი წნევის არქონისას,რადგან ჰიდროიზოლირება ვერ ხერხდება ეფექტურად.ამ სისტემებს ხშირად იყენებენ პასიურ სისტემებში. კოლბა კოლბაში სითბური მილით ამ კოლბებში გამოიყენება სპილენძის მილი,სადაც სითბო აბსორბერიდან გადაეცემა ნეკნების(გვერდების) საშვალებით.სითბური მილი გადასცემს სითბოს სითბური მილის კონდენსატორს,რომელიც კოლექტორთანაა შეერთებული ,რომელშიც ხდება სითხის ცირკულაცია. ვაკუუმური კოლბა კოლბა კოლბაში სითბური მილით მთავარი განსხვავება არის ვაკუუმური თერმოიზიოლაცია სპილენძის მილის,თუ კოლბებში (1 და მეორე ტიპის ჩამოთვლილთაგან) გამოიყენებოდა ვაკუუმური სივრცე კოლბის შუშის კედლებს შორის,ვაკუუმურ კოლბებში აბსორბერი და სითბური მილი იმყოფება დაბალი წნევის ქვეშ,გარდა ამისა , შუშის 1 ფენა ვიდრე 2,ზრდის მარგი ქმედების კოეფიციენტს. ვაკუუმური კოლბის შიგნეულობა: არსებობს კოლექტორთა შემდეგი ტიპები: 2 მილიანი სისტემა: 1 მილიანი სისტემა,სითბური მილის კონდენსატორი მოთავსებულია კოლექტორის მილის კოლექტორში. 2 მილიანი სისტემა,სითბური მილის კონდენსატორი მოთავსებულია კოლექტორის მილებს შორის. არსებობს აგრეთვე უფრო მარტივი ტიპის სითბური თბომომარაგების სისტემა პლასტმასის მზის სხივთა კოლექტორით.მზადდება მაღლი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენისგან.ასეთ კოლექტორებს დამატებითი თბოიზოლაცია არ აქვთ და გამოიყენება წყლის გამაცხელებლად ზაფხულის პერიოდში.მათი ქმედითუნარიანობა გარემოპირობებზეა დამოკიდებული,თუნდაც ჰაერის სიჩქარეზე.
      • 2
      • Upvote
  25. ითვლება რომ ლიფტი პირველად გამოიგონეს 1743წელს,ფრანგი მეფის,მეფე ლუდოვიკ 15-ე სასახლეში ვერსალში რომ მეფე არ შეწუხებულიყო 1 სართულით ზევით მყოფ საყვარელთან ასვლისას. 1795 წელს ლიფტის ასამოძრავებლად იყენებდნენ მონებს. ელაიშა გრეივის ოტის პირველი ლიფტი უსაფრთხო გახადა ელაიშა გრეივის ოტისმა,მან გამოიგონა მოწყობილობა რომელიც ლიფტის ტროსის გაწყდომის შემთხვევაში კაბინას შეაჩერებდა. ოტისმა ტროსი მიამაგრა პლატფორმის ბრტყელი პრუჟინაზე, რელსებზე კი კბილანები მიამაგრა,რომ ბრტყელი ზამბარის ბოლოები გამოდებოდა რელსის კბილანას ტროსის გაწყდომისას. ოტისმა თავის გამოგონება რომ გაყიდულიყო რეკლამა ასე გააკეთა :ნიუ-ორკში ორ საყრდენზე 12 მეტრო სიმაღლეზე მოძრაობდა ლიფტის კაბინა.ზევით კი იდგა ოტისის დამხმარე ხანჯლით ხელში,კაბინაში მყოფი ოტისი ორთქლის მანქნით ზევით მიიწევდა და მისი ბრძანებით გადაჭრეს თოკი,კაბინა კასრებთან და ოტისთან ერთად 1-2 მეტრის დაშორებით თოკის გადაჭრის ადგილიდან გაჩერდა,ოტისმა კი ქუდი მოიხადა და დარბაზი ისე დატოვა. ოტისის სისტემის მოქმედების პრინციპი რუსული სამუხრუჭე სისტემა ტროსის გაწყდომის დროს,რომელიც როგორც ვიცით არ გაამართლა.ანუ როცა ლიფტი ვარდება,ეს ორი რკინის ფირფიტა იშლება და ჩამკეტებში (კბილებში)მოხვედრისას ჩერდება,ეს სისტემა სამწუხაროდ ძალიან რთულია და არასანდო. ეს არის ოტისის ლიფტის ძრავი: ინფორმაციის სახით:ოტისის სატვირთო ლიფტს შეუძლია 3200 კგ-ს ატანა ჩვეულებრივ სამომხმარებლო ლიფტს კი შეუძლია 5,8-13 ადამიანის მომსახურება ერთდროულად ოტისის დაპატენტებული ლიფტის სისტემის ნახაზი(მარჯვნივ ჩმკეი მექანიზმი):
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.