Jump to content

NEIRON

მოდერატორი
  • Posts

    7828
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    48

Everything posted by NEIRON

  1. ისე ყვითელი არვარგა მოძრავი ეფექტი რომ იყო წინაზე შეიძლება ეგრე?
  2. მომეწონა,დავამუშAოთ და ეს დავტოვოთ ფერთა გამა და ...
  3. ვინდის პაროლის გასატეხად ერდ კომანდერ გამოიყენე მშვენიერი პროგია აქაა ვიდეოს ლინკი და თავად პროგისაც http://uznay.tut.su/videouroki.html
  4. ცოტა ხომ არ მოვუხაზოთ რა და როგორ გვინდა გეგმაც შევთავაზოთ იმავე სტილში თუ სხვაგვარად
  5. ეგენი ხომ გადმოვიტანე,აგერაა : http://www.overclockers.ge/index.php?/forum/28-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
  6. ამდ-ს მივეცი ხმა რატომ უნდა გადავიხადო მეტი,როცა შემიძლია იაფად გამოვიდე?!
  7. ამ განყოფილებიდან მხოლოდ ეს გადმოვიტანე მაგრა მომწონს მეც ზექმნილებაა
  8. ის რაც უსერბარში უნდა დაგეწერათ ან გამოგეხატათ ტექსტური ფორმით განათავსეთ რას გამოთქვამს ეს უზერბარი ისეთს,რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ?! FC BARCELONA მართალი ხარ,შეიძლება შენ და სხვა ერთგული ფორუმელების ხელში საიტს არ შეექმნას პრობლემა მაგ უსერბარ/სურათების გამო, მაგრამ ამ წესს რამოდენიმე დაიცავს და ისევ პრობლემა შეიქმნება. ამიტომ რადიკალური გადაწყვეტილება იქნა საჭირო. ყველას სათითაოდ ვერ გამოედევნები თუ ეგ ფუნქცია ჩაირთო ასარჩევადაა აქ საქმე:ან საიტის რეიტინგზე უნდა გადატყდეს ჯოხი,ან ჩვენზე. არჩევანი თქვენზეა.
  9. ეგ არაფერი ადამიანი უსაკვებოდ 3-4 კვირა ძლებს უწყლოდ არაუმეტეს 7 დღე უჰაეროდ 3 წუთი უუზერბაროდ-მთელი სიცოცხლე
  10. ხო,მეც ფორუმზე ვარ სულ,მაგრამ დალაგებულად ნიუსებს პორტალზე ვათვალიერებდი ყველას თავის მუშტარი ეყოლება. არ უნდა გაითიშოს პორტალი სახე ხომ უნდა საიტს,პორტალი-სახეა და ფორუმი კიდე ფორუმია
  11. პორტალი საჭიროა ნიუსების დალაგებულად რომ დამეთვალიერებინა პორტალზე ვიყავი ისე ცუდი იქნება ნიუსების დათვალიერება პორტალი რომ იყოს არაფერს ვკარგავთ,პირიქით ვიგებთ,მომხმარებლები რომლებსაც პორტალზე მოსწონდათ ნიუსების დათვალიერება დარჩებიან ისე მომხმარებელთა გემოვნებასაც ხომ უნდა მოვარგოთ,ხოდა ამით საიტი შვეიცარიული დანა იქნება და არა მხოლოდ 1 რამ-ფორუმი.
  12. ავტორი - Chibo 1947 წელი, 23 დეკემბერი — Bell Telephone Laboratories სამმა მეცნიერმა უილიამ შოკლეიმ, უოლტერ ბრათეინმა და ჯონ ბარდენმა დემონსტრაცია გაუკეთეს წერტილოვანი კონტაქტის ტრანზისტორის გამაძლიერებლის ახალ გამოგონებას. სახელი „ტრანზისტორი“ არის „გადაცემის წინაღობის“ შემოკლება. 1952 წელი, იანვარი — IBM-ს უჩივიან კომპიუტერული ბიზნესის მონოპოლიზაციის გამო. 1956 წელი, იანვარი — აშშ-ის რაიონული სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს. თვე უცნობია — პირველი ტრანზისტირებული კომპიუტერი TX-O (Transistorized Experimental computer - ტრანზისტირებული ექსპერიმენტული კომპიუტერი) შექმნილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 13 სექტემბერი — IBM-მა წარმოადგინა IBM 350 Disk File, პირველი მყარი დისკი, როგორც IBM RAMAC 305 კომპიუტერის ნაწილი. მას გააჩნდა 50-ორმხრიანი, 24-დიუმიანი დისკი და მას გააჩნდა ერთი ბერკეტი და ერთი ჩამწერი/წამკითხავი თავაკი. იგი იტევდა დაახლოებით 5 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ჰქონდა 8800 სიმბოლო წამში. პირველი მინიკომპიუტერი — PDP 1 1958 წელი, 12 სექტემბერი — Texas Instruments-ში, ჯეკ კილბი დემოსტრაციას უკეთებს მსოფლიოში პირველ ინტეგრირებულ პლატას, რომელიც შეიცავდა ნახევარგამტარი მატერიალით დაკავშირებულ, დიუმის სიგრძის და კბილსაჩიჩქნზე წვრილ 5 კომპონენტს. 1959 წელი, თვე უცნობია — Fairchild Semiconductor-ში, რობერტ ნოისი ქმნის ინტეგრირებულ პლატას, სადაც კომპონენტები სილიკონ-ოქსიდის ფენაზე დაკავშირებულია ალუმინის ხაზებით. 1960 წელი, თვე უცნობია — Digital Equipment უშვებს პირველ მინიკომპიუტერს PDP-1, რომლის ფასი იყო 120 000 ამერიკული დოლარი. ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილი იყო კლავიატურითა და მონიტორით. (PDP — Program, Data, Processor (პროგრამა, მონაცემები, პროცესორი)). 1963 წელი, თვე უცნობია — დაგლას ენგელბარტის ჯგუფმა, კალიფორნიაში, სტენფორდის კვლევით ინსტიტუტში შეისწავლეს ჩვენების (ეკრანის, მონიტორის, ტელევიზორის) ანტერაქტიურლი სქემები. მათ ტესტირება ჩაატარეს სხვადასხვა მოწყობილობებით — მიმთითებლებით, მართვის პულტებით, სფერული მანიპულატორით — ყავისფერი ხის ყუთი ორი მოძრავი ბორბლით და წითელი ღილაკით. ამ უკანასკნელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ცენტრალური ბლოკის კომპიუტერი General Electric 225 1964 წელი, 1 მაისი — დარტმუთის კოლეჯში, ჰანოვერში პირველად გაეშვა ბაზური (BASIC) პროგრამირების ენა. ენა შექმნა პროფესორმა ჯონ კემენიმ და ტომას კურტცმა. ის ბაზირებული იყო ფორტრანზე და ალგონზე და შეიქმნა General Electric 225 ცენტრალური ბლოკის კომპიუტერისათვის. თვე უცნობია — ამერიკული სტანდარტის ასოციაცია იშვილა ASCII-მ (American Standard Code for Information Interchange, ამერიკული სტანდარტული კოდი ინფორმაციის გაცვლისათვის), როგორც სტანდარტული კოდი, მონაცემთა გადაცემისათვის. 1965 წელი, 19 აპრილი — ჟურნალი „ელექტრონიკსი“ (Electronics) აქვეყნებს Fairchild Semiconductor-ის მთავარი მკვლევარისა და პროგრამისტის გორდონ მორის სტატიას. მორი წინასწარმეტყველებს, რომ ტრანზისტორის სიხშირე ინტეგრირებულ პლატაზე, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველ 12 თვეში გაორმაგდება. 1966 წელი, მაისი — სტივენ გრეი აარსებს კომპანიას Amateur Computer Society და აქვეყნებს სიახლეს სახელწოდებით ACS. 1968 წელი, 4 ივნისი — აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურო დოქტორ რობერტ დენარდს ჩუქნის IBM T.J. Watson კვლევითი ცენტრის 3,387,286 პატენტს. თვე უცნობია — რობერტ ნოისი და გორდონ მორი აარსებენ კომპანიას Intel Corporation. 4 ოქტომბერი — კომპანია ჰიულეტ-პაკარდის მიერ ჟურნალში Science გამოქვეყნდა რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს ამცნობდა პირველ პროგრამირებად მეცნიერულ გამომთვლელ მანქანაზე (Calculator), რომელსაც ჰიულეტ-პაკარდი ეძახდა „the new Hewlett-Packard 911A personal computer“. (ახალი ჰიულეტ პაკარდის 911A პერსონალური კომპიუტერი). კომპიუტერი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: დედაპლატა; მიკროპროცესორი; ადაპტერი; დენის წყარო; ოპტიკური დისკის ძრავი (CD-ROM); მყარი დისკი; ტაქტური სიხშირის გადამრთველი; ოპერატიული მეხსიერება; ვიდეო კარტა; ქსელური კარტა; ხმის კარტა; დინამიკი, მართვის ღილაკები; და სხვა საუბარია პირველ PC ზე ძირითადი სისტემური პლატა ძირითად პლატას უწოდებენ დიდ ნაბეჭდ პლატას. მასზე დაყენებულია პერსონალური კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები: ცენტრალური მიკროპროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, მხარდამჭერი მიკროსქემები, ცენტრალური მაგისტრალი, კონტროლერი და რამოდენიმე გამთიშველი. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (RAM) რეალუზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მონაცემების წაკითხვის ან ჩაწერის დრო 60+ ნანოწამია (60x10-9წმ). არსებობს ორი ტიპის ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში ელემენტარული უჯრედის როლში ინტრიგერული სქემა გამოდის. ასეთი სქემა იმპულსის მიღებამდე ან კვების გამორთვამდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მდგომარეობას 0 ან 1. უჯრაში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვისას მისი მდგომარეობა არ იცვლება. დინამიკური მოდელი შედგება მიკროსკოპული ტევადობისგან (კონდესატორებისგან). ნებისმიერი კონდესატორი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: დამუხტული ან დაუმუხტავი. ასეთ მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების დასამახსოვრებლად საჭიროა დაუმუხტავი კონდესატორების პერიოდულად დამუხტვა. ამის გამო დინამიკური მეხსიერება სტატიკურთან შედარებით ნელამოქმედია. სამაგიეროდ იგი ნაკლებად ენერგოტევადია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე ტიპის დამახსოვრების მოწყობილობა წარმოადგენს მცირე ზომის ნაბეჭდ პლატას, მასზე განლაგებული მიკროსქემებით. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობის გარდა, თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს გააჩნიათ ე.წ. ზეოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ქეშ მეხსიერება), რომელიც უზრუნველყოფს ნელმოქმედი მოწყობილობის თავსებადობას, სწრაფმოქმედ მოწყობილობასთან, მაგალითად, მიკროპროცესორის დინამიკურ მეხსიერებასთან. არსებობს ორი დონის ქეშ მეხსიერება: პირველი დონის 32 ბაიტის ტევადობით (ახლა უკვე 64), რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ მიკროპროცესორში და მეორე დონის 512 და მეტი ტევადობით. იგი ყენდება სისტემურ პლატაზე. მონაცემთა სისტემური მაგისტრალი მონაცემთა სისტემური მაგისტრალი იყო (სისტემური სალტე) კომპიუტერის კომპონენტებს შორის სიგნალების გადაცემის უზრუნველყოფის კაბელების ერთობლიობა. კაბელები სტანდარტიზირებულია. სისტემური სალტე დამზადებულია ISA სტანდარტებით. სალტეს აქვს მონაცემების 16 ხაზი, მისამართების 22 ხაზი, აპარატული წყვეტების 15 და მეხსიერებასთან მიმართვის 7 ხაზი. ამის გარდა სალტეზე სიგნალებისა და ელექტროკვებისათვის შემუშავებულია სალტეების სტანდარტები. VLB სტანდარტი შემოთავაზებულია VESA ასოციაციის მიერ. მიკროპროცესორსა და სისტემურ სალტეებს შორის შუაკედური ადგილი უჭირავს Mezzanine სალტეებს. ისინი დამოკიდებულნი არ არიან ძირითად პროცესორზე და მის ტაქტიკურ სიხშირეზე. ასეთი სალტეების ერთ-ერთი სტანდარტია PCI. CMOS RAM სისტემურ პლატაზე დაყენებული ელემენტებიდან მნიშვნელოვანი ელემენტია BIOS (მონაცემთა შეტანა/გამოტანის ბაზური სისტემა). იგი ენერგოდამოუკიდებელი მუდმივდამახსოვრების მოწყობილობაა. მასში ჩაწერილია მონაცემთა შეტანა/გამოტანის პროგრამა, ელექტროქსელში ჩართვისათვის კომპიუტერის გაშვების პროგრამა და სხვა სპეციალური პროგრამები, რომელიც იყენებს ინფორმაციას კომპიუტერის აპარატული კონფიგურაციის შესახებ. ეს ინფორმაცია ინახება მიკროსქემაში CMOS RAM. CMOS RAM სისტემურ პლატაზეა დამონტ�% 1947 წელი, 23 დეკემბერი — Bell Telephone Laboratories სამმა მეცნიერმა უილიამ შოკლეიმ, უოლტერ ბრათეინმა და ჯონ ბარდენმა დემონსტრაცია გაუკეთეს წერტილოვანი კონტაქტის ტრანზისტორის გამაძლიერებლის ახალ გამოგონებას. სახელი „ტრანზისტორი“ არის „გადაცემის წინაღობის“ შემოკლება. 1952 წელი, იანვარი — IBM-ს უჩივიან კომპიუტერული ბიზნესის მონოპოლიზაციის გამო. 1956 წელი, იანვარი — აშშ-ის რაიონული სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს. თვე უცნობია — პირველი ტრანზისტირებული კომპიუტერი TX-O (Transistorized Experimental computer - ტრანზისტირებული ექსპერიმენტული კომპიუტერი) შექმნილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 13 სექტემბერი — IBM-მა წარმოადგინა IBM 350 Disk File, პირველი მყარი დისკი, როგორც IBM RAMAC 305 კომპიუტერის ნაწილი. მას გააჩნდა 50-ორმხრიანი, 24-დიუმიანი დისკი და მას გააჩნდა ერთი ბერკეტი და ერთი ჩამწერი/წამკითხავი თავაკი. იგი იტევდა დაახლოებით 5 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ჰქონდა 8800 სიმბოლო წამში. პირველი მინიკომპიუტერი — PDP 1 1958 წელი, 12 სექტემბერი — Texas Instruments-ში, ჯეკ კილბი დემოსტრაციას უკეთებს მსოფლიოში პირველ ინტეგრირებულ პლატას, რომელიც შეიცავდა ნახევარგამტარი მატერიალით დაკავშირებულ, დიუმის სიგრძის და კბილსაჩიჩქნზე წვრილ 5 კომპონენტს. 1959 წელი, თვე უცნობია — Fairchild Semiconductor-ში, რობერტ ნოისი ქმნის ინტეგრირებულ პლატას, სადაც კომპონენტები სილიკონ-ოქსიდის ფენაზე დაკავშირებულია ალუმინის ხაზებით. 1960 წელი, თვე უცნობია — Digital Equipment უშვებს პირველ მინიკომპიუტერს PDP-1, რომლის ფასი იყო 120 000 ამერიკული დოლარი. ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილი იყო კლავიატურითა და მონიტორით. (PDP — Program, Data, Processor (პროგრამა, მონაცემები, პროცესორი)). 1963 წელი, თვე უცნობია — დაგლას ენგელბარტის ჯგუფმა, კალიფორნიაში, სტენფორდის კვლევით ინსტიტუტში შეისწავლეს ჩვენების (ეკრანის, მონიტორის, ტელევიზორის) ანტერაქტიურლი სქემები. მათ ტესტირება ჩაატარეს სხვადასხვა მოწყობილობებით — მიმთითებლებით, მართვის პულტებით, სფერული მანიპულატორით — ყავისფერი ხის ყუთი ორი მოძრავი ბორბლით და წითელი ღილაკით. ამ უკანასკნელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ცენტრალური ბლოკის კომპიუტერი General Electric 225 1964 წელი, 1 მაისი — დარტმუთის კოლეჯში, ჰანოვერში პირველად გაეშვა ბაზური (BASIC) პროგრამირების ენა. ენა შექმნა პროფესორმა ჯონ კემენიმ და ტომას კურტცმა. ის ბაზირებული იყო ფორტრანზე და ალგონზე და შეიქმნა General Electric 225 ცენტრალური ბლოკის კომპიუტერისათვის. თვე უცნობია — ამერიკული სტანდარტის ასოციაცია იშვილა ASCII-მ (American Standard Code for Information Interchange, ამერიკული სტანდარტული კოდი ინფორმაციის გაცვლისათვის), როგორც სტანდარტული კოდი, მონაცემთა გადაცემისათვის. 1965 წელი, 19 აპრილი — ჟურნალი „ელექტრონიკსი“ (Electronics) აქვეყნებს Fairchild Semiconductor-ის მთავარი მკვლევარისა და პროგრამისტის გორდონ მორის სტატიას. მორი წინასწარმეტყველებს, რომ ტრანზისტორის სიხშირე ინტეგრირებულ პლატაზე, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველ 12 თვეში გაორმაგდება. 1966 წელი, მაისი — სტივენ გრეი აარსებს კომპანიას Amateur Computer Society და აქვეყნებს სიახლეს სახელწოდებით ACS. 1968 წელი, 4 ივნისი — აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურო დოქტორ რობერტ დენარდს ჩუქნის IBM T.J. Watson კვლევითი ცენტრის 3,387,286 პატენტს. თვე უცნობია — რობერტ ნოისი და გორდონ მორი აარსებენ კომპანიას Intel Corporation. 4 ოქტომბერი — კომპანია ჰიულეტ-პაკარდის მიერ ჟურნალში Science გამოქვეყნდა რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს ამცნობდა პირველ პროგრამირებად მეცნიერულ გამომთვლელ მანქანაზე (Calculator), რომელსაც ჰიულეტ-პაკარდი ეძახდა „the new Hewlett-Packard 911A personal computer“. (ახალი ჰიულეტ პაკარდის 911A პერსონალური კომპიუტერი). კომპიუტერი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: დედაპლატა; მიკროპროცესორი; ადაპტერი; დენის წყარო; ოპტიკური დისკის ძრავი (CD-ROM); მყარი დისკი; ტაქტური სიხშირის გადამრთველი; ოპერატიული მეხსიერება; ვიდეო კარტა; ქსელური კარტა; ხმის კარტა; დინამიკი, მართვის ღილაკები; და სხვა ძირითადი სისტემური პლატა ძირითად პლატას უწოდებენ დიდ ნაბეჭდ პლატას. მასზე დაყენებულია პერსონალური კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები: ცენტრალური მიკროპროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, მხარდამჭერი მიკროსქემები, ცენტრალური მაგისტრალი, კონტროლერი და რამოდენიმე გამთიშველი. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (RAM) რეალუზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მონაცემების წაკითხვის ან ჩაწერის დრო 60+ ნანოწამია (60x10-9წმ). არსებობს ორი ტიპის ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში ელემენტარული უჯრედის როლში ინტრიგერული სქემა გამოდის. ასეთი სქემა იმპულსის მიღებამდე ან კვების გამორთვამდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მდგომარეობას 0 ან 1. უჯრაში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვისას მისი მდგომარეობა არ იცვლება. დინამიკური მოდელი შედგება მიკროსკოპული ტევადობისგან (კონდესატორებისგან). ნებისმიერი კონდესატორი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: დამუხტული ან დაუმუხტავი. ასეთ მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების დასამახსოვრებლად საჭიროა დაუმუხტავი კონდესატორების პერიოდულად დამუხტვა. ამის გამო დინამიკური მეხსიერება სტატიკურთან შედარებით ნელამოქმედია. სამაგიეროდ იგი ნაკლებად ენერგოტევადია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე ტიპის დამახსოვრების მოწყობილობა წარმოადგენს მცირე ზომის ნაბეჭდ პლატას, მასზე განლაგებული მიკროსქემებით. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობის გარდა, თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს გააჩნიათ ე.წ. ზეოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ქეშ მეხსიერება), რომელიც უზრუნველყოფს ნელმოქმედი მოწყობილობის თავსებადობას, სწრაფმოქმედ მოწყობილობასთან, მაგალითად, მიკროპროცესორის დინამიკურ მეხსიერებასთან. არსებობს ორი დონის ქეშ მეხსიერება: პირველი დონის 32 ბაიტის ტევადობით (ახლა უკვე 64), რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ მიკროპროცესორში და მეორე დონის 512 და მეტი ტევადობით. იგი ყენდება სისტემურ პლატაზე. მონაცემთა სისტემური მაგისტრალი მონაცემთა სისტემური მაგისტრალი (სისტემური სალტე) კომპიუტერის კომპონენტებს შორის სიგნალების გადაცემის უზრუნველყოფის კაბელების ერთობლიობაა. კაბელები სტანდარტიზირებულია. სისტემური სალტე დამზადებულია ISA სტანდარტებით. სალტეს აქვს მონაცემების 16 ხაზი, მისამართების 22 ხაზი, აპარატული წყვეტების 15 და მეხსიერებასთან მიმართვის 7 ხაზი. ამის გარდა სალტეზე სიგნალებისა და ელექტროკვებისათვის შემუშავებულია სალტეების სტანდარტები. VLB სტანდარტი შემოთავაზებულია VESA ასოციაციის მიერ. მიკროპროცესორსა და სისტემურ სალტეებს შორის შუაკედური ადგილი უჭირავს Mezzanine სალტეებს. ისინი დამოკიდებულნი არ არიან ძირითად პროცესორზე და მის ტაქტიკურ სიხშირეზე. ასეთი სალტეების ერთ-ერთი სტანდარტია PCI. CMOS RAM სისტემურ პლატაზე დაყენებული ელემენტებიდან მნიშვნელოვანი ელემენტია BIOS (მონაცემთა შეტანა/გამოტანის ბაზური სისტემა). იგი ენერგოდამოუკიდებელი მუდმივდამახსოვრების მოწყობილობაა. მასში ჩაწერილია მონაცემთა შეტანა/გამოტანის პროგრამა, ელექტროქსელში ჩართვისათვის კომპიუტერის გაშვების პროგრამა და სხვა სპეციალური პროგრამები, რომელიც იყენებს ინფორმაციას კომპიუტერის აპარატული კონფიგურაციის შესახებ. ეს ინფორმაცია ინახება მიკროსქემაში CMOS RAM. CMOS RAM სისტემურ პლატაზეა დამონტ�% დამახსოვრების მოწყობილობები დამახსოვრების მოწყობილობები გათვალისწინებულია დიდი მოცულობის ინფორმაციის შესანახად. „დიდი ტევადობის“ ქვეშ იგულისხმება დამახსოვრების მოწყობილობა, რომლის ტევადობა რამოდენიმე ასეულჯერ მეტია ოპერატიულ დამახსოვრების მოწყობილობაზე. დამახსოვრების მოწყობილობა არის ინფორმაციის დამახსოვრების და დენგამტარების ერთობლიობა. არსებობს ორი სახის ინფორმაციის დამახსოვრების მოწყობილობა: მყარი და მოხსნადი. ამძრავი მოწყობილობა არის ჩაწერის და წაკითხვის მექანიზმის და ელექტრული სქემის ერთობლიობა. მისი კონსტრუქცია განპირობებულია ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლის ტიპით და მოქმედების პრინციპით. ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი გარეგნულად შეიძლება იყოს დისკის ან ლენტის (ეს მოწყობილობა აღარ გამოიყენება) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების პრინციპის მიხედვით ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლები იყოფიან მაგნიტურ, მაგნიტოოპტიკურ და ოპტიკურ მატარებლებად. ლენტურ დამახსოვრების მოწყობილობაში გამოიყენებოდა მაგნიტური დამახსოვრების პრინციპი, ხოლო დისკურში კი მაგნიტური, მაგნიტოოპტიკური ან ოპტიკური. ინფორმაციის დისკური დამახსოვრების მატარებელი შეიძლება იყოს მყარი ან დრეკადი. ინფორმაციის დრეკადი მატარებლის გამოშვება წარმოებს დისკების ან ფლოპი დისკების (უკვე მოძველდა) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი წარმოადგენს გარკვეული ზომის სპეციალურ ფირს. იგი დაფარულია სპეციალური ფერომაგნიტური ფენით და მოთავსებულია პლასტმასის კოლოფში. მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა ერთი მთლიანი მოწყობილობაა მისი კონსტრუქციული სქემა დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობის სქემის მსგავსია. მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობის ტევადობა და ინფორმაციის გაცვლა რამოდენიმე ასეულჯერ მეტია დრეკად დისკთან შედარებით. ინფორმაცია რამოდენიმე მყარად დაკავშირებულ დისკებზე იწერება. დისკები ფერომაგნიტური ფენით დაფარული ფირფიტებია. ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვა ხორციელდება ორივე მხარეს (განაპირა ფირფიტების გარდა) ცხადია ჩაწერა და წაკითხვა ხორციელდება მაგნიტური თავაკების ერთობლიობით. დისკების პაკეტი ბრუნავს 7500-10000 ბრუნი/წმ-ში სიჩქარით. წამკითხველი თავაკები „ცურაობენ“ დისკის ზედაპირიდან 0.5-0.13 მიკრომეტრის მანძილზე. დამახსოვრების მოწყობილობებს რამდენიმე ათეული ფირმა უშვებს თავსებადობის მიზნით შემუშავებულია სპეციალური სტანდარტები, როგორიცაა: SATA, IDE, EIDE, SCSI. ადაპტერი მონაცემების და მმართველი სიგნალების წარმოდგენის ფორმა პერსონალური კომპიუტერის სხვადასხვა მოწყობილობებში განსხვავდებიან. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ ცალკეული ფუნქციონალური ბლოკების პრინციპები განსხვავდებიან. მაგალითად, დისკებიდან წაკითხული ინფორმაცია ელექტრონული იმპულსების თანმიმდევრობაა. მასში თითოეული იმპულსი ერთი ბიტი მატარებელია. იგივე მონაცემები სისტემურ სალტეზე წარმოდგენილია 32 ერთდროულად გადაცემული იმპულსების კომბინაციით. მოწყობილობის ურთიერთქმედების თავსებადობის უზრუნველყოფა ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით — ადაპტერებით. კონსტრუქციულად ადაპტერი ნაბეჭდი პლატაა, რომელსაც ერთის მხრივ აქვს სტანდარტული გამთიშველი, ხოლო მეორეს მხრივ შესაბამის მოწყობილობასთან დასაკავშირებელი სპეციფიური გამთიშველი. ნაბეჭდ პლატაზე არის მიკროსკოპული და სხვა ელემენტები. უკანასკნელ ხანს ადაპტერისადმი მოთხოვნა მცირდება იმიტომ, რომ ელექტრული სიგნალების გარდამქმნელ ფუნქციებს თვით მოწყობილობის ელექტრონული მართვის სქემები იღებენ თავის თავზე და თავსებადობის გარკვეულ ფუნქციებს სისტემურ პლატაზე დაყენებული მიკროსქემები აკეთებენ. აღნიშნულის მიუხედავად ამჟამად გამოყენებაშია ვიდეოადაპტერები (იგივე ვიდეოკარტები), შეტანა/გამოტანის პორტების ადაპტერები, ქსელური ადაპტერები, ხმის ადაპტერები, მოდემები. ვიდეოადაპტერი ვიდეოადაპტერი ეკრანზე გამოსასახ ინფორმაციას გარდაქმნის ვიდეოსიგნალად. ვიდეოადაპტერი თავსდება სისტემურ ბლოკში. რაში მდგომარეობს გარდაქმნის არსი? ცნობილია, რომ მონიტორზე გამოსახულება წარმოადგენს წერტილების ერთობლიობას. წერტილების ფორმირება ელექტრული სხივით იქმნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური გაშლის წყალობით. სხივის ტრაექტორია რამდენიმე ასეულ ჰორიზონტალურ ხაზს ქმნის. ელექტრონული სხივის ინტენსივობის მართვით მიიღწევა წერტილის სიკაშკაშე. ამრიგად, ეკრანზე გამოსახულების მისაღებად საჭიროა შესაბამისი წესით განხორციელდეს ელექტრონული სხივის მოდელირება. ამ ოპერაციების შესასრულებლად საჭიროა ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში დასამახსოვრებელ სიმბოლოთა შესაბამისი კოდების გარდაქმნა ვიდეო სიგნალებად. აღსანისნავია, რომ მონიტორის ეკრანზე გამოსახულების აღდგენა უნდა განხორციელდეს წამში 25-30 კადრის სიჩქარით. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ამ პროცესმა რომ ხელი არ შეუშალოს ცენტრალური პროცესორის მუშაობას, ეკრანზე გამოსატანი ინფორმაცია ინახება სპეციალურ მეხსიერებაში — ვიდეომეხსიერებაში. კონსტრუქციულად, ეს რეალიზებულია ძირითად მეხსიერებაში გარკვეული უბნის გამოყოფით ან მეხსიერებაში სპეციალური მიკროსქემის ჩართვით. ეკრანზე გამოსასახავი ფერების რაოდენობის და გარჩევადობის გაზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები ვიდეომეხსიერების მიმართ. ამჟამად ვიდეომეხსიერების რამოდენიმე სტანდარტია. თანამედროვე პლატები თავსდება ადრე გამოშვებულ პლატებთან, ე.ი. ადაპტერს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს 1280x1024 რაოდენობის პიქსელებთან, შეუძლია აღადგინოს უფრო დაბალი გარჩევადობით ჩაწერილი ინფორმაციაც. მონიტორი მონიტორი გათვალისწინებულია ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის გამოსასახავად. მათ შეუძლიათ იმუშაონ ტექსტურ ან გრაფიკულ რეჟიმში. ტექსტურ რეჟიმში მუშაობისას ეკრანი პირობითად იყოფა უბნებად. ეკრანზე ერთდროულად შეიძლება გამოტანილ იქნას ერთი სიმბოლო 256 წინასწარ ცნობილი სიმბოლოდან. ამ სიმბოლოებს მიეკუთვნება ასოები, ციფრები და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსატანი სიმბოლოების რაოდენობა 256-ით შემოფარგლული არ არის. ერთსა და იმავე კოდს რეჟიმის მიხედვით ეკრანზე შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოები შეესაბამებოდეს. გრაფიკულ რეჟიმში მონიტორი რასტრს წარმოადგენს, რომელიც პიქსელებისაგან შედგება. მონიტორის უნარს, ერთდროულად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ასახული იქნას პიქსელების გარკვეული რაოდენობა, მონიტორის გარჩევადობას უწოდებენ. გამოთქმა „მონიტორის გარჩევადობაა 800x600“ ნიშნავს, რომ მონიტორს შეუძლია გამოიტანოს 600 ჰორიზონტალური და 800 ვერტიკალური წერტილი (პიქსელი). მონიტორის რეალური გარჩევადობა ასევე დამოკიდებულია ვიდეოადაპტერზე. არსებობს ორი ტიპის მონიტორი: თხევად კრისტალზე და ელექტრონულ სხივურ მილაკზე. თხევად კრისტალზე აგებულ მონიტორებს მცირე წონა და გეომეტრიული ზომა აქვს, მოიხმარს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას. უმრავლეს შემთხვევაში მონიტორი დამოუკიდებელი ბლოკია. მონიტორის ყუთზე ეკრანი სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. ისინი საშუალებას აძლევენ მომხმარებელს დააყენონ იგი სასურველი კუთხით. ყუთის შიგნით კვების ბლოკი და ეკრანზე გამოსახულების ფორმირებისათვის საჭირო ელქტრული სქემებია. თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში ეკრანის მუშაობის ვადის გასახანგრძლივებლად და ელექტროენერგიის დასაზოგად გამოგონებულია სპეციალური პროგრამულ-აპარატული მეთოდები. თუ გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებელი არ ასრულებს სამუშაოს, დასაწყისში ოპერაციულ სისტემას გამოაქვს ეკრანზე სპეციალური სურათები, ხოლო მოგვიანებით მონიტორი გადაყავს ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის, ე.წ. „ლოდინის“ (თვლემის, ძილის) რეჟიმში. კლავიატურა კლავიატურა გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ე.წ. Notebook-ში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია. კლავიატურა სტანდარტიზებულია: იგი შედგება 101-103 ღილაკისაგან (ახლა ამ რიცხვს ემატება მულტიმედია კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა). კლავიატურაზე ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამოდენიმე ჯგუფებად. სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშნულებაა-ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორულად ჩამოყალიბდა, რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენ თაგუნა კომპიუტერთან მუშაობის დროს ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ვერტიკალური ხარ-კურსორი. კურსორი ეკრანზე გვიჩვენებს სიმბოლოს შეტანის ადგილს. მომხმარებელს შეუძლია გადაადგილოს კურსორი სასურველი მიმართულებით კლავიატურაზე არსებული ისრების აღმნიშვნელი ღილაკების მეშვეობით. კურსორის გამოყენება, განსაკუთრებით გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობისას მოუხერხებელია. კურსორის ნაცვლად გამოიყენება მანიპულატორი. ფართო გავრცელება პოვა მანიპულატორებმა სახელწოდებით „თაგვი“ (Mouse) და „ტრეკბოლი“. ტრეკბოლი ნაკლებადაა გავრცელებული. თაგვი წარმოადგენს პლასმასის პატარა კოლოფს. თაგვის მდებარეობა ეკრანზე პატარა ისრითაა აღნიშნული. ისრის გადასაადგილებლად საკმარისია გადავაადგილოთ თაგვი სიბრტყეზე. თაგვს ორი ღილაკი აქვს (ემატება მულტიმედია თაგვების ღილაკები). ღილაკებზე თითის დაჭერით კომპიუტერს მიეცემა ბრძანებები. თაგვი მანქანას უერთდება კაბელით, COM1 გამთიშველით ან COM2 შეტანა — გამოტანის ადაპტერით (COM თაგვები უკვე მოძველდა, ახლა უკვე ხმარებაშია ლაზერული და ოპტიკური თაგვები). კომპაქტ დისკი 1996 წლიდან ფართო გავრცელება პოვეს კომპაქტ დისკებმა. დისკის ტევადობა 700 მეგაბაიტია. მასზე ჩაწერილი ინფორმაცია იკითხება დიდი სიჩქარით. ისინი მოხერხებულნი არიან დიდი ინფორმაციის გასავრცელებლად. ბაზარზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის კომპაქტ დისკები და მისი წამკითხველები: CD-R, CD-RW, DVD-R, DVD-RW. CD-R მოწყობილება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მისი მრავალჯერ წაკითხვა, ასევე ეს მოწყობილობა კითხულობს, RW დისკებსაც. R დისკზე შესაძლებელია ინფორმაციის მხოლოდ ერთხელ ჩაწერა. CR-RW მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს ჩავწერით და წავიკითხოთ R და RW დისკები. RW დისკზე ინფორმაციის მრავალჯერ ჩაწერა/წაშლაა შესაძლებელი. DVD-R — CD-R-ის ანალოგიურია მხოლოდ ერთი განსვავებით რომ DVD დისკებზე ეტევა გაცილებით მეტი ინფორმაცია ვიდრე R დისკებზე, მასზე R დისკის ანალოგიურად მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი ინფორმაციის ჩაწერა. DVD-RW — CD-RW-ს ანალოგიურია. ქსელური პლატა ეს ადაპტერი გათვალისწინებულია პერსონალური კომპიუტერის დასაკავშირებლად მონაცემების გადაცემის ფიზიკურ არხებთან. მაგალითად, კოაქსიალურ კაბელებთან. იგი ახორციელებს მონაცემების გადაგზავნას ორივე მიმართულებით. არხიდან სიგნალის მიღება, კომპიუტერის სალტეზე მისი გადაცემა მონაცემების მიღება კომპიუტერიდან და გადაცემა არხში. ამავე დროს ქსელური პლატა ახორციელებს გადაცემული შეტყობინებების სტრუქტურის გარდაქმნას სტანდარტის მიხედვით დისკის კონტროლერი დისკის კონტროლერი გათვალისწინებულია მექანიკურად მოძრავი მოწყობილობის მართვის, ჩაწერის და წაკითხვის პროცესების ელექტრული იმპულსების ფორმირებისთვის. იგი შეიცავს: გენერატორს, რომელიც კვებავს დისკის ამძრავს ცვლადი დენით; ჩაწერა-წამკითხავი თავაკების პოზიცირების მართვის სერვისის სისტემას; მონაცემთა ჩაწერისას მაგნიტურ თავაკებზე მიწოდებული ელექტრული იმპულსების გამაძლიერებელს; წაკითხვის გამაძლიერებელს და წაკითხული ინფორმაციის გამოსავალ იმპულსების ფორმირების მოწყობილობას. LPT პორტი შეტანა-გამოტანის კონტროლერი, ანუ პორტები ადაპტერი მოწყობილობაა, რომელიც ახორციელებს გარე მოწყობილობების მართვას. მათი მიერთება პროცესორის ბლოკთან ხორციელდება სპეციალური სქემური ელემენტების საშუალებით, რომლებსაც პორტებს უწოდებენ. განასხვავებენ პარალელურ და თანმიმდევრულ პორტებს. პარალელური პორტები საშუალებას იძლევა ერთ ტაქტში გადაცემულ იქნას მინიმუმ ერთი ბაიტი (8 ბიტი). ერთი ბაიტის გადასაცემად გამოყოფილია ერთი გამტარი (ერთი კონტაქტი). თანმიმდევრული პორტები შეიცავს მხოლოდ ერთ წყვილ გამტარს და ამიტომ ბაიტების შემადგენელი ბიტების გადაცემა თანმიმდევრულად ხორციელდება. თანმიმდევრული პორტი გამოიყენება არამარტო კოდირებული ციფრული ინფორმაციის გადასაცემად, არამედ არაკოდირებული ინფორმაციის გადასაცემადაც. მაგალითად, მანიპულატორთან. COM პორტი ხშირად შეტანა გამოტანის ადაპტერი ემსახურება სამ პარალელურ (მათი დასახელება LPT1...LPT3) და ოთხ თანმიმდევრულ (მათი დასახელება COM1...COM4) პორტს. LPT პორტებისათვის გამოიყენება 41 წვერიანი გამთიშველი, ხოლო COM პორტებისათვის 9, ან 25 წვერიანი. გამთიშველები გამოტანილ არიან სისტემური ბლოკის უკანა კედელზე. მათ უერთდება გარე მოწყობილობის დამაკავშირებელი კაბელები. ცხადია გამთიშველების საერთო რაოდენობა პორტების საერთო რაოდენობაზე ნაკლებია გაფართოების პლატები გაფართოების პლატას უწოდებენ დამატებით ელექტრონულ მოწყობილობას. იგი სტანდარტული ფორმის ნაბეჭდი პლატაა ელექტრონული კომპონენტებით და მიკროსქემებით. იგი ყენდება ძირითადი პლატის თავისუფალ სლოტში. გაფართოების პლატებს მიეკუთვნება: მოდემი, ხმოვანი პლატა და სხვ. გარე მოწყობილობები გარე მოწყობილობებს უწოდებენ სისტემური ბლოკის გარეთ არსებულ მოწყობილობებს. მათ მიეკუთვნება: პრინტერი, გრაფოამგები, მოდემი. სტრიმერი, სკანერი, საპროექტო პანელი და სხვა. უნდა ავღნიშნოთ, რომ სახელი „გარე მოწყობილობა“ პირობითია. გარე მოწყობილობაში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი მოწყობილობა, თუ ის კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკის სახითაა წარმოდგენილი. მოდემები მოდემი უზრუნველყოფს კომპიუტერის თავსებადობას სატელეფონო ხაზთან. კომპიუტერი გამოიმუშავებს დისკრეტულ სიგნალებს. სატელეფონო ხაზით ინფორმაცია გადაეცემა ანალოგიური ფორმით. მოდემები ანხორციელებენ ციფროანალოგურ გარდაქმნებს. კომპიუტერიდან ინფორმაციის გადაცემისას მოდემი დისკრეტულ სიგნალებს გარდაქმნის სატელეფონო ხაზის სიხშირის მქონე ანალოგურ სიგნალად, ხოლო მიღების დროს კი პირიქით ანალოგური სიგნალი გარდაიქმნება დისკრეტულ სიგნალად. მოდემებით კომუტირებული სატელეფონო ხაზებით ინფორმაციას გადასცემენ 300-დან 64 000 ბოდის სიჩქარით (1 ბოდი = 1 ბიტი წამში), ხოლო გამოყოფილი სატელეფონო ხაზებით გადაცემისას მიიღწევა 64 კილობოდზე მეტი სიხშირე. მოდემების სიგნალების მიღება-გადაცემის გარდა დამატებით ახორციელებენ ტელეფონის ნომრის ავტომატური აკრეფას, განმეორებითი აკრეფას და სხვა ფუნქციებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მოდემის მიერ გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად აპარატული შესაძლებლობების გარდა შესაბამისი საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო. კონსტრუქტორული შესრულებით მოდემები ჩამონტაჟებულნი არიან ან კომპიუტერის სისტემურ ბლოკში, ან წარმოადგენენ დამოუკიდებელ ბლოკს და კომპიუტერს უერთდებიან სპეციალური კაბელით. უწყვეტი კვების ბლოკიუწყვეტი კვების ბლოკი (UPS) გარე მოწყობილობას მიეკუთვნება უწყვეტი კვების ბლოკი (UPS). მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს პერსონალური კომპიუტერის კვება ელექტროენერგიის შეფერხებისას. უწყვეტი კვების ბლოკში შედის აკუმულატორი. იგი უზრუნველყოფს ქსელში ელექტროენერგიის გამოთიშვისას კომპიუტერის კვებას გარკვეული დროის განმავლობაში. მართვის სხვადასხვა ავტომატიზაციის დონით ზოგიერთი უწყვეტი ბლოკი იძლევა სიგნალს კვების შეწყვეტის შესახებ, რომლის საფუძველზე კომპიუტერში გაეშვება პროგრამა. პროგრამა ავტომატურად წყვეტს მანქანის მუშაობას და თიშავს მას.
  13. იდეა კარგია,უშუალოდ ანაცვლებს მხედველობის რეცეპტორებს და იმიტომაცაა მცირე. ამის მამა,რამოდენიმე კილოიანი იყო,რომელის აპარატურასაც წელზე იმაგრებდნენ რომ "დაენახათ" რაიმე. და იმედია ისე განვითარდება ტექნიკა,რომ წელსქვემოთ დამბლის მქონე ადამიანებს სასიარულოდ არა ეგზოჩონჩხი, არამედ კუნთების ნერვულ დაბოლოვებაზე იმპულსის გადაცემაღა დარჩება საჭირო რომ გადაადგილდე.
  14. Universität Tübingen-ისა და გერმანული კომპანა Retina Implant-ის მეცნიერებმა შექმნეს ჩიპი იმპლანტანტი. რომელიც საშვალებას იძლევა მხედველობა დაუბრუნდეს ადამიანს. ჩიპის ზომებია: 3x3მმ-ზე განთავსებულია:1520 შუქმგრძნობიარე დიოდი ეს ჩიპი თავსდება თვალის ბადურაზე(retina) და გადასცემს იმპულსს უშუალოდ მხედველობის ნერვს. იმპლანტანტი საშვალებას აძლევს პაციენტს გაარჩიოს ფერი და საგნებიც, ზოგმა პაციენტმა(Miikka Terho) შესძლო თავისი სახელის წაკითხვაც კი. მისი მთავარი დადებითი მხარეა,რომ ადამიანს არ სჭირდება დამატებითი ვიდეოკამერა, რადგან ფორმირებული გამოსახულება უშუალოდ სხივმგრძნობიარე მატტრიცაზე ეცემა. მაგრამ,ყველაფერს აქვს გამოყენების მწვერვალი. ეს იმპლანტანტი მხედველობას დაუბრუნებს პაციენტებს ბადურის პიგმენტაციის ან დისტროფიის(განლევა) დროს. მინუსი კიდევ ის გახლავთ,რომ ჩიპს ენერგია სჭირდება და დამატებით ფოკუსირებისათვის სპეციალური სათვალეები. ახალი ჩიპის თაობა მუშავდება,რომელსაც ექნება უსადენო კვების შესაძლეებლობა.
  15. ავტორი - მიშა აქ უკვე ყველას ყველაფერი ჰკიდიან, პრინციპში "იქაც" (უცხოეთს ვგულისხმობ), კარგ სიახლეებს აღარავინ დებს თითქმის, მაგრამ დღეს ძია ტომთან წავაწყდი ერთ ფრიად საინტერესო სათაურს - "BIOS-ის დღეები დათვლილია! მიესალმეთ UEFI"-ს. ჰოდა ახლა ამ სტატიას გითარგმნით და მოგართმევთ შემწვარს და პირში ბოლოკგაჩრილს ---------------------------------------------------------------------------------------------- "ბებერი კეთილი" ბიოსის დღეები დათვლილია. მას სიცოცხლეს უნიფიცირებული გაფართოებადი მიკროპროგრამული ინტერფეისი, ანუ ინგლისურად "Unified Extensible Firmware Interface", შემოკლებით UEFI (ბურთის მადევრებს UEFA-ში არ აგერიოთ). ეს გახლავთ ინტერფეისი, რომელიც პასუხს აგებს კომპიუტერზე მანამ, სანამ ოპერაციული სისტემა ჩაიტვირთება. ო არა მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ UEFI მზაკვრულად მიეპარა BIOS-ს და უთხრა "წადი ბაბაია პენსიაზეო". ასე სულაც არ ყოფილა. UEFI-ს "მამა", "EFI", ჯერ კიდევ 2003 წელს წარუდგინა პუბლიკას ყოვლისშემძლე Intel-მა Itanium IA64 არქიტექტურასთან ერთად. თუმცა მაშინ EFI-ს "Boot Initiative" ერქვა. მას შემდეგ შეიქმა EFI-ს "ფორუმი" და ახლა EFI-ს მიმდევრები გახლავთ AMD, AMI, Apple, Dell, HP, IBM, Insyde, Intel, Lenovo, Microsoft და Phoenix (ანბანური თანიმიდევრობით ). შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ UEFI-ს 100%-იანი აპატარული უზრუნველყოფა კომპიუტერებს უკვე 2007 წელს მიეცათ, მაგრამ მწარმოებლები რატომღაც არ ჩქარობენ ახალ სტანდარტზე გადასვლას... უი სულ დამავიწყდა, Windows Vista-ს (ალბათ 7-საც) და Windows Server 2008-ს აქვთ UEFI-ს მხარდაჭერა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ 64-ბიტიან ვერსიებს. ახლა მოდით ვნახოთ რას შვრება UEFI ჩატვირთვისას. EFI არის პროგრამა, რომელიც მუშაობს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვამდე და აქვს BIOS-ის ჩანაცვლების საშუალება. იგი განვითარების დონით BIOS-სა და OS-ს შორისაა გაჩხერილი და შეიცავს ინფორმაციას სისტემის შესახებ. რათქმაუნდა ინფორმაცია მოწესრიგებულადაა ჩაწიკწიკებული რეგისტრში და თქვენ ცხრილების სახით მოგეწოდებათ. UEFI-ს გამოყენებით კომპიუტერის ჩართვა და OS-ის ჩატვირთვა შემდეგნაირ სახეს იღებს: ალბათ მიხვდებოდით, რომ თუკი კომპიუტერზე 2, ან მეტი განსხვავებული ოპ. სისტემა გიწერიათ, აღარ არის საჭირო მათთან ხლაფორთი და ნორმალურ "boot manager"-ზე წვალება, UEFI დაინახავს ყველა OS-ს და თქვენ თავად აირჩევთ სასურველს. სხვათაშორის ეს არამხოლოდ Windows-ის სხვადასხვა ვერსიებს ეხება, არამედ სრულიად განსხვავებულ ოპ. სისტემებსაც - UEFI-ს გამოყენებით ერთმანეთის გვერდიგვერდ შეიძლება გქონდეთ Windows და Mac OS. ჰაა, როგორია? მწარმოებლებისგან მხარდაჭერა - ნული. 2008 წელს EFI-ს "ჩაეხუტა" კომპანია IBM, HP და HP-Compaq, 2009 წელს - Dell. მაგრამ სამწუხაროდ დედაპლატების რეალურად დიდი მწარმოებლები უარს აცხადებენ UEFI-ს მიღებაზე... აი რამდენიმე მათგანის რეპლიკა (ისევ ანბანურად, რომ გული არავის დაწყდეს): Asus - "დღესდღეობით EFI-ს მხოლოდ P5Q Deluxe დედაპლატაზე ვთავაზობთ მომხმარებლებს. ისიც ბეტა ვერსიას და EFI-ს სხვა დედაპლატებზე გადასვლა და ვერსიის განახლება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებს მას მომხმარებელი". Foxconn - "დღეისათვის ჩვენი დედაპლატები არ იყენებენ UEFI-ს და არც დამუშავებაში გვაქვს ამ ინტერფეისის მხარდაჭერის მქონე დედაპლატა". Gigabyte - "გვაცადეთ ბატონო, გვაცადეთ ( ), დამუშავებაში გვაქვს ეგეთი დედაპლატა, მაგრამ როდისთვის იქნება მზად არ ვიცით". Intel - "ჩვენ მხარს ვუჭერთ UEFI-ს და დარწუნებული ვართ, რომ დროთა განმავლობაში იგი მეტ გავრცელებას ჰპოვებს ბაზარზე". თუმცა როგორც გაირკვა, UEFI-ს არ შეუძლია OS-ის ჩატვირთვა, თუ იგი 2TB-ზე დიდ ინფორმაციის მატარებელზეა ჩაწერილი და რაც მთავარია, ეს ეხება RAID-საც. MSI - “ჩვენმა კომპანიამ უკვე გამოუშვა UEFI-ს მხარდაჭერის მქონე დედაპლატა "ClickBIOS"-ით P45 ჩიპსეტზე, მაგრამ მან პოპულარობა ვერ მოიპოვა". რათქმაუნდა UEFI-ს შესაძლებლობების, კონკრეტულად კი 2TB-ზე დიდ HDD-სთან შექმნილი პრობლემების სანახავად და შესასწავლად საუკეთესო გზა მისი დატესტვაა. საამისოდ ძია ტომის დამქაშებმა აიღეს Intel DP55KG დედაპლატა და შეუდგნენ მის წვალებას დედაპლატას მიუერთეს LaCie 4big Quadra, რომელშიც 4TB საერთო ტევადობის მყარი დისკების ჩადება შეიძლება: ჩართეს სისტემა, ჩატვირთეს BIOS-ი: და ჩართეს UEFI-ს ჩატვირთვის ფუნქცია... შემდეგ სქრინზე კი ვხედავთ, რომ 2.6TB სიდიდის RAID სისტემას არ აქვს OS-ის ჩატვირთვის ფუნქცია: და მასზე ვერანაირად დააყენებთ Windows-ს (და ალბათ Mac OS-საც): ხოლო 1.9TB სიდიდის RAID-ს აქვს ეს ფუნქცია: Windows Setup-ი ავტომატურად იყენებს GPT (GUID Partition Table)-ს 2TB-ზე დიდი HDD-ებისათვის, ხოლო 2TB-ზე პატარა HDD-ებისთვის მომხმარებელი თავად ირჩევს GPT-ს, ან MBR (Master Boot Record)-ს. რათქმაუნდა UEFI-ს არ მქონე (ან ფუნქციის გათიშული) სისტემისთვის არც 2 და არც 10TB-იანი HDD-დან სისტემის ჩატვირთვა პრობლემას არ წარმოადგენს... არ დაგავიწყდეთ ის, რომ GPT-ს გამოყენებისთვის 64-ბიტიანი ოპერაციული სისტემა დაგჭირდებათ. თუ უკვე გაქვთ ასეთი OS, მაშინ თქვენთვის სასარგებლო იქნებოდა იცოდეტ, რომ GPT-ს აქვს: 18 ექსაბაიტი (ანუ 18000000 ტერაბაიტი) ტევადობის აღქმის საშუალება; მაქს. 128 "partition"-ის მხარდაჭერა თითო დისკზე; "Primary" და "Backup" ფართიშენები RAID-ისთვის. GPT ავტომატურად დააყენებს EFI System Partition (ESP) პროგრამას, რომელიც ავტომატურად დააყენებს Boot Loader-ს, EFI-ს დრაივერებს და ა.შ. HDD-ზე იგი მინიმუმ 100, ხოლო მაქსიმუმ 1000MB-ს იკავებს. GPT-სთან ერთად თქვენ "მიიღებთ" MSR (Microsoft Reserved) "ფართიშენსაც" 128MB ზომით. აი, მაგალითად ასეთ რამეს მიიღებთ: სადაც პირველი ფართიშენი გახლავთ ESP, მეორე ფართიშენი - MSR, ხოლო მესამე - დანარჩენი HDD. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ თქვენ დაინახოთ, UEFI ალბათ მალე მოიკიდებს ბაზარზე ფეხს, ალბათ ოდესმე ამოიღებს ხმარებიდან BIOS-ს და როდესაც ეს მოხდება, ან გამოვა UEFI 2TB-ზე დიდი ფართიშენების მხარდაჭერით, ან მოგიწევთ ზემოთ აღწერილი სქემით HDD-ს დაყოფა. თუ ყველამ ყველაფერი გაიგო, მადლობა ღმერთს! გმადლობთ ყურადღებისთვის :)
  16. 6 მარტს 1983 წელს გამოშვებული იქნა პირველი მობილური ტელეფონი კომერციული მოხმარებისთვას.ამ დღეს კომპანიაAT&T Bell Labs და Motorolaმუშაობდა პარალელურად მობილური ტელეფონის გამოგონებაზე,მაგრამ მოტოროლამ დაასწრო და გამოიგონა ტელეფონიDynaTAC 8000X. AT&T Bell Labs გამოაცალა ლუკმა Motorolaმ http://amobile.ru/images/invention/DynaTAC8000X.jpg ეს იყო 15 წლის მუშაობის შედეგი და 100 მილიონი დოლარის ხარჯი. ტელეფონი იწონიდა სულ რაღაც 794გრამს.მისი ზომები იყო 33 x 4,4 x 8,9 სმ. აკუმლატორი ჰყოფნიდა 8 საათს ლოდინისას,ლაპარაკის დროს კი 1საათი,მისი მონიტორი შედგებოდა მანათობელი დიოდებისაგან . მისი ფასი იყო 3995 დოლარი. იგი ჰგავდა უფრო აგურს,ვიდრე ტელეფონს. ბევრის კითხვით თავს არ იკლავთ და ამიტომ მცირედი იყოს
  17. ტაივანელმა დიზაინერებმა ახალი გამოყენებეა მოუძებნეს ოფისის ქაღალდებს, რომელიც ტონობით იყრება სანაგვე ყუთში. საქმე ძალიან მარტივადაა, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ თქვენთვის უკვე არასაჭირო ქაღალდები და ჩადოთ ის P&P Office Paper Waste Processor-ში და შედეგათ თქვენ მიიღებთ ნაცნობი ასოებით გაფორმებულ ფანქარს… დიზაინითაც ლამაზი გამოდის და ქაღალდების დაკუჭვა აღარ დაგვჭირდება შეგვიძლია ფანქრად ვაქციოთ :D
  18. ამ თემაში დავდებ(თ) ამათუიმ ხელსაწყოს თუ მოწყობილობის გადიდებულ სურათებს მცირედი ახსნით იმედია დაგაინტერესებთ ჭავლური პრინტერის(hp) კარტრიჯი პატარა ხვრელები მფრქვევანებს წარმოადგენს მელნის გადმოსროლა ხდება ასე: კარტრიჯში შემავალი ელექტროდები აცხელებენ მელანს დენის მიწოდებისას,გაცხელებით მელანი უფრო თხიერდება და "გამოძვრება" იმ ხვრელებში,რათქმაუნდა თითოეულ ხვრელს აქვს თავისი გამაცხელებელი,რომ მელანი საჭირო ადგილას და საჭირო დროს დაეცეს. ტექნოლოგია მარტივია და ეფექტური
  19. კარგი რამეა და ბევრს შეიძლება გამოგადგეთ ფუნქციუნალური ღილაკები : F1 Open Help window F2 Rename a selected item F3 Opens advanced Search window. F4 Display the Address bar drop down list in Windows Explorer and Internet Explorer F5 Refresh the current active window F6 Cycle through items in current active window F10 Displays the menu bar in the active window and underlines the menu bar shortcut keys F11 Toggle Full Screen Mode On or Off in Windows Explorer and Internet Explorer Shift + F10 Open context menu of selected item ძირითადი ღილაკები : Alt + Enter Open Properties window of selected item Alt + D Move focus to address bar in Windows Explorer and Internet Explorer Alt + P Turn Preview Pane on or off in Windows Explorer Alt + F4 Close the current active window or program. From the desktop, it opens the Shut Down Windows window. Alt + Left Arrow Go back in Windows Explorer Alt + Right Arrow Go forward in Windows Explorer Alt + Up Arrow Go Up a directory in Windows Explorer Alt + Spacebar Open menu of the current active window Ctrl + C Copy the selected item Ctrl + Esc Open Start menu Ctrl + Mouse Wheel Increase or decrease icon size in current active Windows Explorer window or desktop Ctrl + N Opens new Windows Explorer or Internet Explorer window Ctrl + Shift + Esc Open Task Manager Ctrl + V Paste the selected item Ctrl + X Cut the selected item Ctrl + Y Redo an action Ctrl + Z Undo an action Delete Delete the selected item and move it to the Recycle Bin End Scroll to the bottom of the current active window Home Scroll to the top of the current active window Shift + Delete Delete selected item permanently without it going to the Recycle Bin first. Shift + Left Click Select a item or multiple items დახმარების ღილაკები : Alt + A Display the customer support page Alt + C Display the Table of Contents Alt + N Display the Connection Settings menu Alt + Left Arrow Move back to the previously viewed help topic Alt + Right Arrow Move forward to the next previously viewed help topic Alt + Home Display the Help and Support home page Ctrl + F Search the current help topic Ctrl + P Print the current help topic End Move to the end of a help topic F3 Move focus to the Search box F10 Display the Options menu Home Move the to beginning of a help topic დავალებების პანელის ღილაკები : Ctrl + Left Click Use on pinned taskbar program icon links to switch through that program’s open windows. Ctrl + Shift + Left Click Use on pinned taskbar program icon links to open another instance of that programwith Admin privileges Shift + Left Click Use on pinned taskbar program icon links to open another instance of that program. Windows Logo Key ღილაკები: Windows logo key Open or close the Start menu Windows logo key + Pause/Break Opens the System properties window Windows logo key + B Moves focus to Notification Area on the taskbar Windows logo key + D Toggles to Show Desktop and restore desktop Windows logo key + M Minimize all opened windows Windows logo key + Shift + M Restore minimized windows to the desktop Windows logo key + E Open Window Explorer to Libraries Windows logo key + F Open advanced Search window Ctrl + Windows logo key + F Search for computers (if you are on a network) Windows logo key + G Displays desktop gadgets Windows logo key + L Lock your computer or switch users Windows logo key + P Displays desktop to projector display switch window. Windows logo key + R Open Run command window Windows logo key + T Cycle through programs on the taskbar. Press Enter to open the one selected. Windows logo key + Tab Cycle through open windows by using Flip 3D. Release to open the window in the front. Ctrl+Windows logo key + Tab Use the tab or arrow keys to cycle through open windows by using Flip 3D. Press enter or click on the first window to open the window in the front. Windows logo key + U Open Ease of Access Center Windows logo key + X Open Windows Mobility Center Windows logo key + Spacebar Press and hold for a Desktop Preview. Also known as Aero Peak. Windows logo key + 1 to 0 Opens the pinned taskbar icon link that corresponds to the order that they are in from left (1) to right (0) on the taskbar. 0 is for 10. Windows logo key + Left Arrow Docks and undocks current active window to the left side of the screen. Windows logo key + Right Arrow Docks and undocks current active window to the right side of the screen. Windows logo key + Shift+ Left Arrow Moves the current active window over one monitor to the left. Windows logo key + Shift+ Right Arrow Moves the current active window over one monitor to the right. Windows logo key + Up Arrow Maximizes current active window. Windows logo key + Down Arrow Minimizes current active window. Windows logo key + Home Toggles minimize and restore not active open windows. Windows logo key + + Zoom in Windows logo key + - Zoom out Windows logo key + = Open Magnifier წყარო: daikide.ge
  20. ავტორი - gio_kiborg სიმპტომები: როგორც ხედავთ, სიმპტომები სხვადასხვაა, მათ სხვადასხვა მავნე პროგრამები იწვევენ: აინფიცირებენ EXE ფაილებს, რის შემდეგადაც ან არ ირთვება, ან ანტივირუსი შლის და ა.შ... ამ პრობლემების გადაჭრა კი ერთი ხერხით შეიძლება: უნდა "ვუმკურნალოთ" დაზიანებულ EXE-ებს და მოვაცილთ მას მავნე კოდი, რის შემდეგადაც ის გააგრელებს ნორმალურ ფუნქციონალობას. როგორც ავღნიშნე ანტივირუსები აღიქვამენ დაინფიცირებულ ფაილებს ვირუსებად და შლიან, თუმცა Dr.WEB-ს შეუძლია მათი "განკურნება" მოგეხსენებათ, ეს ანტივირუსი ფასიანია, თუმცა აქვს უფასო სკანერებიც. აქ დაწვრილებით განვიხილავ Dr. WEB Cure IT-ს: HOMEPAGE Direct Download(თუ არ გადმოწერა, შედით homepage-ზე და იქედან გადმოწერეთ) Dr.WEB Cure It უფასო სკანერია, რომელსაც არ სჭირდება ინსტალაცია, არ აქვს კონფლიქტი სხვა ანტივირუსებთან, შეუძლია ბაზების განახლება, თუმცა მას არა აქვს არავითარი დაცვის მექანიზმი (ეგ უკვე ფული ღირს) ამიტომ ის უკვე შემოპარული ვირუსის აღმოსაჩენად გამოდგება. როგორც ანტივირუსი, Dr.WEB საკმაოდ ძლიერია, ხოლო Cure It მისი შეკვეცილი ვარიანტია... მოკლედ, ვიწერთ პროგრამას, ის დღეში რამდენჯერმე ახლდება სერვერზე, ამიტომ ახალ გადმოწერილს აპდეითი არ სჭირდება... გავუშვებთ გამოსულ ფანჯარაში ვაწვებით Cancel-ს: შემდეგ, კი START-ს: ექსპრეს სკანირებას აკეთებს ჩვენს დაუკითხავად, უფრო სწორად, თუ არ გააკეთა, არც გაეშვება და იქვე გაითიშება, ამიტომ შემდეგ ფანჯარაში ვაძლევთ OK-ს: თუკი ექსპრეს სკანერმა რამე იპოვა, შეგეკითხებათ რა უყოს, დააჭირეთ Cure to All ექსპრეს სკანირების დასრულების შემდეგ, გამოვა ანტივირუსის ფანჯარა, სადაც სრულ სკანირებამდე საჭიროა დაკონფიგურირება ავტომატიზაციისთვის, ამისთვის, შევდივართ Settings/Change Settings (ან ვაჭერთ F9-ს) გამოსულ ფანჯარაში კი გადავდივართ Actions განყოფილებაში ვაყენებთ პარამეტრებს როგორც სურათზეა: ანუ ინფიცირებულ ობიექტებზე პირველად ქმედებას ვაყენებთ Cure-ს დანარჩენი თქვენი სურვილით დააყენეთ, ან დატოვეთ როგორც დაგხვდათ დააჭირეთ OK-ს და დაბრუნდებით მთავარ ფანჯარაში, აირჩევთ Complete Scan, შემდეგ File მენიუდან სკანირების Path-ს (აირჩიეთ მთლიანი დისკი) და ვიწყებთ სკანირებას, რომელიც თქვენი სისტემის, ვინჩესტერის ზომისა და მასზე ფაილების რაოდენობის მიხედვით 30წთ-ან 2სთ-მდე შეიძლება გაგრძელდეს, დაასკანერეთ ყველა ლოკალური დისკი და ფლეშკა(შესაძლოა ვირუსი სწორედ ფლეშკიდან შემოძვრა) განიკურნება ყველა EXE ფაილი, და ასევე ამოიძირკვება ყველა სხვა ვირუსი რასაც ნახავს (რომლებიც თქვენს ანტივირუსს "გამოეპარა" მაქსიმალური ეფექტისთვის უმჯობესია თუკი Safe Mode-ში ჩაატარებთ სკანირებას პროგრამა თავსებადია XP/Vista/Seven-თან და არ ქმნის კონფლიქტს სხვათუნდაც ჩართულ ანტივირუსებთან მეორე უკეთესი გზაა Dr.WEB LiveCD-თ-დასკანერება ესეც იგივე სკანერია,ოღონდ Linux-ზე დაფუძვნებული ჩამტვირთავი დისკია, ეს კი უპირატესობას იძლევა რადგან სკანერს ყველა ფაილებზე მიუწვდება ხელი, თან ყველა ვირუსი პასიურია(Linux-ში არ მუშაობს არცერთი Windows ვირუსი). დაწვრილებით განხილული მაქვს compinfo-ზე
  21. ავტორი - gio_kiborg ვინც ტორენტ ქსელებს აქტიურად იყენებს, ხშირად უჩნდება Ratio-ს (ატვირთვა/ჩამოტვირთვის ფარდობა) პრობლემა, განსაკუთრებით კი HD ხარისხის მქონე ფილმების მოყვარულებს მოგეხსენებათ, აფლოადის სიჩქარე გაცილებით დაბალია დაუნლოადისაზე, ამიტომ ხშირად საჭიროა ტორენტ კლიენტი გამუდმებით იყოს ჩართული, თუმცა ხშირად არც ესაა საკმარისი... Ratio-ს ხელოვნური მართვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, ძირითადა ორ ჯგუფად იყოდფა: * ტორენტ კლიენტზე მანიპულირება ფაერვოლით (მაგ. აპლოადის დაბლოკვა, ამ დროს თქვენი ტორენტ კლიენტი ვერ გადასცემს ინფორმაციას ტრეკერს გადმოტვირთული/ატვირთული მეგაბაიტების შესახებ) თუმცა ზოგიერთი ტრეკერი მაინც გებულობს რეალურ სიტუაციას * სპეციალური პროგრამების გამოყენება, რომლებიც ახდენენ ტორენტ კლიენტის ემულირებას: ანუ რეალურად არ ხდება ფაილთა გაცვლა, უბრალოდ, ტრეკერს ეგზავნება შესაბამისი მონაცემები. კარგა ხნიანი კვლევა-ძიების და rutracker.org-ზე (ყოფილი Torrents.ru) რამდენიმე ექაუნთის დაბლოკვის შემდეგ, მივაგენი უსაფრთხო საშუალებას ესაა პატარა პროგრამა RatioMaster.NET (რომელიც, სხვათა შორის არსებობს Linux და MAC -ისთვისაც) პროგრამას შეუძლია ყველა ცნობილი ტორენტ-კლიენტის ემულირება, მაგრამ, როგორც საკუთარი მწარე პრაქტიკით დავადგინე, ზოგ ტრეკერზე (იგივე Rutracker.org) არსებობს საკმაოდ ძლიერი გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები და ამიტომ მხოლოდ ემულაცია არ კმარა... საჭიროა "შენიღბვა"- ანუ შესაბამისი კლიენტის ჩართვა და RatioMaster-ი აკოპირებს პროცესის სხვადასხვა მნიშველობებს, რაც საკმარისია გაყალბების ისე შესანიღბად, რომ თუკი საიდუმლო სამსახურები არ ჩაერთვნენ საქმეში, ისე ვერაფერს აღმოაჩენს ტრეკერი პრობლემა კი იმაშია, რომ RatioMaster-ს შეუძლია ტორენტ-კლიენტების მხოლოდ გარკვეული ვერსიების ემულაცია რადგანაც Utorrent ყველაზე პოპულარული და ტორენტ ქსელების ოფიციალური კლიენტია, მოვნახე RatioMAster-ის მიმდინარე ვერსიისთვის 0.42 შესაბამისი ბოლო ვერსია: ესაა uTorrent 2.0.1 (Build 19078) Download uTorrent 2.0.1 + RatioMaster 0.42 სხვა ვერსიის გამოყენებისას, შენიღბვა ვერ განხორციელდება (ვინც უკვე იყენებთ uTorrent-ს, უბრალოდ გადააწერეთ ეს ვერსია არსებულს) RatioMaster-ის სამუშაოდ აუცილებელია Utorret იყოს ჩართული და ერთი ტორენტი აქტიური მაინც (ეს პრობლემა არ იქნება იმათთვის, ვინც ხშირად იწერს ტორენტებს) შემდეგ, ჩავრთოთ RatioMaster: თუკი ყველაფერი კარგადაა, Log-ში გამოჩნდება წარწერა Search Finished Successfully ! (ეს შენიღბვის მთავარი წინაპირობაა. Option განყოფილებას ვაყენებთ, როგორც სურათზეა, Browse... ღილაკზე დაჭერით ვირჩევთ სასურველი ტრეკერის ტორენტ ფაილს ეს ფაილი აუცილებლად თქვენი ექაუნთიდან უნდა იყოს გადმოწერილი (ანუ რომელ ექაუნთზეც გსურთ Ratio-ს მომატება) და საუსრველია იყოს პოპულარული ფაილი შემდეგ, ვაყენებთ Speed Option-ებს (ყველა პუნქტი გასაგებია მგონი): მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ აპლოად სპიდი, ტრეკერის სკრიპტები რომ არ "დაეჭდვნენ" ამ პროგრამის პლუსია ის, რომ, ერთდროულად შეუძლია რამდენიმე ტორენტ ფაილთან მუშაობა... ე.ი "ატვირთული" მეგაბაიტების რაოდენობა ტორენტების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია გინდათ ერთი ტრეკერის სხვადასხვა ტორენტებს ჩართავთ, გინდათ სხვადასხვა ტრეკერებისას, არაა შეზღუდვა... შესაძლოა სეზონის შენახვა, და შემდეგ ჩატვირთვა ყველაფრის კონფიგურირება რომ არ მოგიწიოთ თავიდან მეორედ ჩართვისას ამ ხერხის გამოყენებისას მკვეთრად გაიუმჯობესებთ Ratio-ს და რაც მთავარია მინიმალური რისკის ფასად.
  22. edit... გამოიყენეთ Novicorp WinToFlash http://wintoflash.com/home/en/ ფაქტიურად მაუსის ორი კლიკით ჩაწერს ფლეშკაზე ვინდოუსს სევენსაც და XP-საც ან თუ არ გეზარებათ წაიკითხეთ ეს სტატია სრულად by ავტორი... windows XP ინსტალაცია ფლეშკიდან ქართულად by Overclockers.ge დღეს განახებთ ილუსტირებულ სახელმძღვანელოს თუ როგორ ჩავწეროთ ფლეშკაზე ვინდოუს XP-ს საინსტალაციო პაკეტი. ამისთვის დაგვჭირდება: 1. კომპიუტერი რომელზეც windows XP არ არის ჩაწერილი (ან ჩაწერილია მაგრამ არ ვიმჩნევთ ) 2. ვინდოუსის საინსტალაციო დისკი (bootable) ან მისი iso ფაილი (ესეც bootable რათქმა უნდა) რომელიც შეგიძლიათ აქ ნახოთ windows xp sp3 3. ფლეშკა 1 ან 2 GB-იანი. მეტი ზომის ფლეშკით არ გამოვა და ფლეშკა უნდა იყოს დაფორმატებული FAT ფაილურ სისტემაში. 4. და რა თქმა უნდა პროგრამა USB multi-boot რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ლინკიდან 5. ეს ყველაფერი კეთდება ოპერაციული სისტემიდან XP, სევენიდან თუ ცდილობთ არ გამოვა ლინკი მე განახებთ როგორ გავაკეთოთ iso ფაილით თუმცა CD დისკის შემთხვევაშიც იგივა. პირველ რიგში შეაერჭვეთ ფლეშკა იქ სადაც ჯერ არის ! (ვინც ვერ გაიგო უბრალოდ ფლეშკა შეაერთეთ კომპზე) შემდეგ ვინდოუსის iso ფაილს გავხსნით Daemon tools ან რამე მსგავსი პროგრამით და იქ არსებულ ყველა ფაილს მოვნიშნავთ და გადავწერთ დირექტორიაში C: D: E: ან რა ვიცი ჭ: დისკზე თუ ასეთი გვექნება. CD შემთხვევაში ჩავდებთ დისკს დისკჩამწერში და გადავწერთ ფაილებს ასეთი სახელის საქაღალდეში (folder) winxp (ადგილების გამოტოვების გარეშე). როგორც სურათზე ჩანს ყველა ფაილი გადავწერე C:\winxp საქაღალდეში შემდეგ ამოვაარქივებთ ჩამოწერილ USB Multi-Boot 10.0 და გავუშვებთ USB_MultiBoot_10 ფაილს გაეშვება command prompt ფანჯარა და როგორც გვეუბნება press any key to continue ვაწვებით ნებისმიერ ღილაკს ახალ ფანჯარაში უნდა ამოვირჩიოთ პირველი პუნქტი ანუ კლავიატურაზე ავკრიფავთ P სიმბოლოს და ვაწვებით enter-ს ახალ გახსნილ ფანჯარაში ამოვირჩევთ ფლეშკას თუ რამოდენიმე გვაქვს შეერთებული ან როგორც ჩემს შემთხვევაშია ერთი ფლეშკაა G: დისკი და ვავწვებით start-ს ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩაგვეკითხება რომ ფლეშკას ვაფორმატებო ხოდა უარი არ უთხრათ აჭირეთ yes ღილაკს და დაიწყებს ფორმატირებას დაამთავრებს ფომრატირებას ვეუბნებით OK და შემდეგ ფორმატირების ფანჯარას დავხურავთ close ღილაკით. გადაგვიყვანს ისევ command prompt ფანჯარაში და აქ უკვე ვირჩევთ 1 პუნკტს ანუ ავკრიფავთ 1-ს და enter-ს გაჩნდება ახალი სარკმელი რომელშიც მოვძებნით საინსტალაციო პაკეტის შემცველ საქაღალდეს ანუ ჩვენს შემთხვევაში C:\winxp საქაღალდეს (სადაც ვინდოუსის ფაილები გადავწერეთ დისკიდან ან iso ფაილიდან) ავირჩევთ საქაღალდეს winxp და ვაწვებით OK-ს. გაჩნდება ახალი ფანჯარა აქ ვირჩევთ cancel ვარიანტს ისევ გვაბრუნებს "შავ-ბნელ" ფანჯარაში. ამ შემთხვევაში ავკრიფავთ კლავიატურაზე 2-იანს და enter ახალ ფანჯარაში მივუთითებთ ფლეშკას და მერე OK ისევ გვაბრუნებს შავ ფანჯარაში და ამჯერად ვირჩევთ 3-იანს და enter ამოაგდებს ახალ ფანჯარას და ფაილების კოპირებაზე ვეთანხმებით ანუ ვაჭერთ yes და წავა ფლეშკაზე ფაილების ჩაწერა მოკლედ ძალიან დოლგი პროცესია და შეგიძლიათ მანამდე ყავა მიირთვათ, ჩაი, ლუდი... როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად ამ პროცესსაც აქვს დასასრული ამოხტება პატარა ფანჯარა ვაწვებით yes და ეგ არის ფლეშკა მზად არის მისი საშუალებით ვინდოუსის დასაინსტალებლად. ამის შემდეგ უბრალოდ ბიოსში first boot device უნდა მივუთითოთ ფლეშკა (removable drive) ან კომპის ჩართვის შემდეგ ისტერიულად ვაჭერთ კლავიატურაზე F8 ღილაკს, მოკლედ დავბუთავთ ფლეშკიდან და დავაინსტალებთ ვინდოუსს ჩვეულებრივ თუ ვინდოუსის ინსტალაცია არ იცით ტყუილა წაგიკითხავთ ამხელა ტექსტი აქ მაგის შესახებ არაფერი წერია ავტორი სოსო
  23. მაშ ასე დესკტოპზე ხნით ახალ ფოლდერს ანუ ქმნით. და სახელად არქმევთ ასეთ კოდს: GodMode.{ED7BA470-8E54-465E-825C-99712043E01C} რის შემდეგაც ფოლდერი გადაიქცევა GodMode -დ: შიქნით კი აბსოლიტურად ყველა კომპონენტი და მისი კონფიგებია მოცემული, რაც ხელს სეგიწყობთ სრაფად დააკონფიგოთ ყველაფერი. ანუ აღარ მოგიწევთ ძრომიალი Control Panel ოპტიონებში და ასე შედმეგ.
  24. გამარჯობათ Scythe-ს ქმნილება, გაგრილების მანიაკი Mugen 2 Copper აღჭურვილია: 5 U-სმაგვარი სითბური მილაკით წონა 1800გრამი,930 გრამით მძიმე მის მომცრო ალუმინის ძმასთან შედარებით(Mugen 2) სავარაუდოდ დედაპლატის რისხვა სერიულად არ გამოვა რაც მისდამი ინტერესსაც გაზრდის მისი ტესტირების მონაცემებს ვერ წავაწყდი,ინფოსთვის მის ალუმინის ძმასთან შესადარებლად თბოგამტარობა ალუმინის202-236Вт/(м·K)-ია სპილენძის კი 382—390Вт/(м·K) რაც თითქმის 2ჯერ მეტია ალუმინის თბოგამტარობაზე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.