-
Posts
7828 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
48
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by NEIRON
-
მარტო მფრქვევანა რომ დაიფაროს,არ "აბანაო" კარტრიჯი წყალში ჩAბერავ ზედა მხარეს,სადაც ხვრელია მელანი წამოვიდეს უნდა ასე 3-5 წვეთამდე მაინც
-
ლევან ჯერ თბილი წყლიანი ბამბით ჩამოწმინდე მელანი (მფრქვევანიდან) მერე თეფშზე წყალი დაასხი და დადე მფრქვევანით ქვევით აცადე 5 წუთი მაინც შემდეგ ზედა სამელნე ხვრელში ჩაბერე მელნის გამოსვლამდე თუ არ უშველა ,ციკლი ისევ გაიმეორე
-
ჩემი ფერადი მასე გავაკეთა,ორიგინალი მელანი რაც იყო მიმხმარიყო ზედ,ჯერ თბილი წყლით მოვურეცხე თAვი,მერე ჩAვალბე როგორც ზემოთ დავწერე ისე და შემდეგ ხვრელი სადაც აქვს ჩასასხმელ მელნის,ჩAბერავ მელნის გამოსვლამდე(რომ დატენი შემდეგ). ახლა მაგითი ვბეჭდავ შავად,3-ივე ფერისაში შავი ფერი ჩAვასხი.
-
ისე მე მასეთ დროს თბილ ადუღებულ წყალში ვდებ კარტრიჯს(თეფშზე დავასხამ და მელნის მფრქვევანათი ქვემოთ) შველის,5 თვის კარტრიჯი მასე მოვიდა გონზე.
-
ფერზე მასე იქნება ალბათ,თუ არ ბეჭდავს შავს ე.ი. ფერია სხვა. ლევან ამოიღე ფერადი კარტრიჯი და შავი ფერი ამოაბეჭდინე მხოლოდ,სულ შავი
-
ბექა კარტრიჯი ახალდატენილზე სავსეს არ განახებს, ჩემთან საერთოდ ცარიელს ანახებს მაგრამ ბეჭდავს სერად რომ ბეჭდავს,ეგ ცუდია,წესით,თუ არაფერი შეგიცვლია,წინასმსგავსად უნდა ამობეჭდოს შავმა ფერმაც
-
რწმენასთან დაკავშირება არასწორად მიმაჩნია, დამთხვევა კი შესაძლოა იყოს, რომელიც არანაირ კავშირში არაა,გარდა თეორიულად ამ მხარის გვერდის გამყარებისა მანახეთ რელიგია,რომელიც სადიზმის და კაცის კვლისკენ მოუწოდებს,თუ ვარ ბუდისტი და არ მაქვს ბიბლია წაკითხული და მიმდევარი ვარ ამ რწმენის,ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ არასწორად იქცევა მთელი ეს ხალხის რაოდენობა და ღმერთმა ეგენიც უნდა დასაჯოს და ისიც,რომ ბიბლიაწაკითხულები არ სცოდავენ ბევრს,ეს წიგნი ამდენს რომ აკეთებდეს,მაშინ რაღა გვიჭირს.
-
მადლობთ ნიუსისთვის! ტექნიკაში ასეთი ძვირფასეულობა მეტისმეტად მიმაჩნია,დრო გავა და დარჩება გამოუყენებელ უგემოვნო ნივთად,რომლზეც მხოლოდ ძვირფასეულობა თუ შეახედებს ადამიანს, არადა დაილია შესაქმნელი ხელოვნების ნიმუში,რომელიც ათეულ წლებს კი არა,საუკუნეებს უძლებს. ამოლიტი მომეწონა,ძალიან ლამაზი მინერალია:
-
iliko1990 lomsa #Skinhead GIBSON გაიხარეთ,დიდი მადლობა!
-
სურათზე ელექტროდის დასარჩილზე სპილენძის ფირფიტაცაა ავარდნილი ნახე მასე არის თუ არა,თუ კი,უფრო რთულად არის საქმე,ვიდრე მხოლოდ დარჩილვა და "მორჩა"
-
მაგ სურათზე როგორც ჩანს,მეტეხილი აქვს ელექტროდები
-
საბა გამარჯობა! უჯრედი არის აგზნებადი სხეული აგზნების გამოწვევის შესაძლებლობის გამო ჩვენ აღვიქვავთ ყველა ემოციათა სპექტრს. ანუ,უჯრედში ელ.დენის მიწოდებით ვააქტიურებთ და "ტონუსში" მოგვყავს ნეირონთა ის უბნები,რომლებიც ამა თუ იმ გრძნობათა ორგანოს ემსახურება. ელ დენით კი,ჩვენ ვახდენთ უჯრედის დეპოლარიზაციას(ან ვამზადებთ მას მისთვის-უხეშად რომ ვთქვათ),ანუ უჯრედშიდა გარემოს,სადაც k+ -ია,შეერევა Na+,რომელიც უჯრედგარე გარემოს წარმადგენს (მხოლოდ ეს ორი ნივთიერება არა,მის გარდა უამრავია კარბოჯგუფის და ა.შ.),შედეგად უჯრედთა აგზნებით გარემოში უკეთესი "ჩაძირვა". (ნერვული ქსოვილიში კი აგზნება ნეირომედიატორების შუამავლობით ხდება,რაც დეპოლარიზაციას მოყვება) ელექტროდები კი გარედან იქნება მიდებული ელექტროენცეფალოგრამის მსგავსად: იმის მაგალითი,რომ ეს ყველაფერი,ამ პრინციპზეა დამოკიდებული,არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები თუნდაც მაგ: ნოვოკაინი ახდენს ნატრიუმის იონური არხების ბლოკირებას,რაც იწვევს დეპოლარიზაციის ტალღის ბლოკირებას ნატრიუმის არხების განვლადობის დათრგუნვით და რაც არ იწვევს აგზნებას. უჯრედში მოქმედების პოტენციალის გენერირება და გადაცემა ხდება,აგზნების გამომწვევია კალციუმის იონიც,ასე ხდება დეპოლარიზაცია კუნთებშიც. შემდეგ კი,დეპოლარიზაციის შემდეგ,როდესაც უჯრედში აღმოჩნდება ნატრიუმის დიდი რაოდენობა,ნატრიუმის არხები იკეტება და იწყება უკუპროცესი, რეპოლარიზაცია,რაც უფრო დიდ პერიოდს მოიცავს ვიდრე დეპოლარიზაცია და ხდება უჯრედის მომზადება,მომდევნო აგზნებისათვის
-
ის შავი მასა რაც აქვს ღერძზე,შეეცადე მოაცალო, სანამ დაზეთავ ან დაატაოტებ,გაწმინდე კარგად, რეზინებიც ნახე,სულ გაცვეთილი ხომ არ აქვს,თუ რეზინა არ აქვს(გაცვეთილია),მაგაზე სანთებელას(ნებისმიერი) ზედა გაზის გამომშვების რეზინა მიდის. მიშა ქულერისთვის თუ ზეთი,ტაოტი ან ნიგროლი დაგჭირდა,მომმართე,არ მოგერიდოს
-
უკან აქვს მიშა მომჭერი რგოლური,ან მეტალისაა,ან პლასტმასის მაგას გამოაგდებ და მორჩა პროპელერი ცალკეა,ხელში აწყობისას კი,მანდ ღერძის ბოლოებზე რეზინის რგოლები აქვს ამორტიზაციისათვის,ის აუცილებლად დაუყენო უნდა,თორე ხრიგინებს მერე.
-
თუ ეგ არა დაზეთე და ეგ არის,იმ ფსევდოზეთით არა,რომ ყიდიან საკერავი მანქნის საზეთიაო,ნავთია სუფთა,სუნიც მასეთივეე აქვს. დასატაოტებლად უნდა დაშალო რომ ტაოტი გადაანაწილო ღერძზე. თან,მე ეგ დიდი ძრავის მაგალითზე მოვიყვანე,და არა ქულერის ზეთი და მაგის ჯანი
-
მცენარეულით დაზეთვა "მკვდარს ბალზამით ალამაზებდნენო" ეგრეა თან წებოვანი ხდება გამოშრობისას ნიგროლით რომ დამიზეთია,უფრო ყრუ ხმა ჰქონია ძრავს თხელ ზეთზე კი,თუ სისტემა პაჩობნიკზეა,უფრო ხმაურობს,ტაოტი მაგ დროს კარგია მორიგი ექსპლუატაციის ხანგრძლივობის თვალსაზრისითAც
-
თუ ტაოტი გაქვს,უკეთესია დატაოტებისთვის დაშლაა ისე საჭირო,ზეთისთვის კი არა ტაოტად კი ლიტოლ-24 კარგია ან სხვა,იმავე სიბლანტის და ტექ. სპეციფიკაციებით
-
ეჰ,ნეტავ ჩვენთან იყოს ისე საგადასახადო სისტემა,რომ არ "გაჭეჭყოს" მეწარმე
-
+ ისიც რომ სხვა ბევრ მწარმოებელს იაფი უჯდება ჩინეთში წარმოება ნივთის საგადასახადო სისტემაც და სხვა ნიუანსებიც,უფრო მოსახერდებელია ჯიბის სისქის თვალსაზრისით
-
მიშა-ს დაწერილი ჰქონდა დაწერილი თემა "რა არის ნიუსჰანტერი",კარგი თემა იყო,მაგრამ მგონი არ გვაქვს გადმოტანილი(ყ.შ. მე არ შემხვედრია).
-
გამარჯობა! წოდება გეძლევა იმ საქმის საფასურად,რასაც აკეთებ ნიუსჰანტერობა თუ გინდა,სტატიები უნდა თარგმნო,ოღონდ ისეთ სტილში არა,რომ ჩაგეთვალოს,რომ დაგიფასონ მასე. როცა რეგულარულად/მონოტონურად აგრძელებ შენს საქმეს,მაშინ მოდერთა ჯგუფი განიხილავს შენს საკითხს ნიუსჰანტერობაზე. ვიპ-წევრი ხდები,როცა მაგ. დამსახურებული ნიუსჰანტერი,რომელმაც იმსახურა საკმაო დრო,წავა პოსტიდან,ქმედებანი კი ფასდება,არ იკარგება. პრივილეგია:საკუთარი პოსტის/თემის რედაქტირება,წაშლა ნიუსჰანტერთა ტოპიკში წვდომა (ვიპ წევრებს ეს ფუნქცია არ აქვთ)
