ადამიანი მორწმუნე იქნება თუ ათეისტი ეს მისი გადასაწყვეტია. ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს თავის გზას.
შეიძლება იყო ათეისტი, მაგრამ პატივი უნდა სცე სხვის რწმენას და არ მიაყენო შეურაწყოფა მის რელიგიას. რატომღაც საქართველოში მყოფი ათეისტების 90% ზემოდან უყურებენ მორწმუნეებს და მდაბიო ხეპრეებდა მიიჩნევენ და თავი მათზე ჭკვიანებად მიაჩნიათ.
ჩემთვის პირადად არ აქვს მნიშვნელობა ათეისტია თუ მორწმუნე, მთავარია კარგი ადამიანი იყოს.
ისე კი, საქართველოში რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თვითონ "მორწმუნეები" აკნინებენ თავიანთ რელიგიას და სალაპარაკო თემას აძლევენ ათეისტებს რომლებსაც უყვართ ეკლესიის ძაგება.
არ ხარ მართალი. უცოდველი არავინაა, შეიძლება მიყვარდეს სტალინი და ეგ ჩემი ერთ-ერთი ცოდვა იყოს.
ან საერთოდ არავის საქმე არაა, ვის სტალინი ეყვარება და ვის ჰიტლერი. მე თუ ვცოდავ, რატო განმიკითხავ? შენ როგორც საჭიროა ისე იცხოვრე და მე განვიკითხები სადაც საჭიროა