-
Posts
2023 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
3
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by fashisti
-
აი ძალიან ძალიან მაინტერესებს წYლიდან როგორ უნდა დაიტენოს? ნეტა მაგ მეცნიერებმა თუ იციან რომ წYლიდან წყალბადის და ჟანგბადის მიღებას უფრო დიდი ენერგია ჭირდება ვიდრე მაგ წყალბადიდან მიღებული დენი?
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
fashisti replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
ნუ ნეტა ვცდებოდე და კარგი აღმოჩნდეს თამაშებში მაგრამ რავიცი მე ჩემი ვარაუდი ვთქვი თითო ბირთვი თუ მნიშვნელოვნად უფრო სუსტი იქნება ვიდრე სენდის მაშინ თამაშებში ვერ გაქაჩავს -
კომპზე ონლაინში თამაშისთვის უკვე ძალიან ბევრი თამაშია საყიდელი და ისე ზოგადადაც ეს საქართველოშია ყველა რომ არალეგალურ თამაშებს ყიდულობს თორე უცხოეთში ბევრი ლიცენზირებული დისკები იყიდება და მაქედანაც ხედავენ მოგებას... ანუ მთავარია უცხოეთში პირატობა შედარებით შემცირდეს მაგრამ საქართველოს მაინც არ შეეხოს ეგ შემცირებები :D
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
fashisti replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
ხო მეც მაგას ვამბობ აგერ მაგალითად i3 2100 ჯობია i7-980X-ს... რატომ? იმიტომ რომ ეგ თამაში 2 ნაკადზე იქნება დაწერილი შესაბამისად მანდ ბირთვების რაოდენობა აღარ თამაშობს როლს მთავარია თითო ბირთვის წარმადობა შესაბამისად 8 ბირთვიან ბულდოზერს მაგრად დაერხევა თამაშებში იმიტომ რომ საუკეთესო შემთხვევაში თავისი პოტენციალის ნახევარს გამოავლენს ცუდ შემთხვევაში კი მეოთხედს ან დაჟე მერვედს სადაც იგივე 2100-ები დაამარცხებენ მას (ალბათ) -
ხოო კეპლერი... ეგ ალბათ უფრო 2012-ის დასაწყისში გამოვა 28 ნანომეტრზე მერე 2013 წელს ვიხილავთ რამე ახალ თაობას ხოლო 2014 წელს მაქსველზე გადადის 20-22 ნანომეტრიო მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ 20 ნანომეტრი უნდა იყოს, 2015-ში გაიჩითება იგივე მაქსველზე დაფუძნებული რამე ახალი თაობა ხოლო 2016-ზე გეგმები უკვე აღარ ვიცით აი ინტელი 2016 წელს წესით უკვე 10 ნანომეტრზე უნდა იყოს ჩასული (თეორიულად 2015-ში მაგრამ ეგ გამორიცხულია) ხოდა ინტელი 2016-წელს თუ 10 ნანომეტრზე იქნება მერე რა ხდება? კაი ჰა 2018 წელს 7-8 ნანომეტრზე ჩავლენ მაგრამ მერე? მერე ლბათ უკვე კვანტური კომპიუტერები წამოვა ანდა კრიზისი დაიწყება უცბად უფრო ძლიერი კომპიუტერები თუ აღარ გამოუშვეს და ყოველ წელს ახალი კომპის ყიდვის მიზეზი თუ არ ექნება ხალხს
-
და კონსოლების ამბავი უკვე გადაწყვეტილია? დენიკინის დროინდელი თაობა უკვე უნდა გამოცვალონ? ყოველ შემთხვევაში DX11 უკვე ისეთი საკაიფოა რომ მაგაზე მაგრად თუ დაწერენ თამაშებს ეგაც კარგი იქნება... და ყველაფერს აჯობებს PC-დან მეტი შემოსავალი რომ ნახონ შესაბამისად უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ
-
სურათებზე აღბეჭდილი კომპიუტერების ისტორია
fashisti replied to ბერო's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ძალიან მგარი თემაა ასეთ რაღაცეებს როცა ვკითხულობ რაღაცნაირ ხასიათზე ვდგები ორი შენიშვნა მაქვს ბაიტი და ბიტი შეგეშალა და კასპაროვთან მემგონი რაღაც წლებია არეულისავით ანუ 1977 წელს რა მოხდა? ეჰ წავალ ტელევიზორს ვუყურებ გული გადავაყოლო თორე დამგრუზა ამ თემამ :D -
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
fashisti replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
ყველაზე ცუდი ისაა რომ 8 ბირთვი გაუწევს კონკურენციას 4 ბირთვს შესაბამისად უამრავ ბენჩში რომელიც გამოიყენებს 8 ნაკადზე ნაკლებს ბულდოზერი დიდი ალბათობით წააგებს თამაშებზე საუბარიც არაა დარწმუნებული ვარ ბულდოზერი თამაშებისთვის არანაირად არ ივარგებს... ანუ სენდის 1 ბირთვი უფრო ძლიერია ვიდრე ბულდოზერის ეგ კი ბევრ რამეს წყვეტს... -
აუ რავიცი წამოვიდე? ისე არავის არ გიცნობთ რეალში და რავი რა ასაკის ხართ ის მაინც დაწერეთ 23 შაბათია მემგონი ხო? 25-ში გამოცდა მაქვს და რავიცი დავფიქრდები ჯერ ჯერობით
-
4 ნაკადს იმიტომ ვამბობ რომ 1 2 ან 3 ნაკადში Q სერია წააგებს ამიტომ აუცილებლად 4 ან მეტი ნაკადი უნდა იყოს რომ კონკურენცია გაუწიოს i3-ს სავარაუდოდ ჩემ პოსტებს კარგად არ გითხულობ ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ კიარადა უკვე მერამდენედ ვამბობ რომ i3-ს ჭირდება უფრო ნაკლები დენი ეგ გასაგებია ხო ვიცი უფრო ნაკლები დენი უნდა და უფრო გრილია უფრო იაფია მეტი პერსპექტივა აქვს მის სოკეტს უფრო კარგად რაზგონდება უფრო დამრტყმელი ბიჭია და ასე შემდეგ მაგაზე საუბარი არ მაქვს მე ვამბობ რომ სუფთა წარმადობის მხრივ რენდერში და ენკოდინგში იმ შემთხვევებში როცა 4 ან მეტი ნაკადი გვაქს Q სერია ჯობია i3-ს წარმადობაში და არა სხვა რამეში... გადავირიე კაცო გაუგებრად ვწერ რამეს? ხოლო რაზგონს რაც შეეხება ზემოთ დავწერე პროცენტული მაჩვენებლები, სტოკზე i5-661 არის 25.18 პროცენტით უფრო მაღალ სიხშირეზე ვიდრე Q9400 ხოდა რენდერში Q მაინც უგებს მაგას ამიტომ რაზგონისას მინიმუმ 25%-ით უფრო მეტად უნდა დარაზგონდეს ეგ i5-661 რომ წარმადობაში აჯობოს შესაბამისად Q9400 როცა მიაღწევს თავის ლიმიტს და 3.6-ზე თუ დადგება მაგ დროს i5-661 რომ გაუტოლდეს წარმადობაში ამისთვის იგი უნდა დადგეს უფრო მაღალ სიხშირეზე ვიდრე 4.5 გიგაჰერცი... თეორიულად ასეა ყოველ შემთხვევაში ამ ბენჩებს თუ დავეყრდნობით http://www.anandtech.com/show/2901/1 ხოლო პრაქტიკას რაც შეეხება i3-ის და Q-ს დარაზგონებულ ბენჩებს თუ იპოვი რენდერში ან ენკოდინგში და მაჩვენებ ძალიან საინტერესო იქნება :rolleyes:
-
მდაააა ანუ 1300 ლარად ეგეთი კონფიგის დათრევა შეგიძლია? ეგ ქართულ მაღაზიებში ნახე ყველაფერი? რაღაც ძალიან საეჭვოდ მეიაფება რომ ეგ სიმართლე იყოს
-
არა არა საქმე სხვა გვარადააა... მე ვამბობდი რომ Q ჯობია 4 ნაკადიან ბენჩებში თქო თამაშები საერთოდ არ მიხსენებია და თამაში რა შუაშია არ ვიცი თამაშში რომ i3 ჯობია ეგ მეც ვიცი და მაგაზე არც ვდავობ და ზოგადად რომ i3 ჯობია Q სერიას ეგაც ფაქტია უბრალოდ იმას ვიძახი რომ i3 პროცესორი ასი პროცენტით უფრო ძლიერი არ არის თქო როგორც აქ ამბობს ხალხი... ვთქვათ ენკოდინგი რენდერი ან ეგეთი რაღაცეები რომ იყოს მანდ მირჩევნია Q სერია მქონდეს ვიდრე i3 მოკლედ გასაგებია მემგონი ყველაფერი რა... k_katsadze :miyvarxar:
-
საინტერესოა და რატომ თქვეს უარი ნეტა? ნუ ალბათ უფრო ძვირი ჯდებოდა ზედმეტი ხლაფორთი უნდოდა და არ გაამართლა თორე ზოგადად მისაღები ფასი რომ ქონდეს მემგონი მშვენიერი რამ არის
-
მეც მაგი დავწერე კარგად წაიკითხეთ... დავუშვათ რომ 20 გრადუსზეა ვიდეო და მაგ დროს 1000 ბრუნი აქვს და ეგ ისეთი სიჩქარეა რომ რაღაც ვიბრაციებს იწვევს შესაბამისად ხმაურობს შემდეგ ტემპერატურა რომ მოიმატებს ვთქვათ ბრუნი გახდება უკვე 1500 ამ დროს სიჩქარე შეიცვალა და უკვე ის ვიბრაცია აღარ არის რაც ხმაურს იწვევს ანუ ესე ვთქვათ ქულერი 1000 ბრუნისას რეზონანსულად ირხევა და ხმაურობს ხოლო 1500 ბრუნი აღარ იწვევს რეზონანსულ რყევებს და აღარც ხმაურობს
-
ისე რამდენადაც ვიცი ეგრე მუდმივად სისტემის მუშაობა არც თუ ისე კარგი იდეაა არასტაბილურად მუშაობსო და რაღაცეების გაერთიანება სჭირდება ორ კვებას რომ სტაბილურად იმუშაონო
-
არ გამაგიჟოთ 30 ამპერი როგორ არ უნდა ყოფნიდეს მაგ კონფიგს და კომპიუტერს უთიშავდეს? შეიძლება ხურდება კომპი ძალიან ან სისტემური პრობლემებიც არის რავიცი მე ძალიან მეეჭვება მაგ კვებამ Q8400 და 9600 GT ვერ გაქაჩოს და გათიშოს კომპი... giorgiv18 შენ კიდე ნახე ზუსტად +12-ზე რამდენი ამპერი აქვს?
-
ლეპტოპზე აზრზე არ ვარ და მეორე კომზე არც ფირმა მახსოვს არ მოდელი 500 ვატიანი 16 და 17 ამპერებით მოკლედ რა კონიფიგიც მიწერია მაგას ძრავს და ცოტათი ვარაზგონებ კიდეც მაგრამ უცნაური პრობლემები ემართება ხანდახან რაზგონის მცდელობისას
-
საერთოდ ჯობია 1156 სოკეტზე აწყობა გინდაც i3 530-ზე რამე ბანძი ოპერატიულებით მთავარია GTX 560 მოუვიდეს
-
ნუ პროცესორის კონტროლერს ვგულისხმობდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ინტელმა მოინდომოს რატომღაც მახსოვდა რომ sandy E-ს უნდა ჰქონოდა მაგი მაგრამ ვეღარ ვიპოვე ეგ ინფო ალბათ ისევ 4 სლოტი ექნებათ... პ.ს. 8 სლოტიან დესკტოპ მაზერებს რაც ეხება პრინციპში ამაზე მხოლოდ ზეონები მიდის მაგრამ მაინც დესკტოპია ოღონდ ძალიან ექსტრიმ იუზერებისთვის კიარადად დამავიწყდა 12 სლოტი აქვს :D
-
აბა გამოიცანი :givi:
-
ხოო მაგარი დებილები არიან... თან მეორე გოგო რომ დაიწვა მაგან თურმე ახალ ამბებში ნახა რომ ლეღვის ფოთლის ნახარშით დაიწვა პირველი გოგო და თვითონაც იგივეს გაკეთება გადაწყვიტა NEIRON სპ ლინკებისთვის და უშქრო საკვებზეც დაწერე რა რა ხდება? არ ვიცოდი უშქრო კოკა კოლა თუ ცუდი იყო
-
ADATA-მ გამოუშვა პირველი 8 გიგაბაიტიანი კიტი 1333 მეგაჰერც სიხშირეზე 9-9-9-24 ტაიმინგებით XPG gaming სერიაში ასევე აღსანიშნავია დაბალი ვოლტაჟი 1.35V ანუ თეორიულად sandy E-ში შესაძლებელი იქნება 64 GB ოპერატიულის ჩადგმა რათქმაუნდა ჩიპსეტს თუ ექნება ამის მხარდაჭერა მე ოთხიანების შემოსვლა მიხაროდა და უკვე რვიანებია გზაში :sa:
-
გასაგებია ანუ მაქსიმალურად ძლიერი ვიდეო კარტა უნდა იყიდო... აქ ნახე კარგი შემოთავაზებები არის და თუ მაღაზიაში გადაწყვიტავ ყიდვას მაშინ დაგიწერ კონკრეტულ კონფიგს რომელიც მაქსიმალურ FPS-ს მოგცემს მინიმალურ თანხაში :)
-
მე არ მითქვამს რომ Q ჯობია ან როზგონში მეთქი ან ფასში ან სიგრილეში ან სოკეტის პერსპექტიულობაში ან კიდევ ბევრ რამეშე ასევე რათქმაუნდა ისაც არ მითქვამს რომ Q სერია ჯობია i-ს თქო უბრალოდ იმას ვამბობ რომ Q უფრო წარმადია 4 ნაკადიან ბენჩმარკებში ვიდრე აისამის პირველი თაობის ორ ბირთვიანი პროცესორები თქო და აქ თავი რომ გაიგიჟეს i3 ათასჯერ უფრო ძლიერიაო ეგ ეგრე არაა ეგ ერთი და მერე მეორე გინდაც რაზგონი რომ ავიღოთ i5-661 არის 25.18 პროცენტით უფრო მაღალ სიხშირეზე ვიდრე Q9400 ხო? შესაბამისად Q რომ დავაყენოთ 3.6 გიგაჰერცზე (როგორც აილამოს აქვს) მაშინ i5-661 უნდა იყოს 4.5 გიგაჰერცზე და მაინც მაგაზე სუსტი იქნება შესაბამისად შენ როგორც ამბობ რაზგონში გახევსო და ისაო i5-661 როგორც მინიმუმ 5 გიგაჰერცზე უნდა იდგეს რომ ჩაითვალოს რომ გახია Q9400... 5 გიგაჰერცი ჰაერზე 24/7 რეალურია? დასკვნა არის ის რომ i3 გაცილებით უკეთესია ვიდრე Q სერია (ანუ უფრო გრილია უფრო იაფია უფრო საკაიფოდ რაზგონდება და უფრო პერსპექტიულია) თუმცა უშუალოდ წარმადობაში 4 ნაკადიან პროგრამებში (რენდერიში და მის თანამოძმეებში) Q უფრო ძლიერია დამატებით 2 ბირთვის წყალობით და არ უნდა ამას უარყოფა (ყოველ შემთხვევაში იმის თქმა ნამდვილად არ შეიძლება რომ Q უფრო სუსტიაო )
-
მოკლედ დღეს ხელმეორედ გადავიკითხე უფრო ყურადღებით ხოდა ზოგადად გასაგებია სიტუაცია მაგრამ მოლეკულები რა შემთხვევაში კარგავენ ელექტრონებს? ანუ ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყო იწვევს მაგ ეფექტს? და ჯანმრთელობისთვის უკეთესია ეგ მაიონიზირებელი აპარატურა რომ იყიდოს ადამიანმა? რამდენად ფართოდ იყენებენ მას და ექიმები რას გვირჩევენ? მოკლედ ძალიან ბევრი კითხვები დავსვი და რამე სასარგებლო ლინკი ხომ არ გაქ ან ვიკიპედიის ან რამე რომ წავიკითხო? პ.ს. და ტელევიზორის გამოსხივება რომ იყო მოცემული ეგ თხევად კრისტალური ტელევიზორია თუ CRT?
