პროცესორი თუ რაზგონზე გაქვს შესაძლოა არასტაბილურია და იმიტომ აკეთებს ესე
ნუ მანდ ორი ვარიანტია რეალურად, ვინჩესტერი ან ოპერატიული, დანარჩენი ნაკლებად მგონია
თემას რაც შეეხება, sauron, გირჩევ კომპის ყველა დეტალი ამოიღო კეისიდან და ისე ცადო, მე მაინც მგონია ოპერატიული პირველ რიგში, შემდეგ ვინჩესტერი, წინა პოსტები არ გადამიკითხავს შეიძლება რომელიმე დეტალი გამორიცხე უკვე მაგრამ მე გირჩევდი სხვა ვინჩოზე და ოპერატიულზე გატესტო, თუ მაინც იგივე ქნა მაშინ დედაპლატაა ეჭვმიტანილი. საერთოდ ესე ონლაინში მიჭირს რამის თქმა, უნდა გაიტესტოს მთავარი ეჭვმიტანილები ცალცალკე
ვინდოუსის ბრალი ნაკლებად მგონია, მეორე კომპზე ზუსტად ეგ SP3 მიყენია, კიდევ რამოდენიმე ადამიანს დავუყენე და დღემდე მშვენივრად მუშაობს, თუმცა არის შანსი რომ რომელიმე დრაივერი ვერ მოერგო და ეს ე.წ ბლუსქრინები უბრალო პროგრამული ხარვეზია