ეს ვიდეოკარტის სლოტის სიხშირეა, მისი აწევა ხდება მხოლოდ მაღალი რაზგონის დროს, მხოლოდ ბენჩმარკინგის დროს
ოპერატიულის სიხშირე დამოკიდებულია პროცესორის FSB-სთან, ამ შემთხვევაში FSB 400 გაქვს და ოპერატიულის რეალური სიხშირეც 400mhz არის ( 800mhz ეფექტური სიხშირეა) ხდება შეფარდება FSB-სა და DRAM-ს შორის, ეგრეთ წოდებული დივაიდერები
შენ სწორედ გიყენია ეხლა დივაიდერი 1:1, იმიტომ რომ როგორც ვხდები ოპერატიული 800mhz-იანებია და მასეც უნდა იყოს
3 ცალ ოპერატიულს რაც შეეხება, როგორც CPU-Z ანახებს დუალ რეჟიმში მუშაობენ და ეს კარგია
პროცესორის ძაბვას რაც შეეხება, უნდა შეეცადო იპოვო მინიმალური ძაბვა, რომელზეც სტაბილურად იმუშავებს პროცესორი.
65nm არის და შედარებით ცოტა მეტი ძაბვა სჭირდებათ ვიდრე ვთქვათ 45nm-ს
Linx გაატარე 30წუთი ( ამ პროგრამას აქვე, ტოპიკ პროგრამების ბაზაში იპოვი) თუ ეს ტესტი გაიარა ჩათვალე რომ სისტემა ყველანაირად სტაბილური გაქვს