ამ თემაში გასწავლით თუ როგორ განვაახლოთ სისტემა სონი ერიქსონზე.
პირველ რიგში დაგვჭირდება პროგრამა A2uploader
მობილურის ელემენტი აუცილებლად 50% ზევით უნდა იყოს დატენილი.
ეხლა მთავარზე გადავიდეთ:
1) გავხსნათ პროგრამა A2uploader
2) დავაჭიროთ ღილაკს ADD და დავამატოთ 2 ფაილი: I ფაილი II ფაილი
3) ვაწვებით ღილაკს flash
4) მობილური გამორთული უნდა იყოს, ვაწვებით ღილაკს C ან 2+5 (არ აუშვათ) და ვაერთებთ უსბ კაბელში. ხელი არ აუშვათ სანამ ფაილების კოპირებას არ დაიწყებს!
5) დამთავრების შემდეგ გამოაძრეთ მობილური კაბელიდან, ამოიღეთ ელემენტი და ისევ ჩადეთ (ეს აუცილებელია)
6) პროგრამაში A2uploader ვაწვებით ღილაკს FileSystem Tool
7) ისევ დააწექით ღილაკს C და შეაერთეთ მობილური უსბ კაბელში, დაიცადეთ სანამ არ გაიხსნება მენიუ:
8) გავხსნათ ფოლდერი tpa/preset/custom/ ნახავთ შემდეგ სურათს:
9) მეტი ფოლდერი აღარ გახსნათ. მასუით მონიშნეთ და გადაიტანეთ ფაილები ამ არქივიდან custom ფოლდერის ცარიელ ადგილზე.
10) დააჭირეთ ღილაკს shut down FS და გამოაძრეთ მობილური.
11) ჩართეთ მობილური და დააცადეთ, პირველ ჩატვირთვას 10-15 წუთი დასჭირდება.
ყურადღება! სტატიაში მოცემული ფაილები ეკუთვნის მოდელს K850.
ეს ხერხი გამოიყენება მხოლოდ იმ მოდელებზე რომლებიც მიეკუთვნებიან A200 ჯგუფს!
DB3150:
- C702, C902, G502, K630, K660, K850, V640, W595, W760, W890, W910, W902, W980, Z750, Z770, Z780 ,Т700, TM506
DB3200:
- W508, T707
DB3210:
- C510, C901, C903, C905, G705, W705, W715, W995.
თუ სხვა რომელიმე კონკრეტული მოდელისთვის დაგჭირდებათ ფაილები მომწერეთ და ჩავამატებ!
პ.ს. ყველაფერს საკუთარ რისკზე აკეთებთ! (დატესტილი და მუშა გაკვეთილია)