კომპანია Plextor მარტის თვეში საზოგადოებას წარუდგენს ახალ SSD-ებს, რომლებიც გამოირჩევა: სისწრაფით, სიცოცხლისუნარიანობითა და მეხსიერებით. M2S სერიის SSD-ები იქნებიან SATA III 6გბ/წმ ინტერფეისის მქონე და გამოვა სამი სახის მოდელი: 64GB, 128GB და 256GB. მწარმოებლის თქმით მათი სიცოცხლისუნარიანობა დაახლოებით 10 წელია, ამასთანავე მიუთითებენ რომ წარმადობით სტაბილური იქნება და დრო მას ვერაფერს დააკლებს. წაკითხვის სიჩქარე არის: 480MB/sec, ხოლო ჩაწერის: 330MB/sec. ახალ SSD-ებს გააჩნიათ Plextor's Instant Restore ტექნოლოგია და 3 წლიანი გარანტია. ფასის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება მარტის თვეში როცა SSD-ები ჩაეშვება მაღაზიათა ქსელში.