Eurocom X3-ის სათამაშო ნოუთბუქის კომპლექტში შედის Intel-ის პროცესორი Core i7-4930MX Extreme
კომპანია Eurocom-მა წარმოადგინა სათამაშო ნოუთბუქი Eurocom X3. მარკ ბიალიკის (Mark Bialic) თქმით, ის იქნება ყველაზე ძლიერი სათამაშო ნოუთბუქი, ეკრანის დიაგონალით 15,6 დუიმი (inch).
როგოც აღინიშნა, ნოუთბუქის ეკრანის დიაგონალი გახლავთ 15,6 დუიმი, გაფართოებით - 1920 x 1080 megapixel. ასევე შესაძლებელია გლუვი ან პრიალა ვერსიის შეძენა.
მოწყობილობის სტანდარტულ კომპლექტში შედის Intel Core i7-4700MQ (Haswell), რომელიც მუშაობს 2.4 GHz სიხშირეზე; ოპერატიული მეხსიერება 16 GB DDR3-1600 MHz; გრაფიკული ბარათი Nvidia GTX 770M (3 GB); შემნახველი SSHD 1TB, ვებ-კამერა 2megapixel; ჩამწერი DVD; წამკითხველი; ასევე უსადენო Wi-Fi კავშირი, 802.11b/g/n და Bluetooth 3.0 სტანდარტით.
Eurocom X3-ის ნოუთბუქი ითავსებს 32 GB ოპერატიულ მეხსიერებას და ხუთ სხვადასხვა შემნახველს. ასევე შესაძლებელია განთავსდეს Intel Core i7-4930MX Extreme (3-3,9 GHz), გრაფიკული ამაჩქარებელი Nvidia GeForce GTX 780M, 765M და AMD Radeon HD8970M.
კომპლექტში დამატებით არის, DisplayPort 1.2; HDMI; Mini-DisplayPort 1.2 პორტები; კომბინირებული პორტი eSATA/USB 3.0; სამი პორტი USB 3.0; USB 2.0; S/PDIF; IEEE 1394 (Firewire); Ethernet; ასევე პორტები ყურსასმენისთვის და მიკროფონისთვის.
ნოუთბუქის ზომები შეადგენს 375 x 268 x 22-45 მმ, მასა უდრის 3,3 კგ. კლავიატურას აქვს 7 ფერის განათება.
Eurocom X3-ის სტანდარტული კომპლექტის ფასი შეადგენს 1467 ამერიკულ დოლარს.
---
წყარო: eurocom