მიუხედავად იმისა რომ პროფესიონალობაზე და მაგარ ფოტოგრაფობაზე არაფერი მეთქმის, ხშირად გამჩენია შენიშვნები ბევრი თქვენთაგანის ფოტოებზე. უბრალოდ როცა რაღაც არ მომეწონებოდა არც პლიუსს ვწერდი და არც არაფერს ვამბობდი. მოდი მაშინ დღეიდან ვიყოთ კრიტიკულები და მივცეთ ერთმანეთს უკეთესი რჩევები და შენიშვნები. ესე მართლა უკეთესი იქნება ჩვენთვის. თუ არაფერი ვთქვით მაშინ ისევ იგივეს და უარესებს გადავიღებთ და მუღამიც არ გვექნება საერთოდ ახალი ფოტოების გადაღების. + სს მართლა კრიტიკა მირჩევნია მე პირადად.
აი მოდი გავაკრიტიკებ ეხლა ამ ჩემ ფოტოს. (აღარ დამრჩა უკეთესი არაფერი თორე არ დავდებდი). 1, კომპოზიცია არ მომწონს, ჯვარი უნდა გამომეჩინა, გუმბათი აჯობებდა რომ მარჯვენა კუთხეში ყოფილიყო და ფერებიც უკეთესად გამეკეთებინა. მაგრამ ეს ძველი ფოტოა და მაშინ ამდენი არ მესმოდა