ბერო
VIP-
Posts
6561 -
Joined
-
Days Won
15
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by ბერო
-
საერთოდ აქ პროგრამა კი არ არის მთავარი, არამედ გამომთვლელი და დღევანდელი პერფომანსის GPU-ები თავისუფლად უნდა გაწვდნენ ამ დავალებას. IMO P.S ოპერაციის დროს, რაღაც არამგონია გულის ფეთქვის რაოდენობა წუთში 100-ს შეადგენდეს! : P დახვეწავენ ყველაფერს და ასეთ შეცდომების წარმოქმნას მინიმუმამდე დაიყვანენ. XIX საუკუნე ხომ არ არის, როდესაც ექიმები ოპერაციებს ხელთათმანების გარეშე აკეთებდნენ..
-
ის პროგრამა Real time-ში დაინახავს გულს და დააფიქსირებს ეკრანზე. ქირურგი კი გულზე მანიპურირებას ამ გამოსახულების მიხედვით მოახდენს.
-
ჯერ ცნობილი არ გამხდარა პირველ ქირურგიულ ოპერაციაზე, რომელიც რობოტის "ხელებით" ჩატარდა, რომ NVIDIA-მ მოამზადა მორიგი "ბომბა" მსოფლიო მედიცინაში. კალიფორნიაში ჩატარებულ, გრაფიკული ჩიპების მწარმოებლების, კონფერენცია GTC 2010-ზე გაჟღერდა საკმაოდ საინტერესო იდეა, რომლის მიხედვითაც გულზე ოპერაცია ჩატარდება, მისი შეჩერების და დიაფრაგმიდან ამოღების გარეშე. რობოტი-ქირურგი ოპერაციას ჩაატარებს სპეციალური მანიპულატორების დახმარებით, რომლებიც გულს მკერდიდან დაუკავშირდებიან პატარა ხვრელების საშუალებით. ქირურგს, ვიზუალიზაციის ტექნოლოგია, წარმოუდგენს მფეთქავი გულის სამგანზომილებიან მოდელს, რომლის დახმარებითაც იგი ორგანოზე მოახდენს ზუსტად ისეთივე ორიენტირებისას, როგორც გახსნილი გულმკერდის მდგომარეობასას. მთავარი სირთულე არის ის, რომ გული ასრულებს მოძრაობების მთელ რიგს მოკლე დროში - თუმცაღა, შემქნელების თქმით, NVIDIA-ს თანამედროვე გამომთვლელები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გულის მუშაობით ინსტუმენტებმა მოახდინონ მისი სინქრონიზირება და სრული ვიზუალიზაცია. ამის სანაცვლოდ იქმნება უმოძრაობის ეფექტი - ქირურგი მხოლოდ ამოწმებს მუშაობს თუ არა გული, რადგან რო- ბოტები ასრულებენ იგივე მოძრაობებს დარტყმის კომპენსირებით. ჯერ-ჯერობით, ყველანაირ ინფორმაციას ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით მოიცავს მხოლოდ მოკლე ვიდეოდემონსტაცია, თუმცა ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ მიმოხილვებს NVIDIA-სგან. ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ ქირურგიაში რევოლუციას ვიდეო დაფების მწარმოებელი-კომპანია მოახდენდა?! წყარო: 3DNews.ru
-
Abnormalia-ს ტუტორიალი: დისკების ჩაწერა XBOX 360-ზე როგორ იცით შეტეხილ XBOX 360-ს შეუძლია ინტერნეტიდან ჩამოწერილი იმიჯების გაშვება. ამისთვის ჯერ უნდა ჩავწეროთ DVD დისკზე. თამაშის იმიჯები შეგიძლიათ მოიძიოთ ტორენტებზე. მაგალითად: http://torrents.ru/f...forum.php?f=510 (უფასო-რეგისტაციაა საჭირო) http://www.torrentleech.org/browse.php (დახურული ტორენტია, რეგისტაცია მხოლოდ მოწვევებით, ამჟამად მოწვევებიც გაუქმებულია) http://bt.xbox-sky.com/index.php - (უფასო ტორენტი. 2-3 დღე "დადარაჯება" უნდა რადგან რეგისტაცია მცირე დროით იხსნება ხოლმე და უნდა მოასწრო) თვითონ ტორენტებიდან ჩამოწერა ხდება ტორენტ კლიენტებით. არსებობს ბევრი ტორრენტ კლიენტი. მაგალითად პატარა და მოხერხებული µTorrent http://www.utorrent.com/download.php სანამ შევუდგებით დაქაჩვას, ჯერ უნდა გაარკვიოთ რომელი რეგიონის კონსოლი გაქვთ (PAL თუ NTSC-J, NTSC-U...) ეს იმიტომ გჭირდებათ რომ იმიჯებიც თვენი რეგიონის შესაბამისი უნდა დაქაჩოთ. ანუ PAL კონსოლითსვის PAL იმიჯი და ა.შ. არსებობს ე.წ. region free თამაშების იმიჯებიც. ანუ ესეთი იმიჯი ყველა რეგიონზე მიდის. როგორც წესი როცა ტორენტიდან იმიჯს ქაჩავს იქ არწერაში მითითებულია თუ რომელიც რეგიონის იმიჯია. თუ არ არის მაშინ ჯერ უნდა დაქაჩოთ და შემდეგ დაადგინოთ რეგიონი. რეგიონის გაგება შეიძლება XDVDMulleter პროგრამის დახმარებით ( XDVDMullete.zip ). ეს ხდება შემდეგნაერად. დაქაჩული ტორენტი ამოარქივეთ. გაუშვით XDVDMulleter. ნექსთ: აქ browse და მივუთითოთ დაქაჩული თამაშის იმიჯი და ნექსთ. ცოტას იფიქრებს და მოიყვანს ამ ფანჯარას. აქ თუ ”region free"-ია მონიშნული შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩაწერაზე. შესაბამისად თუ ”Europe” არის მონუშნული არის PAL. "Asia” და ”China" NTSC-J და ა.შ. ამავე ფანჯარაზე მიაქციეთ ყურადღებას თუ არის მონიშნული "iXtreme Compatible". ანუ თუ არის თავსებადი ამ ტიპის შეტეხვასთან. თუ არა მაშინ იმიჯის ”გაპაჩვა” მოგვიწევს (ამაზე მოგვიანებით). მოკლედ ან დავქაჩეთ ჩვენ კონსოლთან თავსებადი იმიჯი ან XDVDMulleter-ს დახმარებით დავადგინეთ რომ გვაწყობს. გადავდივართ იმიჯის ჩაწერაზე. ჩამწერებისგან გასაკუთრებით რეკომენდირებულია Pioneer 111D მოდელი თუმცა სხვა მოდელებზეც წარმატებით ხდება ჩაწერა. დისკებს რაც შეეხება ყველაზე კარგ შედეგს იძლევა: Verbatim, Double Layer, +R დისკები (მე აქ ვყიდულობ http://www.gtv.ge ). 1 ცალის ფასი 4 ლარი. არ ცადოთ -R ან RW დისკები. ჩაწერის შემდეგ ასეთ დისკებს XBOX ვერ აღიქვამს. ჩაწერა ხდება შემდეგი 2 პროგრამის დახმარებით CloneCD ან imgburn (უფასოა შეგიძლიათ დაქაჩოთ აქედან http://www.imgburn.c...hp?act=download ) სიჩქარე აუცილებლად მიუთითეთ 2.4X ! ჩაწერამდე კიდევ ერთხელ დარწმუნდით რომ დირექტორიაში ამოარქივდა 2 ფაილი *.iso და *.dvd. მაგალითად: dvd - ფაილის ზომა რამოდენიმე კილობაიტია. iso-ს 6-7 გეგაბაიტი. თუ *.dvd ფაილი არ გაქვთ მაშინ ის შეგიძლიათ თქვენ თვითონაც შექმნათ. ეს არის ჩვეულებრივი ტექსტური ფაილი შემდეგი 2 სტრიქონით: 1 ხაზი ყველა იმიჯისთვის ერთიდაიგივეა, მეორე უნდა იყოს iso იმიჯის ფაილის სახელი. ჩამწერ პროგრამას მიუთითეთ DVD ფაილი. დაიწყება ჩაწერა. ჩაწერას დაახლოებით 35-45 წუთი დაჭირდება. თუ ჩაწერა წარმატებით დასრულდა შეგიძლიათ შეამოწმოთ დისკი xbox-ზე. თუ დისკი ვერ აღიქვა, მაშინ ან ჩამწერის ბრალია ან თვითონ დიკის. ცადეთ ან სხვა ჩამწერზე ჩაწეროთ ან სხვა დიკსის ტიპზე.
-
უკვე ნათელია, რომ კომპანია Sony, ამზადებს სმარტფონს, რომელიც თამაშის მოყვარულ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი და სავარაუდოდ PlayStation ერქმევა. რესურს Engadget-მა გამოაქვეყნა, ამ მოწყობილობის, მთელი რიგი სურათები. იგი ატარებს კოდურ სახელს - Zeus. საინტერესოა, რომ, სურათებზე აღბეჭდილი ტელეფონი, იყენებს Google Android 2.2 ოპერაციულ სისტემას, თუმცაღა სხვა პროტოტიპი, რომლის სურათებიც ინტერნეტში მანამდე მოხვდა, აღჭურვილი იყო Android Gingerbread-ით. ამ მიზეზით, უნდა ვივარაუდოთ, რომ, როდესაც სმარტფონი ბაზარზე გამოვა, მას ექნება ოპერაციული სისტემის 2.2 ვერსია. მოწყობილობას ექნება ერთი microSD ტიპის მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა და მინიმუმ 512 მბ-იანი ინტეგრირებული მეხსიერება (თუმცა, წყარო მიუთითებს, რომ ფინალურ პროდუქტში შეიძლება 1 გბ იყოს). სურათის მიხედვით, სმარტფონს თხელს ვერ ვუწოდებდით. მისი სისქე უნდა შეადგენდეს დაახლოებით 17 მმ-ს - ცოტათი მეტი, ვიდრე HTC Touch Pro 2 და თითქმის იმდენი, რამდენიც PSPgo. ტელეფონის დიზაინი, განსაკუთრებით კი ზედაპირი, მოგვაგონებს BlackBerry Torch-ს. ცოტახნის წინ, Sony Computer Entertainment America (SCEA)-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, პიტერ დილემ (Peter Dille), CNN-თან ინტერვიუსას განაცხადა, რომ კომპანია მუშაობდა სათამაშო ტელეფონზე, რომელიც შეიძლება iPhone-ის კონკუ- რენტად იქცეს. დილემ აღნიშნა, რომ კონსოლს მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერა აქვს, ხალხს კი ახლა ჭირდება მოწყობილობა, რომელიც ინტე- რნეტთან იქნება მუდამ დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ PSP-ს შეუძლია წარმოაჩინოს ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა ფილმების ჩვენება, Skype-ზარები ან განსაზღვრული ვებ-სერფრინგი, უმეტესობა ამ ფუნქციებიდან, მხოლოდ Wi-Fi-უკაბელო ინტერნეტისდახმარებით მიიღეწევა. ბატონმა დილმა დაამატა, რომ PSP ამჟამად კონკურენციას უწევს ჯიბის სათამაშო მოწყობილობებს, რომლებსაც შეუძლიათ ზარების განხორციელება, SMS-ების გაგზავნა, თამაშების გაშვება და ა.შ. ამ მიზეზით PSP არ არის ტელეფონი, მოთამაშეებს ერთდროულად მოუწევთ რამდენიმე პორტატული მოწყობილობის ტარება, რაც დამეთანხმებით და მოუხერებელია. PlayStation Phone-ის შექმნა, როგორც ჩანს აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. იაპონური კომპანიის წარმომადგენელების ხშირი განცხადებები და პროტოტიპების სურათების სიმრავლე მეტყველებს იმაზე, რომ მობილურს მალე ვიხილავთ ბაზარზე. უცნობია, პროდუქტი Sony Ericsson-ის მარკის ქვეშ გაიყიდება, როგორც ეს პროტოტიპის კორპუსზე ჩანს, თუ Sony მიიღებს გადაწყვეტილებას და დაიტოვებს მას PlayStation ბრენდის ქვეშ. წყარო: 3DNews.ru
-
"ოსკარზე" ნომინირებული ფილმები: "ავატარი", "მეცხრე რაიონი" და "ვარსკვლავური გზა" დემონსტრირებას უკეთებენ მაღალი დონის სირთულის და რეალისტურ ფანსტასტიკურ სამყაროებს. თითოეული ბლოკ ბლასტერში სპეცეფექტების შექმნისთვის გამოიყენებოდა პროფესიონალური გრაფიკა - NVIDIA Quadro. ახალზელანდიური კომპანია, ქალაქ უელინგტონიდან Weta Digital გახდა მთავარი ვიზუა- ლური ეფექტების შემქმნელი ფილმში "ავატარი" და არის NVIDIA-ს პარტნიორი. თავის მხრივ იგი იყენებს Quadro-ს გრაფიკას და NVIDIA Tesla გამომთვლელს. Industrial Light & Magic-ის (ILM, სან-ფრანცისკო) სპეციალისტებმა შექმნეს 1000-დან 850 კადრი ფილმში "ვარსვლავური გზა" და ასევე ვიზუალური ეფექტები 10-დან 6 ფილმში. ეფექტების შემქმნელებს უნდა გაენადგურებინათ პლანეტები, შეექმნათ Starship Enterprise, კოსმოსური ხომალდები და ცოცხალი არსებები, ასევე ნახატი ციფრული ფონები. კანადური კომპანია ვანკუვერიდან Image Engine Design ეწეოდა ვიზუალური ეფექტების შექმნას, ფილმისთვის "მეცხრე რაიონი". უცხოპლანეტელების თითოეული კადრის მოდელირებისთვის გამოიყენებოდა ასი NVIDIA Quadro ვიდეოდაფა Linux-ის სამუშაო სადგურებში. წყარო: 3DNews.ru
-
შესავალი SapphireTech დიდი ხანია არსებობს ევროპულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას, რომელმაც თავი AMD-ს ვიდეოდაფის წარმოებით გაითქვა. მისი პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც მისაღები ფასებით, ასევე კარგი დაჩქარებისუნარიანობით,რაც ძალიან მნიშვნელოვანია ენთუზიასტებისთვის.AMD-ს V სერიის Evergreen ოჯახის ვიდეოდაფების წარმოებაში Sapphire, ისევ წინ აღმოჩნდა თავის კონკურეტებთან შედარებით. ვინც არ იცის ვეტყვი, რომ მთავარი რაც აღნიშნულ გრაფიკულ ადაფტერებს, "წინა მოდგმის" პროდუქტებისგან განასხვავებს არის ის, რომ მათ გააჩნიათ DirectX 11-ის პროგრამირება, რაც შემდეგში შესაძლებლობას მოგცემთ, უფრო მოდიფიცირებული და ლამაზი ეფექტებით დატკბეთ თამაშში. AMD-მ გადაწყვიტა უსახელოდ არ დაეტოვებინა, ახალი გრაფიკული ბირთვები და უწოდა: Cypress - კიპრესი, Hemlock- ცუდა (წიწვოვანი ხე ამერიკასა და აზიაში), Juniper- ღვია,Cedar-კედარი,Redwood - წითელიხე. ყველა ჩამოთვლილი GPU-ს წარმადობა ერთმანეთისგან განსხვავდება. DirectX 11-ის საფუძველზე, ამ უკანასკნელებს გააჩნიათ ტესელაცია - პროცესი, რომლის დროსაც გამოსახულება, უფრო პატარა ფორმებად ნაწევრდება, მაგ. როგორც სამკუთხედი ან ოთკუთხედი. ეს შემდეგში გამოიწვევს, თამაშის დეტალიზებას, რომელიც ემსახურება ტექსტურების და ზოგადად მათი ხარისხის გაზრდას. Sapphire ერთ-ერთი იყო, რომელმაც AMD-ს ახალი ვიდეოდაფები უცხოურ ბაზარზე გაიტანა. სწორედ ეს ვიდეოდაფები იქნებიან, დღეს ჩვენი განხილვის საგნები. რა და როგორ გაიტესტა ტესტირებისთვის ამოარჩიეს Sapphire-ის წარმოებიის თითო-თითო მოდელი HD 5xxx ოჯახიდან და შედარებულიიყვნენ Single/CrossFireკონფიგურაციებში,როგორც 3D-Benchmark-ებში, ასევე სხვადასხვათამაშებში.ვიდეოდაფებმატესტირებაგაიარეს ნომინალურ სიხშირეზე და OCClub.ru-ს კოლეგებისდახმარებით,პროექტი ორიენტირებული იყო დაჩქარებაზეც, ამიტომ ზემოდხსნებულნი მაქსიმალურად"გამოწურეს". გატესტილივიდეოდაფებისცხრილი: * 2х Sapphire HD 5970 (735/1010 MHz); * 2х Sapphire HD 5870 (850/1200 MHz); * 2х Sapphire HD 5850 (725/1000 MHz); * 2х Sapphire HD 5770 (850/1200 MHz); * 2х Sapphire HD 5750 (700/1150 MHz). გრაფიკულმა ადაფტერებმა, როგორც Single, ასევე CrossFire რეჟიმში გაიარეს შემდეგი გამოცდები: * 3DMark06 - პოპულარული გრაფიკული მტესტავი Futuremark-ისგან, რომელიც 2006 წელს გამოუშვა. მისი მოვალეობაა, მაქსიმალურად გამოვავლინოს ვიდეოდაფის შესაძლებლობები.ცვლილებები: ავტომატური. * 3DMark Vantage - უახლესი გრაფიკული მტესტავი, რომელიც თავიდანვე NVIDIA-ს ქვეშ იყო მოქცეული, მაგრამHD5xxx გამოსვლისშემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ცვლილებები: ავტომატური. * Heaven - პირველი DirectX 11 Benchamrk, რომელიც შთამბეჭდავი გრაფიკით გამოირჩევა. მომავალში, ალბათ იგი შეუერთდება ყველა იმ აუცილებელ ტესტს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. * Crysis Warhead - თამაში, რომელმაც მრავალი გეიმერის გული დაიპყრო და აღაფრთოვანა თავისი გრაფიკით. ცვლილებები: გაფართოება- 1920x1200, გრაფიკის ხარისხი- Very High. * FarCry2 - CryEngine ძრავაზე დაფუძნებული თამაში, ლამაზი გარემოთი და ჩამთრევი სიუჯეტით. ცვლილებები: გაფართოება- 1920x1200, გრაფიკის ხარისხი- Very High. სატესტოსტენდი: * პროცესორი - Intel Core i7 Extreme975 3.33 GHz @ 4 GHz (მწარმოებელი: Intel); * ქულერი - Cooler Master V8 (მწარმოებელი: Cooler Master); * დედაპლატა - Asus P6T6WS Revolution(მწარმოებელი:ASUSTeK); * ოპერატიული მეხსიერება - Kingston 3 x2Gb 2000 MHz DDR3 CL9 (მწარმოებელი: Kingston Technology); * ხისტი დისკი - Seagate Baraccuda7200.12 500 GB (მწარმოებელი:Seagate Technology); * კვების ბლოკი - Cooler MasterMPower 850W (მწარმოებელი:Cooler Master). ვიდეოდაფები Sapphire Radeon HD 5970 OC (1500 GEL) ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 9/10 * Stream Processor - 2 x 1600 (3200); * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 2 x 80 (160); * ROP ბლოკების რაოდენობა - 2 x 32 (64); * ბირთვის სიხშირე - 735 MHz; * მეხსიერების სიხშირე - 1010 MHz; * მეხსიერების გამტარიანობა - 256 bit; * მეხსიერების მოცულობა - 2 x 1024 Mb; * TDP დონე - 294 W. AMD-ს ორთავიანი ტოპ პროდუქტი, რომელმაც თავისი სიძლიერით მთლიანად დაჯაბნა, წინა თაობის ვიდეოდაფები.სიმართლე,რომ ვთქვათ ასეთი დონის წარმადობას არავინ არ მოელოდებოდა. Hemlock წარმოადგენს ორ გაერთიანებულ Cypress ჩიპს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ PCB-ზე ორი GPU არის მოთავსებული,ბირთვის სიხშირეები 850MHz-დან725 MHz-მდეარის დაწეული. აქვე ავღნიშნავ, რომ იგი თავისთავად წარმოადგენს ქარხნულად დაჩქარებულ ვერსიას. რაც შეეხება TDP-ს ძაბვას, იგი დაწეულია - ჩვეულებრივ Cypress-ისთვის 1.16V. მიუხედავადამისა იგი მაინც ცხელია. Sapphire-ის ამ ვერსიამ შეძლო და 950/1200MHz-მდედაჩქარდა,რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ასეთი ვიდეოდაფებისწყვილი გაერთიანება შეიძლება, მრავალ გეიმერს სიზმარში უტოპიად ექცეს. ერთ-ერთ მინუსად შეიძლება მისი ფასი დავასახელოთ. Sapphire Radeon HD 5870 (1010 GEL) ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 8/10 * Stream Processor - 1600; * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 80; * ROP ბლოკების რაოდენობა - 32; * ბირთვის სიხშირე - 850 MHz; * მეხსიერების სიხშირე - 1200 MHz; * მეხსიერების გამტარიანობა - 256 bit; * მეხსიერების მოცულობა - 1024 Mb; * TDP დონე - 188 W; ერთბირთვიანი ტოპ კლასის ვერსია რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, რომელმაც მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მის ოფიციალურ ანონსამდე. დაჩქარების პოტენციალი მოცემული ვიდეოდაფის უფრო დიდია, ვიდრე ორბირთვიანი ფლაგმანის. ეს აიხსნება იმით, რომ შიგა ტემპერატურა შედარებით დაბალია. ამ შემთხვევაში მან სტაბილურად იმუშავა 1000/1200(Core/Memory) MHz სიხშირზე. Radeon HD 5870-ის დაბალი კლასის ვიდეოდაფებისგან ძირითად განმასხვავებელინიშანი არის - 256 bit მეხსიერების გამტარიანობა. ორი ასეთი მონსტრი და გადაუსწრებს თავის"ორთავიან მოძმეს"- ბირთვის/მეხსიერების მაღალი სიხშირის გამო, ამასთან Radeon HD 5970 OC-თან შედარებითფასი უფრო მისაღებია. Sapphire Radeon HD5850 (750 GEL) ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 8/10 * Stream Processor - 1440; * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 72; * ROP ბლოკების რაოდენობა - 32; * ბირთვის სიხშირე - 725 MHz; * მეხსიერების სიხშირე - 1000 MHz; * მეხსიერების გამტარიანობა - 256 bit; * მეხსიერების მოცულობა - 1024 Mb; * TDP დონე - 151 W. ისევ Cypress,მაგრამ დაბალი სიხშირეებით და მაღალი დაჩქარების პოტენციალით. უფრო იაფი, ცივი, ჩუმი - - ეს მისი პოზიტიური მხარეებია. მაშინ სად არის მინუსები? შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მას მინუსები არ აღმოაჩნდა,იგი დაჩქარებით ჩვეულებრივ გაუთანაბრდა Radeon HD 5870-ის ნომინალურ სიხშირეებს და საბოლოოდ 920/1150(Core/Memory) MHz-ზე დაჯდა- ეს მხოლოდ ბირთვის ძაბვის შეცვლის გარეშე. არის სასიამოვნოამბები მათთვის ვისაც, ბოლო დონის კორპუსი არ აქვს. იგი ჩვეულებრივ თავსდება ყველა თანამედრო- ვე ქეისში, როდესაც Radeon HD 5870/5970-ის მოთავსებისას შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. საბოლოოდ დებიუტანტიარის საუკეთესო შენაძენი და ამასთან საუკეთესო არჩევანი. Sapphire Radeon HD5770 (470 GEL) ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 7/10 * Stream Processor - 800; * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 40; * ROP ბლოკების რაოდენობა - 16; * ბირთვის სიხშირე - 850 MHz; * მეხსიერების სიხშირე - 1200 MHz; * მეხსიერების გამტარიანობა - 128 bit; * მეხსიერების მოცულობა - 1024 Mb; * TDP დონე - 108 W. Juniper - გრაფიკული ბირთვი, რომლის მისი უფროსი ძმებისგან მთავარი განმასხვავებელი არის 128 bit მეხსიერებისგამტარიანობა.ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ვიდეოდაფა წარმოადგენს low-endკლასს, სწორედ ეს ხდის მას სუსტს. GPU-ს საკმაოდ ძლიერი გამძლეობა აღმოაჩნდა, იგი 1050/1400(Core/Memory) MHz-მდე დაჩქარდა .მიუხედავად იმისა, რომ ყველა HD 5xxx ვიდეოდაფა იყენებს GDDR5 ტიპის მეხსიერების მიკროქსქემას, HD 5770-ს შეუძლია დაჩქარდეს ყველაზე მეტად. Sapphire Radeon HD 5750 (370 GEL) ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 5/10 * Stream Processor - 720; * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 36; * ROP ბლოკების რაოდენობა - 16; * ბირთვის სიხშირე - 700 MHz; * მეხსიერების სიხშირე - 1150 MHz; * მეხსიერების გამტარიანობა - 128 bit; * მეხსიერების მოცულობა - 1024/512 Mb; * TDP დონე - 86 W. თქვენს წინაშეა თაობის ყველაზე სუსტი ვიდეოდაფა. მისი ფასი შეადგენს 370 ლარს. რას ვიგებთ ჩვენ ამ ფულით? წარმადობა რათქმაუნდა დაბალი ექნება, თავის ძმებთან შედარებით, მაგრამ იგი იმისთვის არსებობს, რომ დაამარცხოს NVIDIA-ს წარმოების შესაფერისი პროდუქტები. ყურადღება გავამახვილოთ მისი ენერგომოთხოვნილებაზე, რომელიც მინიმუმამდე არის დაყვანილი - ამის კვალობაზე იგი არ ავლენს ცუდ წარმადობას. ფაქტობრივად მეორე ასეთი ვიდეოდაფის აღებით ვიღებთ 2-ჯერ მეტ წარმადობას. ტესტირების რეზულტატები ამ ტესტის გრაფიკის დონე, უბრალოდ გაოცებას იწვევს და ეს ყველაფერი ტესელაციის დამსახურეებაა,რომლის გამორთვაც საკმაოდ მატებს FPS-ების რაოდენობას. თუმცაღა ტოპ დონის ვიდეოდაფები გამოკვეთილ წარმადობას ვერ აჩვენებენ. დაჩქა- რებისას სიტუაცია სასიკეთოდ იცვლება. 3DMark 06 ტესტებში დიდი წვლილი მიუძღვის პროცესორის სიხშირეების. ამ უკანასკნელის გაზრდა ერთი-ორად მნიშვნელოვანია გრაფიკული ადაფტერის overclocking-თან შედარებით.ერთჩიპიანივერსიების CrossFire სულ ცო- ტათი თუ აღემატებაSingle რეჟიმის ტესტების ქულებს. ეს ტესტი თავიდანვე NVIDIA-ზე იყო ოპტიმიზირებული, ახლა Radeon-ებისთვის იგი აღარ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. პროცესორის პირდაპირპრორციულობა ვიდეოდაფასთან აქაც მოქმედებს, მისი სიძლიერის გაზრდით იზრდება ვიდეოდაფის წარმადობა,როგორც CrossFire კონფიგურაციაში, ასევე Single რეჟიმში. Crysis თავის გამოსვლიდან (2007 წ.), არცერთ სისტემას თავს არ უდებდა და ასე ვთქვად დაუმარცხებელი იყო. შემდეგ წლებში ჰარდის გაუმჯობესებასთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულება ამ თამაშისადმი და ის ღრმული რასაც CryTek-ის ეს შედევრი წარმოადგენდა - ამოვსებული იქნა . მართალია მაქსიმალურ ცვლილებებზე თამაში, მხოლოდ ტოპ კლასის ვიდეოდაფებით არის შესაძლებელი, მაგრამ გა- ფართოების დაპატარავებით შესაძლებელიხდება, low-end გრაფიკული ადაფტერებისგან ამ სიამოვნების მიღება. დაჩქარების შედეგად რეზულტატების ზრდა, პირველი შეხედვისას პრაქტიკულად მინიმალურია,მაგრამ საწყისი დაბალი fps დაჩქარებასთან ურთიერთობაში 5-10%-ით ზრდას იწვევს. გახმაურებული ექშენის გაგრძელება Crysis-ის შემდეგ გამოვიდა და როგორც ვხედავთ შემქმნელებმა თამაშის ძრავა ისე მოაწყვეს, რომ მთლიანად გამოეყენებინა სისტემა. Radeon HD 5770-ის შეხედვით ჩვენ ვხედავთ, რომ შესაძლებელია კო-მფორტულად თამაში Full HD გაფართოებაზეც კი. მოცემულ თამაშში ტექნოლოგია CrossFire არც თუისე ცუდად არის ოპტიმიზირებული. აღსანიშნავია, რომ წყვილი Radeon HD 5870 ამარცხებს, მის უფროს ძმას - RadeonHD 5970-ს. დასკვნა შეიძლება ითქვას, რომ AMD-ს Radeon HD5xxx ოჯახი,ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა იმ პროდუქტებიდან, რომელიც კომპანიას გამოუშვია. როგორც იქნა, შემქმნელებმა შეძლეს და მოახდინეს იმ ძალის რეალიზება, რომელიც თავიან GPU-ებში ჩადეს. კომპანია SapphireTech ერთ-ერთი იყო, რომელმაც ახალი პროდუქცია უცხოურ ბაზარზე გაიტანა. გაყიდვებმა კი ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. ცალკე აღსანიშნავია საფირის პროდუქციის დაჩქარებუნარიანობა.სწორედ ეს უკანასკნელი ხდის, ენთუზიასტებისთვისდა ექსტრემალური ოვერქლოქერებისთვის საფირის პროდუქციას მიმზიდველს და საუკეთესო არჩევანს. ჩვენი ტესტირებების მიხედვით, ვიდეოდაფა Sapphire Radeon HD 5850 იღებს ჯილდოს - "გონივრული არჩევანი", რომელიც გამოირჩევა მისაღები ფასით, კარგი წარმადობით და მაღალიდაჩქარებისუნარიანობით,რაც მას საუკეთესო პროდუქტის ტიტულს ანიჭებს. ორთავიანი მონსტრი- Sapphire Radeon HD 5970 OC კი, ჯილდოვდება, როგორც "ჩვენი არჩევანი",რადგანიგიყველადროის ძლიერი 3D-ამაჩქარებელია. წყარო :Habrahabr.ru P.S. წყაროს მოწოდებისთვის გმადლობ George-ს!
-
პაატა, თამაშებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები აქ უნდა გახსნა http://www.overclockers.ge/index.php?/forum/33-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/ ამ ჯერზე გადამაქვს თემა და შემდეგში გაითვალისწინე
-
Nathaniel DaNTeX გადმოვიტანე
-
მიჩიო კაკუს იხილავთ ამ ვიდეოში, რომელიც "ასასინთა კრედოს" სამეცნიერო დანიშნულებაზე ისაუბრებს. The Science of Assassin's Creed: Extended Cut HD http://www.gametrailers.com/video/the-science-the-science/707237 <img>
-
ჩიპი-იმპლანტანტი მხედველობის აღსადგენად
ბერო replied to NEIRON's topic in Hi-tech & General Technology
ძალიან საინტერესოა, ვნახოთ რა გამოვა. გმადლობ, ნიკა, ინფოსთვის! <img> -
ამ ტოპიკში ვისაუბრებთ უბრალოდ თამაშებზე დავპოსტავთ სიახლეებს, ეს იქნება ScreenShot, Gameplay და ა.შ ვისაუბრებთ რომელი თამაში მოგვწონს, არ გვბეზედება... რომელ ჟანრს ვანიჭებთ უპირატესობას და ასე შემდეგ...
-
მოგეხენებათ სულ ცოტა ხნის წინ Xbox ის შემქნელებმა განაცხადეს რომ მათი კონსოლი ბაზრზე კიდევ 5 წელი დარჩება სწორედ ამიტომ კონსოლის შემქნელებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისი კონტროლერის განახლება და წარმოადგინეს განახლებული კონტროლერი Xbox 360 ისთვის რომელიც იქნება უკაბელო და უკეთესი დიზაინის მქონე თუმცა მისი კონფიგირაცია არ შეცვლილა ახალი კონტროლერის ფასი 65 დოლარი იქნება და გასაყიდად პირველად ამერიკაში გამოვა. წყარო: engadget.com სიახლის ავტორი - FC BARCELONA
-
როგორც იცით, Sony PlayStation 3 სულ ცოტა ხნის წინ ჯეილბრექს დაექვემდებარა, რომლის რეზულტატად კონსოლების მფლობელები შეძლებდნენ გაეშვათ თამაშები მყარი დისკიდან. ამასთან, ამ პროცედურის შესრულების, ფაქტობრივად უფასო, ვა- რიანტებიც გავრცელდა. კომპანია Sony-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა PlayStation 3-ის პროგრამული განახლება 3.42 ვერსიამდე. აღსანიშნავია, რომ იგი აუცილებელია მოწყობილობის იმ მფლობელთათვის, რომლებსაც სურთ, ისევ ჰქონდეთ PlayStation Network-თან და PlayStation Store-თან წვდომა. ამ დროს, როდესაც კომპანიის ამერიკული ნაწილი განახლებასთან დაკავშირებით არაფერს არ იტყობინება, მათი იაპონელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ განახლება გამოასწორებს "კონსოლის აპარატული უსაფრთხოების პრობლემას." როგორც ჩანს, Sony-მ ეფექტურად იმოქმედა და მალევე აღმოფხვრა PSJailbreak-ის და მისი ანალოგების პრობლემა. წყარო: 3DNews.ru
-
პირატული თამაშების კონსოლებზე გაშვების კლასიკური სქემა მოითხოვს კო- ნსოლის შიგნიდან შეტეხვას, რის გამოც მოწყობილობის გარანტია მაშინვე ქრება. იაფად თამაშის ამ ხერხს ყველა არ მიმართავს, რაც სავსებით გამართლებულია, რადგან პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, პროდუქტი აღარ იქნება და- ზღვეული, რის გამოც მომხმარებელს შეიძლება ახლის ყიდვა მოუწიოს. ახლა კი გამოჩნდა სიტუაციიდან გამოსავალი, PS Jailbreak-ის სახით, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ გაუშვათ არალიცენზირებული თამაშები და ამავე დროს კონსოლს პირვანდელი სახე შეუნარჩუნოთ. PS Jailbreak-ის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია. ის წარმოადგენს მინია- ტურულ USB-მოწყობილობას, რომელიც უკავშირდება კონსოლის სათანადო პორტს. იგი შეიცავს სპეციალურ პროგრამას, რომელიც გზას უხსნის პროდუქტს წაიკითხოს არალიცენზირებული პროგრამები. როდესაც PS Jailbreak ჩართულია, მომხმარებელს შეუძლია ჩართოს ნებისმიერი თამაში და პროგრამა, სხვა USB-მა- ტარებლებიდან, მათშორის მყარი დისკიდან, ფლეშ-მეხსიერებიდან და სხვ. მოწყობილობა თავსებადია PlayStation 3-ის ყველა მოდელთან. ოფიციალური საიტი: PS Jailbreak წყარო: 3DNews.ru
-
ამ კონსლის მომხმარებელი უკვე დიდი ხანი ელის 3D მხარდაჭერის გამოჩენას პროდუქტზე და აიდ დადგა დრო როდესაც Sony მ ოფიციალურად განაცხადა რომ 3.50 Firmware განახლების შედეგათ ყველა PS3 ს ექნება 3D მხარდაჭერა აღნიშნული გნახლების გაკეთება კონსოლისთვის შესაძლებელი იქნება 21 სექტემბრიდან ასევე ამ განახლების დაყნების შემდეგ მომხმარებელს აღარ შეეძლება ითამაშოს Jailbreak ის მიერ გატეხილი თამაშები რისთვისაც Sony მ სერიოზულად "იბრძოლა",მათი თქმით ახალი სერვისი კონსოლზე ყოველგვარი პრობლემების გარეშე იმუშავებს. წყარო:engadget.com ნიუსის ავტორი - FC BARCELONA
-
Metroid-ის შემქმნელმა იოში საკამოტომ (Yoshio Sakamoto) ესპანურ გეიმინგ საიტ 3D Juegos-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შემდეგი საოჯახო კონსოლი, Nintendo will-სგან, ნამდვილად გამოიწვევს აღფრთოვანებას. "ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით მომხმარებელთა სურვილებს და ვცდილობთ არ გავიმეოროთ ერთიდაიგივე, ყოველთვის ვეძებთ სიახლეს, რომელიც მიიპყრობს თქვენს ყურადღებას." "ვფიქრობ, ჩვენ არც ახლა ვუღალატებთ ტრადიციებს და სიახლეებით ახლაი სათამაშო კონსოლი ყველას პირდაღებულს დატოვებს." შესაძლებელია Wii-მ თავისი ახალი კონსოლი თავის კონკურენტებზე ადრე წარუდგინოს საზოგადოებას. ნიუსის ავტორი - Name
-
http://ps3.ign.com/o...3/14318622.html
-
რამდენიმე დღის წინ Xbox-ის ოფიციალურ საიტზე შედგა Xbox 360 პროექტის - Kinect-ის ანონსი, რომელიც არის ახალი სახელი Project Natal-ისთვის. Microsoft-ის ახალი მართვის სისტემა შესაძლებლობას იძლევა, გადაადგილებით და ხელების, ფეხების ენერგიული მოძრა- ობით ვმართოთ ვირტუალური პერსონაჟები. ამდაგვარი "ფიზიკური" მართვის კონტროლი აქვს Wii-საც, სწორედ ამან განაპირობა მისი პოპულარულობა, რომ ვიდეოთამაშებით დატკბობა შესაძლებელი იყო სავარძელზე ჯდომის გარეშე. http://www.youtube.com/watch?v=_ET6PqZtYd4&feature=player_embedded სისტემა მუშაობს მაქსიმალურად მარტივად. ტელევიზორის გვერდზე იდგმება სამკამერიანი პატარა ზომის მოწყობილეობა. თითოეული მათგანი კალიბრირდება და აფიქსირებს იმ ადამი- ანის მოძაობას, რომელიც მის წინ დგას. ამის წყალობით კი, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ ვირტუალური თავგა- დასავლების მთავარი გმირი. არის მოისაზრება, რომ Kinect შე- მოიღებს ოჯახური გართობის ახალ სახეს. Kinect-ის სრული ანონსი შედარებით მოგვიანებით შედგება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ახალ ტექნიკასთან იმუშავებს რამდენიმე კაზუალური პროექტი (Kinectimals, Joyride, Kinect Sports, Kinect Adventures, Dance Central). ახალი სისტემისთვის იქმნება ასევე თამაში "ვარსკვლავური ომები" (Star Wars). რეალური შანსი,-თავად გახდე ჯედაი-, საეჭვოა, რომ ფანტასტიკის მრავალმა თაყვანისმცემელმა ხელიდან გაუშვას. რამდენად წარმატებული აღმოჩნდება Kinect უცნობია. საეჭვოა ისიც, შეცვლის, თუ არა იგი ტრადიციულ გეიმპადს სავარძელთან ერთად, მაგრამ საღამოს წვეუ- ლებებზე გასართობად - იგი საუკეთესო არჩევანია. წყარო: 3DNews.ru ვიდეოები - http://www.gametrail...me/kinect/11397
-
მოგეხსენებათ სულ ცოტა ხნის წინ სათამაშო კონსლის Xbox 360 ის შემქნელება წარმოადგინეს მათი კონსლის ახალი კონტროლერი რომელიც დიდად არ განსხვავდება წინა მოდელისაგან რასაც ვერ ვიტყვით Play Station 3 ის ახალ კონტროლერზე რომელსაც ძალიან უცნაური დიზაინი აქვს მას გვერდებზე აქვს 2 ეგრეთწოდებული "UNIQ ფრთა",შეცვლილია მისი ღილაკებიც რომლის განლაგებაც ცოტა სხვა გვარია თუმცა გათვლილია მომხარებლის კომფორტზე ,აღნიშნული კონტროლერი წარმოებაში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოჩნდება და მისი ფასი 70 დოლარი იქნება. იხილეთ მისი ვიდეო რივიუ: წყარო:engadget.com ნიუსის ავტორი - FC BARCELONA
-
როგორც კომპანია Nintendo-მ განაცხადა მათ გაყიდეს რიგით მე-30მილიონე Wii სათამაშო კონსოლი ამერიკაში. ამ რიცხვს კომპანიამ 4 წელიწადში, უფრო სწორად 45 თვეში მიაღწია. Nintendo-ს განცხადებით Wii კონსოლის წარმატების მიზეზი ინვაციური მოძრაობაზე მგრძნობიარე კონტროლერი და გამოუცდელ მომხმარებელზე აქცენტის გაკეთება იქცა. "Wii გათვლილია ყველაზე ფართო აუდიტორიისთვის ვიდრე ნებისმიერი სხვა ვიდეო თამაშების სისტემა ისტორიაში. ეს მიღწევა შეგვახსენებს რომ ხალხს უყვარს სიამოვნების მიღება მეგობრებთან ერთად თამაშისგან - და თან მისაღებ ფასად." აცხადებს კომპანიის გაყიდვების ვიცე პრეზიდენტი ა.შ.შ.-ში. გარდა იმისა რომ კონსოლი გათვლილია გამოუცდელ მოთამაშეებზე, Wii კონსოლი ბევრად იაფია ვიდრე Microsoft-ის Xbox 360 ან Sony-ს Playstation 3. შედეგად სისტემამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი კონსოლი. კონსოლი ამჟამად გამოდის ორ ფერში, თეთრი და შავი, ხოლო ფასი შეადგენს 199.99 დოლარს. გარდა ამისა კონსოლს მოყვება ორი თამაში Wii Sports და Wii Sports Resort. ასევე Wii Remote და Nunchuk კონტროლერები და Wii MotionPlus აქსესუარები, რაც ანიჭებს კონსოლს დამატებით სიზუსტეს სპეციალურად გათვლილ თამაშებში. ნიუსის ავტორი - სოსო
- 1 reply
-
- 1
-
-
E3 2010-ზე პრეს-კონფერეციის ბოლოს კომპანია Nintendo-მ გაამხილა მთავარი სიურპრიზი - ახალი სათამაშო მოწყობილობის Nintendo 3DS-ის ანონსი. მოწყობილობა აღჭურვილია ორი ეკრანით. ამ შემთხვევაში ზედა ეკრანი შედარე- ბით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ქვედა. მისი დიაგონალი შეადგენს 3.5 დიუმს. მარჯვნივ ჩვენ ვხვდებით სამგანზომილებიანი ეფექტის მრეგულირებელ კონტრო- ლერს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ 3D ეფექტისთვის მას სპეციალური სა- თვალეები არ სჭირდება. მოწყობილობის ქვედა ნაწილზე არის სენსორული ეკრანი, ანალოგი, გადამკვეთი და ბლოკ ღილაკები. სტილი შეცვლილია მის წინამორბედებთან შედარებით. ის გახდა უფრო მკვირი, საიმედო და მყარი. Nintendo 3DS-ში ჩაშენებულია მო- ძრაობის სენსორი, გიროსკოპი და სამი კამერა (ერთი შიგნით და ორი ხუფზე). ისინი გამოიყენებიან 3D-სურათის დასაფიქსირებლად. სიახლეს ასევე შეუძლია ჰოლივუდური ფილმების სამ განზომილებაში ჩვენება. საწყისი გრაფიკა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. აღსანიშნავია, რომ გამოსახულებით იგი არ ჩამოუვარდება Wii-ს ჩვენებას. ამ პლათფორმისთვის თამაშების შესაქმნელად იმუშავებენ ისეთი დეველოპრები როგორებიცაა THQ, Square Enix, Level 5, Ubisoft, Konami და Capcom. Nintendo 3DS-ზე ვიხილავთ, ასევე შემდეგი თამაშების ახალ სერიებს: Street Fighter, Resident Evil, Professor Layton, Dead or Alive, FIFA, DJ Hero 3D, Saints Row, Kingdom Hearts 3D, Ridge Racer, Assassin's Creed და Metal Gear Solid. Nintendo 3DS ავტომატურად დაუკავშირდება, ისეთ წერტილებს, სადაც ვრცე- ლდება Wi-Fi კავშირი, ამის შემდეგ კი შეძლებთ გადმოწეროთ მნიშვნელოვანი კონტენტები. სერვისი სამწუხაროდ არ არის უფასო. ამ ჯერზე Nintendo-მ შეძლო E3 2010 გამოფენის გადატრიალება. ბოლო ხუთი წლის მანძილზე თამაშების ინდუსტრიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ანონსი. სხვა ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფოს. წყარო: 3DNews.ru
