წესიერი არგუმენტები მოიტანე თუ შეიძლება!
შენ იცი რომ სტატისტიკურად WP Android-ზე უფრო წარმატებულია სტარტის მხრივ? ანუ უკეთესად იყიდება ვიდრე პირველი წლების განმავლობაში
2 წლის პროდუქტს ადარებ ისეთ გიგანტებს როგორიც iOS-ი და Android-ია. მთავარია რომ WP-ს გაყიდვები იზრდება ნელა, მაგრამ სტაბილურად და ჩავარდნები არ დაფიქსირებულა. ახლა WP8 კიდევ უფრო კარგად გაიყიდება.
მეორეც, ამ თემაში ნუ განიხილავ მობილურ ოპერაციულ სისტემებს. ისაუბრე Surface-ზე!
RT არის სუფთა გასართობი მოწყობილობა. თუმცა მასზეც ადვილად შეასრულებ ნებისმიერი სახის დავალებას რასაც PC-ზე გააკეთებ. iPad-ზე და Android პლანშეტებზე რა ეშვება x86 პროცესორზე დაწერილი აპლიკაციები? Surface RT უნდა განვიხილოთ სწორედ iPad-ს და Android-ის გვერდით. Surface Pro სრულყოფილი კომპიუტერი, რომელიც პლანშეტია. ვისაც სურს რომ ის გააკეთოს პლანშეტზე რასაც თავის desk pc-ზე გააკეთებდა, მაშინ Surface pro იდეალური არჩევანია. სხვა შემთხვევაში მე მართლა არ მესმის Surface RT-ზე რატომ უნდა მოითხოვო X86 აპლიკაციების გაშვება
Surface Pro-ზე ვერ გააკეთებ მაგ ყველაფერს? :?