Jump to content

A.K.A_WmX - RiPster

წევრი
  • Posts

    1809
  • Joined

  • Last visited

Everything posted by A.K.A_WmX - RiPster

  1. ვქენი ასეც ოღონდ რესტარტის გარეშე თავიდან მოძებნა რაღაც დრაივერი და იგივენაირად დადგა
  2. რამე სურათს ხომ ვერ მომაწოდებ მეგობარო რომლებია ეგენი?
  3. ესეიგი რაშია საქმე. dvd rw არ ჩანს my computerში და daemon toolsსაც ვერ ვხმარობ ვერ ქმნის ვირტუალურ დისკებს ასეა device managerში ვცადე მაქედან დრაივერის განახლება მაგრამ არაფერი გამოვიდა რა ვუშველო? samsung super writemaster ია მგონი))
  4. მასის აზრის მაჩვენებელი არის იუზერ სქოური რევიუები კი (თუ კარგი რეცენზერის დაწერილია) ობიექტურად აფასებს ნაწარმს (და არა თავის გემოვნებით). წერია პლიუსები და მინუსები. პატარა გემოვნების სხვადასხვაობა ყველაფერში ყოველთვის იქნება მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ გამოუსადეგარი რამ არის რევიუები. არ ვიძახი რომ ყველამ აუცილებლად ამით უნდა იხელმძღვანელოს თქო უბრალოდ აღვნიშნე რომ რეალურად გაცილებით ამარტივებს თამაშების ძებნას და შეხედულებების ჩამოყაილებებას. ჩემთვის მხოლოდ გეიმფლეი/სინემატიკ ტრეილერი არ არის საკმარისი თამაშში დაინტერესებისთვის. იმიტომ რომ ზუსტად ეს "რეკლამები" არის მიკერძოვებული და ხშირად გაუცრუებია იმედები. შეიძლება იმიტომაც რომ უფრო მეტს მოვითხოვ თამაშებისგან. mass effectს რაც შეეხება მაგის სიღრმის თამაში იშვიათობაა ცუდია რომ არ ჩაგიჯდათ გემოვნებაში დიდ სიამოვნებას მიიღებდით პროცესისგან))
  5. ჰო ნუ ჩვენს პონტში კიდე შესაძლებელია ყველაფრის დატესტვა სხვაგან კი უფრო ჯიბეზე ურტყავს ))) ერთერთი მიზეზია ეგეც თუ რატომ არსებობს ასეთი შეფასებების სისტემა. პ.ს.mass effectი შედევრია ტოო :D
  6. თუ მხოლოდ ციფრებს უყურებ რათქმაუნდა არ იქნება "ობიექტური" მეგობარო. ეს ქულები/რევიუებით შეფასების "კონცეფცია" ფაქტობრივად ყველა ინდუსტრიაშია და საკმაოდ კარგად ართმევს თავს თავის საქმეს. შენ თუ მხოლოდ ქულებს უყურე და მაგის მიხედვით გადაწყვითე თამაში/არ თამაში რათქმაუნდა დიდად ვერ გამოგადგება. რევიუები იწერება იმისთვის რომ აზზე მოხვიდე თამაში როგორია და რაზეა. ათასობით პროექტი გამოდის ყოველ კვირას და ტყუილად გადმოწერა და დატესტვა ყველაფრის ჩემთვის პირადად უაზროდ დროის ხარჯვაა და არამარტო. თან გვახსოვდეს რომ უმეტესწილად პირატულ კოპიებს ვიწერთ ჩვენ და სხვა ქვეყნებში კი ამ პროდუქტებში ფულს იხდიან შემზარავ ციფრამდე ადის როცა ვფიქრობ თუ რამდენი უნდა გადამეხადა ჩემი გეიმინგისადმი სიყვარულში "კარგი" ტიპი რომ ვიყო ))))). რევიუში არის ობიექტურად ახსნილი რა აქვს პროექტს კარგი და რა აქვს ცუდი. არსებობს ცუდი რეცენზერები ზუსტად ისევე როგორც არსებობენ ცუდი ჟურნალისტები, ცუდი მუსიკოსები და ცუდი ყავა ))) ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ მთლიანად პრესა არაფრად ჩააგდო, მუსიკას არ მოუსმინო და ყავა არ უნდა დალიო ))) არის კიდე მეორე ვარიანტი, თუ თამაში გესიმპათიურება და დეველოპინგის დროს თვალს ადევნებ განვითარებულ მოვლენებს ყველა პონტში ითამაშებ და შენთვითონვე შეაფასებ ნუ ელოდები ამ პროექტს და იმიტომ. და აი როცა აზრზე არ ხარ რა ჯიშის თამაშია ესა თუ ის ხო მოიძიებ რაღაც ინფორმაციას მაგისთვისაა ეს რევიუები და ქულები შექმნილი არ მესმის მათი ვინც არასდროს უყურებს ქულებს და ყველა პროექტს თავისით ტესტავს და არ მესმის მათი ვინც მხოლოდ ამ ქულებს ენდობა :დ ისეთი პონტია რა აი დამატებითი რაღაცაა რაც გიადვილებს ცხოვრებას :დ ეგ იუზერ სქოური კი უბრალოდ იმისთვისაა რომ გაიგო რეალურად "მასას" რამდენად მოეწონა თამაში უბრალოდ ქულაა "ხალხის სიყვარულის მაჩვენებელი" მე პირადად რევიუების წაკითხვით უფრო მინდება/გადამინდება ხოლმე თამაში აი ვიჩერ მესამეს რაც არ უნდა დაუწერონ მე ყველა პონტში ვითამაშებ ;დ და ამ თამაშს რაც შეეხება ონლაინზეა მორგებული არაა სინგლისთვის განკუთვნილი და მაგიტომ არის ასეთი მოსაწყენი. პაუზის არქონაზე მახსოვს დაიწერა პოსტი ეგეც ონლაინზე ორიენტირებულობის გამოა მეგობრებო და მრავალი სხვა. მართვის კაზუალურობას რაც შეეხება არკადაა და მაგიტომაა ასეთი ეს ფრენჩაიზი ყოველთვის არკადა იყო ექსპერიმენტებს თუ არ ჩავთვლით შიფტის სახით
  7. Ar vici megobaro mgoni reloadedia. Repacki gadmovwere geotorrentidan romeligac
  8. ბიჭო აი მაგრად მიტყდება რა ))) ასეთ ამბიციურ პროექტებზე ყველაზე მთავარ მხარეებს რომ იკიდებენ ხოლმე ნუ სერიალობანა და ძალით გაწელვის გამო დამახინჯებული სამყაროები რომ ყველაზე მეტად არ მიყვარს ალბათ ისედაც იცით ჩემი პოსტებიდან)) მაგრამ აქ კიდე სხვა რაღაცაა კარგი სამყაროა მყუდრო და გითრევს რაღაც პონტში თამაში)) იმისდამიუხედავად რომ გეიმფლეი სერიოზულად მოძველდა და ამ მოძველების მიუხედავად ისევ რომ გამოტენილია პატარ პატარა დისკომფორტის მომგვრელი ელემენტებით მაინც არის შესახედავი მხარეებიც. თამაში ლამაზია ნამდვილად მაგრამ არა ისეთი როგორიც ოპტიმიზაცია აქვს )) რავი ძრავის სიძველეს დავაბრალოთ ;დ ნუ ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა ეს მეინ ქუესთების ერთფეროვნება იყო :| ისეთი გრძნობა მაქვს ვითომ მთელი თავის ძალები "გემობანაზე" დახარჯეს მეტი კრეატივით უნდა მიუდგნენ მთავარ ქუესთებს თორე მაგრად ტეხავს :| სთორიც ვითომ უფრო გულწრფელია და პერსონაჟიც უფრო სახასიათო ნუ სთორის ბოლომდე ვერ შევაფასებ ჯერ არ დამიხურავს მაგრამ მაინც მეეჭვება წინამორბედებზე უფრო მრავლისმეტყველი ენდინგი ჰქონდეს)) მაინც იუბისოფტია იტოგში კარგი თამაშია უფროსწორად იგივე თამაშია რაც წლების წინ გვაჭამეს, ცუდი ოპტიმიზაციით, ცუდი "აქცენტებით" არადა რა კარგი სეთინგები ჰქონდათ )) თითო სეთინგი თითო კარგ დევ–კომპანიისთვის რომ მიეცათ მგონი გაცილებით კარგ შედეგს მივიღებდით )) vsync გამოვურთე და დანარჩენი ყველაფერი ულტრაზე მაქვს ფპს ნორმალურადაა მოვირგე ასე თამაში ))
  9. თუ გაიაფდება არდადეგების დროს მნიშვნელოვნად ჩემს თავს საჩუქარს გავუკეთებ)) სინგლი კი არც მითამაშია
  10. აა რომ არ აქვს მაგრად ტეხავს, ამახინჯებს მნიშვნელოვნად გამოსახულებას ოფიციალურის თამაში მეგობრებთან ერთად ფან უნდა იყოს ისე კი :დდ
  11. აბაა ტო ))) არადა როგორი მოლოდინი მქონდა)) ტიპური კარიდორული ექშენი გაგვეჩითა არადა მეგონა ამ გემოვნებით შექმნილ სამყაროში გვახეტიალებდნენ და გამოკვლევის საშუალებას მოგვცემდნენ ))) deus exს დავუბრუნდეთ ისევ მგონი ჯობს )))
  12. bolomde gapatche da gamoswordeba wesit zustad romeli update asworebs egre meechveba vinmes axsovdes
  13. პაჩი შველის მაგ ბაგს არ მახსოვს რომელი
  14. ამ ფორუმზე მგონი მართლა ასე გამოდის და მიკვირს მაგრად
  15. რა დახურვა მაგას უნდა 3 საათიანი გეიმფლეი აქვს და სულ წინ რომ იარო მაინც დახურავ ))))))) თან კარგი თამაშების დეფიციტია ახლა )) ძველების გადათამაშება კი კარგად დავიწყებული უნდა გქონდეს რომ გაგისწორდეს ნუ მე ეგრე ვარ სადღაც 1 წელია რაც bf3 ვიყიდე ორიჯინზე და დღემდე არ ჩამირთავს სინგლი.
  16. მეგობარო ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ საერთოდ არ წაგიკითხავს ჩემი პოსტები და დასკვნა საიდანღაც ჰაერიდან მოიტანე საერთოდ სხვა სიმაღლეებზე ვლაპარაკობდი და მეგონა გასაგებადაც. ჩემი თხოვნა იქნება ჩემი პოსტები თავიდან გადაიკითხო რომ უკეთ გაიგო რაზე ვსაუბრობდი. პირველ რიგში მე არსად გამიკეთებია აქცენტი გრაფიკაზე. ჩემთვის ეგ მეათე ხარისხოვანია იმისდამიუხედავად რომ მაგაშიც კოჭლობს ზემოთხსენებული პროექტი. ... სად ერთი და სად მეორე. არ ვგულისხმობ გრაფიკას. ვგულისხმობ ბრძოლის ველს რომელიც ერთი ბილიკისგან შედგება და ვერანაირ ტაქტიკურ სვლას ვერ მოიმოქმედებ. ვგულისხმობ "სტენდზე" მიხატულ ხელსაწყოებს ვგულისხმობ შენობების "წაქცევას" რომლის უმწეობასაც მტვერი ფარავს, ვგულისხმობ ჰორიზონტზე მიხატულ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ტექსტურებს ქალაქების, მთების იმიტაციისთვის და მრავალ სხვას. თამაშის დროს ბევრი მომენტი დავიჭირე და მინდოდა დასქრინვა მაგრამ სამწუხაროდ ფრაპსი არ მქონდა ჩართული და ჩაწერაც მეზარებოდა ამის გამო )) )))) არა, არ ვამბობ მაგაზე. მტრის სიკვდილის ანიმაციები დავწერე მე ჩემს პოტსში და არა სინემატიკები. მარტივად რომ ვთქვათ - მტრები ერთნაირად კვდებიან )))) ისევ ;დ არ ვგულისხმობ გრაფიკას! სთორიც ზედაპირულია და გეიმფლეიც მოძველებული და ზედაპირული. ჩაკერებულია ზედაპირული "მისიები" სთელსზე, რომელსაც სუნიც კი არ ასდის სთელსის )))) უბრალო წინასიტყვაობაა აგრეთვე ზედაპირული ბრძოლის )) არ ვიმეორებ ერთი და იგივე მიზეზების. შენ გამოიტანე რატომღაც ასეთი დასკვნა. ისევ გრაფიკა... ვიწუნებ თამაშს! . მთლიან პროდუქტს! და თუ მაინცდამაინც გრაფიკა გაინტერესებს გეტყვი რომ ბაიოშოკს და ჰალფ ლაიფს თავის გამოსვლის დროს საუკეთესო ვიზუალური მხარეები ჰქონდათ. სარკაზმი ვიგრძენი შენს პოსტში და მიმაჩნია რომ დაუმსახურებლად მივიღე ასეთი რამ აღნიშნეს და ჩემი აზრით სავსებით არასწორადაც. ეს თამაშები ყველა ერთი ჟანრისაა. პირველი პირის შუთერი. რომელი "რაზეა" სიუჟეტურად და აქედან გამომდინარე ვიზუალურადაც როგორი გამოდის ეგ ჟანრზე არანაირ გავლენას არ ახდენს ეს თვითონ თამაშის შიგთავსია ბორბლები და მექანიკა ერთია. ფილმებში ჟანრების განსხვავება ზუსტად სეთინგის მიხედვით არის, თამაშებში არა - მექანიკის მიხედვით. ეგ კი ერთი აქვთ ამ თამაშებს. გთხოვ მეგობარო გადაიკითხე კიდევ ერთხელ ჩემი პოსტები გული დამწყდება ნამდვილად რომ ასეთი არასწორი აზრი გამოიტანო ჩემი ნალაპარაკებიდან, ბევრი ვწერე და დავიხარჯე G1ORG1 გუშინ დავხურე და ახლაც დესკტოპზე მიგდია შორთქათი )) მომწონდა 2007ში )) ახლა ჩემი დამოკიდებულება ზემოთა პოსტებში შეგიძლია გაიგო)))))
  17. მესმის შენი დამოკიდებულება პროექტისადმი და უმეტეს წილად გეთანხმები მაგრამ ნამდვილად არ ვარ არცერთი პროექტის ჰეითერი ვაფასებ ობიექტურად რასაც ვხედავ და რა გამოცდილებაც დამიგროვდა ამდენი ხნის ინდუსტრიის სიყვარულით გააკეთონ კარგი და ჩემზე მეტად მგონი არავის გაუსწორდება ამის თამაში)) მომხმარებელი ვარ პროდუქტის და არა ფი არ მენეჯერი ან თუნდაც ქართველი დედა რომ როცა მძღნერი გამოდის ნაწარმი ვთქვა "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი". ვისაც რა მოსწონს ის ითამაშოს არავინ არაფერს არ ახვევს თავს წინა ქოდის ტოპიკშიც დავწერე ჩემი მოსაზრება ამ პროექტთან დაკავშირებით და აქ აღარ ვაპირებდი გამეორებას რამდენიმე ფეიჯით მაღლაც ვახსენე მაგრამ მეეჭვება ვინმეს ყურადღება მიექცია)) მაგრამ როცა ჯითიეიზე ბავშვების თამაშიაო იძახიან, ქოდს აღმერთებენ და შედევრად მოყავთ თან ყველა შუთერს ჯობიაო იძახიან )) რათქმაუნდა მანდ გავიმეორებდი დამოკიდებულებას ეს კი იმას არ ნიშნავს რომ რომელიმე გადაწყვეტით სიმართლეა ყველა ადამიანები ვართ და ინდივიდუალური დამოკიდებულება გაგვაჩნია ამათუიმ მოვლენაზე ფორუმის დანიშნულებაც ზუსტად ეს მიმაჩნია რომ მოსაზრებები გავუზიაროთ და დავუსაბუთოთ ეს ერთმანეთს და არა ჰარდი გავამარიაჟოთ და მხოლოდ ტექნიკურ პრობლემებზე ვისაუბროთ მოვიყვანე მაგალითად დაუმუშავებელი სამყარო (ამ შემთხვევაში ტურები ;დდდ ) ანიმაციების სიმწირე, ზედაპირულობა, ენჯინის სიძველე და ვთქვი რომ აქცენტები პირველ რიგში ამაზე უნდა გაკეთდეს მაგრამ ხალხმა არა, სწორად გააკეთეს და კარგი გამოვიდაო რომ რესურსები ამ ყველაფერზე კი არა ძაღლზე და თევზებზე დახარჯესო ))) ისე ძაღლების დიდი მოყვარული ვარ და ნებისმიერ სიტუაციაში მათი გამოჩენა ყოველთვის ღიმილს მგვრის)) მეც მყავს სახლში ოთხფეხა და აქაც გამიხარდა რომ დავინახე "ზარბაზანა" ))) მაგრამ დაჟე პროექტის მთავარი "სიამაყე"ც კი ათასში ერთხელ იყო გამოყენებული ))) რა შეიძლება კიდე ითქვას )) სთელსი არ სთელსობდა... ;დ
  18. სევენზე ვარ და სთიმზე მაქვს ნაყიდი რა არ ვცადე და არაფერმა უშველა :|
  19. BFს თამაში სინგლ ფლეიერში მკრეხელობად მიმაჩნია ))))) სხვა დანიშნულებისაა ეგ პროდუქტი და თავის მიზნებს საუკეთესოდ ამართლებს
  20. სთიმზე მაქვს ეს და ვერ ვრთავ უკვე რამდენი ხანია :| არადა დახურვა მინდა ჯიგრულად ვარ გასული და ეჩივმენტების მუღამიც მაქვს))
  21. Brothers in armsი რატომ გავიწყდებათ?
  22. არ ვიცი მეტი რაღა ვთქვა აქ მეგობარო, როცა 3 საათიანი დასკრიპტული ბილიკი გირჩევნია დიდ გახსნილ "ინტარაქტიულ" სამყაროს. შენივე კომენტარიდან გამომდინარე რაც მაღლა ქოდის მინუსები დავწერე ზუსტად მაგეების გამო მოგწონს შენ ეს თამაში. არანაირ პროტესტის გრძნობას არ გიჩენს 3-4 საათიანი გეიმფლეი, ან რა კრიტერიუმებით აფასებ და აყენებ ასე მაღლა ქოდის სიუჟეტს ჩემთვის გაუგებარია Bioshock Bioshock 2 Biochock infinite Half life 1, 2, episode 1, episode 2 საუკეთესოს საუკეთესოთა შორის ნამდვილად ვერ დაგისახელებ მაგხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ ჩემ თავზე, მაგრამ ჩამოვთვალე თამაშები რომლებსაც შედევრალური სთორი აქვთ და რათქმაუნდა ყველა ქოდს ჯობია ))) ეს მარტო სიუჟეტზე რეებიც გამახსენდა თორე როგორც თვითონ თამაში გაცილებით უფრო მეტია რომელიც "ქოდს" ჯობია თავისივე ჟანრში
  23. მეგობარო mw2 არანაირად არ მიმაჩნია საუკეთესო სიუჟეტის მქონე თამაშად. სერიებში - შეიძლება, ჟანრში - არანაირად საქმე ისაა რომ ტექნიკურად "ქოდი" არის ერთი დიდი დასკრიპტული ბილიკი, სადაც მოთამაშე რეალურად "მაყურებელია" და ამავდროულად სთორი არანაირი ორიგინალურობით არ გამოირჩევა. არის ჩვეულებრივი ჰოლივუდის "სროლები"ს ისტორია, ჩვეული დრამა-თვისთებით ეტც. საქმე ისაა რომ რეალურად ეს ფორმულა ისედაც ზედმეტად მარტივია და როცა ამას ექვსი წელი ამეორებენ სასაცილოდ მიმაჩნია)) პირველ რიგში თვითონ ეს დასკრიპტული ბილიკებიც უკვე ასე ვთქვათ წარსულის გადმონაშთია. ეს ის ფორმულაა რითიც 90იანებში თამაშები გამოდიოდა და ისიც ტექნოლოგიის სიმწირის გამო. მიმაჩნია რომ ვიდეო თამაშები უფრო დიდი "გამოცდილების" მომტანია როცა პროექტი თავისუფლებას, აზროვნების სტიმულს, გემოვნებიანად შესრულებულ ვიზუალს და საინტერესო/ღრმა სიუჟეტს გთავაზობს. ქოდში ეს ყველაფერი არ არის. მაგრამ კარგი ეს შეიძლება გემოვნების ამბავში გავატაროთ. ვიღაცას მოსწონს ასეთი თამაშები ვიღაცას არა , მაგრამ როცა ამ ყველაფერს ემატება ის რომ 6 წლის განმავლობაში 6 თამაშში ყოველ მომდევნოს ემატება თითო რაღაც გრაფიკის "ფიშკა" რომელიც რეალურად სურათს არ ცვლის (პირდაპირი გაგებით!) რავიცი მეგობარო არანაირ დადებით შეგრძნებას არ მიჩენს პირადად მე. ბოლო ნაწილი კი გამოვიდა რა... next gen "ქოდს" ველოდით (ელოდნენ, მე არ ველოდი.) და მივიღეთ რა. იგივე ენჯინი "დანავაროტკებული". დააფგრეიდებული რაში: ფერების ფილტრებში, თევზების AI-ში და ერთი ძაღლის AI-ში. ეს სამი "სიკეთე" თან მოიხმარს 6gb ოპერატიულ მეხსიერებას. ნუ სასაცილოა ეს ყველაფერი მართლაც )))) თამაშში სადაც მტრების სიკვდილის ანიმაცია სულ ორია და ნებისმიერ დეტალს რომ დააკვირდე დაუმუშავებელია მართლაც რომ სასაცილოა ასეთი უაზრო აქცენტების გაკეთება როგორიც არის ძარლის ინტელექტუალურობა ))))) საილენთ ჰილის ტრილოგია რამხელა რაღაცა იყო/არის გეიმინგის ინდუსტრიაში მაგრამ მეოთხე ნაწილი დაჟე ამ შედევრმაც არ გაბედა და აღარ გამოუშვა იგივე ბორბლებზე )) რაც შეეხება თქვენს ნახსენებ ჯითიეის. ამ პროექტში დეტალი არ არის რაც დაუმუშავებელია. ყველფერი თავის ადგილზეა და ყველაფერს აქვს თავის ქვეტექსტიც ) ხო რაც შეეხება გაყიდვებს. მუსიკაში ბიბერის ალბომები უფრო მეტი იყიდება დღესდღეობით ვიდრე steven wilsonის ბოლო სოლო ალბომი. დასკვნა თქვენთვითონ გამოიტანეთ
  24. + + + + + + + + არ ვიცი კიდევ დიდი პოსტი რომ დავწერო რასაც ვფიქრობ ამ პროდუქტზე მეშინია თავი არ მოგაბეზროთ და თან ცოტა არ იყოს და მეც ყელში ამომივიდა. activisionი ხო არ ვარ )))) არადა ფორუმი ხომ რეალურად ამისთვისაა შექმნილი, ერთმანეთის დამოკიდებულებების/ფიქრების გასაზიარებლად გარკვეულ თემებზე. იტოგში სასაცილოა უკვე ეს სერია ;დ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.