-
Posts
11815 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მიშა
-
რატომ და ჩემი 5750 94 გრადუსს იჭერს ხოლმე :chojinfc:
-
ჰოდა მშვიდობაში! ლითიუმი ექნება აუცილებლად, Ni-MH-ები მხოლოდ "AA" ტიპისებია უკვე (თუმცა ათიოდე წლის წინ მობილურებშიც ფართოდ გამოიყენებოდა).
-
ეგ ბევრი რამე დაიტოვე შენთვის, დაგჭირდება :chojinfc:
-
სოსო, მოკლედ რაშია საქმე: "AA" ელემენტი არ ვარგა იმიტომ, რომ არის Ni-MH შემცველობის ("ნიკელ-მეტალ ჰიდრიდის"). მაგ აკუმულატორის წესიერი ექსპლოატაცია არის ბუასილივით მტკივნეული. მიზეზი: იმისთვის, რომ აკუმულატორი დატენო, ჯერ ბოლომდე უნდა დასვა. იმიტომ, რომ თუკი ნახევრად დამჯდარზე დატენი, უფრო მალე გაუვა საექსპლოატაციო ვადა. გარდა ამისა ჩვეულებრივი ათლარიანი დამტენი არ ვარგა, წესერი დამტენი უნდა, რომელშიაც სათითაოდ დაიტენება ელემენტი. ზოგი დამტენი წყვილად ტენის და როცა ერთ-ერთი ელემენტი 100%-ზე ავა, დატენვას წყვეტს. მაგ შემთხვევაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ წყვილის ერთი ელემენტი 100%-ზე ავიდეს, მეორე კი მხოლოდ 80%-ზე და შესაბამისად მალე გააფუჭებ. ყველას ჯობია მამა-პაპური "Li-ion" აკუმულატორები, რომელიც უკეთ იტანს არაადამიანურ მოპყრობას და "მოდი ხუთი წუთით შევაერთებ"-ს SLR და DSLR, ორივე არის სარკიანი ციფრულები. "Single-Lens Reflex". "DSLR"-ში "D" ნიშნავს "Digital"-ს, ანუ ციფრული სარკიანი, "ციფრული პრაფესიანალი", როგორც იტყვიან. შენი ჯობია სოსო. არა იმიტომ, რომ შენია, არამედ იმიტომ, რომ მართლა ჯობია. უბრალოდ, მე ცოტა მკაცრი მიდგომა მაქვს, თუ იყიდი ან 300 ლარზე იაფი უნდა იყიდო, რომ საბაჟოს აცდე, ან კიდევ პირდაპირ ჰაი-ენდი, ამიტომ მაგ კლასის კამერები საერთოდ არ ჩამირთავს გიდში :)
-
ძალიან კარგი აპარატია სხვათა შორის, ლუმიქსის ავტოფოკუსს შუაზე გაღუნავს, არც ფოტოს ხარისხით იქნება მასზე ნაკლები, თან ეგზოტიკურია საქართველოსთვის... სენსორის ზომა ორივეს ერთი აქვს, ლინზების სამაგრიც და ოპტიკის ფასებიც. ლუმიქსი მძიმეა და ტარება დაგეზარება მარა "ნი ხაწიწე, კაკ ხაწიწე" :chojinfc:
-
ძალიან მიკვირს, თემა თუ წაიკითხე Olympus PEN რატომ ვერ დაინახე, რომელიც ზუსტად 611 ლარი ჯდებდა. ეგ არის ოპტიმალური "საშუალო" 300-სა და 800-ს შორის. ნწ. პირველ რიგში PM უნდა მომწერო. არ ვხუმრობ.
-
ზუსტად შენგან ველოდი "დაბროს" :905:
-
ეგეთი არ მაქვს
-
არასწორი სურათები მოგწონთ ბატონებო :xelitavi:
-
:drug: მოსაწონი რა დაინახე მანდ?
-
-
იშოვე ნიკონის M42-ზე გადამყვანი და ნახევარ ფასში მოგყიდი ამ "ბარახლოს".
-
ესე იგი, მშრომელი ხალხის დაჟინებული მოთხოვნით, ვდებ ჩემი "ძეხვით" გადაღებულ ფოტოებს. ყვავილი ჟინვალზე, დაახლოებით ხუთი მეტრის მანძილიდან. გადაღებულია შტატივით: თვითმფრინავი, არ ვიცი რა სიმაღლეზე. გადაღებულია შტატივის გარეშე (მაზოხისტი არ ვარ, ზარმაცი ვარ): სამების ტაძრის სამრეკლო, ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიიდან. შტატივის გარეშე: ჩიტი, 8-10 მეტრიდან, შტატივის გარეშე: რომელიღაც მწვერვალი. 500მმ-იანით: 150მმ-იანით: 73მმ-ზე: 42მმ-ზე: 14მმ-ზე: თვალნათლივ ჩანს, რამდენად ბუნდოვანია 500მმ-იანი ობიექტივი სტანდარტულ 14-42 და 40-150მმ-იან ობიექტივებთან შედარებით.
-
არ მაქვს ხო კარგი, მაქვს, მაგრამ ძველებია. ამოვქექავ და დავდებ 10-15 წუთში.
-
დედადაფა გამოცვალე? შეიძლება ვინდოუსის გადაყენება მოგიწიოს, თუ სხვა ჩიპსეტის მაზერი ჩასვი.
-
ნიკა თუ რამე კონკრეტული დაგჭირდება, ან აქ დაპოსტე, ან PM-ში მომწერე, ეს თემა ზოგადი რჩევებისთვისაა, ეგებ იმ დროისთვის უკეთესი რამეც შევარჩიოთ. უშენოდ -1 ვარ :ugly_wink:
-
მთლად ეგრეც არ არის ლევან, ზოგი რამე იაფდება, მაგრამ ბევრი რამ გაძვირდა. მაგალითად ერთი წლის წინ რომ დამეწერა ეს გიდი, Pentax-ის ორი მოდელი მაინც მოხვდებოდა მაგრამ ახლა არცერთი არაა, არაკონკურენტუნარიანი ფასები აქვთ და იმიტომ. ჩემი აპარატის ფასი ავარდა 150-200 დოლარით (ადის-ჩადის ადის-ჩადის ადის-ჩადის)
-
შენ დას უთხარი მოძველდა ეგ-თქო. და არ გჭირდება შენ SLR თქო (იმედია არ დაგვხოცავს )
-
უფასო კონსულტაციას გაგიწევ, როცა დააპირებ :fly:
-
:SNEMOTICON13: მადლობა და " " კიარა, გამოიყენეთ რამეში კაცო
-
USB-ს კვებაზე მომუშავე მაგიდის მაცივარი
მიშა replied to ბერო's topic in Hi-tech & General Technology
მით უმეტეს, რომ ეგ პელტიე მაგ შემთხვევაში USB-დან იკვებება და დიდად ვერც გააგრილებს. -
მართალია :thumbsup:
-
ჩემო ძვირფასო ფორუმელნო, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე გამეხსნა ციფრული აპარატების ყიდვის გიდი, რომელიც დაგეხმარებათ ოპტიმალური კამერის შეძენაში. რათქმაუნდა ბაზარზე ფასები და პროდუქცია ხშირად იცვლება, ამიტომ გიდი განახლდება თვეში ერთხელ. პროდუქციას დავყოფ რამოდენიმე კატეგორიად 1. ყველაზე იაფი სასაპნე. ამ კატეგორიაში რათქმაუნდა დინოზავრები და ჭაღარა ხუთმეგაპიქსელიანი ბაბუები არ მოიაზრება, მაგრამ "refurbished" პროდუქციას გვერდს ვერ და არ ავუვლით. No.3: წითელი Nikon Coolpix L22 http://www.adorama.com/INKCPL22RDR.html 12 მეგაპიქსელიანი კამერა 3.6-ჯერადი ზუმითაა აღჭურვილი, აქვს სამდუიმიანი LCD დისპლეი. მუშაობს "AA" ტიპის ელემენტებზე, რომლებსაც ეგზომ ვერ ვიტან აქვს 640x480 MJPEG ვიდეოგადაღების ფუნქცია, შეფასებულია მხოლოდ 50 დოლარად, ანუ მის შეძენას და ჩამოტანას ას ლარზე ნაკლებ თანხაში მოახერხებთ და ცოტას გაერთობით კიდეც! No.2: ნაცრისფერი Canon Powershot A490 http://www.adorama.com/ICAA490R.html მათ, ვისაც არ უყვარს ნიკონი, ან წითელი ფერი (ან ორივე ერთად), ან ვისაც ჰგონია, რომ "ქენონი ყველაზე მაგარია", შეუძლიათ Canon Powershot A490 შეიძინოს. ათმეგაპიქსელიან კამერას 3.3-ჯერადი ზუმი აქვს, სურათებთან ერთად იღებს 640x480 გაფართოების ვიდეოსაც. მის მყიდველს ისევ და ისევ "AA" ელემენტებთან მოუწევს ურთიერთობა, მაგრამ 60 დოლარად ცუდი ნამდვილად არ არის. No.1: წითელი Nikon Coolpix S60 http://www.cameta.com/Nikon-Coolpix-S60-Digital-Camera-Crimson-Red-Factory-Demo-41849.cfm ჩემი აზრით ორივე ზემოხსენებულ კამერას მოცემული მოდელი დიზაინით ჯობნის. ათმეგაპიქსელიანი, 5-ჯერად ზუმიანი ნიკონი 640x480 გაფართოების ვიდეოსაც გადაიღებს და რაც მთავარია, მას არა "AA" ელემენტები, არამედ EN-EL10 მოდელის აკუმულატორი აქვს. შეფასებულია 70 დოლარად და თუ ძალიან არ გიჭირთ, ან ძალიან ძუნწები არ ხართ, ნაღდად ღირს 20$-ით მეტის გადახდა! 2. "ეგებ როგორმე საბაჟოს ავცდე" ამ კატეგორიაში ისეთი პროდუქცია შევა, რომლის ყიდვისა და ჩამოტანის ღირებულება 300 ლარს უახლოვდება. No.2: Sony Cyber-Shot DSC-H70 http://www.amazon.com/dp/B004H8FNEE/ref=as_li_ss_til?tag=lensgearblogs-20&camp=213381&creative=390973&linkCode=as4&creativeASIN=B004H8FNEE&adid=179TZ0GHDWHA0P5XJRD9& ეს კამერა 16-მეგაპიქსელიანია და იღებს HD ვიდეოს (რომელსაც პირდაპირ კამერიდან გაუშვებთ HDMI პორტით), აქვს 10x ზუმი. მისი ღირებულება 160 დოლარია რაც იმას ნიშნავს, რომ სონის თბილისში ჩამოტანა 285 ლარამდე დაჯდება. No.1: Fujifilm FinePix S2950 http://www.amazon.com/Fujifilm-FinePix-Digital-Fujinon-Optical/dp/B004HO58NO/ref=dp_cp_ob_p_title_2 ფუჯის ჰიბრიდები საკმაოდ პოპულარულ პროდუქციას წარმოადგენს. ეს კონკრეტული მოდელი 14MP-იანი სენსორითაა აღჭურვილი. ზუმი 18-ჯერადი აქვს, რიგითი მომხმარებლისთვის საკმარისზე მეტია. იღებს HD ვიდეოს და აქვს მისი HDMI პორტით გაშვების საშუალებაც. კამერის ჩამოტანა დაახლოებით 290 ლარი დაგიჯდებათ, მაგრამ საუბედუროდ იგი "AA" ელემენტებზე მუშაობს, რის გათვალისწინებასა და გააზრებასაც აუცილებლად გირჩევთ, სანამ ამ ფუჯის შეძენას გადაწყვეტდეთ. 3. ვაცნობიერებ, რომ იაფი DSLR-ს ქონას საერთოდ არქონა ჯობია, მაგრამ მაინც მინდა! არსებობს მომხმარებლის ისეთი კატეგორია, რომელიც იმის ხათრით, "ოღონდაც "პროფესიონალი" მქონდესო", ისეთ რამეს ყიდულობენ, რაც სრულებით არ ჭირდებათ. და როგორც წესი, ყველაზე იაფ DSLR-ს ყიდულობენ. რათქმაუნდა SLR-ის გამოყენებას ცოდნა უნდა და მერე გული წყდებათ ხოლმე, "კარგ სურათებს არ იღებსო". როგორც წესი ყველაფერი კარგად მთავრდება ხოლმე - ან სუბიექტი სწავლობს კამერის გამოყენებას და ყოვლად კმაყოფილია, ან არა და ყიდის კამერას და ვიღაც სხვას აბედნიერებს მოკლედ, ამ კატეგორიაში სამი შესაძლო ვარიანტი არსებობს. ვარიანტი "ა": შევიძინოთ მართლაც იაფი DSLR. შესაძლებელია მართლაც იაფად იყიდოთ Refurbished კატეგორიის წარმომადგენლები. მაგალითად Olympus E-420: http://www.amazon.com/Olympus-E420-Digital-14-42mm-40-150mm/dp/B001Q3M4HC/ref=sr_1_28?s=photo&ie=UTF8&qid=1318175664&sr=1-28 რომელიც 800 ლარი დაჯდება განბაჟების ჩათვლით. ან, Nikon D3000-ის კორპუსი: http://www.adorama.com/INKD3000R.html რომელიც 634 ლარი დაგიჯდებათ თბილისამდე და "კიტ ლინზის" შეძენის შემდეგ 800 თუარა, 750 ლარს მაინც მიუკაკუნებთ. საერთო ჯამში ორივე კამერა ერთმანეთს "ავსებს". მაგალითად ოლიმპასს Live View აქვს, მაგრამ სამაგიეროდ Nikon-ს სენსორი აქვს უფრო დიდი და ფოტოს ხარისხიც ოდნავ უკეთესი აქვს ამის წყალობით. ასეა თუ ისე, ორივე კამერა საკმაოდ ანგარიშგასაწევია. დამწყებთათვის D3000 მისწრებაა ყველაფრის მიუხედავად, E-420-ის მფლობელს კი შეეძლება იამაყოს იმით, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა სერიულ DSLR-ს ფლობს. ვარიანტი "ბ": საერთოდ არ შევიძინოთ DSLR http://www.cameta.com/Olympus-PEN-E-PL1-Micro-4-3-Digital-Camera-14-42mm-Lens-Slate-Blue-Black-Factory-Demo-52499.cfm დიახ, არ შევიძინოთ მძიმე SLR, რომელიც სასურველია თავისივე ჩანთით ვატაროთ ყველგან... და შევიძინოთ რაღაც ისეთი, რაც შეითავსებს DSLR-ის ფუნქციებს და ამავდროულად იქნება კომპაქტური. შევიძინოთ Olympus PEN! ეს კამერა თბილისამდე 611 ლარი დაგიჯდებათ და დამერწმუნეთ, საუცხოო ნივთის მფლობელი გახდებით არამხოლოდ იმიტომ, რომ PEN-ს უსწრაფესი ავტოფოკუსი აქვს (არაფრით ჩამოუვარდება SLR-ებისას!), არამედ იმიტომაც, რომ ასეთი ნივთი ჩვენში იშვიათობაა და ყველას ზედ დარჩება თვალები 4. "მიშა 1000 ლარში რას მირჩევ?" "მოიცა დავძებნი " - ასეთია ხოლმე ჩემი პასუხი. სინამდვილეში დღევანდელი გაზრდილი ფასების პირობებში ბევრს ვერაფერს გირჩევთ. თქვენ თავად კარგად ნახეთ, თუ როგორ SLR-ებში მოგიწევთ 800 ლარის გადახდა. ათას ლარად ბევრად უკეთესი არაფერი მოდის. ა) DSLR-ებს: რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს, მოგიწევთ სამში ერთის არჩევა Nikon D5000: http://www.adorama.com/INKD5000RD.html Refurbished Nikon D3100: http://www.adorama.com/INKD3100KR.html Sony A390: http://www.adorama.com/ISODSLRA390L.html ბ) ყველაფერ დანარჩენს: აქ შეგვიძლია შევყაროთ "სუპერზუმები" Canon SX40 IS: http://www.amazon.com/Canon-SX40-HS-Stabilized-Vari-Angle/dp/B005MTMFHU/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1318178009&sr=8-1 Canon SX30 IS: http://www.amazon.com/Canon-SX30IS-Digital-Optical-Stabilized/dp/B0041RSPR8/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1318178045&sr=8-1 Nikon P500: http://www.amazon.com/Nikon-COOLPIX-P500-Wide-Angle-Black/dp/B004M8SVHK/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1318178102&sr=8-2 ან Micro Four Thirds სტანდარტის მქონე Panasonic DMC-G2, რომელიც SLR-ს კი ჰგავს, მაგრამ სარკე არ აქვს: http://www.amazon.com/Panasonic-DMC-G2-Interchangeable-14-42mm-3-5-5-6/dp/B003AOAXKK/ref=lh_ni_t ზემოხსენებული Olympus PEN, ოღონდ ამჯერად უკვე ახალთახალი (ამიტომ ლინკს არც დავდებ). ავადსახსენებელი Sony NEX-3: http://www.amazon.com/Sony-Interchangeable-Digital-Camera-18-55mm/dp/B003MPOLX2/ref=sr_1_36?s=photo&ie=UTF8&qid=1318178232&sr=1-36 ამათგან Panasonic-ის გარდა ყველა ჯდება ათას ლარიან ლიმიტში. პანასონიკი ცოტათი ცდება (1030 ლარი გამოდის), მაგრამ "არაუშავს" 5. "ფული ბევრი მაქვს, ოპტიმალური SLR მინდა!" No. 3: Nikon D5100 http://www.amazon.com/Nikon-D5100-Digital-18-55mm-3-5-5-6/dp/B004V4IWKG/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1318178572&sr=8-1 ამ კამერის შესაძლებლობები ყოველი თქვენთაგანისთვის კარგადაა ცნობილი, ბევრი ოცნებობთ მასზე, ზოგს შეიძლება გაქვთ კიდევაც. 16MP-იანი კამერა, რომელსაც ამ შემთხვევაში 18-105მმ-იანი ზუმ ლინზა მოყვება სახელგანთქმული D5000-ის შემცვლელად მოიაზრება. მისი ჩამოტანა და განბაჟება 1500 ლარად შეგიძლიათ (მე თვითონაც მიკვირს!) No. 2: Canon EOS Rebel T2i http://www.amazon.com/gp/cart/view-upsell.html?ie=UTF8&storeID=photo&nodeID=502394&HUCT=1&newItems=U33Z0UNDZD6G6Q%2C1 ზუსტად იმავე ფასად შეგიძლიათ ჩამოიტანოთ 18 მეგაპიქსელიანი Canon-ი. გემოვნებაზე არ უნდა ვიდაოთ, "სტატუს კვოს" დაცვას ვცდილობ და გთხოვთ vs თემად ნუ ვაქცევთ. ორივე კამერა საკმაოდ კარგია! No. 1: Sony SLT A55 http://www.amazon.com/Sony-DSLR-Camera-18-55mm-zoom/dp/B0043DKBTK/ref=sr_1_1?s=photo&ie=UTF8&qid=1318179150&sr=1-1 "ალფა 55" ციფრულ კამერებში ახალი ეპოქის დასაწყისად მოიაზრება, რადგან მას ნახევრად გამჭვირვალე სარკე აქვს, რომლის წყალობითაც საგრძნობლად სწრაფდება ავტოფოკუსი და მიყოლებით გადაღების რეჟიმი (მთელი 10fps!!! ნიკონს მხოლოდ 4fps აქვს, ქენონს კი 3.7fps). კამერას ასევე აქვს 1080p რეჟიმით ვიდეოგადაღებისას მუდმივი ავტოფოკუსი, რაც მაღალი ხარისხის ვიდეოს გვაძლევს. მართალია ვიდეო მეორეხარისხოვანია ფოტოკამერებისთვის, მაგრამ მაინც ყურადსაღები ფაქტია. რათქმაუნდა უარყოფითი მხარე ამ კამერასაც აქვს. ნახევრად გამჭვირვალე სარკე ოპტიკური ხედისმაძიებლის არსებობას გამორიცხავს, A55 ციფრული ხედისმაძიებლითაა აღჭურვილი (სხვათა შორის ძალიან მაღალი ხარისხისაა, 1152000 წერტილიანი). Sony SLT A55-ს ჩამოტანა და განბაჟება 1625 ლარი დაგიჯდებათ. 6. "ფული ოხრად მაქვს, რასაც მინდა იმას ვიყიდი, აქ რატომ შემოვიხედე საერთოდ?" თუ ასეთი ადამიანი ამ ფორუმზე არსებობს, მომილოცავს, მილიონერი გვყოლია ------------------------------------------------------------- რათქმაუნდა შემეძლო კიდევ უფრო მეტი ჩამომეწერა, ჩამომეთვალა Full Frame კამერები, რომელთა ფასიც რამდენიმე ათასი დოლარია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ვინმეს მსგავსი კამერის შეძენა მოუწევს, overclockers.ge-ს რჩევის გარეშეც მშვენივრად აარჩევს სათავისო პროდუქტს. დასასრულს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ ფორუმელ walkman-ს, რომელიც აქტიურად ერთვება ხოლმე ჩემთან დისკუსიებში და არ მაძლევს ჩემ იდიოტიზმში ჩაძირვის საშუალებას გიდის შემდეგი ვერსია გამოვა ამა წლის ნოემბრის ბოლოს. გმადლობთ ყურადღებისთვის.
- 111 replies
-
- 22
-
-
წარმოიდგინეთ დიალოგი - შენ რა ტელეფონი გაქვს? - HTC Desire HD - შენ? - მე Galaxy 2 და ამ დროს ვიღაც ამას რომ ამოიღებს ჯიბიდან და ამაყად რომ შესძახებს "მე სირი მაქვს!"
-
მივწეროთ ეფლს ერთობლივი მეილი და ვუთხრათ, რომ "სირი" ქართულად არც ისე კარგად ჟღერს ტელეფონთან :sarcastic_hanend:
