Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. ვინც მეტ-ნაკლებად ადევნებთ თვალს ფოტოინდუსტრიას, გეცოდინებათ, რომ ნელ-ნელა იზრდება დიდსენსორიანი კომპაქტური კამერების რიცხვი. დიდ სენსორში მოიაზრება არა 1/1.7", არამედ ისეთი ფორმატის სენსორი, რომელსაც იყენებენ ჩვეულებრივ სარკიან კამერებში. მაგალითისთვის, მსგავსი კამერების პიონერი Sony იყენებს APS-C ფორმატის სენსორს (23.4x15.6მმ), მეორე პიონერი - Olympus იყენებს 4/3 ფორმატის სენსორს (17.5x13მმ) და ა.შ. მსგავსი სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები ერთ-ერთ წინა თემაში გაგაცანით (კერძოდ Micro 4/3 ქვეთავში). ორიოდე კვირის წინ კომპანია Pentax-იც შეუერთდა მაღალი დონის კომპაქტური კამერების მწარმოებელთა რიგებს და მომხმარებელს წარუდგინა "Pentax K-01": აღსანიშნავია, რომ K-01-მდე რამდენიმე თვით ადრე ფირმამ გამოუშვა Pentax Q, რომელიც ვიზუალურად და ფუნქციებით კი არის მაღალი დონისა, მაგრამ აღჭურვილია მხოლოდ 1/2.3" ფორმატის სენსორით, რომელიც ჩვეულებრივი კომპაქტური კამერის სენსორზე არაფრითაა უკეთესი და მთლად გადასარევ ფოტოებს ვერ მოგცემთ. სხვა რომ არაფერი, ამ სენსორიან კამერაში 630$-ის გადაყრა ყოვლად გაუმართლებელია მაშინ, როცა იმავე ფასად ბევრად უკეთეს მოდელს იშოვით. ჰოოდა სწორედ ამ შეცდომის გამოსასწორებლად შეიქმნა Pentax K-01. ახალი კამერა APS-C ფორმატის სენსორით იქნება აღჭურვილი, ექნება ცვლადი ოპტიკა და რაც მთავარია, ოპტიკა Pentax-ის სტანდარტულ "Pentax KAF2" ბაიონეტს მოიხმარს: ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ყოველგვარი გადამყვანის გარეშე შეეძლება მოარგოს თავის კომპაქტურ კამერას პროფესიონალური ოპტიკის მსგავსი ასორტიმენტი: და რათქმაუნდა ამ ფოტოზე ყველა ლინზა სულაც არაა მოყვანილი, Pentax KAF2 ბაიონეტთან ათწლეულების მანძილზე გამოსული ათასზე მეტი სხვადასხვა მოდელის ლინზაა თავსებადი "მაღალპროფესიონალურ" Pentax K-5-თან შედარებით K-01 კომპაქტურად გამოიყურება: თუმცა მე თუ მკითხავთ, კიდევ უფრო დაპარატავებასაც არაფერი უჭირდა. კამერის მთავარ ღირსებათა შორისაა: ალუმინის ჩარჩოიანი კორპუსი, რომელიც სამ ვარიანტში გამოვა (შავი, თეთრი და ყვითელი). თავსებადია "K" სერიის ბაიონეტის მქონე ათასზე მეტ ლინზასთან. 16-მეგაპიქსელიანი APS-C ფორმატის სენსორი Pentax-ის განთქმულ პროცესორთან ერთად მოგცემთ ფოტოს გამორჩეულ ხარისხს, ყოვლად უვარგისი განათების პირობებშიც კი (ISO მგრძნობელობის დიაპაზონი 100-256000-ია. 25600-ისა რა გითხრათ, მაგრამ ISO 1600-ზედაც ძალიან სუფთად იღებს Pentax). 3-დუიმიანი 921000 პიქსელიანი დისპლეი. 1080p@30fps FHD და 720p@60fps HD ვიდეოგადაღების საშუალება. Pentax-ის მიერ წლების მანძილზე გამოცდილი მტვრის გაწმენდის ფუნქცია "სენსორის წანაცვლებით" (რომელიც მართალია ისეთი კარგი ვერაა, როგორც Olympus-ის Supersonic wave drive, მაგრამ მაინც აკეთებს საქმეს). მიყოლებითი ფოტოგადაღება 6 fps სიჩქარით. სხვა დადებით მხარეებში შეგვიძლია მოვიხსენიოთ RAW ფორმატში გადაღების საშუალება, ფოკუსის ხელით გასწორება, Aperture, Shutter და Manual რეჟიმში გადაღება, სტერეომიკროფონი (თუმცა დინამიკი "მონო" აქვს ) და "C" ტიპის Mini HDMI მაერთებელი. კამერა სულ მალე გამოვა გაყიდვაში, უკვე შესაძლებელია მისი წინასწარ შეკვეთა (Pre-order). ფასები კი ასეთია: კორპუსი (შავი/თეთრი/ყვითელი) - 750$ კორპუსი და 40მმ-იანი ლინზა - 900$ (ცნობისთვის, ცალკე ლინზა 250$ ღირს) კორპუსი და 18-55მმ + 50-200მმ ლინზებიანი "კომბო" - 1000$ (ცნობისთვის, 18-55მმ ცალკე 100$, ხოლო 50-200მმ - 200$ ღირს) გმადლობთ ყურადღებისთვის :)
  2. ეგ შეიძლება მულტის ქონდეს, ან მულტსაც თუ არ აქვს, მაშინ სრულ ვერსიას.
  3. 4-ს ტურბოს გარეშე არ გაცდებიან, ენერგიის ხარჯია უზარმაზარი. 10nm-მდე რომ ჩამოვიდნენ, მაინც არ იქნება სიხშირის სერიოზულად გაზრდის შანსი. ადრე მაქვს ნანახი რაღაც დიაგრამა და სიხშირის გაზრდასთან ერთად ენერგიის ხარჯი 3-4-ჯერ იმატებს გარკვეული გიგაჰერცების შემდეგ.
  4. სამწუხაროდ მე ვერაფრით დაგეხმარები, ქსელებში ნული ვარ.
  5. ეგეთი რა ფასები აქვს? :xeli:
  6. ჩაიდან მოდი ჯერ ეს თემა გადაიკითხე: თუ კითხვები გექნება, დასვი, არ მოგერიდოს. Nikon-ის ლინზა Canon-ზე და პირიქით, არ გამოვა. შეიძლება დაამაგრო გადამყვანით, მაგრამ ავტოფოკუსს ვერ გამოიყენებ.
  7. ოოო... ოოოოოო 1:42-ზე გადაახვიე და კარგად უჩანს "პრიჩინდალები" :xelitavi:
  8. ზუსტად ვიცოდი, რომ მაგას დაპოსტავდი
  9. დაგიდო სტარკილერმა უკვე ლინკი დიდყვ***ბიან ბოსებს რაც შეეხება, ტერმინზე გეტყობა "დანტეს ინფერნო" გაქვს დახურული აქაც იქნება მსგავსი რაღაცები, ოღონდ ცოტა.
  10. არა. არაა დედ სპეისი, ჰორორი საერთოდ არაა RPG, შუთერი და adventure-ს ნაზავია ერთგვარი. თუ გინდა სინჯე კაცო, ბოლობოლო ჩემი საყვარელი თამაშია და "არ ნახო"-ს დასაწერად თითი არ მომიბრუნდება :D
  11. კახას კარგად ვიცნობ და 0.000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000001%-ია მის მიერ ამის მოწონების შანსი, თორემ ეს თუ მოეწონა, რავა, კიარ მეწყინება :xelebi:
  12. რომ შემოვედი, ვიფიქრე მოლანდებები ჭირს-მეთქი, მაგრამ მერე შენც დაპოსტე :chojinfc:
  13. არ არის მარტო "ბახ-ბუხი". მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ შენ არ მოგეწონება.
  14. PCIe 3.0? აქვს მაგას აზრი ჯერ-ჯერობით? :ugly_confused2:
  15. ჰო, ბევრს არ მოსწონს. გემოვნების ამბავია მე თუ მკითხავთ რა :)
  16. მმ-ჰმმ ფრიად უნიჭოა, სამომავლოდ გავაუმჯობესებ ხარისხს
  17. ვაკო დაჯექი, ორიანი ამხელა კაცს ერთი DSLR რავა არ გაქვს? შენ უნდა გაქაჩო ეს განყოფილება ჩემსას მოგცემდი, მარა ქენონი არაა და :xelitavi:
  18. სურათის გადაღებისას მარტო ფერთა გადმოცემა არ საზღვრავს სურათის სიმკვეთრეს. სიმკვეთრეს საზღვრავს ლინზის პარამეტრი (დიაფრაგმა რამხელა აქვს მიცემული), სტაბილიზაცია, ლინზის ზოგადი ხარისხი, რამდენად გაქვს მიზუმებული (სხვადასხვა ზუმზე სხვადასხვა ოპტიკური ხარისხი აქვს ლინზას), ექსპოზიციის დრო, გადასაღებ კადრზე მუქი და ბაცი ტონების გადაკვეთის სიხშირე და ა.შ. მასე ცალკე აღებული არ განისაზღვრება სიკარგე walkman უნდა დამეჯერებინა შენთვის :(
  19. შენ გაიხარე! ძააააააალიან ძველია, მაგრამ დიდი ხანია მინდოდა მეპოვა :bliss:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.