Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. რადიატორი კიარა მე გამიკვირდა SLI ან CrossX რატომ არ აქვს. 990X-ზე ცოტაა ერთი ვიდეო :D
  2. ჰო, უინტერესო კონტინგენტია. ალბათ ბეზრდებათ... ან ვისაც რა ჭირდება მარტო იმას კითხულობს და ამ კრიზისში ვის რა დაჭირდება.
  3. სხვათა შორის მეც. ცოცხლად რომ ვნახე რაღაცნაირად არ მიმივიდა გული... აი ეს ლეპი რომ მქონდეს, ნაღდად არ გავყიდდი!
  4. სხვათა შორის დიზაინმა მომხიბლა :)
  5. იმედია ეს არ მოხდება (არც ჩემი გაჰანტერება და არც შენი გადადგომა)
  6. ახლა გადავავლე თვალი ფასებს, 470 ღირს 260-270 დოლარი, მაგ ფასად ისეთ 560-ს იყიდი, 470-ს რომ სიმძლავრითაც აჯობებს და უფრო გრილიც იქნება, ასე რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება 470-ის ამოღება... 480 კი 420-440$ ღირს, სტანდარტული ვერსიები. ანუ 570-სა და 580-ს შორისაა მოქცეული, მაგრამ 570 მეტისმეტად იაფია, 580 კი მეტისმეტად ძვირი, 480-თან შედარებით. 480 რომ ამოიღონ ალბათ ფასების ის სეგმენტი ცარიელი დარჩებათ. ამიტომ არ ჩქარობენ. არა რა, მაგარი მარკეტინგი იციან ენვიდიაში :dabolili:
  7. ჩემი აზრით სწორად მოიქცა ენვიდია, რომ 470-ს EOL დაადო. ის კიარა, 480-ზეც თუ დაადებს EOL-ს, კარგი იქნება იმიტომ, რომ 5xx სერიის ვიდეოები ჯობნიან და მაგ ორი ვიდეოს გაყიდვები დაეცემა ისევ ენვიდიას პროდუქციის გამო. ისე კი არც მე ველოდი, თუ ასე გადაწყვეტდნენ 470-ის კუბოში ლურსმნის ჩაჭედებას. P.S. ასუსზე რაც დაწერე, არ ვიმჩნევ საკაიფო ბრენდია, რას ერჩი :chojinfc:
  8. ლევან შენ რაღა გეტაკა :SNEMOTICON13:
  9. ვიცი, რომ მუშაობს, ვწერ ხოლმე მეც, უბრალოდ იმის გამო, რომ მინუსი უნდა, დასაპლიუსებელ პოსტს ვერ დავუმინუსებ და ეგ ვიგულისხმე. შენც გიო? :|
  10. არაუშავს, მეც მასე ვშვრები ხოლმე. დავსქროლავ და მერე ვწერ ჩემი ჭკუით რაღაცას :crazy:
  11. LEON და L3onidas კარგით რა ბიჭებო. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ რასაც თქვენ ამბობთ ძალიან დიდი გადამეტებაა, ამჟამინდელი ჰანტერების მიმართაც არაკოერქტულად ჟღერს... უხერხულად ვგრძნობ თავს. სიამვონებით დაგიწერდი მინუსს, მაგრამ არ შემიძლია, ამიტომ უბრალოდ ვეთანხმები მაგ იდეას.
  12. Nvidia-ს უკვე სამი თაობის ვიდეოდაფებში განსაკუთრებით პოპულარულია "6"-იანის შემცველი ვიდეოდაფები. ჯერ 260 იყო, შემდეგ 460 და სავარაუდოდ 560-იც იმავე ბედს გაიზიარებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან გონივრულად თუ ვიმსჯელებთ, სწორედ 260/460/560 არის თავის თაობაში საუკეთესო ფასი/წარმადობა ფარდობით. ვითვალისწინებ მოსალოდნელ ფაქტს, რომ 560 ლიდერი გახდება და გთავაზობთ ოთხი სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოშვებულ GTX 560-ის ინდივიდუალური ვერსიების შედარებას. მაგრამ სანამ უშუალოდ კონკურსანტებს გაგაცნობდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით შეგახსენოთ, თუ რა ადგილს იკავებს GTX 560 Ti ვიდეოდაფების რეიტინგში: როგორც ხედავთ (და ალბათ, იცოდით კიდეც), წარმადობით GTX 560 დგას GTX 470-სა და GTX 460 1GB-ს შორის. მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზეც, რომ GTX 470-ს ფასში "EOL" უწერია, რაც End of life-ს ნიშნავს. ანუ ამ პროდუქტს მწარმოებლისგან ფიზიკური მხარდაჭერა მალე აღარ ექნება (ფიზიკური და არა პროგრამული!). რაც შეეხება 560-ის და AMD-ს ვიდეოდაფების შედარებას, 560 დგას Radeon HD 6870-სა და HD 6950-ს შორის. შესაბამისი ცხრილი ვერ ვიპოვე (დამეზარა), მაგრამ პატიოსან სიტყვაზე მენდეთ, რომ ეს ასეა . ახლა კი მივხედოთ კონკურსანტებს. ------------------------------------------------------------------------------------------- 1. MSI GTX 560 Ti Twin Frozr II OC ეს ყველაზე სუსტი კონკურსანტია, მხოლოდ 880MHz ბირთვის სიხშირით. TwinFrozr ტექნოლოგიის მქონე ვიდეოდაფები MSI-ს წამყვანი პროდუქციაა, თუმცა კონკრეტულად ეს მოდელი არც ისე მძლავრია. როგორც ჩანს კიდევ აპირებელ TwinFrozr III-ის გამოშვებას, რომელშიც ჩააქსოვენ მთელ სიმძლავრეს. ისე კი ოთხი სითბური მილაკით აღჭურვილი TF II რადიატორიც საკმაოდ კარგია. 2. EVGA GTX 560 Ti Superclocked EVGA ჩვეულებას არ ღალატობს და თვით SuperClocked ვერსიის ვიდეოდაფებსაც კი ჩვეულებრივი გაგრილების სისტემით უშვებს. Superclocked კიარა, SuperCOCKED ბირთვის სიხშირე 900 მეგაჰერცია. 3. ASUS GTX 560 Ti DirectCu II TOP ამ ვიდეოს ბირთვის სიხშირეც 900MHz-ია. ორფენიანი გაგრილების სისტემა საკმაოდ მასიურ რადიატორს მოიცავს. გარდა ამისა, როგორც "DirectCU" გვეუბნება, რადიატორი აღჭურვილია სპილენძის ძირით, რომელიც პირდაპირ ედება GPU-ს, უკეთესი თბოგამტარობისთვის. საინტერესო დეტალია კვების მაერთებლების ინდიკატორი. თუკი კვება შეერთებული არ არის, ინდიკატორი წითელ ნათურებს ანთებს, რითაც გვამცნობს, რომ "რაღაც დაგვავიწყდა". 4. Gigabyte GTX 560 Ti Super Overclock ეს ყველაზე ძლიერი ვიდეოდაფაა დღევანდელ კონკურსანტებში. მისი ბირთვის სიხშირე 1000 მეგაჰერცია. დიიიიიდმა რადიატორმა და სპილენძის სითბურმა მილაკებმა 80მმ-იანი ფენების დახმარებით ვიდეოდაფის გაგრილება უნდა უზრუნველყონ. კიდევ ერთი სურათი მათთვის, ვისაც ჩემსავით კეისის სივიწროვე აწუხებს - გაითვალისწინეთ, რომ გიგაბაიტის ვიდეოდაფა ჩვეულებრივ 560-ზე საგრძნობლად გრძელია. ისე, კაცმა რომ თქვას, ეს შენიშვნა დანარჩენ 560-ებსაც ეხება, EVGA-ს გარდა. ------------------------------------------------------------------------------------------- სატესტო სისტემა: პროფესორი: Intel Core i7 920 @ 4.0Ghz მეხსიერება: Corsair 3x2GB Dominator DDR3 1600Mhz დედადაფა: Gigabyte EX58-UD5 გაგრილების სისტემა: CoolIT Boreas mTEC + Scythe Fan Controller მყარი დისკი: Western Digital Caviar Black 640GB კვების ბლოკი: Corsair HX1000W ოპერაციული სისტემა: Windows 7 Ultimate N x64 SP1 3D Mark 2011 Alien VS Predator გასაკვირი არ არის, რომ გიგაბაიტი ყველას სჯობნის, ხოლო MSI ყველაზე სუსტია. რაც მართლა გამიკვირდა ისაა, რომ EVGA-მ ASUS-ს აჯობა. მართალია კადრის მეასედებში, მაგრამ მაინც. Battlefield BBC2 ცვლილება არ შეინიშნება. Dirt 2 ისევ... F1 (Dx11) Metro 2033 ტემპერატურების ტესტი: გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე სუსტი ვიდეოდაფა ყველაზე გრილიცაა, ხოლო დამამზადებლის მიერ "რეფერენს" გაგრილებისთვის განწირული EVGA-ს ვიდეოდაფა ცხრილის ბოლოსკენ მიექანება. რაც შეეხება სისტემის ენერგომოხმარებას (მთელი სისტემის და არა ცალკე ვიდეოდაფის!), ცხრილი ასეთია: ------------------------------------------------------------------------------------------- დასკვნა ASUS-ის ვიდეოდაფა, რომელიც 270 დოლარადაა შეფასებული გამოირჩევა ზომიერი აჩქარებითა და მისაღები ტემპერატურებით, ხოლო მისი ინდიკატორები ორიოდე კაცს გააცინებს, ორიოდეს ჩააფიქრებს, ორიოდეს კი ისედაც ჰკიდია ის ინდიკატორები, "ვიდეო მაინც კეისში უნდა იდოსო", ამიტომ არც მიაქცევენ ყურადღებას EVGA-ს ვიდეოდაფა 260 დოლარი ღირს, რაც სტანდარტულ მოდელთან შედარებით მხოლოდ 10 დოლარით მეტია. არცაა გასაკვირი, ამ 560-ს საშუალო აჩქარების მიუხედავად უბრალო, ერთფენიანი გაგრილების სისტემა აქვს. ვისაც დიდად არ აღელვებს ვიდეოს ტემპერატურა და გაიძახის "გაუშვი, დაიწვას, მაგის დედაცო", შეუძლია ეს ვიდეოდაფა შეიძინოს. MSI-ს ტვინ ფროზერ II მხოლოდდამხოლოდ 250 დოლარი ღირს. ეს Nvidia-ს რეკომენდებული ფასია. წარმოიდგინეთ, "რეფერენს" ვიდეოს ფასად თქვენ იძენთ ოდნავ აჩქარებულ ვიდეოს, რომელიც სახელგანთქმული და მრავალნაცადი გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი! მე ძალიან მომეწონა ეს შემოთავაზება და ვთვლი, რომ ფასი/ხარისხი შეფარდების მიხედვით MSI ლიდერია. თუმცა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გადაიხადოთ 10 დოლარით ზედმეტი EVGA-ში, ან 20 დოლარით ზედმეტი ASUS-ში. . . მაგრამ კიდევ უკეთესს იზამთ, თუ გადაიხდით მხოლოდ 20 დოლარით ზედმეტს Gigabyte-ში. დიახ, 1GHz-მდე აჩქარებული Gigabyte-ის წარმოების GTX560 Super OC (უბრალო OC ვერსიაში არ აგერიოთ, ის 250 ღირს) მხოლოდ 270 დოლარად! ასე და ამგვარად Gigabyte-მა ASUS-ის ფასად უკეთესი პროდუქტი შემოგვთავაზა. მაგრამ მე მაინც MSI-ს ავირჩევდი, რადგან მირჩევნია ის 20$ (+ განბაჟების თანხაზე 3.6$-იანი დანამატი იმ 20$-ის გამო) ჯიბეში მედოს ---------------------------------------------------------------- P.S. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვინც საერთოდ არ წაიკითხა ჩემი ნათარგმნი სტატია და უბრალოდ ბოლმდე "დასქროლა" იმისთვის, რომ "მაგარია" დაეწერა. საქმე არა გაქვს ბიჭო? წყაროს მითითება დამვიწყნია. Hardwarecanucks.com :)
  13. სავსებით გეთანხმები
  14. ოპერაში შევცვლიდი, მაგრამ რა აზრი აქვს :givi:
  15. მე TNR-ს ვიყენებ და ახლა უნდა გადავიდე ამაზე.
  16. რა იყოთ ხალხო, ვირუსი ხომარ აიკიდეთ
  17. საჭირო თემაა ჩემი აზრით და ჰაი-ტეკშია გადასატანი.
  18. მთვრალი ხარ ახლა შენ ალბათ, იუბილე გაქვს ბოლობოლო და მიტომ წერ ასეთ რამეებს.
  19. რამდენიმე დღეა მინდა რამე სიახლე, ან ინფორმაცია შემოგთავაზოთ. თუმცა ამჟამად საიტს იმდენი ნიუსჰანტერი ყავს, აქამდე რომ არ ყოლია და მაგათ ვერაფერს გამოაპარებ . დიდი ხნის ძიების შემდეგ გადავაწყდი პატარა ინფორმაციას Intel-ის ნაკლებადცნობილი პროდუქტის შესახებ. დიდი არაფერია, მაგრამ სულ არაფერს სჯობს. თემა ეხება Intel Itanium-ს. ეს გახლავთ საწარმოო მასშტაბის სერვერებისთვის განკუთვნილი პროცესორი. მისი წარმოშობა კორპორაცია HP-ს სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ კომპანიის მესვეურებს 1989 წელს აზრად მოუვიდათ შეექმნათ საკუთარი RISC (Reduced instruction set computer - შემცირებული ბრძანებათა ნაკრების გამომთვლელი) პროცესორი. RISC ტიპის პროცესორები შემცირებული ბრძანებათა ნაკრების გამო მხოლოდ სპეციფიური საქმის შესასრულებლად თუ გამოდგებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, იმ საქმეში, რისთვისაც მათ შექმნიდნენ, ჩვეულებრივ პროცესორებზე დიდ წარმადობას იძლეოდნენ. თუმცა, RISC-ის ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარე გახლდათ ის, რომ პროცესორი ტაქტის თითო ციკლში მხოლოდ ერთ ბრძანებას ასრულებდა და სჭირდებოდა ბრძანებათა შესრულების დამგეგმავი (Runtime Scheduler), რომელიც ბრძანებებს იმის მიხედვით დაალაგებდა, თუ რომელი როდის უნდა შესრულებულიყო. HP-ში გადაწყვიტეს ეს პრობლემა გამოესწორებინათ და შეიმუშავეს Explicitly parallel instruction computing, რაც ითარგმნება, როგორც "ნაღდად პარალელური ბრძანებების გამოთვლა" და შემოკლებით იწერება, როგორც EPIC. იდე მართლაც ეპიკური გახლდათ, რადგან პარალელური გამოთვლები ერთის მხრივ გამოთვლების აჩქარების, ხოლო მეორეს მხრივ Runtime Scheduler-ის გაქრობის (და შედეგად - ენერგიის ხარჯის შემცირების) საშუალებას იძლეოდა. სამწუხაროდ HP-ის ეპიკურმა იდეამ ეპიკური კრახი განიცადა და 1994 წელს HP-ის ჩამოძონძილი დირექტორი მიადგა Intel-ს, "შენ უნდა მიშველო, შენს იქით გზა არ მაქვსო". Intel-ს ჭკუაში დაუჯდა HP-სთან თანამშრომლობა, დაიწყო ოცნების კოშკების აგება იმაზე, თუ როგორ იქნებოდა მსოფლიოში ყველა საწარმოო სერვერი მისი პროცესორებით აღჭურვილი (მაშინვე ეტყობოდა, რომ გაუმაძღარი კომპანია იყო), ამიტომ სიხარულით დათანხმდა თანამშრომლობის შემოთავაზებას და 2001 წელს HP-ის და Intel-ის სიყვარულის ნაყოფიც დაიბადა. ეს გახლდათ Intel Itanium Merced პროცესორი: 32-ბიტიანი არქიტექტურის მქონე (x86), 180 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული 733/800MHz-ზე მომუშავე პროცესორი მხოლოდ 96 კილობაიტიანი L2 კეშით გახლდათ აღჭურვილი (თუმცა "ჩიპის გარეთ" კიდევ იყო მოთავსებული 2/4MB მესამე დონის კეში). სამწუხაროდ (თუმცა მე რა "მემწუხრება", ინტელმა იკითხოს ) Merced-მა ვერ გაუწია კონკურენცია ვერც სხვა RISC-ებს და ვერც CISC-ებს (Complex instruction set computer, რთული ბრძანებათა ნაკრების კომპიუტერი, ანუ "ჩვეულებრივი" პროცესორი), ამიტომ კომპანიამ მხოლოდ რამდენიმე ათასი Merced-ის გაყიდვა მოახერხა, შემდეგ კი დაიწყო იმაზე ფიქრი, "რა ვქნათ, რა წყალში გადავცვივდეთო". ამის შედეგი იყო 2002 წელს გამოშვებული Itanium 2 McKinley: მასში გამოასწორეს Merced-ის ბევრი ხარვეზი, გაზარდეს სიხშირე 900/1024MHz-მდე, L2 კეში 256KB-მდე, 1.5/3MB სიდიდის L3 კეში კი ჩიპში მოათვსეს. შედეგად გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა. 2003/2004 წლებში Intel-მა Itanium 2-ის 130 ნანომეტრული ვერსიებიც დაამზადა (Madison, Deerfield, Hondo). მაგრამ Itanium-ის ცაზე ისევ გამოჩნდა შავი, უფრო სწორად მწვანე ღრუბელი, რადგან AMD-მ წარმოებაში ჩაუშვა 64-ბიტიანი არქიტექტურის მქონე Opteron პროცესორები. ეს კი მომხმარებლებს 64-ბიტიან სერვერზე იაფად გადასვლის საშუალებას აძლევდა. Opteron-ს Intel-მა 64-ბიტიანი Xeon-ები დაახვედრა, ხოლო Itanium 2 2010 წლამდე ობლად დატოვა. 2010 წელს კი ოჯახს ახალი წევრი შეემატა - Itanium 9300 Tukwila: ახალი დროის შესაბამისად, ტუკვილა სტეროიდებითაა გაჭყეპილი, აქვს ორი მილიარდი ტრანზისტორი, 1.6-1.73GHz სიხშირე, Intel Turbo Boost ტექნოლოგია, 10-24MB მესამე დონის კეში და 130-185 ვატი TDP (სითბოს გამოყოფა). გარდა ამისა პროცესორს აქვს მეხსიერების ინტეგრირებული კონტროლერი, მეხსიერების შეცდომების გამოსწორების მექანიზმი, Intel QPI ინტერფეისი. ეს ყველაფერი Tukwila-ს პროცესორთაშორისი ინფორმაციის გაცვლის 96GB/s, ხოლო მეხსირებასთან ინფორმაციის გაცვლის 34GB/s სიჩქარის მიღწევის საშუალებას აძლევს. პროცესორი 65 ნანომეტრული ტექნოლოგიითაა შექმნილი და ალბათ დამეთანხმებით, რომ 185 ვატიანი TDP არც ისე სახარბიელოა, ამიტომ Intel-მა ოდესღაც (მართლა არ ვიცი, როდის) დააანონსა 32 ნანომეტრული Poulson პროცესორი, რომელსაც ექნება 3.1 მილიარდი (დიახ, სამი მილიარდ ასი მილიონი) ტრანზისტორი, მაქს. რვა ბირთვი, 54 მეგაბაიტი კეში და რაც ყველაზე მიმზიდველია, თავსებადი იქნება Tukwila-ს ძველ სოკეტთან (სერვერებს ძველ სოკეტზე ტოვებენ და PC-ს ნიფხვებივით ყოველდღე უცვლიან სოკეტს. ცუდები ეგენი ). მწარმოებელი აცხადებს, რომ ახალ პროცესორს ექნება გაუმჯობესებული საიმედოობა და სტაბილურობა, ამასთანავე იქნება უფრო ხელმისაწვდომი. Intel-ში ჯერ-ჯერობით არ აცხადებენ თუ რამხელა სხვაობა იქნება წარმადობაში Poulson-სა და Tukwila-ს შორის, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აქამდე Itanium სერიის ყველა პროცესორს (ტუკვილას თუ ტიკურილას ჩათვლით) ტაქტის ერთ ციკლში მხოლოდ 6 ბრძანების შესრულება შეეძლო, ხოლო პოულსონს 12 ბრძანების შესრულება შეეძლება, მატება შთამბეჭდავი უნდა იყოს. პროცესორი მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. დაბოლოს, მათთვის, ვისაც გულწრფელად აინტერესებს ზემოხსენებული თემა (დიდად კი მეეჭვება, ვინმეს რომ გაინტერესებდეთ), იხილეთ Poulson-ის "ზონირების სქემა": სულ ეს იყო.
  20. ვა "დათო" დათოს აქვს იუბილე? გილოცავ ;)
  21. წადი ახლა წადი! (ისევ მიშას აძახებინებთ "წადი წადი"-ს, რა ხალხი ხართ თქვენ )
  22. აკი წავედი დავიძინეო? :eh:
  23. მიუთითებ გადამზიდავს და ფასს. მთავარია ერთდროულად არ მივიდეს ნივთები, თორემ შეიძლება აგერიოს და ერთმანეთის ფასები ჩაუწერო :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.