DVD-ის თვალმა რომ მაღლა აიწიოს და ნაკაწრში არსებული ინფორმაცია სწორად წაიკითხოს, გაუკაწრავ სეგმენტებთან მეტისმეტად ახლოს აღმოჩნდება და იქ ვეღარაფერს წაიკითხავს. და ისეთი რამე არამგონია არსებობდეს, რომ ლაზერის სხივი ზევით-ქვევით ახტუნაოს ნაკაწრებისდა მიხედვით.
ისე კი ყველანაირ ფილოსოფიას რომ შევეშვათ, ნაკაწრში ინფორმაცია განადგურებულია. ნაკაწრი თავისთავად გულისხმობს ინფორმაციიანი სეგმენტის განადგურებას და მისი ადგილის სიცარიელით დაკავებას. მე არ წარმომიდგენია, რომ მანდ რამემ იმუშაოს.
და თუ მაინც იმუშავებს, დაპოსტე, მეც მაქვს დაკაწრული დისკები და მაინტერესებს, ეგებ მეც აღვადგინო ინფორმაცია.