Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. E4600 გაქვს ახლა და გინდა E5700-ით შეცვალო? ქარხნულ სიხშირეებზე სერიოზულ ცვლილებას არ მოგცემს, მაგრამ რაზგონზე E5700 ჯობია ბევრად E4600-ს.
  2. იმიტომ, რომ Core 2 Duo-ა. საქართველოში თუა ძვირი, იმიტომაა ძვირი, რომ საქართველოა და კლიენტების "დაგოიმება" უმაღლეს დონეზეა...
  3. E4xxx სერიის Core 2 Duo-ები სუსტებია. მაგაზე უკეთესი E5200-E5300-E5400-ებია.
  4. სხვადასხვა მიკროარქიტექტურა აქვთ მაგ ორი ტიპის პროცესორებს. საერთოდ Core 2 Duo უფრო სრულყოფილი არქიტექტურაა, ვიდრე Dual-Core, მაგრამ ყველა Core 2 Duo არ ჯობია დუალ ქორებს. მაგალითად E5200/5300 და ასე შემდეგ არის Dual-Core ოჯახიდან, მაგრამ Core 2 Duo E4400/E4500-ს ჯობნის. სამაგიეროდ Core 2 Duo E7xxx და E8xxx სერიის პროცესორები ჯობია დუალ ქორებს. პრაქტიკულად ყველას. მოკლედ საერთო ჯამში Core 2 უფრო სრულყოფილია, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში Dual-Core შეიძლება ჯობნიდეს. პროცესორების ზუსტ მოდელებს გააჩნია :)
  5. ჰოდა მაგის ბრალი იქნება. ნიკამ როგორც გითხრა ისე ქენი, ეგებ ეშველოს. თუარა და ახლის ყიდვა მოგიწევს.
  6. 100 ლარი დაუჯდება ოთხი ფერი თავისი ნემსებით და შპრიცებით. http://bedi.ge/index.php?prod&catid=91&maincatid=7 100 მილილიტრიანია თითო ბოთლი. ნახევარი წელი ეყოფა ლამის.
  7. ლევან დაბალი ხარისხის ბეჭდვაზე ხომარ გაქვს დაყენებული? მაქსიმალური მიეცი... პლიუს დაცლიდან რამდენი დღის მერე მიუტანე? თუ "დაგაგვიანდა" მიტანა შეიძლება ნაწილი საღებავი გამომშვებში ჩახმა და მთლიანად თუ ვერ გამოვა საღებავი გამომშვებიდან, ნაცრისფერს მიიღებ.
  8. ზოგ პრინტერს აქვს სხვადასხვა ნომერი კარტრიჯებიც, მაგალითად ჩემსას 20 და 49 აქვს... ლევან სუფთა შავი ბეჭდვა მიეცი. grayscale ანუ. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შავში მაინც ურევს ფერად საღებავებს...
  9. უბუნტუს მეც დავაყენებ, მაგრამ ლიცენზიურ არხიკადს და მაქსს ვერ დავაყენებ ცხადია.
  10. ლომსა კარტრიჯი ერთჯერად გამოყენებაზეა გათვლილი. კარტრიჯს აქვს პატარა ჩიპი, რომელიც მელნის დონეს ზომავს და მერე აჩვენებს. ეგ ჩიპი მეორედ დატენვის მერე ვერ "გრძნობს" რამდენი მელანი ასხია კარტრიჯში, ამიტომ აჩვენებს ყოველთვის "ცარიელს". მაგრამ ბეჭდვით იბეჭდება.
  11. ნამდვილად. კიარ მეხალისებოდა მე იმ სტატიების წერა.
  12. კარგი ვარიანტია.
  13. სურათი რომ დაგვიდო მგონი აჯობებს...
  14. კიარ გაანულო, განაახლე. მაგრამ არამგონია განახლებამ უშველოს...
  15. ყველაფერი კარგად გიწერია ეგ პოსტი... იმ დროს, როდესაც ამ თემას ვწერდი აზრზე არ ვიყავი არაფრის. 'პრაიმ' ლინზები მართლაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. იაფი მხოლოდ ავტოფოკუსის არმქონე პრაიმებია.
  16. რა ქნან აბა, 3D Vision-ს ხომ უნდა დაუპირისპირონ რამე საინტერესოა მაგასაც რამე დამატებითი ჰარდი ჭირდება, როგორც 3D Vision-ს, თუ დამოუკიდებლად იმუშავებს...
  17. არ აქვს ოფიციალურ საიტზე CPU Support list-ში და ალბათ არ მიდის.
  18. დაიცა კაცო... მე გირჩევ რომ თუ საშუალება გაქვს რომელიმე აქაურ მაღაზიაში მიხვიდე და დატესტო ყველა... რომელიც უფრო მოგეწონება ის იყიდო ჯობია, ვიდრე ამაზონიდან გამოიწერო "რაღაც" და მერე უკმაყოფილო დარჩე :user:
  19. კარგია ეგეც, უბრალოდ მეძვირება მაგ მონაცემებისთვის...
  20. Fujifilm FinePix S2550 ან Fujifilm FinePix S2500HD შეგიძლია იყიდო 180 დოლარად... მაგრამ მაგასაც AA ელემენტები უნდა... და მახასიათებლებითაც ჩამორჩება L120-ს და კოდაკს. უფრო L110-ს კონკურენტია... ისე კარგი ციფრულია, სახმარად, ფუნქციურადაც...
  21. ესე იგი... სამივე ციფრულს ერთი ზომის სენსორი აქვს (ფიზიკურად, სიგრძე-სიგანეს ვგულისხმობ). ამიტომ დიდი სენსორის გამო რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება არ შემიძლია... ახლა მივყვეთ მახასიათებლებს... Kodak გარჩევადობა 14MP, აქვს JPEG და RAW ფორმატები (RAW არის JPEG-ზე მაღალი ხარისხის და საერთოდ უპირატესობად ითვლება ხოლმე). 26x ზუმი თავისი გამოსახულების სტაბილიზაციით (ოპტიკური სტაბილიზაციით, კარგია!), მაკრო რეჟიმი, Manual ფოკუსი (ფოკუსის ხელით გასწორება!), ვიდეოფორმატები 1280 x 720 (30 fps), 640 x 480 (30 fps), 320 x 240 (30 fps) H.264 დეკოდერით. 3"-იანი დისპლეი 200000 წერტილით. სამწუხაროდ ხმას მხოლოდ Mono რეჟიმში იწერს. მაგრამ სამაგიეროდ აქვს HDMI კონექტორი (ანუ პირდაპირ კამერიდან გაუშვებ HD ვიდეოს ტელევიზორზე თუკი დაგჭირდა). Nikon L110 12 მეგაპიქსელი, აქვს მხოლოდ JPEG (RAW არ აქვს), 15x ზუმი სტაბილიზაციით (სენსორის წანაცვლებით), მაკრო რეჟიმი, Manual ფოკუსი (სამწუხაროდ მაგ დროს მინიმალური დისტანცია 60სმ-ია), იღებს 1280 x 720 (30 fps), 640 x 480 (30 fps), 320 x 240 (30 fps) ვიდეოებს H.264 დეკოდერით, ამასთან აქვს სტერეო ხმის ჩაწერა, 3"-იანი დისპლეი 300000 წერტილით. ასევე აქვს HDMI. Nikon L120 14 მეგაპიქსელი, ამასაც მხოლოდ JPEG აქვს, 21x ზუმი L110-ის ანალოგიური სტაბილიზაციით, მაკრო რეჟიმი, Manual ფოკუსირება, იღებს 1280 x 720p (30fps), 640 x 480 (30fps) ზომის ვიდეოებს MPEG-2 დეკოდერით, იწერს Stereo ხმას. 3"-იანი დისპლეი 900000 წერტილით. როგორც სხვებს, ამასაც აქვს HDMI კონექტორი. მოკლედ, კოდაკის ყიდვა არ ღირს ჩემი აზრით. ყველაზე სუსტია ამ სამში. L120 არის იდეალური ამ სამიდან, კარგი გარჩევადობა, კარგი დისპლეი, კარგი ვიდეო ნორმალური დეკოდერით, კარგი ზუმი... ერთადერთი რაც არ მომწონს - ფასია... საერთოდაც მე არ ვიყიდდი ამ სამიდან არცერთს, ან 100$-იან "სასაპნეს" ვიყიდდი, ან პირდაპირ 600$-იან DSLR-ს (რაც გავაკეთე კიდეც ). ისე მაგათ სამივეს ერთი დიდი ნაკლი აქვთ - "AA" ტიპის ელემენტებზე მუშაობენ. წესიერი ელემენტი + წესიერი დამტენი 50$ დაჯდება საშუალოდ, პლიუს როგორც წესი ეგ არის Ni-MH ელემენტები, რომლებიც ჯერ ბოლომდე უნდა დასვა და მხოლოდ მერე შეიძლება დატენვა (წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე ფუჭდება)... მოკლედ მოსავლელად საშინელება... თავის დროზე ზუსტად მაგ ელემენტების გამო არ ვიყიდე ერთი ძალიან კარგი ციფრული.
  22. აქა ვარ... გადავხედავ სამივეს და გეტყვი დაახლოებით 10-15 წუთში სამივეს პლიუს-მინუსებს...
  23. V1-იც მშვენიერი კვებაა, V2-ზე რომ არაფერი ვთქვათ... ერთი ის ვერ გავიგე, შიგნით დეტალებს თეთრი რაღაც რატომ უსვიათ...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.