ის ამბავი მომენტი მომეწონა, რომ ფეტელი, Point Man და ჯინ-სუ კვონი დააბრუნეს, ვერ შევეწყვე მეორე თამაშის მთავარ გმირს. თუმცა ისიც რომ გამოჩნდა და "საბოლოოდ გაირკვა" მისი სიტუაცია, ეგეც მომეწონა. სიუჟეტში ყველაფერი "დაალაგეს" მეტ-ნაკლებად, ერთი ჟენევიევ არისტიდი რომ გააქრეს (I და II თამაშების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი) ეგ ლაფსუსია ჩემი აზრით და მეორე კიდევ ის, რომ კლონი ჯარისკაცები ახლა უკვე Armacham-ს ემორჩილებიან და როგორ გადავიდნენ მათ მორჩილებაში - გაურკვეველია.
ისეთი დასასრული ჰქონდა, 50/50-ზეა გაგრძელების შანსები...
გრაფიკის მხრივ კი გაიძახის ხალხი "არ ვარგაო", მაგრამ ბევრად უარესი გრაფიკის მქონე თამაშებიც მინახავს :)