სანამ ახალი თაობის კონსოლები არ გამოვა, მანამდე შენარჩუნდება ასეთი სიტუაცია. რადგან PC-ზე რა თამაშიც გამოდის, 99% კონსოლებზედაც გამოდის და კონსოლები როგორც იცით, შეზღუდული სიმძლავრისანი არიან. ჰოდა კონსოლისთვის და PC-სთვის ცალ-ცალკე ხომარ დაწერენ თამაშს, ამიტომ წერენ მეტ-ნაკლებად უნიფიცირებულს, ისეთს, რომ კონსოლზედაც წავიდეს და PC-ზეც არ გამოიყურებოდეს მთლად ამაზრზენად. შედეგად ვიღებთ იმას, რაც გვაქვს.
ახლა ალბათ ვინმე იტყვის "აი Crysis 2 ხომ იყო კონსოლზეც და გადასარევი გრაფიკა ჰქონდა მაინცო". ჰოდა თქვენ გეუბნებით, რომ Crysis 2 არის "ბედნიერი გამონაკლისი", ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. და ეგ თამაში არც კონსოლზე გამოიყურებოდა ცუდად. ეგ ძრავის დამსახურებაა.