აღარ მახსოვს, მექანიკური გამძლეობით მგონი დისკოსებრი/დიაფრაგმული ჯობია, მაგრამ ფოტოს ხარისხისთვის სწორი ჩამკეტი უკეთესია. იმ აპარატს, წინა პოსტში რომ ვახსენე, ასეთიც ჰქონდა და ისეთიც, გადართვა შეგეძლო სურვილისამებრ.
რამ გამომაშტერა, აგერ, სახლში მაქვს ასეთი:
მაგას აქვს დიაფრაგმული ჩამკეტი. მაგრამ ეგ კამერა მეტად თავისებურია, ობიექტივი არ ძვრება, ნახევრადავტომატია თან.
ახლა ვნახე, დიაფრაგმულ ჩამკეტს ერთი დიდი ნაკლი აქვს - 1/1000-ის "იქით" იშვიათად აქვს ექსპოზიციის საშუალება მაშინ, როცა სწორი ჩამკეტი 1/8000-ზეც ადის ზოგ შემთხვევაში.