პირველ რიგში მოგესალმებით
მოკლედ ჩემს ცნობისმოყვარე გონებას აინტერესებს შემდეგი:
როგორც ვიცით, ინტერნეტში ხშირად მოიპოვება Blue-Ray დისკების შიგთავსები, რომლებიც ლამის 40-50 გიგაბაიტს იწონიან. სპეციალური პროგრამით (მაგ: Ashampoo Burning Studio) შესაძლებელია მათი ჩაწერა Blue-Ray დისკზე და მშვენიერი ფილმის დისკის მიღება.
მე მაინტერესებს არსებობს თუ არა სოფტი, რომელიც მოახდენს ამ ფაილების ჩაწერას რაიმე დისკ იმიჯის (მაგ: iso) ფორმატში დისკის გამოუყენებლად? ანუ შეინახავს პირდაპირ HDD-ზე.
გუგული ბიძიამ ბევრი არაფერი მამცნო, ამიტომაც მოგმართეთ თქვენ.
წინასწარ გმადლობთ ყურადღებისათვის :)