რელიგიაზე მე ვამბობ ცუდს და არა ქრისტეზე
არასდროს,არასდროს არ ჰქონია ადამიანს და გინდაც (განსაკუთრებით)მორწმუნეს ნამდვილი "ქრისტიანული" სიყვარული მოყვასის მიმართ
ღმერთმაც ვერ უშველა მაგ საქმეს
აი ნიცშე,რომელიც დოსტოევსკის მიმდევარი იყო და თან ათეისტი,თქვა რომ ადამიანი უნდა გახდეს სუპერადამიანი ზეკაცი,განსმჭვალული სამართლიანობით და სიყვარულით,თან რაციონალურად უნდა შეხედოს ამ სამყაროს.
ბერტნარდ რასელი,გაქანებული ათეისტი იყო,მაგრამ თავის ესეში ათასჯერ უხსენებია,რომ სამყაროს სჭირდება ქრისტიანული სიყვარული,მიუხედავად იმისა რო საერთოდ არ სწამდა 2000წლის წინ დაწერილი 400ჯერ "დაედითებული" წიგნის.
სწორედ მაგიტო ამბობს ნიცშე,ერთადერთი ქრისტიანი ჯვარზე გააკრესო
სამყაროში იმდენად ცოტა სიყვარული და მადლიერებაა, რომ დაუშვებელია მათი ფლანგვა წარმოსახვით არსებებზე (ფრიდრიჰ ნიცშე).
ნუ მე არცერთის მიმდევარი ვარ,უბრალოდ მეამბოხე სულებს პატივს ვცემ,ნიცშე უკანასკნელი იყო,რომელიც ღმერთს ეძებდა.აანალიზებდა,რომ ღმერთის გარეშე სამყაროს და ცხოვრებას მიზანი არ ჰქონდა,რაც მერე ეგზისტენციალებში წამოვიდა მოდად